1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) №17 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. ეს დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის და ყველა იმ პირისთვის, რომელიც შედის ან იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე.

3. ამ დებულების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.

4. ეს დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მსჯავრდებულისთვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობი