1. საჩივრის განხილვის შედეგად დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
2. საჩივრის განხილვის შედეგები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა და მის პირად საქმეს დაერთვება.
3. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს.
4. საჩივართან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისე