ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში უსახელო ქუჩის მონაკვეთის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2026
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016047
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/01/2026
230 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევისთვის ლეოპოლდ ძაძამიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 16.01.2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 13.05.2024 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მშვიდობის ქუჩის პირველი შესახვევის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 16.01.2026 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 23.09.2025 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში მერაბ კოსტავასა და რევაზ ლაღიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 23.09.2025

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში უსახელო ქუჩის მონაკვეთის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №2 2026 წლის 16 იანვარი ქ. ზუგდიდი    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში  უსახელო ქუჩის მონაკვეთის  დამტკიცებისა და სახელდების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის  26 სექტემბრის  №24-242526941 წერილის  მომართვის და რეგიონული განვითარების სამინისტროს 2025 წლის 30 დეკემბრის MRD №01/2975 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება: 1. თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში უსახელო ქუჩის მონაკვეთი და ამავე მონაკვეთის  პირველი და მეორე ჩიხები, რომლის სათავედ განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მარია და ლეხ კაჩინსკების ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს  ქალაქ ზუგდიდის მარო მაყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე,  ქუჩას ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას სახელი.   2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ  უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.) 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა №12). საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელი                                                         თაზო ფაცაცია