ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2023 წლის 20 იანვარი ქ. ზუგდიდი |
|
1. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა (კოდი 060301) ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვებისთვის ყოველთვიურად 50-ლარიან (თით. ბავშვზე) ფულად დახმარებას, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტების (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოსი), ჰიგიენის საშუალებების და საკანცელარიო ნივთების შეძენას. ყოველთვიურად ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე და ა.შ.) წარმოადგენს ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები), წინააღმდეგ შემთხვევაში, არასრულწლოვანს შეუწყდება აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობა. ბავშვის ქვეპროგრამით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე.
2. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მხარდაჭერის ქვეპროგრამა (კოდი 060302) ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების დასაქმების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტში. შესრულებული საქმიანობა ანაზღაურდება ბენეფიტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით (არანაკლებ საარსებო მინიმუმისა). დასაქმების ვადა განისაზღვრება 3 თვით. სამუშაო გრაფიკი ყოველ ბენეფიციარზე შემუშავდება ინდივიდუალურად.
3. ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეების აღნიშვნის ქვეპროგრამა (კოდი 060303) ითვალისწინებს: ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეებში მოწყვლადი კატეგორიის ბავშვებისთვის საზეიმო განწყობის შექმნას, საჩუქრების შესყიდვა/გადაცემას, პერიოდულად საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა ბეჭდური მასალის მომზადება/გავრცელებას, საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვასა და მოწყობას.
4. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საგანმანათლებლო წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა (კოდი 060304) ითვალისწინებს:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ (სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლები) 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე 15 ბავშვისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი საცურაო აუზის მომსახურების (aqua-თერაპია, ნევროლოგის რეკომენდაციით) დაფინანსებას კალენდარული წლის (აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდი) განმავლობაში. მიმწოდებლის შერჩევა მოხდება შესყიდვის წესით. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ არასრულწლოვან მოქალაქეებს შემდეგი დიაგნოზებით:
ა.ა) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80);
ა.ბ) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81, G-82, G-83);
ა. გ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62), ფიზიკური შეზღუდვით.
ა.დ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში აბონემენტით განსაზღვრული ვიზიტების (არა უმეტეს 8 სეანსისა) რაოდენობის 25%-ზე მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების (6-18 წ) ინგლისური ენის შემსწავლელი წრეების (საბაზისო საფეხური) დაფინანსებას კალენდარული წლის ბოლომდე. მიმწოდებლის შერჩევა მოხდება შესყიდვის წესით. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში განსაზღვრული ვიზიტების (არანაკლებ 8, არაუმეტეს 12 ვიზიტი) გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას.
1. განცხადებას;
2. პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
3. ექიმი-ნევროლოგის მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: ფორმა №IV-100/ა-ს (დედანი) პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსებისას;
4. საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
5. საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა №IV-100/ა;
6. სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომართვას მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამით სარგებლობისას;
7. საჭიროების შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერს;
8. სხვა დამატებით დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.01.2024.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 20.01.2023. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016660.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.01.2024-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“, №4, 20.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016660 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5698514/