1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ახორციელებდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით ახდენდეს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციას.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება, როგორც წესი, ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რის თაობაზეც დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
3. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესით“.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება იყოს:
ა) ხატწერა/ხატის შექმნა;
ბ) ფსკვნილისა და სხვა საეკლესიო ნაკეთობების დამზადება;
გ) ხატვა;
დ) პურის გულზე, პლასტილინსა და პოლიეთილენზე მუშაობა.
5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალისა, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სხვა საქმიანობის უფლება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, სამსახურის გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უფლება მიეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ისეთი ნაკეთობების დასამზადებლად, რომელიც არ შეიცავს მეტალს და რომელთა შექმნაც არ საჭიროებს ბასრი და მჩხვლეტავი საგნების გამოყენებას.
რესოციალიზაცია-რეაბილიტაც