1. მსჯავრდებულს აქვს დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება. სუფთა ჰაერზე ყოფნის ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს შესაბამისი უფლების რეალიზებას.
2. მსჯავრდებულთა გასეირნების რიგითობა ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ გამოირიცხოს მსჯავრდებულებს შორის კონტაქტი. საკანში ორი მსჯავრდებულის ერთად განთავსების შემთხვევაში დასაშვებია მათი ერთად გასეირნება.
3. მსჯავრდებულის გასეირნება ხდება დღის საათებში, დაწესებულების მიერ ამისთვის გამოყოფილ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს მსჯავრდებულის მიერ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
4. გასეირნების უფლება შეიძლება შეიზღუდოს მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში ყოფნისას ან/და განსაკუთრებული პირობების არსებობისას, რაც დაკავშირებულია მასობრივ არეულობასთან, სტიქიურ უბედურებასთან ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასთან, რაც შეუძლებელს ხდის გასეირნების უფლებით სარგებლობას, აგრეთვე როდესაც დაწესებულებაში შემოღებულია განსაკუთრებული პირობებ