2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იმ პირების სწავლის დაფინანსების, რომლებმაც ის მოიპოვეს/რომლებიც მას მოიპოვებენ 2026 წლამდე, წესისა და პირობების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 15.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.025552 274
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 16/01/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
2022 - 2023 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე 2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე 2020 - 2021 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე 2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იმ პირების სწავლის დაფინანსების, რომლებმაც ის მოიპოვეს/რომლებიც მას მოიპოვებენ 2026 წლამდე, წესისა და პირობების დადგენის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №3
2026 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იმ პირების სწავლის დაფინანსების, რომლებმაც ის მოიპოვეს/რომლებიც მას მოიპოვებენ 2026 წლამდე, წესისა და პირობების დადგენის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1198-IVმს-XIმპ, 10/12/2025) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
1. 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იმ პირების სწავლის დაფინანსება, რომლებმაც ის მოიპოვეს/რომლებიც მას მოიპოვებენ 2026 წლამდე, სახელმწიფოს მიერ გაგრძელდეს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით იმავე ოდენობითა და პირობებით, რომლითაც/რომლებითაც ეს დაფინანსება აღნიშნულ პირებს მოპოვებული ჰქონდათ 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების სწავლის დაფინანსება უზრუნველყოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე გამოცემული 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით სახელმწიფოს მიერ სწავლის დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე გამოცემული 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 17 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე