ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ქედის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების და ქედის ქუჩის მონაკვეთისთვის ხანძთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017043
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/02/2026
202 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ტაბახმელას ველის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის იუნკერის ნიკოლოზ კალანდარიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 15.05.2020 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სულიკო თორთლაძის ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის თაბორის მთის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 19.12.2025 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების მონაკვეთებისთვის და ერთი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული აზა ადამიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 10.06.2022 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, გუმბათების წყაროს ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 24.02.2026 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და გუჯარეთის II ქუჩის მონაკვეთისთვის მომღერლის მაია თომაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 25.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ქედის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების და ქედის ქუჩის მონაკვეთისთვის ხანძთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №40 2026 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი  ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ქედის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების და ქედის ქუჩის მონაკვეთისთვის ხანძთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ქედის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ხანძთის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, გაუქმდეს ქედის ქუჩის სახელწოდება ყველა იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც აღნიშნული არ არის ამ განკარგულების I პუნქტში თანდართულ რუკაზე. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე