საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.034.017671 29
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/02/2026
912 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონი 91% 17.03.2020 შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 28.12.2017 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.05.2023 საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 08.04.2015 ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი 90% 18.09.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №14/№1184 2026 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად ვბრძანებთ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძესაქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165​3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესი მუხლი 1🔗. წესის მოქმედების სფერო და მიზანი 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165​3 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მსჯავრდებულისთვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 205​1 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 220​1 მუხლით ან 286​1 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირისთვის (შემდგომ – მსჯავრდებული) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის პროცედურებს. 2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულ პირზე. 3. ამ წესის მიზანია მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა კოორდინირებული მოქმედებების განსაზღვრა. მუხლი 2🔗. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის საფუძველი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი მოსამსახურე მსჯავრდებულს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეტყვის: ა) თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში (შემდგომ – მონაცემთა ავტომატიზებული ბაზა) ასახულია ინფორმაცია მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ; ბ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე. მუხლი 3🔗. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება 1. სასამართლო, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ ღონისძიების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოტანილი შესაბამისი განაჩენის ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიწოდების, აგრეთვე, განაჩენის საჯაროდ გამოცხადების დღეს, აღნიშნულ ორგანოებს დაუყოვნებლივ, ელექტრონული ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, აწვდის მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ ინფორმაციას (მსჯავრდებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი/ნაწილი, რომლითაც არის მსჯავრდებული; ინფორმაცია მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის შესახებ; ინფორმაცია მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ). 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) – სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დადგენილი, ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების შემთხვევაში შესაბამის ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, სააღსრულებო წარმოების დაწყებისთანავე უგზავნის სააგენტოს. ინფორმაციაში აღინიშნება: ა) მოვალის (მსჯავრდებულის) საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის საცხოვრებელი ადგილი; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღი და ნომერი; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების თარიღი. 3. სააგენტო უზრუნველყოფს მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსთვის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსთვის (შემდგომ – პრობაციის ბიურო) ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/განაჩენის ასლის დაუყოვნებლივ მიწოდებას. მუხლი 4🔗. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ მონაცემების ასახვა 1. სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე ამ წესის მე-3 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ ინფორმაციას მისი მიღებისთანავე ასახავს მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. 2. მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახული ინფორმაცია მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ ინტეგრირებულია მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზასთან. მუხლი 5🔗. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ მონაცემების მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამიდან ამოღება 1. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ მონაცემების მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალური ელექტრონული პროგრამიდან ამოღების საფუძველია: ა) მსჯავრდებულის მიერ პრობაციის ბიუროში ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის წარდგენა იმის თაობაზე, რომ მან გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია; ბ) მსჯავრდებულის (მოვალის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) დაზარალებულის მიერ უარის თქმა მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურებაზე; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დადგენილი, ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ან სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულისთვის დაკისრებული დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის (დასრულების) თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება აგრეთვე უნდა დასტურდებოდეს სააგენტოში წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება სააგენტოს ეგზავნება ელექტრონული ფორმით, რომელშიც აისახება: ა) მოვალის (მსჯავრდებულის) საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის საცხოვრებელი ადგილი; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების ან განაჩენის მიღების თარიღი და ნომერი; გ) სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის (დასრულების) თარიღი; დ) ინფორმაცია მოვალის (მსჯავრდებულის) მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების/დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების შესრულების შესახებ. 4. სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი პრობაციის ბიუროსთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების დაუყოვნებლივ მიწოდებას. მუხლი 6🔗. შეტყობინების სპეციალური წესი სპეციალური ელექტრონული პროგრამის ან მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში 1. მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ან მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის ფუნქციონირების ტექნიკური მიზეზით შეფერხების შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს დაუყოვნებლივ ატყობინებს მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალური ელექტრონული პროგრამის შეფერხების, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი – სააგენტოს უფლებამოსილ მოსამსახურეს – მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის ფუნქციონირების შეფერხების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე აწვდის ელექტრონული საშუალებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი მოსამსახურისთვის შეტყობინებას.