ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №14299
2023 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
1. ამ ბრძანების მიზნებისათვის, ხე-ტყე განიმარტოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით.
2. დამტკიცდეს:
ა) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან /და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის გაზომვის დასაშვები ცდომილებები – დანართი №1;
ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან /და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის საწარმოო გამოსავლიანობის ნორმები – დანართი №2.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 15 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
დანართი №1
მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის გაზომვის დასაშვები ცდომილებები
1. მრგვალი ხე-ტყის (მორის) სიგრძის გაზომვის დროს დასაშვებ ცდომილებად დადგენილ იქნეს არაუმეტეს 5 სმ, ხოლო დიამეტრის (უქერქოდ) გაზომვის დროს არაუმეტეს 2 სმ.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“–„ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტიპის (ფიცარი, ძელი, ძელაკი) იდენტიფიცირებისათვის, სისქის და სიგანის გაზომვის დროს დასაშვებ ცდომილებად დადგენილ იქნეს არაუმეტეს 1 სმ თითოეული პარამეტრისთვის.
დანართი №2
მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის საწარმოო გამოსავლიანობის ნორმები
1. მრგვალი ხე-ტყიდან (მორიდან) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოებისას (გარდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავებით ფანერის (შპონის) წარმოებისა) საწარმოო გამოსავლიანობის ნორმად დადგენილ იქნეს 80%, ხოლო მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავებით ფანერის (შპონის) წარმოებისას – 90%.
2. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ხელმეორედ გადამუშავების შედეგად მიღებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოებისას საწარმოო გამოსავლიანობის ნორმად დადგენილ იქნეს 99.5%.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ“?
- „ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.06.2023. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №14299. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016799.
- სად არის „ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ“, №14299, 21.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016799 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6785937/