ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 08.01.2026
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016735 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 12/01/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2026 წლის 8 იანვარი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე, 61-ე და 93-ე მუხლების, საქართელოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ დადგენილება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ დადგენილება (დანართი №1).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი
დანართი №1
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთები შემდეგი ოდენობით:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე:
ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და მათი დამხმარე/სამეურნეო შენობა-ნაგებობების (ავტოფარეხი, სათავსო, ფრინველთა და ცხოველთა სადგომი და სხვა) მშენებლობისთვის – 1 ლარი;
ა.ა.ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სასტუმროების მშენებლობისათვის – 3 ლარი;
ა.ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – 8 ლარი;
ა.გ) ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, სხვა მშენებლობისთვის:
ა.გ.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწითსარგებლობისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის – 1 ლარი;
ა.გ.ბ) ყველა სხვა მშენებლობისთვის − 4 ლარი;
ბ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის – 1 ლარი;
გ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს:
გ.ა) II კლასის ობიექტებისთვის – 50 ლარს;
გ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს;
გ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს.
მუხლი 2🔗
მოსაკრებლის გადახდისაგან სრულად გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
მუხლი 3🔗
1. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის გადაიხდება ობიექტის მესაკუთრის (ნებართვის მაძიებლის) მიერ წინასწარ, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.
2. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის მთლიანად ირიცხება ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.