ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონაში ახალი ქუჩის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2026
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016049
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/01/2026
218 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 23.09.2025 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მშვიდობის ქუჩის პირველი შესახვევის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 16.01.2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის მე-3 ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 23.12.2024 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 06.08.2021 „დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 იანვირს N3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 29.03.2024

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონაში ახალი ქუჩის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №4 2026 წლის 16 იანვარი ქ. ზუგდიდი  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონაში ახალი ქუჩის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის  26 სექტემბრის  №24-242526941 წერილის  მომართვის და რეგიონული განვითარების სამინისტროს 2025 წლის 30 დეკემბრის MRD №01/2975 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება: 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონას შოთა მესხიას ქუჩის  I შესახვევი და მასთან არსებული უსახელო ქუჩის მონაკვეთი თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად დამტკიცდეს ახალ ქუჩად და ახალი ქუჩის I ჩიხად და ეწოდოს გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ტერენტი გრანელის სახელი. 2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ  უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.). 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა №12). საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელი                                                                                                        თაზო ფაცაცია