1. დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისთვის გამოყენებული დისციპლინური სახდელი შესაბამისი ქმედების პროპორციული უნდა იყოს.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელი/ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე, მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების შემდეგ.

3. ჯგუფური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელი ინდივიდუალურად განისაზღვრება.

4. თუ დისციპლინური დარღვევის გარემოებები წარმოშობს ამ დებულების 24-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების საფუძველს, უსაფრთხოების ღონისძიება გამოიყენება ამ თავით განსაზღვრული დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდ