სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №619
სარეგისტრაციო კოდი პროგრამის კომპონენტები
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2025
435 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 30.12.2024 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 29.02.2024 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 93% 25.12.2019 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 27.01.2023 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 01.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №619 2025 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. პროგრამის კომპონენტები პროგრამის კომპონენტებია: ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: ა.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; ა.ბ) აღჭურვა; ბ) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების: ბ.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, მათ შორის: ბ.ა.ა) შპს – თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის  საპროექტო სამუშაოები; ბ.ა.ბ) შპს – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალი კორპუსის საპროექტო სამუშაოები; ბ.ბ) აღჭურვა; გ) პროგრამის ადმინისტრირება; დ) მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების: დ.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; დ.ბ) აღჭურვა; ე) სს – საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ფუნქციონირებისათვის: ე.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; ე.ბ) აღჭურვა.  მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია  ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელება  1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი  პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 30,000.0 ათასი ლარით: პროგრამული კოდი პროგრამის კომპონენტები ღირებულება (ათასი ლარი) 2704 1 სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: 3,700.0 1.1 საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები 1,500.0 1.2 აღჭურვა  2,200.0 2 ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების: 22,400.0 2.1 საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები 17,000.0 2.1.1 შპს  – თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის  საპროექტო სამუშაოები 1,000.0 2.1.2 შპს  – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალი კორპუსის საპროექტო სამუშაოები 1,500.0 2.2 აღჭურვა 5,400.0 3 პროგრამის ადმინისტრირება 500.0 4 მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების: 1,000.0 4.1 საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები 700.0 4.2 აღჭურვა 300.0 5 სს  – საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ფუნქციონირებისათვის: 2,400.0 5.1 საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები 400.0 5.2 აღჭურვა 2,000.0 სულ: 30,000.0.