ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2026 წლის 16 იანვარი ქ.ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი
1. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი: 060301) ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე ბავშვი და სხვა) ბავშვებისთვის ყოველთვიურად 50 ლარიან (თით. ბავშვზე) ფულად დახმარებას, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტების (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოსი), ჰიგიენის საშუალებების და საკანცელარიო ნივთების შეძენას. ყოველთვიურად ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე და ა.შ.) წარმოადგენს ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები). წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს შეუწყდება აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობა. ბავშვის ქვეპროგრამით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე.
2. ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეების აღნიშვნის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი: 060303) ითვალისწინებს ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეებში მოწყვლადი კატეგორიის ბავშვებისთვის საზეიმო განწყობის შექმნას, დღის ცენტრებისთვის საჩუქრების შესყიდვა/გადაცემას, პერიოდულად საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა ბეჭდური მასალის მომზადება/გავრცელებას, საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვასა და მოწყობას, მშობლებისთვის სატრენინგო მოდულების ორგანიზებას (წელიწადში ორჯერ).
3. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საგანმანათლებლო წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი: 060304) ითვალისწინებს:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული (სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლები) განვითარების სხვადასხვა შეფერხების მქონე 10 ბავშვისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი საცურაო აუზის მომსახურების (aqua-თერაპია, ნევროლოგის რეკომენდაციით) დაფინანსებას კალენდარული წლის (აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდი) განმავლობაში. მიმწოდებლის შერჩევა მოხდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის გათვალისწინებით. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბავშვებს შემდეგი დიაგნოზებით:
ა.ა) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80);
ა.ბ) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81, G-82, G-83);
ა.გ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62), ფიზიკური შეზღუდვით;
ა.დ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში აბონემენტით განსაზღვრული ვიზიტების (არაუმეტეს 8 სეანსისა) რაოდენობის 25%-ზე მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების (6-18 წლამდე, არაუმეტეს 30 ბავშვისა) ინგლისური ენის შემსწავლელი წრეების (საბაზისო საფეხური: A1, A2) დაფინანსებას კალენდარული წლის განმავლობაში (იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდი). მიმწოდებლის შერჩევა მოხდება შესყიდვის წესით. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში განსაზღვრული ვიზიტების (არანაკლებ 8, არაუმეტეს 12 ვიზიტი) გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას.
ა) განცხადებას;
ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლს და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
გ) ექიმი-ნევროლოგის მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: ფორმა №IV-100/ა-ს (დედანი) პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსებისას;
დ) ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ე) საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომართვას;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერს;
თ) სხვა დამატებით დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში.