განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2544,8 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
დასახელება
2026 წელი
04 00
განათლება
2544,8
04 01
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
2387,7
04 02
მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
157,1
კოდი
პროგრამის დასახელება
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
2026წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 01
2387,7
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ სკოლამდელი სა სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრი
პროგრამის აღწერა
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 14 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 165-ზე მეტი ბავშვი. ბაღებში ჯამში დასაქმებულია 22აღმზრდელი და 16 თანაშემწე. ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილებით დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“;
ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #485 დადგენილებით დამტკიცებული ტექტიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;
ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;
ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა;
ბაღებში და გაერთიანების ადმინისტრაციაში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობებისა და სახელფასო ანაზღაურების გაუმჯობესება.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლამდე ყველა ბავშვის უზრუნველყოფა საბავშო ბაღის მომსახურებით, შესაბამის სააღმზრდელო პროცესით. სკოლის ასაკს მიღწეული ბავშვები მზაობა საშუალო განათლების მიღებისათვის.
პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები;
კოდი
პროგრამის დასახელება
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 02
157,1
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ სკოლამდელი სა სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრი
პროგრამის აღწერა
პროგრამის მიზანია მოსწავლეების პროფესიული დაოსტატებისა და საზოგადოებრივ შრომით საქმიანობაში ჩართულობა,ასევე ხელშეწყობა მოსწავლეთა გონივრული დასვენებისა და თავისუფალი დროის სწორად გამოყენებისათვის. ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, სადაც გაერთიანებული არიან მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, ბაღის აღსაზრდელების და მოსახლეობის ჩართვა სხვადასხვა კონკურსებში, ხელოვნების მოყვარულთა წახალისება-პატივისცემა, მუსიკალური-ქორეოგრაფიული მონაცემების განვითარება და დახვეწა,ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულების ჩამოყალიბებ ახალგაზრდობაში, პოეზიის პატივისცემა, წარსულისადმი ინტერესის გაღვივება და პატრიოტული სულისკვეთების გამომუშავება მოსწავლე-ახალგაზრდობაში. კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემა, ტრადიციების აღდგენა-ჩამოყალიბება.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მოსწავლეთა პიროვნული და თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. აუმაღლდეს აზროვნება, მსჯელობისა და არგუმენტირების უნარ-ჩვევები, შეექმნას და გაუმყარდეს საფუძველი პროფესიის არჩევის, დაოსტატებისა და საზოგადოებრივ შრომით საქმიანობაში აქტიურად
ჩართვისათვი