„ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1810,8 ათასი ლარი.

„ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

პროგრამის კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

1 810,8

06 01

ააიპ „თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“

210,8

06 02

სოციალური პროგრამები

1 600,0

06 02 01

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება.  მშობიარეთა დახმარება

495,0

06 02 02

ხანდაზმულთა სოციალური დაცვა ააიპ "თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად  დაუცველთა დახმარების ცენტრი"

800,0

06 02 03

მარჩენალდაკარგულ პირთა, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.
სსიპ "წითელი ჯვარი"

220,0

06 02 04

დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება

10,0

06 02 05

გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორს-მაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება

50,0

06 02 06

მეორე მსოფლიო ომისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ან მათთან გათანაბრებულ პირების დახმარება

20,0

06 02 07

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის და იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება

5,0

პრიორიტეტის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა:

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და  სოციალური უზრუნველყოფა

პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

06 01

პროგრამის დასახელება:

ააიპ "თეთრიწყაროს  საზოგადოებრივი ჯანდაცვა და უსაფრთხო  გარემოს  უზრუნველყოფის  ცენტრი"

პროგრამის განმახორციელებელი:

ააიპ "თეთრიწყაროს  საზოგადოებრივი ჯანდაცვა და უსაფრთხო  გარემოს  უზრუნველყოფის  ცენტრი"

პროგრამის განხორციელების პერიოდი:

2026 წელი

დაფინანსების წყარო

მუნიციპალური ბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი

210 800

სხვა....

სულ ქვეპროგრამა

სულ ქვეპროგრამა

210 800

პროგრამის განხორციელების პერიოდი:

2026 წელი

პროგრამის მიზანი და აღწერა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს.  თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის:

ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება;

გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი;

ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;

ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ)პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის,  აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის  პოგრამა.

ი)  „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.

მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისაგან

1. ეპიდზედამხედველობა (მათ შორის: ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა, მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი);

2. იმუნიზაცია;

3. ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა;

4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

5. მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება;

ქვეპროგრამის დასახელება

ააიპ „თეთრიწყაროს  საზოგადოებრივი ჯანდაცვა და უსაფრთხო  გარემოს  უზრუნველყოფის  ცენტრი"   06 01

210 800

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.  მიზანი 6 - სუფთა წყალი და სანიტარია

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

სოციალური პროგრამები

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

06 02 01

ქვეპროგრამის დასახელება:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება.

მშობიარეთა დახმარება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ჯანდაცვის და სოც.უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

დაფინანსების წყარო

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

495 000

სახელმწიფო ბიუჯეტი

სხვა ......

სულ ქვეპროგრამა

495 000

მ.შ. კაპიტალური პროექტები

მიზანი და აღწერა

დახმარებას მიიღებენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეები: დიალიზზე მყოფი პირები  ტრანსპორტირებისთვის მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას არაუმეტეს 200 ლარისა. ერთჯერად დახმარებას მიიღებენ  - 90 წლის და უფროსი ასაკის პირები (100 ლარით) და 100 წლისა და  უფროსი ასაკის  პირები (დახმარებად  განსაზღვრულია ერთჯერადად  1000 ლარი),  უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები (არაუმეტეს 100 ოჯახი) ზამთრის პერიოდში გათბობის მიზნით მიიღებენ ერთჯერადად  400 ლარს.  შშმ ბავშვები (500 ლარით), მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (500 ლარით), მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატულ შშმ ვეტერანებს (500 ლარით)

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებისას რეაბილიტაციის თანადაფინანსება მზღვეველის მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული  ოდენობის შესაბამისად. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, როდესაც პაციენტის თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 3000(სამი ათას) ლარს, არაუმეტეს სამედიცინო დაზღვევის მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობისა. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 3000 (სამი ათას) ლარს, დაფინანსდება მზღვეველის მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობის მიუხედავად.

დიაგნოსტიკური კვლევების საჭიროებისას, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და  გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სოციალური  სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის  100% -ით, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის -80%-ით.  პალიატიური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება  განისაზღვროს წარმოდგენილი  კალკულაციის  შესაბამისად, წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.

მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის და შშმ ბავშვებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს,  ადაპტირებული სახლის/გარემოს მოსაწყობად გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება ოჯახის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით  ( 2000 ლარი).  ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ უსახლკაროს სტატუსის მქონე პირები  ქირის სახით (არაუმეტეს 200 ლარი).

სოც. დაუცველები (0-დან 120 000 ქულის ჩათვლით), შშმ პირები, ვეტარანები  და მათთან გათანაბრებული პირები, მარჩენალდაკარგული პირები, ძალადობის მსხვერპლი პირები მიიღებენ დახმარებას მედიკამენტების შესაძენად 300 (ორასი) ლარის ფარგლებში. დაფინანსდება ძვირადღირებული (200 ლარზე ზევით) არაუმეტეს 2 ინექცია.  პროგრამის მიზანია მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის   გაუმჯობესება

პროგრამა ხელს უწყობს გენდერულად მგრძნობიარე სოციალური პოლიტიკის განხორციელებას და სოციალური პროგრამის დაგეგმარებისა და განხორციელების დროს ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში შშმ პირების, მოხუცების, ქალებისა და კაცებისთვის სხვადასხვა სერვისების იმგვარად შეთავაზებას, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება    06 02 01

2026 წელი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება. ასევე შინმოვლის პროგრამის თანადაფინანსებისთვის

495 000

მოსალოდნელი შედეგი (2026 წელი)

გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა. მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

სოციალური პროგრამები

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

06 02 02

ქვეპროგრამის დასახელება:

ხანდაზმულთა სოციალური დაცვა, ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად  დაუცველთა დახმარების ცენტრი"

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად  დაუცველთა დახმარების ცენტრი"

დაფინანსების წყარო

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

800 000

სახელმწიფო ბიუჯეტი

სხვა ......

სულ ქვეპროგრამა

800 000

მ.შ. კაპიტალური პროექტები

მიზანი და აღწერა

მიზანი:

თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტში  მცხოვრები  სოციალურად  დაუცველთა  ოჯახების  ცხელი  სადილით და   ნატურალური საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა.

ქ. თეთრიწყაროში  მცხოვრები ( სამსახურის რეესტრში რიცხული)  ბენეფიციარები  უზრუნველყოფილი არიან  დღეში  ერთხელ  ცხელი  სადილით,  და  ადმინისტრაციულ  ერთეულებში მცხოვრები  ( სამსახურის რეესტრში რიცხული)   ბენეფიციარები  თვეში  ერთხელ - ნატურალური  საკვები პროდუქტებით.

პროგრამით  შესაძლებელი  იქნება  ქ. თეთრიწყაროში  120  ბენეფიციარის და  ადმინისტრაციულ  ერთეულებში 530  ბენეფიციარის  კვებით  უზრუნველყოფა. ქვეპროგრამაში თანაბრადაა  გათვალისწინებული  ქალების  და  კაცების  საჭიროებები.

ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება 06 02 02

2026 წელი

ხანდაზმულთა სოციალური დაცვა ააიპ "თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად  დაუცველთა დახმარების ცენტრი"

800 000

შუალედური მოსალოდნელი შედეგი (2025 წელი)

საჭიროების მქონე პირთათვის უზრუნველყოფილია უფასო კვების მომსახურება

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

სოციალური პროგრამები

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

06 02 03

ქვეპროგრამის დასახელება:

მარჩენალდაკარგულ პირთა, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ჯანდაცვის და სოც.უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

დაფინანსების წყარო

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

220 000

სახელმწიფო ბიუჯეტი

სხვა ......

სულ ქვეპროგრამა

220 000

მ.შ. კაპიტალური პროექტები

მიზანი და აღწერა

ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ  18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები (500 ლარი) და 4 და მეტი შვილიანი (რომელთაგან  არანაკლებ ოთხი 18-წლამდე ასაკისაა) ოჯახები (თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 30 ლარი), 2026 წელს  ბავშვის   დაბადების  შემთხვევაში,  დახმარება გაეწევა იმ ოჯახებს, რომლებიც  ვერ სარგებლობენ მრავალშვილიანი ოჯახებისათვის  გათვალისწინებული დახმარებით და არცერთ მშობელს არ აქვს  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი, ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

დახმარება გაეწევა აგრეთვე 0-დან 3 წლამდე ასაკის ტყუპი ბავშვების მშობლებს, ოჯახის გაძლიერებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

ერთჯერადი დახმარება გაეწევა 18 წლამდე ასაკის, დედით, ან მამით ობოლ ბავშვებს (200 ლარით), მარტოხელა მშობელს (300 ლარი).

პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს,  რეინტეგრირებულ  ბავშვთა ოჯახებს და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ახალგაზრდებს, რომლებმაც ზრუნვის სისტემაში გაატარეს არანაკლებ 2 წელი ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირს (1000 ლარი).   პროგრამის მიზანია ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რთული დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების ხელშეწყობა, ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, კრიზისულ მდგომარეობაში ან/და სოციალური საფრთხის წინაშე  მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების უზრუნველყოფა მატერიალური და არამატერიალური (სოციალური, იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვა) სახით.

პროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული იქნეს  100,0  ათასი ლარი. მათ შორის:

ა)  სიღატაკეში ან/და სხვა ტიპის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების  უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარება კალენდარული  წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 2000  (ორი ათასი) ლარისა.

ბ) სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი (18 თვემდე ასაკის) ბავშვიანი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30 000) დახმარება ბავშვის აღზრდისათვის კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით, ყოველთვიურად 100 (ასი) ლარი.

გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სხვადასხვა პათოლოგიის მქონე  18 წლამდე ასაკის მოზარდის  შემდგომი განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროცედურების   დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), კალენდარული წლის განმავლობაში  არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარი.

ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება   06 02 03

2026 წელი

მარჩენალდაკარგულ პირთა, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

120 000

2026 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამაზე

100 000

შუალედური მოსალოდნელი შედეგი (2026 წელი)

მარჩენალდაკარგულ პირთა თანადგომა, მათი  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება,   დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

სოციალური პროგრამები

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

06 02 04

ქვეპროგრამის დასახელება:

დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ჯანდაცვის და სოც.უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

დაფინანსების წყარო

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

10 000

სახელმწიფო ბიუჯეტი

სხვა ......

სულ ქვეპროგრამა

10 000

მ.შ. კაპიტალური პროექტები

მიზანი და აღწერა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი   (არაუმეტეს 65 000 სარეიტინგო ქულით), სოციალური დახმარების მიმღები ოჯახები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 100 ლარის ოდენობით.  პროგრამის მიზანია დევნილთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება

ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება   06 02 04

2026 წელი

დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება

10 000

10 000

შუალედური მოსალოდნელი შედეგი (2026 წელი)

დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

სოციალური პროგრამები

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

06 02 05

ქვეპროგრამის დასახელება:

გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორს-მაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ჯანდაცვის და სოც.უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

დაფინანსების წყარო

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

50 000

სახელმწიფო ბიუჯეტი

სხვა ......

სულ ქვეპროგრამა

50 000

მ.შ. კაპიტალური პროექტები

მიზანი და აღწერა

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარს დახმარება გაეწევა უბედური შემთხვევის და სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მოწესრიგებაში.

თანხა გაიცემა ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად, სივრცით ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დგინდება დაზარალებული მოსახლეობის დახმარების აუცილებლობა, რაც მოწმდება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი საბუთების მეშვეობით. მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად განისაზღვრება ბენეფიციარზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა.

ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება  06 02 05

2026 წელი

გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორს-მაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება

50 000

მოსალოდნელი შედეგი (2026 წელი)

უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

სოციალური პროგრამები

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

06 02 06

ქვეპროგრამის დასახელება:

მეორე მსოფლიო ომისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ან მათთან გათანაბრებულ პირების დახმარება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ჯანდაცვის და სოც.უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

დაფინანსების წყარო

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

20 000

სახელმწიფო ბიუჯეტი

სხვა ......

სულ ქვეპროგრამა

20 000

მ.შ. კაპიტალური პროექტები

მიზანი და აღწერა

ერთჯერადი დახმარება გაეწევა   საქართველოს თავისუფლებისა და ტეროტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს (500 ლარი).  ერთჯერადი დახმარება გაეწევა  822 კოდით რეგისტრირებული, საქ. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე ვეტერანებს (300 ლარი).

ერთჯერადი სოციალური დახმარება გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრის, ასევე საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთან  გათანაბრებული პირისდა მარჩენალდაკარგული პირის  გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის (300  ლარი)

პროგრამის მიზანია ვეტერანთა და ომში დაღუპულთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება   06 02 06

2026 წელი

მეორე მსოფლიო ომისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ან მათთან გათანაბრებულ პირების დახმარება

20 000

20 000

შუალედური მოსალოდნელი შედეგი (2026 წელი)

ვეტერანთა და ომში დაღუპულთა ოჯახების მატერიალური და მორალური მხარდაჭერა

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

პროგრამის დასახელება, რის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა:

სოციალური პროგრამები

ქვეპროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

06 02 07

ქვეპროგრამის დასახელება:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის და იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ჯანდაცვის და სოც.უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

დაფინანსების წყარო

2026 წელი

მუნიციპალური ბიუჯეტი

5 000

სახელმწიფო ბიუჯეტი

სხვა ......

სულ ქვეპროგრამა

5 000

მ.შ. კაპიტალური პროექტები

მიზანი და აღწერა

ერთჯერადი დახმარება გაეწევა თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ (არაუმეტეს 65000 სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახებს, მ.შ. იძულებით გადაადგილებულ პირებს, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.  დახმარება გაიცემა სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დასაფარად 300 ლარის ოდენობით, ხოლო უმეთვალყურეოდ დარჩენილი მიცვალებულის დასაკრძალად, დამკრძალავ პირს 500 ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება   06 02 07

2026 წელი

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის და იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება

5 0