1. მსჯავრდებული დაწესებულებას ტოვებს და დაწესებულებაში ბრუნდება მსჯავრდებულის მოწმობის (დანართი №14) საშუალებით.

2. აკრძალული ნივთების დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული დაწესებულებიდან გასვლამდე და დაწესებულებაში შესვლისას გადის პირად სრულ შემოწმებას, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე.

3. დაწესებულებაში დაბრუნებისას, მსჯავრდებული აკრძალულ ნივთებს, ინახავს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ სათავსოებში, ხოლო სათავსის გასაღებს აბარებს ოპერატიულ მორიგეს.

4. მსჯავრდებულს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალული ნივთების განკარგვის უფლება აქვს მხოლოდ დაწესებულების დატოვების პერიოდში.

5. მსჯავრდებულს ეკრძალება დაწესებულებაში ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების (გარდა ექიმის დანიშნულებისა) ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება.

6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია პერიოდულად, ან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს მსჯავრდებულს სპეციალური შემოწმების გავლ