1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

2. სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემანი, ვიდეოპაემანი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე შრომითი საქმიანობისა და ინდივიდუალური საქმიანობის უფლებები. მას შეუძლია ისარგებლოს გასეირნების უფლებით − ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა.

3. სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულს უნარჩუნდება სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობა და სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება, თუ ეს ხელს არ უშლის დისციპლინური სახდელის აღსრულებას.

4. სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.

5. მსჯავრდებული, მისი უსაფრთხოების დასაცავად სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევაში, სარგებლობს პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

6. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს საკითხავი მასალა.

7. დაუშვებელია მსჯავრდებულის სრული სენსორული იზოლაციის პირობებში მოთავსება.

8. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს მსჯავრდებულის სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამედიცინო პერსონალი სამარტოო საკანში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ ყოველდღიურ, განსაკუთრებულ მეთვალყურეობას უნდა ახორციელებდეს. აუცილებლობის შემთხვევაში მისი სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს დაწესებულების ექიმის დასკვნის საფუძველზ