1. დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისთვის გამოყენებული დისციპლინური სახდელი შესაბამისი ქმედების პროპორციული უნდა იყოს.

2. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელი/ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე, მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების შემდეგ.

3. ჯგუფური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელი ინდივიდუალურად განისაზღვრება.

4. თუ დისციპლინური დარღვევის გარემოებები წარმოშობს ამ დებულების 22-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების საფუძველს, უსაფრთხოების ღონისძიება გამოიყენება ამ თავით განსაზღვრული დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდ