1. დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები მსჯავრდებულის მიერ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მისაღებად.

2. დაწესებულება ვალდებულია მოაწყოს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კანონმდებლობა მსჯავრდებულისთვის გასაგებ ენაზე.

3. მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, უნდა შეექმნას პირობები მის შესასწავლად.

4. დაწესებულება ხელს უწყობს მსჯავრდებულს ექსტერნატის ფორმით, აგრეთვე ერთიან ეროვნულ გამოცდაში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას.

5. მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (დიპლომი, სერტიფიკატი, ატესტატი და სხვა) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია, როგორც ნასამართლევის აგრეთვე ყოფილი მსჯავრდებულის, იდენტიფიცირებ