ქალაქ საჩხერეში მერაბ კოსტავას ქ. #92-ში მდებარე სპორტული მოედნისათვის ჟორა (გიორგი) დეკანოიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2026
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.130.016014
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/02/2026
196 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის შესახვევთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის პეტრე გამჯაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 15.05.2020 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლევან შათირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 23.07.2019 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე ცენტრალური სპორტული მოედნისთვის (საკადასტრო კოდი 54.13.51.027 ) ვახტანგი რეხვიაშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 06.10.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე 30-ე ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 26.04.2024 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარე სპორტული სტადიონისათვის ვაჟა შაბალაიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 18.01.2021

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ საჩხერეში მერაბ კოსტავას ქ. #92-ში მდებარე სპორტული მოედნისათვის ჟორა (გიორგი) დეკანოიძის სახელის მინიჭების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №3 2026 წლის 30 იანვარი   ქ. საჩხერე ქალაქ საჩხერეში მერაბ კოსტავას ქ. №92-ში მდებარე სპორტული  მოედნისათვის ჟორა (გიორგი) დეკანოიძის სახელის მინიჭების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗. ახალგაზრდობის ჯანსაღი წესით ცხოვრების ხელშეწყობისათვის გაწეული ღვაწლისთვის ქალაქ საჩხერეში მერაბ კოსტავას ქ. №92-ში მდებარე სპორტულ  მოედანს (ს/კ 35 01 44 249; სიტუაციური გეგმა თან ერთვის) ეწოდოს  ჟორა (გიორგი) დეკანოიძის სახელი. მუხლი 2🔗. განკარგულება გაეგზავნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მუხლი 3🔗. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. მუხლი 5🔗. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 6🔗. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. საჩხერე, დავით აღმაშენებლის ქ. №3). საკრებულოს თავმჯდომარე                                    ირაკლი ჩხიკვაძე