საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №231 |
|
2022 წლის 2 მაისი ქ. თბილისი |
|
2. დებულების მიზანია საქართველოს ტყის მართვის, სარგებლობის, მოვლა-აღდგენისა და დაცვის განხორციელებისა და შეფასების უზრუნველყოფა იმგვარად, რომ შენარჩუნებულ იქნეს ტყის ბიომრავალფეროვნება, პროდუქტიულობა, განახლების უნარი, სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებზე ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა ეკოსისტემების დაზიანება.
2. ტყის მდგრადი მართვის ინდიკატორები აღწერს კრიტერიუმების მიღწევის გაზომვის პროცესს და ხელს უწყობს ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლებისა და ცვლილებების მონიტორინგს.
3. ტყის მდგრადი მართვის რაოდენობრივი ინდიკატორები გამოიყენება საქართველოს ტყეების სიცოცხლისუნარიანობის შესაფასებლად, ხოლო ხარისხობრივი ინდიკატორები − ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკური, სტრატეგიული, საკანონმდებლო ჩარჩოს შესაფასებლად.
ა) ეკოლოგიური პრინციპი – აღწერს ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტყის მართვის ელემენტებს;
ბ) ეკონომიკური პრინციპი – აღწერს ტყის რესურსების სარგებლობით ქვეყნის შიგნით დამატებითი ღირებულებების შექმნის ჩარჩოპირობებს და საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში ტყის სექტორის წვლილს;
გ) სოციალური პრინციპი – აღწერს ტყის რესურსებზე წვდომის, ტყის სექტორში შემოსავლის წყაროების შექმნის, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების უზრუნველყოფის კრიტერიუმებს;
დ) მრავალფუნქციურობის პრინციპი – აღწერს პოლიტიკური, სტრატეგიული და მმართველობითი გადაწყვეტილებებისას ტყის ყველა ფუნქციის გათვალისწინების კრიტერიუმებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ტყის რესურსებიდან ერთი სახის სარგებლის მიღებისას მისი სხვა ფუნქციების შენარჩუნება;
ე) გამჭვირვალობის პრინციპი – აღწერს იმ კრიტერიუმებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ტყესთან დაკავშირებული ნებისმიერი პოლიტიკური, სტრატეგიული და მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებისას ყველა დაინტერესებული მხარის – განსაკუთრებით ტყეზე დამოკიდებული სოფლად მცხოვრები მოსახლეობის – ინფორმირებულობა და ჩართულობა.
2. ეკოლოგიური პრინციპის საფუძველზე, ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტყის მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.
3. ეკონომიკურ პრინციპზე დაფუძნებული ტყის მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს მრავალფუნქციურობის პრინციპის კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად.
4. სოციალურ პრინციპზე დაფუძნებული ტყის მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს გამჭვირვალობის პრინციპის კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, განისაზღვრება დანართ №3-ის შესაბამისად.
5. გარდა ამ მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტებში მოცემული კრიტერიუმებისა და ინდიკატორებისა, ტყის მდგრადი მართვის შეფასება ხორციელდება სამართლებრივი, პოლიტიკური და ინსტიტუციური ჩარჩოს შეფასების კრიტერიუმებითა და ინდიკატორებით, რომლებიც განისაზღვრება დანართი №4-ის შესაბამისად.
2. სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მასალების საფუძველზე, შეიმუშავებს დასკვნით ანგარიშს და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.
3. სამინისტროს მიერ ამ მუხლის საფუძველზე შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები ქმნის ტყის მართვის დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების საფუძვლებს და აისახება ტყის მართვის ორგანოებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებში.
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გათვალისწინება არა მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე (სეგრეგაციის/გამიჯნვის მიდგომა), არამედ ასევე ყველა კატეგორიის ტყის მართვაში (ინკლუზიური/ინტეგრირებული მიდგომა)
|
დანართი №3 სოციალური პრინციპი
დანართი №4 სამართლებრივი, პოლიტიკური და ინსტიტუციური ჩარჩო
[1] აშკარა (ხილული/გამოვლენილი) მოხმარება = წარმოება + იმპორტი - ექსპორტი. (აშკარა) მოხმარება გამოხატულია მრგვალი ხე-ტყის ეკვივალენტის მ³-ში. [2] სხვადასხვა პროდუქტებისთვის: საშეშე ხე-ტყე, სხვა სამრეწველო მრგვალი ხე-ტყე, დახერხილი მერქანი, ხის პანელები, ქაღალდი და ფიცარი. (მ³ მრგვალი ხე-ტყის ექვივალენტი გამოხატავს მრგვალი ხე-ტყის რაოდენობას, რომელიც საჭიროა გარკვეული ხის პროდუქტის მ³-ის წარმოებისათვის. ეს საშუალებას იძლევა გამოიხატოს ურთიერთმიმართება მოხმარებული მრგვალი ხე-ტყის მოცულობასა და ტყიდან გამოტანილ მოცულობას შორის). [4] საბაზრო მომსახურებების მაგალითები (Forest Europe: ტერმინების განმარტება): ეკოლოგიური მომსახურებები: წყლის დაცვა, ნიადაგის დაცვა; ბიოსფერული მომსახურებები: ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის რეგულირება; სოციალური მომსახურებები: ჯანმრთელობის დაცვა, ტურიზმი, რეკრეაცია, სპორტული აქტივობები (მაგ.: სანადირო და თევზჭერის ლიცენზიები, მართული სარეკრეაციო ადგილები ან ბილიკები სამთო ველოსპორტისთვის, ცხენოსნობა, სათხილამურო და სხვა სარეკრეაციო ღონისძიებები, ინფრასტრუქტურის დაცვა); კულტურულ/სულიერი მომსახურებები: სულიერი მომსახურება, კულტურული მომსახურება, ისტორიული მომსახურება; სხვა საბაზრო მომსახურებები: მაგ., გადახდა ტყიანი ტერიტორიების მესაკუთრეებისთვის/ტყის მართვის ორგანოებისთვის, გრუნტის მოპოვების, სატელეკომუნიკაციო ანძების, ქარის ელექტროსადგურების დამონტაჟების და ელექტროენერგიის განაწილებისთვის საჭირო ლიცენზიებისთვის; ეს მომსახურებები პირდაპირ ხელს უწყობს ტყის მართვის ორგანოს შემოსავლების ზრდას და საზოგადოებისა და ადამიანის კეთილდღეობას, იმ შემთხვევვაში თუკი ეს განხორციელდა ტყის დაცვითი ფუნქციებისთვის და ტყესთან დაკავშირებული ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანის მიუყენებლად (რაც იზომება 3.3 ინდიკატორით). |