ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მინი სპორტული მოედნისთვის მიხეილ სიჭინავას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2026
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.106.016023
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/01/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე ცენტრალური სპორტული მოედნისთვის (საკადასტრო კოდი 54.13.51.027 ) ვახტანგი რეხვიაშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის -სპორტული მოედანისათვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარე სპორტული სტადიონისათვის ვაჟა შაბალაიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სპორტული მოედნისთვის, (ზაქათლის ქუჩასთან
მდებარე საერთო საცხოვრებლების მიმდებარე სპორტული მოედანი, საკადასტრო კოდი
54.01.51.045) გიორგი(გოგიტა) ბარამიძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ქალაქ საჩხერეში მერაბ კოსტავას ქ. #92-ში მდებარე სპორტული მოედნისათვის ჟორა (გიორგი) დეკანოიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მინი სპორტული მოედნისთვის მიხეილ სიჭინავას სახელის მინიჭების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №4
2026 წლის 27 იანვარი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მინი სპორტული მოედნისთვის მიხეილ სიჭინავას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 17 დეკემბრის სხდომის №50 საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად:
1. ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მინი სპორტულ მოედანს მიენიჭოს მიხეილ სიჭინავას სახელი, თანდართულ ორთოფოტოზე მონიშნული მინი სპორტული მოედნის შესაბამისად.
2. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი; ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).
საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია