„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №53 |
|
2025 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 29-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და მე-14 მუხლების, აგრეთვე „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები“. 2. ეს დადგენილება, გარდა პირველი პუნქტით დამტკიცებული „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების“ მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების“ მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწერული მომსახურების ტარიფები
|
მუხლი 1.
მიზანი |
ამ დადგენილების მიზანია, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის – პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდების საფასურის, აგრეთვე სხვა წყალმომხმარებლისთვის წყლის საცალო მიწოდების საფასურის დადგენა.
|
მუხლი 2.
პირველადი წყალმოსარგებლის მომსახურების ტარიფები |
2026 წლის 1 აპრილიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე პირველადი წყალმოსარგებლის – შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტარიფი განისაზღვროს:
ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდების საფასური – 0.030 ლარი/მ3; ბ) სხვა წყალმომხმარებლისთვის, რომელიც წყალს მოიხმარს ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის, წყლის საცალო მიწოდების საფასური ყოველი საანგარიშო თვისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: სადაც:
გ) სხვა წყალმომხმარებლისთვის (გარდა იმ მომხმარებლებისა, რომლებიც წყალს მოიხმარენ ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის) წყლის საცალო მიწოდების საფასური – 0.070 ლარი/მ 3; დ) გაუმრიცხველიანებელი სხვა წყალმომხმარებლისთვის (პროფილური) წყლის საცალო მიწოდების საფასური, ერთწლოვანი კულტურებისთვის – 98.770 ლარი/ჰექტარი/მორწყვის ოპერაცია; ე) გაუმრიცხველიანებელი სხვა წყალმომხმარებლისთვის (პროფილური) წყლის საცალო მიწოდების საფასური, მრავალწლოვანი კულტურებისთვის – 86.450 ლარი/ჰექტარი/მორწყვის ოპერაცია.
|
მუხლი 3.
დადგენილებაში მოცემულ ტარიფებზე დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვა
|
1. ამ დადგენილებით განსაზღვრული ყველა ტარიფი გაანგარიშებული და დადგენილია დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
2. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების შესახებ“?
- „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების შესახებ“ მიღებულია 26.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №53. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.16.009.016788.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების შესახებ“, №53, 26.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016788 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6737529/