1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

2. მსჯავრდებულს უფლება, აქვს შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. დაწესებულების მოსამსახურე უფლებამოსილია მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.

3. მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრა არ შედის პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ პაემნების რაოდენობაში.

4. სამსახურმა და დაწესებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.

5. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების დაცვა, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.

6. მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.

7. აკრძალული ნივთის დაწესებულებაში ფარულად მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის პირად არასრულ შემოწმებას.

8. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ ადვოკატს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული ადვოკატი აკრძალულ ნივთებს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.

9. ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურების ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, რაც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ადვოკატის, მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.

10. მსჯავრდებულთან ადვოკატის შეხვედრა შეიძლება შეწყდეს ადვოკატის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, რის შესახებაც დაწესებულების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც გადაეგზავნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას. ხოლო დაწესებულების მოსამსახურის მიერ მიეთითება ადვოკატს დაუყოვნებლივ დატოვოს დაწესებულების ტერიტორია.

11. მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანები