1. მსჯავრდებულს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს საოჯახო პაემნის უფლებით, აღნიშნული უფლების ვიდეოპაემნით ან ხანმოკლე პაემნით შეცვლის თხოვნით მიმართავს დაწესებულების დირექტორს მოტივირებული განცხადებით. ამ თხოვნის უფლება მსჯავრდებულს არ აქვს თუ მან უარი მიიღო საოჯახო პაემნის უფლების განხორციელებაზე.
2. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხანმოკლე პაემნისა და ვიდეოპაემნის ორგანიზება ხორციელდება ამ დებულებითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
3. მსჯავრდებულს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს საოჯახო პაემნით უფლება აქვს აღნიშნული უფლებების ნაცვლად მიიღოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება.
4. დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მისაღებად, მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს. აღნიშნული წესით მიღებული სატელეფონო საუბრის უფლება განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესი