1. მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათთვის სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო-სამედიცინო პუნქტი, რომელიც სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულია და არ შედის დაწესებულების სტრუქტურაში. საექიმო-სამედიცინო პუნქტში საქმიანობას ახორციელებს სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურე და მსჯავრდებულის მიერ მოწვეული სპეციალისტი.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ფუნქციაა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე დაწესებულებაში სამედიცინო კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავისუფლების აღკვეთის აღსრულე