1. საჩივრის შეტანის საფუძველია პენიტენციურ სისტემაში საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, აგრეთვე პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს წერილობითი ფორმით.

3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

4. საჩივარი შეიძლება შეიტანოს აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან ახლო ნათესავმა, თუ:

ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები;

ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.

5. დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, გაეცნოს წერილობით ინფორმაციას თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე.

6. წერა-კითხვის არმცოდნე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაბამისი ინფორმაცია ზეპირად უნდა მიეწოდოს. უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომელსაც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებ