ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.06.2023
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №14299
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016799
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 16/02/2026
327 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე 75% 02.05.2022 ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე V 75% 27.07.2021 ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 75% 06.10.2021 „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე მართვის ორგანო ________________________________________________________ სატყეო უბანი ________________________________________    სატყეო ____________________________________ ტყითმოსარგებლე__________________________________________________________________________________ კვარტალი №_______,      ლიტერ(ებ)ი №__________,   ფართობი __________ ჰა  ჭრის სახე __________ კორომის შემადგენლობა   ––––––––––, ჭრის % ________ სიხშირე ––––––– სიმაღლის თანრიგი ––––––––  GPS კოორდინატები   X ______________ Y   Y _______________                                                   X ______________ Y   Y _______________ 73% 18.05.2021 საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 73% 25.08.2021

დოკუმენტის ტექსტი

ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის  ბრძანება №14299 2023 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -2 მუხლის მე -5 ნაწილის, ამავე კოდექსის მე -8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული  ოდენობების  დამდგენი  უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის   შესახებ  “ საქართველოს   მთავრობის  2011 წლის  27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. ამ  ბრძანების  მიზნებისათვის, ხე-ტყე განიმარტოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით    დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 25​2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით. 2. დამტკიცდეს: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან /და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის გაზომვის დასაშვები ცდომილებები – დანართი №1; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან /და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის საწარმოო გამოსავლიანობის ნორმები – დანართი №2. 3. ეს  ბრძანება  ამოქმედდეს  ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 15 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. სამსახურის  უფროსი                                                                        ლევან კაკავა  დანართი №1 მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის გაზომვის დასაშვები ცდომილებები 1. მრგვალი ხე-ტყის (მორის) სიგრძის გაზომვის დროს დასაშვებ ცდომილებად დადგენილ იქნეს არაუმეტეს 5 სმ, ხოლო დიამეტრის (უქერქოდ) გაზომვის დროს არაუმეტეს 2 სმ. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 25​2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“–„ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტიპის (ფიცარი, ძელი, ძელაკი) იდენტიფიცირებისათვის, სისქის და სიგანის გაზომვის დროს დასაშვებ ცდომილებად დადგენილ იქნეს არაუმეტეს 1 სმ თითოეული პარამეტრისთვის. დანართი №2 მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის საწარმოო გამოსავლიანობის ნორმები 1. მრგვალი ხე-ტყიდან (მორიდან) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოებისას (გარდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავებით ფანერის (შპონის) წარმოებისა) საწარმოო გამოსავლიანობის ნორმად დადგენილ იქნეს 80%, ხოლო მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავებით ფანერის (შპონის) წარმოებისას – 90%. 2. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ხელმეორედ გადამუშავების შედეგად მიღებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოებისას საწარმოო გამოსავლიანობის ნორმად დადგენილ იქნეს 99.5%.