ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 28.01.2026
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016548 929
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/01/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.01.2025
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2026 წლის 28 იანვარი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული ფასი დანართ №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება დანართ №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31/01/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016533).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
1. CN – არის 1 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
2. IMG – არის ოზურგეთის მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,52 ლარს.
3. ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი:
ა) ქალაქის ცენტრალური ზონა – 1,3;
ბ) ქალაქის შუალედური ზონა – 1,0;
გ) ქალაქის პერიფერიული ზონა – 0,8.
4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ2 დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
5. K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის:
ა) ქალაქის ცენტრალური ზონისთვის 60-ს;
ბ) ქალაქი შუალედური ზონისთვის 35-ს;
გ) ქალაქის პერიფერიული ზონისთვის 30-ს.
მუხლი 2🔗
ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
№
ზონა
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
1
ქალაქის ცენტრალური
0,52
1,3
0,24
60
9,734
2
ქალაქის შუალედური
0,52
1,0
0,24
35
4,368
3
ქალაქის პერიფერიული
0,52
0,8
0,24
30
2,995
მუხლი 3🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 1,31 ლარს, ხოლო დაბისათვის ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50% და შეადგენს 2,184 ლარს.
მუხლი 4🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1,092 ლარს.
მუხლი 5🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში თითოეულ მხარეს არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი ფასები.
მუხლი 6🔗
,,ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №273 დადგენილებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 6-მაგი ოდენობით და შეადგენს 26,208 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 მუხლში აღნიშნული წესი.
დანართი №2
ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება
I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL
დ. გურამიშვილის ქუჩის ორთავე მხარე (რკინიგზის ხაზამდე);
რკინიგზის ხაზის მარცხენა მხარე ლალიონის ქუჩამდე;
ლალიონის ქუჩა მ. კოსტავას ქუჩის კვეთამდე;
მ. კოსატავას ქუჩიდან ა. წერეთლის ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას №2 და №4-ის ჩათვლით);
ა. წერეთლის ქუჩა თ. სახოკიას ქუჩის კვეთამდე;
ა. წერეთლისა და თ. სახოკიას ქუჩების კვეთიდან გურიის ქუჩამდე;
გურიის ქუჩიდან ალ. გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე;
ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ა. ერქომაიშვილის ქუჩამდე;
ა. ერქომაიშვილის ქუჩიდან ზ. ქობულაძის ქუჩის ჩათვლით, ალ. ყაზბეგის ქუჩის დასაწყისამდე.
ზ. ქობულაძის ქუჩიდან ე. თაყაიშვილის ქუჩამდე;
ე. თაყაიშვილის ქუჩიდან ა. წულაძის ქუჩამდე;
ა. წულაძის ქუჩიდან ე. ნინოშვილის ქუჩისა და ა. ჟორჟოლიანის ქუჩის კვეთამდე (მოიცავს N1 საჯარო სკოლას, N2 საბავშვო ბაღის, საავადმყოფო „ავერსისა“ და ე. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პარკის ტერიტორიას);
ე. ნინოშვილის ქუჩიდან დ. აღმაშენებლის ქუჩამდე;
დ. აღმაშენებლის ქუჩიდან დ, გურამიშვილის ქუჩის კვეთამდე.
- ცენტრალურ ზონას განეკუთვნება შესაბამისი კონტურის ფარგლებში მოქცეული ტერიტორია.
1,3
II (შუალედური) ზონა ქუჩების მიხედვით
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL
ე. თაყაიშვილის ქუჩა (მდ. ბჟუჟის ხიდიდან უნივერსიტეტის ქუჩის კვეთამდე, შპს –
გზამშენი 18-ის, ყოფილი მანქანათმშენებელი და პურის ქარხნების მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით);
ალ. ჟორჟოლიანის ქუჩიდან ს. ესაძის ქუჩის კვეთამდე;
ს. ესაძის ქუჩა ლ. მალაზონიას ქუჩამდე;
ლ. მალაზონიას და დ. ბაქრაძის ქუჩამდე;
დ. ბაქრაძის ქუჩა თავისუფლების ქუჩამდე;
თავისუფლების ქუჩა დ. აღმაშენებლის ქუჩამდე;
დ. აღმაშენებლის ქუჩიდან ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩამდე;
ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს რკინიგზის ხაზამდე;
რკინიგზის ხაზის გასწვრივ ივ. ჯავახიშვილის ქუჩამდე;
ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან ი. შემოქმედელის ქუჩის კვეთამდე;
ი. შემოქმედელის ქუჩიდან კ. ლესელიძის ქუჩის კვეთამდე;
კ. ლესელიძის ქუჩა ნ. დუმბაძის ქუჩის კვეთამდე;
ნ. დუმბაძის ქუჩა, გ. გოგიტაძის ქუჩა ზ. დამენიას ქუჩის კვეთამდე;
ზ. დამენიას ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე;
ნ. ბარათაშვილის ქუჩა ა. ჯორჯიაშვილის ქუჩამდე;
ა. ჯორჯიაშვილის ქუჩა ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I ჩიხამდე;
ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I ჩიხიდან ა. ერქომაიშვილის ქუჩის კვეთამდე;
ა. ერქომაიშვილის ქუჩა ალ. გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე.
- შუალედურ ზონას განეკუთვნება ცენტრალური ზონის კონტურს გარეთ და შუალედური ზონის კონტურს შორის მდებარე ტერიტორია.
1,0
III (პერიფერიული) ზონა ქუჩების მიხედვით
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL
ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია
0,8