1. დაწესებულებაში ბრალდებული განთავსებულია სპეციალურ საკანში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პენიტენციური კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.

2. დაწესებულებაში მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სპეციალურ, ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში, სადაც მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. მსჯავრდებული ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით თავსდება ამ დებულების მე-15 მუხლის 32-ე პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, იმავე პუნქტით დადგენილი წესით.

4. დაწესებულების გადატვირთულობის ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას შესაძლებელია არაუმეტეს ოთხი მსჯავრდებულის ერთად განთავსება სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით. ოთხი მსჯავრდებულის ერთად განთავსება შესაძლებელია თუ ცნობილია, რომ მათი ერთ საკანში მოთავსება არ შეუქმნის საფრთხეს მათ სოცოცხლეს, ჯანმრთელობას, დაწესებულების სამართლებრივ რეჟიმსა და უსაფრთხოებას.

5. დაწესებულებაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები განთავსებული არიან ერთმანეთისგან განცალკევებით.

6. დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI (სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაული), XXVII (ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაული), XXVIII (საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაული), XXIX (სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაული), XXXV (კიბერდანაშაული) და XXXIX (სამოხელეო დანაშაული) თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სხვა ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით.

7. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევები