1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათთვის სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო-სამედიცინო პუნქტი, რომელიც სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულია და არ შედის დაწესებულების სტრუქტურაში. საექიმო-სამედიცინო პუნქტში საქმიანობას ახორციელებს სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მოწვეული სპეციალისტი.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ფუნქციაა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე დაწესებულებაში სამედიცინო კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულე