1. სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII ან XXXVIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში:
ა) მსჯავრდებულ პირს შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება, სატელეფონო საუბრის უფლება, ხანმოკლე პაემნის უფლება, ხანგრძლივი პაემნის უფლება, აგრეთვე განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვების უფლება;
ბ) მსჯავრდებულ პირს, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების (უფლებების) გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე ვიდეოპაემნის უფლება, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი პენიტენციური კოდექსის 1261 მუხლით დადგენილი წესითა და ვადით.
3. შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ დაწესებულების დირექტორის ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მსჯავრდებულს გადაეცემა მისი მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.
5. შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ დაწესებულების დირექტორის ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. დაწესებულების დირექტორის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
6. შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ დაწესებულების დირექტორის ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უქმდება პენიტენციური კოდექსის 1261 მუხლით დადგენილი წესი