„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2026 წლის 30 იანვარი ქ. ბათუმი |
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფები შემდეგი ოდენობით:
ა) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით 1 სტანდარტული მგზავრობა – 0,70 ლარი;
ბ) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით ნულოვანი ტარიფით მგზავრობა – უფასო.“.
2. დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ ამ დადგენილების მე-11 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის~ უფასო მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სტანდარტული ოდენობის (M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას – 0,7 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება.“.
|