ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1056,0ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
სოციალური დაცვა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის,სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაზე გაზრდის ხელშეწყობას და სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროგრამა განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამებით:
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026წლის გეგმა
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
1056,0
06 01
ჯანმთელობის დაცვა
206,0
06 01 01
ა(ა)იპ ცაგერის საზპგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
206,0
06 02
სოციალური დაცვა
850
06 02 02
ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა
700
06 02 02
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
150
კოდი
პროგრამის დასახელება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01
206,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა.ა.ი.პ ცაგერისსაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს. თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისაგან:
1 ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა) (მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი)
2 იმუნიზაციია.
3 ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა
4 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02
700
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამით მოსარგებლეა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოლოგიური/სიმსივნური დაავად , მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვები, ორსულები, შშმ პირებ,ს ხანდაზმულების, უკუისად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა( საშობაო და სააღდგომო დახმარება), უსახლკაროები, მარტოხელა შობლები, ობოლი ბავშვები,დიალიზით და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება. ასევე წარმატებული სტუდენტების წახალისება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის ზრუნვა. სტაბილური ჯანმრთელობის შენარჩუნება;
მოსარგებლე ბენეფიციართა შენარჩუნებული და გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03
150
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვებაქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება:
1- ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურება გაეწევა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, რომლის დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და არის მარტოხელა პენსიონერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ზემოაღნიშნული სამიზნე ჯგუფი წარმოადგენს იმ გაჭირვებულთა კატეგორიას, რომელთაც არ გააჩნიათ ფინანსური და ფიზიკური რესურსი კვების პროდუქტების შესაძენად და მათ მოსამზადებლად. აგრეთვე კატეგორია ოჯახების, რომლებიც არიან უკიდურესად გაჭირვებულები და არა აქვთ საშუალება სადღესასწაულოს შესაბამისი გარემოს შექმნის.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მარტოხელა პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაცული იქნან ყოველდღიური გაჭირვებისაგან.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები, პროგრამით განსაზღვრული, ყველა ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იქნება უფასო ერთჯერადი კვების მომსახურები