“მარნეულის პროფესიული სასწავლებლის ხელშეწყობის შეცვლისა და მარნეულის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.590
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №947
2006 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
მარნეულის პროფესიული სასწავლებლის სახელწოდების შეცვლისა და „მარნეულის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მარნეულის პროფესიულ სასწავლებელს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს „ალგეთის პროფესიული სასწავლებელი.“
2. „მარნეულის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 მარტის №108 ბრძანების (სსმ III, 04.04.05. №38, მუხ. 383) სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ალგეთის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იური-დიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ.“.
3. ბრძანების 1-ლ და მე-2 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ალგეთის პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ალგეთის პროფესიული სასწავლებლის წესდება.“.
4. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარნეულის პროფესიული სასწავლებლის წესდების“ სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ალგეთის პროფესიული სასწავლებლის წესდება.“.
5. ბრძანებით დამტკიცებული წესდების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ალგეთის პროფესიული სასწავლებელი როგორც დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.“;
ბ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სასწავლებლის იურიდიული მისამართია: მარნეულის რაიონი, სოფ. ალგეთი.“;
გ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-16 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. გარდამავალი დებულებები
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ალგეთის პროფესიული სასწავლებელი წარმოადგენს მარნეულის პროფესიული სასწავლებლის უფლებამონაცვლეს.“.
6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია