1. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს ის უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება იყოს კონფიდენციალური.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში. მას გადაეცემა მოთხოვნის რეგისტრაციის ნომერი.

4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. იგი ვალდებულია ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით, 5 დღის ვადაში უპასუხოს.

5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს და შეიცავდეს გასაჩივრების წეს