1. დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მისაღებად.
2. დაწესებულება ვალდებულია მოაწყოს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კანონმდებლობა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გასაგებ ენაზე.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, უნდა შეექმნას პირობები მის შესასწავლად.
4. დაწესებულება ხელს უწყობს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ექსტერნატის ფორმით, ხოლო მსჯავრდებულს, აგრეთვე ერთიან ეროვნულ გამოცდაში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულად ყოფნის/სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (დიპლომი, სერტიფიკატი, ატესტატი და სხვა) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია როგორც ნასამართლევის აგრეთვე ყოფილი მსჯავრდებულის, იდენტიფიცირებ