1. მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში მსჯავრდებულმა შეიძლება ისარგებლოს აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით.

2. მსჯავრდებულს, გარდა იმ მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს, ამ დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.

3. მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი. მსჯავრდებულმა ან მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით. აღნიშნულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას.

4. თუ მსჯავრდებულის მიერ პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის გამოყენებით ირღვევა ეს დებულება და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებულს ჩამოართვას აღნიშნული ტექნიკა და ის მის ახლო ნათესავს გადასცეს. თუ მსჯავრდებულს ახლო ნათესავი არ ჰყავს, ეს ტექნიკა დაწესებულებაში ინახება.

5. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა აკრძალული ნივთების