„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.10.2006 ძალადაკარგული 06.02.2014
ნომერი
№1257
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.22.034.009.522
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 148, 03/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.522

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №1257

2006 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-12 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმე­თა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დე­კემბრის №614 ბრძანე­ბუ­ლებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის­ტროს სისტემაში სატრანსპორ­ტო საშუალებების საწვავით უზრუნველ­ყოფის პირო­ბების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე მოსამსახურეთა (სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირი) მიერ სამსახუ­რებ­რივი მოვალეობის შესასრულებლად გამოსაყე­ნებელი სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებული სატ­რანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველ­ყოფა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინის­ტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ სამინისტროს სტრუქ­ტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისთვის დამტკიცებული ყოველთვიური ლიმი­ტის ფარგლებში.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები, მინისტრის მიერ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში, მოსამსახურეებს უსაზღვრავენ ყოველთვიურ ლიმიტებს, რომლის გათვალისწინებითაც ხორციელდება შესაბა­მისი ავტოტრანსპორტის საწვავით უზრუნველ­ყოფა.

3. მინისტრის მიერ იქმნება საწვავის სარეზერვო ფონდი, რომელიც ხმარდება გაუთვალისწინებელ ღო­ნის­­ძიებებს.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოებისათვის სარეზერვო ფონდიდან საჭირო ოდენობის საწვავის ყოველთვიურ ლიმიტს ზევით გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა არგუმენტირებული პატა­კის საფუძველზე.

5. მივლინების დროს მოსამსახურეთა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას, საწვავით უზრუნველყოფა განხორციელდეს სამინის­ტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტო­რიუ­ლი ორგანოებისათვის მინისტრის მიერ დადგენილი ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში.

6. მოსამსახურეებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიურ ლიმიტს ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის უწყისების საფუძველზე.

7. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ოქტომ­ბრიდან.

ი. მერაბიშვილი