1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის,, პირველი მოადგილე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის,, პირველ მოადგილეს) ირჩევს საკრებულო საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 36-ე მუხლისა და ამ დებულების 99-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობასასრულებს საკრებულოს წევრთაგან უხუცესი.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები:
ა) ახორციელებენ საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების კოორდინაციის გაწევაში, საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებაში, საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი მოვალეობების შესრულების კონტროლის საქმეში საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხელშეწყობას;
ბ) უზრუნველყოფენ აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, საკრებულოსათვის ხელშეწყობას;
გ) ხელს უწყობენ საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს აპარატში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული პრინციპების დაცვაში;
დ) ახორციელებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიცემულ სხვა დავალებებს.
5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.
6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მოადგილეებს) უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის მე-100 მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.
საკრებულოს ბიუ