1. საჩივრის შეტანის საფუძველია პენიტენციურ სისტემაში საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს წერილობითი ფორმით.
3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
4. საჩივარი შეიძლება შეიტანოს აგრეთვე მსჯავრდებულის ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან ახლო ნათესავმა, თუ:
ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა მსჯავრდებულის უფლებები;
ბ) მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.
5. დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, გაეცნოს წერილობით ინფორმაციას თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე.
6. წერა-კითხვის არმცოდნე მსჯავრდებულს შესაბამისი ინფორმაცია ზეპირად უნდა მიეწოდოს. უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომელსაც მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს.
7. მსჯავრდებულს ინფორმაცია მისთვის გასაგები ფორმით უნდა მიეწოდო