ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2017 წლის 28 აპრილი ქ. ბათუმი |
ა) 2-მგზავრობიან ბილეთზე – 0,6 ლარი, ხოლო ავტობუსში ბილეთის შეძენის შემთხვევაში – 0,8 ლარი;
ბ) 6-მგზავრობიან ბილეთზე – 1,7ლარი;
გ) 15-მგზავრობიან ბილეთზე – 4,0 ლარი;
დ) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით 1 სტანდარტული მგზავრობა – 0,3 ლარი;
ე) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით 1 შეღავათიანი მგზავრობა – 0,15 ლარი;
ვ) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით ნულოვანი ტარიფით მგზავრობა – უფასო.
ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები – უფასო;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები – 0,15 ლარი;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები – 0,15 ლარი;
დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები – 0,15 ლარი;
ე) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები – 0,15 ლარი;
ვ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები – 0,15 ლარი;
ზ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს – 0,15 ლარი;
თ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – უფასო;
ი) ქ. ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები – უფასო;
კ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები – უფასო;
ლ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები – უფასო.
ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას;
ბ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;
გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ და ა(ა)იპ – „აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას“;
დ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით - სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ან/და სოციალური მომსახურების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს.
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №39 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.35.132.016066).ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა სირაბიძე