საჩივარი N საჩივრის სახელი წარდგენის თარიღი სახელი, დაბადების წელი და საცხოვრებელი ადგილი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე
„ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივრები N 13186/20 და 4 სხვა)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
დიდი პალატის
გადაწყვეტილება
საქმე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივრები N 13186/20 და 4 სხვა)
სტრასბურგი
2025 წლის 11 დეკემბერი
მუხ. 34 • დამაჯერებელი მიზეზების ან საფუძვლების არარსებობა, რომლებიც სასამართლოს საშუალებას მისცემს, თავი შეიკავოს საქმის ნაწილის განხილვისგან • საჩივრები მე-3 (მატერიალური ასპექტი), მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად არც მეორეხარისხოვანია და არც უმნიშვნელო, არამედ საქმის ცენტრალური ნაწილია • საჩივრების განხილვის გადადების შეუსაბამობა, საქმის მასალების, სავარაუდო დარღვევებისა და არსებული მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებით • 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, საჩივრების ამორიცხვის საფუძვლის არარსებობა
მუხ. 3 (მატერიალური ასპექტი) • არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა • ესკალაციის შემდეგ მანიფესტაციის დასაშლელად პოლიციის მიერ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენება პარლამენტის შენობის წინ, რამაც ოცი მომჩივნის დაშავება გამოიწვია, რაც არც მკაცრად აუცილებელი და არც პროპორციული იყო • ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მანიფესტაციების დროს კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენების მკაცრი რეგულირების აუცილებლობა, მათი ტექნიკური მახასიათებლებისა და ჯანმრთელობისთვის პოტენციური საფრთხეების, მათ შორის, სერიოზული დაზიანებებისა და სიკვდილის გათვალისწინებით • ხელშემკვრელი სახელმწიფოების ეროვნულ სამართლებრივ ჩარჩოებში ასეთი ჭურვების გამოყენებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნების ფორმულირება • ეროვნულ სამართლებრივ ჩარჩოსა და მის განხორციელებაში არსებული ხარვეზები
მუხ. 3 (მატერიალური ასპექტი) • არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა • მანიფესტაციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ცუდი ფიზიკური მოპყრობა, რამაც ოთხი მომჩივნის დაზიანებები გამოიწვია, რაც არც მკაცრად აუცილებელი და არც პროპორციული იყო
მუხ. 3 (პროცედურული ასპექტი) • სისხლის სამართლის არაეფექტური გამოძიება, რომელიც 5,5 წელზე მეტი ხანია მიმდინარეობს და ეხება კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების სროლისა და პოლიციის მხრიდან ცუდი ფიზიკური მოპყრობის შედეგად მომჩივნების მიერ განცდილ დაზიანებებს
მუხ. 10 • გამოხატვის თავისუფლება • ძალის გამოყენება მომჩივანი ჟურნალისტების წინააღმდეგ, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების სროლით და მომჩივანი ჟურნალისტის პარლამენტის შენობის ში და ეზოდან გაძევებით, რაც არც გამართლებული და არც პროპორციული იყო • ხელშემკვრელი სახელმწიფოების ვალდებულება, ჰქონდეთ ჟურნალისტების დაცვის ეფექტური სისტემა • ჩარევა, რომელიც „აუცილებელი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში“
მუხ. 11 • მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება • მუხ. 11 გამოყენებადი • თერთმეტი მომჩივნის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, რაც არც გამართლებული და არც პროპორციული იყო • მიუხედავად იმისა, რომ დაშლის შესახებ გადაწყვეტილება გამართლებული და პროპორციული იყო დემოკრატიაში პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ფუნდამენტური ინტერესის გათვალისწინებით, მისი აღსრულების წესი – არ იყო • ჩარევა, რომელიც „აუცილებელი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში“
მუხ. 38 • მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ყველა აუცილებელი პირობის უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება
მუხ. 46 • გადაწყვეტილების აღსრულება • მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვება როგორც ინდივიდუალური, ასევე ზოგადი ზომების მიღება • ეფექტური გამოძიება უნ და ჩატარდეს მე-3 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, დაუყოვნებლად და დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად • კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენებისთვის უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დანერგვა მათ გამოყენებასთან დაკავშირებული სიკვდილისა და დაზიანების რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად
მუხ. 41 • სამართლიანი დაკმაყოფილება • მექანიზმები, რომლებიც ხელს უშლის მომჩივნებს, მიიღონ ორმაგი კომპენსაცია, სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე • დაშავების შედეგად შრომისუნარიანობის შემცირების გამო, შემოსავლის მომავალი დანაკარგის სრულად კომპენსაციისთვის საჭირო თანხების შეფასების პრინციპები • მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
მომზადებულია სამდივნოს მიერ. სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის.
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
სარჩევი
შესავალი
პროცედურა
ფაქტები
I. 2019 წლის 20-21 ივნისის მანიფესტაცია.
A. ზოგადი ინფორმაცია.
B. მანიფესტაციის საწყისი ფაზა.
C. დაძაბულობის პირველი ეპიზოდი.
D. შუალედური პერიოდი.
E. დაძაბულობის მეორე ეპიზოდი და მანიფესტაციის დაშლა.
II. მომჩივანთა ინდივიდუალური გარემოებები.
A. საქმე Tsaava and Kmuzov (N 13186/20)
1. მომჩივნების გარემოებების ამსახველი ვიდეომასალა.
2. მომჩივნების დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები.
B. სვანაძის საქმე (N 16757/20)
1. მომჩივნის გარემოებების ამსახველი ვიდეომასალა.
2. მომჩივნის დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები.
C. საქმე Baghashvili and Others (N 20129/21)
1. მომჩივნების გარემოებების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
2. მომჩივნების დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები.
D. საქმე Kurdovanidze and Others (N 20175/21)
1. მომჩივნების გარემოებების ამსახველი ვიდეო და სხვა მასალა.
2. მომჩივნების დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები.
E. საქმე Berikashvili (N 39382/21)
1. მომჩივნის გარემოებების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
2. მომჩივნის დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები.
III. სისხლის სამართლის გამოძიება.
A. გამოძიების დაწყება და დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.
B. გამოძიების მონიტორინგი სახალხო დამცველის აპარატის მიერ.
C. ინფორმაციის მოძება არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
D. მანიფესტაციის დასაშლელად გამოყენებული იარაღისა და ჭურვების ექსპერტიზა.
E. მოთხოვნები შსს-სადმი.
F. დაზარალებულთა და მოწმეთა გამოკითხვა.
G. ვიდეო და სხვა მასალების მოპოვება.
H. სამედიცინო დოკუმენტაციის მოძიება.
I. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დაკვეთა.
J. პოლიციელები, რომლებსაც ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.
K. გამოძიების მიმდინარე სტატუსი.
IV. დისციპლინური გამოძიება შსს-ის მიერ.
V. კომპენსაციის მოთხოვნები ზოგი მომჩივნის მიერ.
VI. სხვა შესაბამისი გარემოებები.
VII. სხვა მასალა.
A. თბილისში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის ღონისძიებების გეგმა
B. ანგარიშები 2019 წლის 20-21 ივნისის მანიფესტაციის შესახებ.
1. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში.
2. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში.
3. „ჰუმან რაითს ვოთჩის“ ანგარიში.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.
I. სისხლის სამართლის კოდექსი.
II. მანიფესტაციების შეწყვეტა და ძალის გამოყენება.
A. 1997 წლის კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“.
B. 2013 წლის კანონი „პოლიციის შესახებ“.
C. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის ბრძანება N 1002 „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია“.
D. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის ბრძანება N 1006 „პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი ს შესახებ“.
III. 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი „ამნისტიის შესახებ“.
IV. სამოქალაქო კოდექსი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
შესაბამისი საერთაშორისო მასალები.
I. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების შესახებ.
A. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
1. ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო „სამართალაღსრულებაში ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“
2. ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N 37.
B. ევროპის საბჭო.
1. საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია CM/Res(2016)2116.
2. ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო მითითებები მშვიდობიანი შეკრების შესახებ.
C. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია.
D. ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია.
II. მანიფესტაციების დროს ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დაცვის შესახებ.
A. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2016)4.
B. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 2532 (2024)
C. ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო მითითებები მშვიდობიანი შეკრების შესახებ.
კანონმდებლობა.
I. დიდ პალატაში განსახილველი საქმის ფარგლები.
II. წინასწარი შენიშვნები: აქვს თუ არა სასამართლოს უფლება, თავი შეიკავოს საქმის ნაწილის განხილვისგან
A. ზოგადი პრინციპები.
B. გამჭოლი ან მეორეხარისხოვანი საჩივრების არგანხილვა.
C. საქმის ნაწილობრივი გადადება ან განხილვიდან ნაწილობრივი ამორიცხვა.
1. გადადება
2. ამორიცხვა
D. დასკვნა
III. მთავრობის პირველადი პრეტენზია.
A. პალატის გადაწყვეტილება.
B. არგუმენტები დიდი პალატის წინაშე.
1. მთავრობა
2. მომჩივნები
C. დიდი პალატის შეფასება.
1. კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობა მომჩივნებისთვის.
(a) ზოგადი პრინციპები
(b) საჩივრები მე-3 მუხლის შესაბამისად.
(c) საჩივრები მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად.
(i) შესაბამისი პრაქტიკა
(ii) ანალიზი წინამდებარე საქმეში
2. გამოძიების მიმდინარე ხასიათი.
IV. კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი.
A. პალატის გადაწყვეტილება.
B. არგუმენტები დიდი პალატის წინაშე.
1. მომჩივნები
2. მთავრობა
C. დიდი პალატის შეფასება.
V. კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტი.
A. პალატის გადაწყვეტილება.
B. არგუმენტები დიდი პალატის წინაშე.
1. მომჩივნები
2. მთავრობა
3. სასამართლო პროცესში მონაწილე პირველი მესამე მხარე (INCLO-ის ცხრა წევრი)
C. დიდი პალატის შეფასება.
1. ზოგადი პრინციპები.
(a) ძალის გამოყენება მანიფესტაციების ან საპროტესტო გამოსვლების დასაშლელად.
(b) მტკიცებულებები ასეთ საკითხებთან დაკავშირებით.
2. გამოყენება წინამდებარე საქმეში.
(a) კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებით გამოწვეული დაზიანებები (20 მომჩივანი)
(i) დაზიანებების წყარო და ხასიათი.
(ii) ანგარიშვალდებულება ძალის გამოყენებისთვის, რომელმაც დაზიანება გამოიწვია.
(iii) პოლიციის მიერ მანიფესტაციების დროს კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენების რეგულირება.
(α) სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართალი.
(β) კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების ტექნიკური მახასიათებლებიდან და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი პოტენციური ზემოქმედებიდან გამომდინარე მოსაზრებები.
(γ) საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოს შეფასება და მისი გამოყენება წინამდებარე საქმეში, აღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით
(iv) დასკვნა
(b) სავარაუდო ფიზიკური ცუდი მოპყრობა (ოთხი მომჩივანი)
(i) დაზიანებების წყარო და ხასიათი.
(ii) ანგარიშვალდებულება ძალის გამოყენებისთვის, რომელმაც დაზიანება გამოიწვია.
(iii) დასკვნა
VI. საჩივრები კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად.
A. პალატის გადაწყვეტილება.
B. არგუმენტები დიდი პალატის წინაშე.
1. მომჩივნები
2. მთავრობა
3. სასამართლო პროცესში მონაწილე მეორე მესამე მხარე (PEN International, PEN საქართველო და English PEN)
C. დიდი პალატის შეფასება.
1. საჩივარი საქმეში Berikashvili (no. 39382/21)
2. საჩივრის მისაღებობისა და არსებითი მხარის ანალიზი.
(a) მისაღებობა
(b) არსებითი მხარე
(i) ჩარევის არსებობა
(α) ზოგადი პრინციპები
(β) აღნიშნული პრინციპების გამოყენება
(ii) ჩარევის დასაბუთება
(α) „კანონით დადგენილი“
(β) ლეგიტიმური მიზანი/მიზნები
(γ) „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
VII. საჩივრები კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად.
A. პალატის გადაწყვეტილება.
B. არგუმენტები დიდი პალატის წინაშე.
1. მომჩივნები
2. მთავრობა
C. დიდი პალატის შეფასება.
1. მისაღებობა
2. არსებითი მხარე
(a) კონვენციის მე-11 მუხლის გამოყენებადობა.
(i) ზოგადი პრინციპები
(ii) შესაბამისი პრეცედენტული სამართალი საქართველოსთან მიმართებით.
(iii) ზოგადი პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში.
(b) ჩარევის არსებობა
(c) ჩარევის დასაბუთება
(i) „კანონით დადგენილი“
(ii) ლეგიტიმური მიზანი/მიზნები
(iii) „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
(α) ზოგადი პრინციპები შეკრების შესაკავებლად ან დასაშლელად ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენების აუცილებლობის შესახებ
(β) აღნიშნული პრინციპების გამოყენება
VIII. საჩივრები კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად.
A. პალატის გადაწყვეტილება.
B. არგუმენტები დიდი პალატის წინაშე.
C. დიდი პალატის შეფასება.
IX. კონვენციის 38-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა.
A. პალატის გადაწყვეტილება.
B. არგუმენტები დიდი პალატის წინაშე.
1. მომჩივნები
2. მთავრობა
C. დიდი პალატის შეფასება.
1. ზოგადი პრინციპები.
2. აღნიშნული პრინციპების გამოყენება.
X. კონვენციის 46-ე მუხლის გამოყენება.
A. ინდივიდუალური ზომები.
B. ზოგადი ზომები.
XI. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება.
A. ზიანი
1. მომჩივანთა მოთხოვნები.
2. მთავრობის კომენტარები აღნიშნული მოთხოვნების შესახებ.
3. პალატის გადაწყვეტილება აღნიშნული მოთხოვნების შესახებ.
4. დიდი პალატის შეფასება.
(a) იქნა თუ არა გათვალისწინებული კომპენსაცია.
(b) მომჩივანთა მოთხოვნების ანალიზი.
(i) მატერიალურ ზიანთან მიმართებით.
(α) შესაბამისი პრინციპები
(β) აღნიშნული პრინციპების გამოყენება
(ii) მორალურ ზიანთან მიმართებით
(α) 24 მომჩივანი, რომლებმაც პალატის წარმოებაში ამ პუნქტით მიიღეს კომპენსაცია.
(β) ორი მომჩივანი, რომლებსაც პალატის წარმოებაში ამ პუნქტით არ მიუღიათ კომპენსაცია.
B. ხარჯები და დანახარჯები.
1. მოთხოვნები პალატის წინაშე.
2. პალატის გადაწყვეტილება აღნიშნული მოთხოვნების შესახებ.
3. მოთხოვნა დიდი პალატის წინაშე.
4. მთავრობის კომენტარები მოთხოვნების შესახებ.
5. დიდი პალატის შეფასება.
(a) ხარჯები და დანახარჯები პალატის წინაშე წარმოებაში.
(b) ხარჯები და დანახარჯები დიდი პალატის წინაშე წარმოებაში.
(c) გადახდის მეთოდი
ამ მოტივით, სასამართლო.
მოსამართლე სერღიდესის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი.
მოსამართლე აიკის ნაწილობრივი წინააღმდეგობის განცხადება.
დანართი – 26 მომჩივნის ცხრილი.
საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
არნფინ ბორდსენი, თავმჯდომარე,ივანა ჯელიჩი,ლადო ჭანტურია,იოანის კტისტაკისი,არმენ არუთინიანი,გეორგიოს ა. სერღიდეს,ტიმ აიკე,ლატიფ ჰუსეინოვი,იოვან ილიევსკი,პეტერ პაჩოლაი,გილბერტო ფელიჩი,ფრედერიკ კრენცი,დავორ დერენჩინოვიჩი,ანე ლუიზ ბორმანი,დიანა კოვაჩევა,სტეფანი პიზანი,მატეია ჯუროვიჩი, მოსამართლეები,და ჯონ დარსი, დიდი პალატის განმწესრიგებლის მოადგილე,2025 წლის 26 თებერვლისა და 8 ოქტომბრის დახურული თათბირების შემდეგ,გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა უკანასკნელ მოხსენიებულ თარიღში:
შესავალი
1. საქმე აღიძრა საქართველოს პარლამენტის წინ 2019 წლის ივნისში გამართული მანიფესტაციის დარბევის შედეგად. მომჩივნები – რომელთა უმეტესობა ამ მანიფესტაციის მონაწილე ან მისი გამშუქებელი ჟურნალისტი იყო – ყველანი დაშავდნენ ამ დარბევის დროს. ყველა მათგანი მონაწილეობ და შემდგომ სისხლის სამართლის, ჯერ კიდევ მიმდინარე გამოძიებაში, პოლიციის მიერ მანიფესტაციის დასაშლელად გამოყენებულ ძალასთან დაკავშირებით. მომჩივნებმა საჩივრები შეიტანეს კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური და პროცედურული ასპექტების ფარგლებში. მათი უმეტესობა ასევე ეყრდნობო და მე-10 მუხლს, დანარჩენები კი – მე-11 მუხლს. გარ და ამისა, მათ საჩივრები შეიტანეს მე-13 მუხლის ფარგლებში და ზოგიერთმა მათგანმა ასევე განაცხა და 38-ე მუხლის დარღვევა.
პროცედურა
2. საქმე საფუძვლად დაედო ხუთ სარჩელს (NN 13186/20, 16757/20, 20129/21, 20175/21 და 39382/21), რომელიც სასამართლოში იქნა შეტანილი საქართველოს წინააღმდეგ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ოცდაექვსი მოქალაქის მიერ, რომელთა სახელებიც მოცემულია ამ გადაწყვეტილების დანართ ცხრილში (შემდგომში „მომჩივნები“), მასში მითითებულ თარიღებში.
3. სამ საჩივარში (NN 13186/20, 16757/20 და 39382/21) მომჩივნებს წარმოადგენ და ქ-ნი ნ. ლონდარიძე, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში. მომჩივნებს დანარჩენ ორ საჩივარში (NN 20129/21 და 20175/21) თავდაპირველად წარმოადგენდნენ ქ-ნი თ. ონიანი, საქართველოს ახალგაზრ და იურისტთა ასოციაციიდან („საია“), და ბ-ნი ტ. კოლისი და ქ-ნი ჯ. გავრონი (ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ლონდონში), ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრიდან (EHRAC). დიდი პალატის წინაშე აღნიშნულ მომჩივნებს წარმოადგენდნენ ბ-ნი დ. ჯავახიშვილი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში, და ბ-ნი ა. პატარაია და ქ-ნი ს. წიკლაური, აგრეთვე, „საია“-დან, და ბ-ნი კოლისი, ქ-ნი გავრონი და ქ-ნი ალონზო (ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ლონდონში), აგრეთვე, EHRAC-დან.
4. საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) წარმოადგენ და სახელმწიფო წარმომადგენელი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.
5. ხუთი საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეხუთე სექციას, სასამართლოს რეგლამენტის წესი ს 52 § 1 თანახმად.
6. 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თარიღში, მეხუთე სექციის (მაშინდელმა) თავმჯდომარემ (a) მთავრობას აცნობა შესაბამისი მომჩივნების საჩივრების შესახებ კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 და მე-13 მუხლების შესაბამისად, ხოლო (b) კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად შეტანილი საჩივრები N 13186/20 და N 16757/20 გამოაცხა და მიუღებლად სასამართლოს რეგლამენტის წესით 54 § 3 გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას.
7. 2024 წლის 7 მაისს მეხუთე სექციამ შემდეგი შემადგენლობით: ჟორჟ რავარანი, თავმჯდომარე, ლადო ჭანტურია, კარლო რანზონი, მარია ელოსეგი, მატიას გუამარი, კატერინა შიმაჩკოვა და მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები, და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებელი, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელშიც მან (a) გააერთიანა საჩივრები; (b) ერთხმად გამოაცხა და მისაღებად 24 მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში (ხოლო დანარჩენი 2 მომჩივნის საჩივარი იმავე მუხლის ფარგლებში, მიუღებლად); (c) ერთხმად დაადგინა მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა; (d) თავი შეიკავა, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, გადაწყვეტილების მიღებისგან საჩივრის არსებით მხარესთან დაკავშირებით, მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის შესაბამისად; (e) თავი შეიკავა, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, გადაწყვეტილების მიღებისგან საჩივრის არსებით მხარესთან და მისაღებობასთან დაკავშირებით, კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლის შესაბამისად; (f) ერთხმად დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა მისი ვალდებულებები კონვენციის 38-ე მუხლის შესაბამისად; და (g) ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობ და საჩივრების კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად განხილვის საჭიროება. გადაწყვეტილებას თან დაერთო მოსამართლე გნატოვსკის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი.
8. 2024 წლის 1 აგვისტოს მომჩივნებმა ოთხ საქმეში მოითხოვეს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა, კონვენციის 43-ე მუხლის შესაბამისად. 2024 წლის 23 სექტემბერს დიდი პალატის კოლეგიამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
9. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების დებულებებისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე წესი ს შესაბამისად. მარკო ბოშნიაკი, ვინც თავდაპირველად სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარე იყო, საქმეს ჩამოშორ და მოსმენის შემდეგ, სასამართლოში უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის გამო. სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარედ ის არნფინ ბორდსენმა ჩაანაცვლა, ხოლო შემადგენლობის წევრად – პირველმა სათადარიგო მოსამართლემ, არმენ არუთინიანმა (სასამართლოს რეგლამენტის წესი 24 § 3).
10. მომჩივნებმა და მთავრობამ წარადგინეს მოსაზრებები საჩივრების მისაღებობისა და არსებითი მხარის შესახებ. გარ და ამისა, მესამე მხარის კომენტარები მიღებულ იქნა (a) სამოქალაქო თავისუფლებების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის (INCLO) ცხრა წევრისგან (შემდგომში „სასამართლო პროცესში მონაწილე პირველი მესამე მხარე“) და (b) PEN International-ისგან, პენ საქართველოსგან და English PEN-ისგან (შემდგომში „სასამართლო პროცესში მონაწილე მეორე მესამე მხარე“), რომლებსაც მიეცათ წერილობით პროცედურაში მონაწილეობის უფლება (კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი და სასამართლოს რეგლამენტის წესი 44 § 3 (a)).
11. საქმის განხილვა გაიმართა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობაში, სტრასბურგში, 2025 წლის 26 თებერვალს.
სასამართლოს წინაშე წარდგნენ:
(a) მთავრობის სახელით
ბ-ნი ბ. ძამაშვილი, სახელმწიფო წარმომადგენელი,ქ-ნი ნ. ნიკოლაიშვილი,ბ-ნი ბ. სურმავა,ბ-ნი ნ. დარჩაშვილი,ბ-ნი პ. კერესელიძე, მრჩევლები;
(b) მომჩივანთა სახელით
ბ-ნი დ. ჯავახიშვილი,ბ-ნი ტ. კოლისი, ადვოკატი,ქ-ნი კ. ალონზო,ქ-ნი ჯ. გავრონი,ბ-ნი ა. პატარაია,ქ-ნი ს. წიკლაური, მრჩევლები.
12. ერთ-ერთი მომჩივანი, ქ-ნი მაია გომური, ასევე იმყოფებო და დარბაზში. სასამართლომ მოისმინა ბ-ნი ჯავახიშვილის, ბ-ნი კოლისის და ბ-ნი ძამაშვილის სიტყვით გამოსვლები და მათი პასუხები მოსამართლეების მიერ დასმულ კითხვებზე.
ფაქტები
13. მომჩივანთა დაბადების წლები და საცხოვრებელი ადგილები მითითებულია ამ გადაწყვეტილების დანართში.
2019 წლის 20-21 ივნისის მანიფესტაცია
ზოგადი ინფორმაცია
14. 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში, თბილისში, გაიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (Διακοινοβουλευτική Συνέλευση Ορθοδοξίας – „IAO“) სესია, რომელიც ათენში დაფუძნებული საპარლამენტთაშორისო ორგანოა, და რომელიც 1994 წელს საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა მართლმადიდებელ ქრისტიან კანონმდებლებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი და იმ დროს IAO-ის გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე, ბ-ნი სერგეი გავრილოვი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯ და და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა. ამან გამოიწვია ფართო სამოქალაქო და პოლიტიკური პროტესტი (იხ. საქმე Melia v. Georgia, no. 13668/21, §§ 6-8, 2023 წლის 7 სექტემბერი).
მანიფესტაციის საწყისი ფაზა
15. ზემოაღნიშნული მოვლენებისთანავე, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრება დაიწყეს. ზოგი შიგნით შეუშვეს ოპოზიციის დეპუტატების მიერ გაცემული საშვით. როგორც ჩანს, დღის მეორე ნახევარში გამოცხად და იმ დღის მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო მანიფესტაცია და მალევე ხალხმა პარლამენტის შენობის წინ შეკრება დაიწყო. მანიფესტაცია დაიწყო 19:00 საათისთვის და მისმა მონაწილეებმა – პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა – მთელი სივრცე დაიკავეს პარლამენტის შენობის წინ და (რუსთაველის) გამზირზე მის გასწვრივ. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანიფესტაცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, ადგილზე დაახლოებით 12 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.
16. პოლიციამ კორდონი მოაწყო პარლამენტის შენობისკენ მიმავალ კიბის საფეხურებზე და გადაკეტა მთავარი შესასვლელი. გარ და ამისა, პარლამენტის შენობის ში და ეზოში, მთავარი შესასვლელის მიღმა განლაგებული იყო ბევრი რიგითი პოლიციელი, სპეცრაზმელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში „შსს“) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი.
17. 20:53 საათზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა პოლიტიკოსმა და წარადგინა მთავარი მოთხოვნა მმართველი პარტიისადმი: პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც მანიფესტაციაზე გაჟღერდა, იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პროპორციული წარმომადგენლობის სისტემაზე გადასვლა. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მმართველ პარტიას ვა და მიეცა დღის ბოლომდე. 21:00 საათზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა და განაცხადა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა იქნებო და გარდაუვალი, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებ და აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს. ადგილზე მყოფ ოპოზიციის პოლიტიკოსებს შორის დისკუსიის ვიდეოჩანაწერში ისმო და უცნობი პირის სიტყვები: „რევოლუცია იწყება“.
18. 21:09 საათზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ თუ მანიფესტაციის მონაწილეთა მოთხოვნები ერთ საათში არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი მშვიდობიანად შევიდოდნენ პარლამენტის შენობაში და იქ დარჩებოდნენ, სანამ შესაბამისი თანამდებობის პირები არ გადადგებოდნენ. როგორც ჩანს, 21:17 საათზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ისევ მიმართა იმავე პოლიტიკოსმა. მან იკითხა, რატომ ჰქონ და ბატონ გავრილოვს უფლება, მჯდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ხოლო ქართველ ხალხს კი ამ შენობის ეზოში დგომის უფლებაც კი არ ჰქონდა. მან განაცხადა, რომ, თუ ხელისუფლება ათ წუთში არ უპასუხებდა, საპროტესტო აქციის მონაწილეები „პარლამენტის შენობის ში და ეზოში მშვიდობიანად შევიდოდნენ, ძალიან კონსტრუქციულად, ხელებაწეული“. გამოსვლას მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეების შეძახილები მოჰყვა.
დაძაბულობის პირველი ეპიზოდი
19. მოვლენები გადაიღო სხვადასხვა ჟურნალისტმა, მათ შორის, იმათ, ვინც პირდაპირ ეთერში აშუქებ და მანიფესტაციასა და მის შემდგომ დაშლას. ქვემოთ მოცემული შეჯამება ძირითადად ეფუძნება მოვლენების გაშუქებას მედიასაშუალებებით.
20. 21:49 საათისთვის რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რომლებიც შეკრებილი იყვნენ პარლამენტის შენობის მთავარი შესასვლელისკენ მიმავალი კიბეების ქვემოთ, ჭიშკრისკენ დაიწყო გზის გაკვლევა. მათ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა, რომელიც განლაგებული იყო ზუსტად კიბის თავზე. მოვლენების ამსახველი ვიდეომასალიდან ჩანს, თუ როგორ ყვირის რამდენიმე მონაწილე, რომ იყო ბრბოში ჭყლეტაში მოყოლის საფრთხე, პოლიციელები კი გადაეფარნენ იქ მდგომ ჟურნალისტებს და აფრთხილებდნენ მათ, ჭყლეტაში მოყოლის საფრთხის შესახებ.
21. აქციის რამდენიმე მონაწილემ პლასტმასის ბოთლები ესროლა პოლიციელებს. სხვებმა დაიწყეს ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟი, რომლებიც შენობის შესასვლელთან იყო დაყენებული, რათა არ გაეტარებინა საპროტესტო აქციის მონაწილეები. მანიფესტაციის რამდენიმე მონაწილემ მოახერხა პოლიციელების დამცავი ფარებისა და რეზინის ხელკეტების ხელში ჩაგდება და უკან, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ხაზის გასწვრივ, გადაწოდება. რამდენიმე პოლიციელი მანიფესტაციის მონაწილეებმა მოსწყვიტეს კორდონს და, როგორც ჩანს, გაიყვანეს მშვიდად. ინციდენტთან დაკავშირებული ვიდეომასალიდან ჩანს, თუ როგორ ეუბნება პოლიცია მანიფესტაციის მონაწილეებს, რომ უკან დაეხიათ და არ მიწოლილიყვნენ ერთმანეთს.
22. პოლიციის კორდონი მცირე ხნით გაირღვა, მაგრამ ის პარლამენტის ში და ეზოში განლაგებულმა სპეცრაზმელებმა გააძლიერეს. მათ მანიფესტაციის მონაწილეების შესაკავებლად ხელკეტები და ფარები გამოიყენეს.
23. დაახლოებით 22:00 საათისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის შენობაში შესვლისას ჟურნალისტებს მოკლე ინტერვიუ მისცა. მის თანახმად, იქ განვითარებული მოვლენები წარმოადგენ და სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმის მცდელობას და მანიფესტაციის მონაწილეები უნ და დამორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მოჰყვებო და შედეგები. 22:07 საათზე შსს-მ გაავრცელა შემდეგი განცხადება მედიასაშუალებისა და მისი ვებგვერდის მეშვეობით:
„[შსს] მოუწოდებს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მანიფესტაციის მონაწილეებს, შეწყვიტონ უკანონო და ძალადობრივი ქმედებები, არ აჰყვნენ პროვოკაციას და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და დატოვონ შენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ ზომებს“.
24. საბოლოოდ, დაახლოებით 22:30 საათზე დაძაბულობა გარკვეულწილად შემცირ და და პოლიციამ მოახერხა მანიფესტაციის მონაწილეთა უკან დახევა, კიბის ქვემოთ.
25. ამ პირველი დაძაბული ინციდენტის დროს შენობის გარეთ შეკრებილი ჟურნალისტების უმეტესობა პოლიციის კორდონის უკან იმყოფებო და და, როგორც ჩანს, მათ ტერიტორია პოლიციელების დახმარებით დატოვეს.
26. როგორც საქმის მასალებიდან, მათ შორის, აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებიდან ირკვევა, მანიფესტაციის მონაწილეთა დიდ ნაწილს, რომლებიც შეკრებილი იყვნენ პარლამენტის შენობის წინ, კიბისგან მოშორებით, შეიძლება არ სცოდნო და იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ვითარდებო და მთავარ შესასვლელთან.
შუალედური პერიოდი
27. 22:30 საათზე ტელევიზიით გამოვი და თბილისის მერი, ადგილზე ვითარების ესკალაციის დაუშვებლობის შესახებ გაფრთხილებით. დაახლოებით იმავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის შენობაში მყოფ ჟურნალისტებს მოკლე ინტერვიუ მისცა. მან თქვა, რომ პროტესტის მიზეზების არსებობის შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის, პოლიციელებსა და პარლამენტზე თავდასხმა დაუშვებელი ქმედებაა და გამოიწვევ და მკაცრ შედეგებს კანონის შესაბამისად. მან მოუწო და მოქალაქეებს, დამორჩილებოდნენ პოლიციელების ბრძანებებს, რომლებიც ცდილობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. მმართველი პარტიის სხვა ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა, ასევე დაგმო მანიფესტაციის მონაწილეთა მოქმედებები (მედიის მეშვეობით) და მოუწო და მათ, დაეცვათ კანონი და თავიდან აეცილებინათ კანონიერი სანქციები.
28. დაახლოებით 22:30-დან 23:22 საათამდე ვითარება გარკვეულწილად დაძაბული, მაგრამ უფრო მშვიდი იყო, ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებ და განცხადებებს და გმობ და იმ დღეს მანამდე განვითარებულ მოვლენებს (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ) და აკრიტიკებ და მმართველ პარტიას. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მანიფესტაციის რამდენიმე მონაწილემ სცა და პოლიციის კორდონის გარღვევა, პარლამენტის შენობაში ან/ და ში და ეზოში შეშვების მოთხოვნით. ისინი უკან დახიეს პოლიციელებმა ფარებისა და ხელკეტების გამოყენებით.
დაძაბულობის მეორე ეპიზოდი და მანიფესტაციის დაშლა
29. სიტუაცია კვლავ დაიძაბა 23:22 საათიდან, როდესაც მანიფესტაციის წინა რიგებში მყოფმა მრავალმა ადამიანმა კვლავ სცა და პოლიციის კორდონის გარღვევა.
30. სხვადასხვა შეფასებით, 300-დან 1000-მდე ადამიანი ცდილობ და პოლიციის კორდონის გარღვევას და აგრესიულად იქცეოდა.
31. წინა რიგებში მყოფ მანიფესტაციის მონაწილეებსა და პარლამენტის შენობის კიბეებზე განლაგებული კორდონის პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა 23:55 საათამდე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში იყო ინციდენტები, როდესაც პოლიციელებს წაართვეს აღჭურვილობა, ესროლეს სხვადასხვა საგანი (წყლის ბოთლები, მაგრამ, როგორც ჩანს, ქვებიც) და ცალკეული პოლიციელები ჩამოაშორეს კორდონს და გაიყვანეს. ზოგიერთ აღნიშნულ პოლიციელს, როგორც ჩანს, ფიზიკურად დაესხნენ თავს. ჟურნალისტების თანახმად, მოვლენების განვითარების ადგილზე მყოფმა პოლიტიკოსებმა მანიფესტაციის მონაწილეებს უთხრეს, არ გამოეყენებინათ ძალა პოლიციის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციის ზოგმა მონაწილემ მოახერხა პარლამენტის შენობის წინ განლაგებული პოლიციის კორდონისა და ლითონის კონსტრუქციების გადალახვა. მანიფესტაციის შუა და უკანა რიგებში შეკრებილი ადამიანები, როგორც ჩანს, შედარებით მშვიდად იქცეოდნენ.
32. მოვლენების პირდაპირ ეთერში გაშუქებისას, 23:55 საათზე გაისმა გასროლების ხმები. რუსთაველის გამზირზე კვამლი გამოჩნდა; ჟურნალისტების ცნობით, ეს იყო ცრემლსადენი გაზი ან წიწაკის გაზი. მანიფესტაციის ბევრი მონაწილე და ჟურნალისტი ტერიტორიიდან ახლომდებარე თავისუფლების მოედნისკენ დაიძრა, თუმცა პოლიციის კორდონის წინ მდგომი ხალხი იქვე დარჩა. სროლას წინ არ უძღო და გაფრთხილება.
33. შუაღამისას მანიფესტაციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიაზე დაბრუნება დაიწყო. პოლიციის კორდონის ირგვლივ გრძელდებო და დაძაბულობა და შეხლა-შემოხლა. პოლიციელებს ესროდნენ წყლის ბოთლებსა და სხვა ნივთებს. რამდენიმე წუთის შემდეგ ცრემლსადენი გაზის დამატებითი ჭურვები გაისროლეს. შუა და უკანა რიგებში მყოფმა ადამიანებმა ტერიტორიის დატოვება დაიწყეს. პარამედიკოსები დახმარებას უწევდნენ მათ, ვინც ცუდად გრძნობ და თავს. გარ და პოლიციის კორდონის წინ მყოფი მანიფესტაციის მონაწილეებისა, რომლებიც იქ რჩებოდნენ და გარღვევას ცდილობდნენ, პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია ძირითადად გაწმენდილი იყო და მანიფესტაციის მხოლოდ რამდენიმე მონაწილე ცდილობ და დაბრუნებას.
34. 00:11 საათზე ჟურნალისტმა, რომელიც მოვლენებს აშუქებდა, აღნიშნა, რომ ისროდნენ „რეზინის ტყვიებს“ (შემდგომში „კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები“)1. მალევე სხვა ჟურნალისტმა აჩვენა პლასტმასის პატარა ჭურვები, რომლებიც მან იქვე აკრიფა. დაახლოებით იმავე დროს რამდენიმე პოლიციელი იარაღით (როგორც ჩანს, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებით ან/ და ცრემლსადენი გაზის ჭურვებით დატვირთული) დაინახეს პოლიციის კორდონის უკან პარლამენტისკენ მიმავალი კიბეების თავზე, რომელიც გადაჰყურებ და კორდონს და მანიფესტაციის მონაწილეებს.
35. 00:21 საათისთვის მანიფესტაციის მრავალი მონაწილე, რომლებიც თავისუფლების მოედანზე იყო, დაბრუნ და პარლამენტის შენობის წინ. წინა რიგებში მყოფი ადამიანები ისევ მოითხოვდნენ შენობაში შეშვებას. უკანა მხარეს მყოფი ადამიანები, როგორც ჩანს, მშვიდად იდგნენ. ამ დროისთვის, როგორც ჩანს, დაშავ და მანიფესტაციის რამდენიმე მონაწილე და პოლიციელი. ამის შემდეგ მალევე, კიდევ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და მანიფესტაციის ბევრმა მონაწილემ ისევ გადაინაცვლა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ერთდროულად ან თანმიმდევრულად ისროდნენ ცრემლსადენ გაზსა და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებს. მოვლენების პირდაპირ ეთერში გაშუქებისას ჩანდა, რომ დაშავებულ ადამიანებს პარამედიკოსები ეხმარებოდნენ. მანიფესტაციის მონაწილეები ისევ ბრუნდებოდნენ პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიაზე. ყოველ ჯერზე, როცა ეს ხდებოდა, ისმო და სროლის ხმები და ისროდნენ ცრემლსადენ გაზს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პოლიციის კორდონის წინ მყოფი ადამიანთა პატარა ჯგუფი ისევ ცდილობ და გარღვევას ფარებისა და ხელკეტების გამოყენებით, რომლებიც მანამდე პოლიციას წაართვეს.
36. 00:43 საათისთვის პოლიციის კორდონის წინ ტერიტორია სრულად იქნა გაწმენდილი მანიფესტაციის მონაწილეებისგან, ხოლო პოლიციელებმა რამდენიმე საფეხურით ქვემოთ ჩაინაცვლეს.
37. 00:45 საათზე პოლიციის კორდონის უკან, კიბეების თავში განლაგებულმა პოლიციელებმა ჭურვები გაისროლეს მანიფესტაციის მონაწილეების მიმართულებით, რომლებიც საკმაოდ მოშორებით იყვნენ აღნიშნული ტერიტორიიდან.
38. მანიფესტაციის მონაწილეთა პროტესტის ტერიტორიაზე დაბრუნების მცდელობა გრძელდებოდა. 01:02 საათზე უმრავლესობა ადამიანებისა უკან დაბრუნდა, ხოლო რამდენიმეწუთიანი სიმშვიდის შემდეგ ისევ დაიწყო პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 01:27 საათზე, როცა პოლიცია მანიფესტაციის მონაწილეთა დაშლას ცდილობდა, სულ მცირე, ერთი პოლიციელი, რომლის სახე მკაფიოდ იდენტიფიცირებადი იყო, იქნა ნაჩვენები ჟურნალისტების მიერ, რომელიც შაშხანას ტვირთავ და და ბრბოს უმიზნებდა. მანიფესტაციის რამდენიმე მონაწილე შენიშნეს გასისხლიანებული. დაახლოებით იმავე დროს პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა განსაკუთრებით ინტენსიური გახ და მანიფესტაციის წინა რიგებში და გაძლიერ და სროლის ხმებიც.
39. 01:42 საათისთვის სირენების ხმა გაისმა და სპეცრაზმმა, მათ უკან წყლის ჭავლით, თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიწყო გადაადგილება. მათ ტერიტორიის გაწმენ და დაიწყეს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით. 01:47 საათზე, როდესაც წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენებოდა, რეპორტიორებმა აღნიშნეს, რომ ასევე ისროდნენ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებს.
40. როგორც კი აქციის მონაწილეებმა უკან დაიხიეს, გამოყენებულ იქნა წყლის ჭავლი მათი პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან გასაყვანად. მრავალი საპროტესტო აქციის მონაწილე განაგრძობ და პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლას. სხვები კი ცდილობდნენ რუსთაველის გამზირზე დაბრუნებას დამცავი აღჭურვილობის გამოყენებით, რომელიც პოლიციელებს წაართვეს.
41. დაშლის შესახებ შეტყობინება გაიცა 02:59 საათზე, როცა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი ისევ გამოიყენებოდა. ხმის გამაძლიერებელი აღჭურვილობით გადაიცემო და შემდეგი შეტყობინება: „მოქალაქენო, გთხოვთ, დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად. გთხოვთ, მოარიდოთ წესრიგის დამყარების ადგილს ბავშვები, ქალები და მოხუცები“. ეს შეტყობინება მრავალჯერ იქნა გამეორებული, როცა პოლიცია აგრძელებ და რუსთაველის გამზირის წმენდას და მანიფესტაციის დანარჩენი მონაწილეები უკან იხევდნენ და აგრძელებდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლას. ჟურნალისტები აგრძელებდნენ გადაღებას და მოვლენების გაშუქებას რუსთაველის გამზირის ტროტუარებიდან.
42. უკან დახევისას რამდენიმე ადამიანი ვანდალიზმის ქმედებებს ახორციელებდა. დაშლა და შეტაკებები გრძელდებო და 2019 წლის 21 ივნისის დაახლოებით 06:45 საათამდე. ჯამში დაკავებულ იქნა 342 ადამიანი.
43. მოვლენის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, დაახლოებით 80 პოლიციელი და 40 ჟურნალისტი. 2020 წლის მარტში დაახლოებით 15-მა პირმა აღიარა პოლიციის მიმართ ძალადობის ქმედებების ჩადენა. მათ მიიღეს საპროცესო შეთანხმება. როგორც ჩანს, პოლიციის მიმართ ძალადობრივი ქცევისთვის სხვა პირებსაც დასდეს მსჯავრი.
მომჩივანთა ინდივიდუალური გარემოებები
44. ორი მომჩივანი საქმეში Tsaava and Kmuzov v. Georgia (N 13186/20), ერთი მომჩივანი საქმეში Svanadze v. Georgia (N 16757/20) და 11 მომჩივანი საქმეში Baghashvili and Others v. Georgia (N 20129/21) მანიფესტაციას აშუქებ და ჟურნალისტის, ოპერატორის ან/ და ფოტოგრაფის რანგში.
45. მოცემულ დროს ერთ-ერთი მომჩივანი საქმეში Baghashvili and Others (N 20129/21), ბ-ნი ბაღაშვილი, ატარებ და სამკერდე ნიშანს, რომელიც აჩვენებ და რომ ის პარლამენტის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი იყო.
46. 11 მომჩივანი საქმეში Kurdovanidze and Others v. Georgia (N 20175/21), ბ-ნი დიდბერაშვილის გამოკლებით, და მომჩივანი საქმეში Berikashvili v. Georgia (N 39382/21) მანიფესტაციის მონაწილე იყო. მანიფესტაციის დროს მიღებული დაზიანებების (მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ) მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო და არასამედიცინო ხარჯები (როგორიცაა ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯები) გაიღო სახელმწიფომ.
საქმე Tsaava and Kmuzov (N 13186/20)
მომჩივნების გარემოებების ამსახველი ვიდეომასალა
47. 2021 წლის 10 და 11 მარტს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილებამ შეაფასა 2019 წლის ივლისის სხვადასხვა თარიღში მოპოვებული ვიდეომასალა. საბოლოო დასკვნაში ბ-ნი ცაავასა და ბ-ნი კმუზოვის ქცევა და მათი დაზიანებების მიღების დრო აღწერილი იყო შემდეგნაირად:
„ვიდეომასალის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მერაბ ცაავა საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის წინ იდგა, ტროტუარზე... [ის] მშვიდად იდგა და საფრთხეს არ წარმოადგენ და იქ მყოფი ადამიანებისთვის. [მას] ხელები მიმართული ჰქონ და პარლამენტის [შენობისკენ] და, სავარაუდოდ, [ის] ფოტო/ვიდეოგადაღებას ახორციელებდა, როცა ... მის მარჯვენა ხელს, სავარაუდოდ, ე.წ. „რეზინის ტყვია“ მოხვდა, რის შემდეგაც ის [მივიდა] პირებთან, რომლებიც შადრევანთან იყვნენ განლაგებული და რამდენიმე წამში აღმოჩნდა, რომ ის რაღაცას ეძებდა, [ და შემდეგ] ის გაუჩინარ და მხედველობის არიდან. ...
ვიდეომასალის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ბესლან კმუზოვი მოძრაობ და ტროტუარიდან საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის კიბეების მიმართულებით... [მას] მარჯვენა ხელში [რაღაც], სავარაუდოდ, პლანშეტი ეჭირა, ხოლო მარცხენა ხელს იშვერდა, სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც განლაგებული იყვნენ ... პარლამენტის შენობის შესასვლელში და მიმართავ და მათ[.] ბესლან კმუზოვი მშვიდად მოძრაობ და და არ წარმოადგენ და საფრთხეს [იმ ტერიტორიაზე] მყოფი ადამიანებისთვის. [ის] იდგა სახით ... პარლამენტის შენობისკენ მიბრუნებული, როცა ... მას თავში მოხვდა, სავარაუდოდ, ე.წ. „რეზინის ტყვია“, რის შემდეგაც ის შეუერთ[და] ბრბოს [და] გაუჩინარ და მხედველობის არიდან. ...“
48. დასკვნებში დაკონკრეტებული არ იყო ზუსტი დრო მოვლენების მსვლელობისას, როცა ბ-ნ ცაავასა და ბ-ნ კმუზოვს კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები მოხვდათ. მომჩივანთა თანახმად, ბ-ნ ცაავა ატარებ და სამკერდე ნიშანს, რომელიც მის ჟურნალისტად იდენტიფიცირებას ახდენდა.
მომჩივნების დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები
49. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, რომლებიც მოპოვებულ იქნა ხელისუფლების ორგანოების მიერ 2019 წლის ივნისსა და ივლისში, ბ-ნმა ცაავამ ღია ჭრილობები მიიღო ერთ თითსა და მკერდის არეში. სამედიცინო ჩანაწერში ასევე მოხსენიებული იყო „გაურკვეველი ნივთიერების მომწამვლელი ზემოქმედება“. 2021 წლის 4 მარტს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ (შემდგომში „სეებ“) მის თითზე არსებული ჭრილობა დააკვალიფიცირა, როგორც სხეულის მსუბუქი დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მოკლევადიანი გაუარესება. მეორე დაზიანება კლასიფიცირებულ იქნა, როგორც სხეულის მსუბუქი დაზიანება, რომელსაც მისი ჯანმრთელობის გაუარესება არ გამოუწვევია.
50. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, რომლებიც მოპოვებულ იქნა ხელისუფლების ორგანოების მიერ 2019 წლის ივნისსა და ივლისში, ბ-ნმა კმუზოვმა ღია ჭრილობა მიიღო თავის ზე და მარჯვენა არეში, რომელიც საჭიროებ და ნაკერების დადებას. 2021 წლის 4 მარტს სეებ-მა ის დააკვალიფიცირა როგორც სხეულის მსუბუქი დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მოკლევადიანი გაუარესება.
სვანაძის საქმე (N 16757/20)
მომჩივნის გარემოებების ამსახველი ვიდეომასალა
51. 2021 წლის 9 მარტს გენერალურმა პროკურატურამ შეაფასა ვიდეომასალა, რომელიც მან მოიპოვა 2019 წლის ივნისსა და ივლისში. ბ-ნი სვანაძის ქცევა და დაზიანებების მიღების მომენტი აღწერილია შემდეგნაირად:
„ვიდეომასალის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ზაზა სვანაძე [იდგა] საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის წინ..., ის მშვიდად [მოძრაობდა] და რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენდა, როგორც ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, მან ხელები მაღლა აწია (და მისი ჟესტიკულაციის საფუძველზე, [როგორც ჩანს], ის ცდილობდა, მოეწოდებინა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და მანიფესტაციის მონაწილეებისთვის, დარჩენილიყვნენ მშვიდად), რა დროსაც მას მარცხენა ბარძაყის არეში მოხვდა, სავარაუდოდ, ე.წ. „რეზინის ტყვია“. მან ხელი დაიდო მარცხენა ფეხზე და გაუჩინარ და მხედველობის არიდან“.
52. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ დაშავებამდე, მანიფესტაციის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ბ-ნი სვანაძე სიტყვით გამოვიდა, რომელშიც მშვიდობიანი პროტესტისადმი ერთგულება გამოხატა.
მომჩივნის დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები
53. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, რომლებიც მოპოვებულ იქნა ხელისუფლების ორგანოების მიერ 2019 წლის ივნისსა და ივლისში, ბ-ნმა სვანაძემ ოთხი ღია ჭრილობა მიიღო მარცხენა ბარძაყის ში და მხარეს, ხოლო ორი ღია ჭრილობა – მარჯვენა ბარძაყის ში და მხარეს. 2020 წლის 23 ივლისს სეებ-მა ის დააკვალიფიცირა როგორც სხეულის მსუბუქი დაზიანება, რასაც არ გამოუწვევია მისი ჯანმრთელობის გაუარესება.
საქმე Baghashvili and Others (N 20129/21)
მომჩივნების გარემოებების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა
54. ქ-ნი ბაღაშვილი: გენერალური პროკურატურის 2022 წლის 15 დეკემბრის დასკვნის თანახმად, რომელიც ეხება არსებულ ვიდეომასალას პირველ მომჩივანთან მიმართებით, მან დაზიანება მიიღო, როცა ის იდგა პარლამენტის შესასვლელისკენ მიმავალი კიბეების მარჯვენა მხარეს. აღნიშნული იყო, რომ ამ დროს მანიფესტაციის რამდენიმე მონაწილეს შეტაკებები ჰქონ და პოლიციასთან. დასკვნის თანახმად, ქ-ნი ბაღაშვილი საფრთხეს არ წარმოადგენ და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა თუ სხვა ადამიანებისთვის, როცა ის დაშავდა. მომჩივანთა თანახმად, მას ეჭირა ნარინჯისფერი მიკროფონი, რომელზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ლოგო იყო გამოსახული და თან ახლ და ოპერატორი დიდი პროფესიონალური ვიდეოკამერით და პირდაპირი მაუწყებლობის კამერით. სავარაუდოდ, მას განზრახ ესროლეს, რადგან მისი, როგორც ჟურნალისტის, იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან მას ეჭირა მიკროფონი და სხვა ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა.
55. ქ-ნი ნემსაძე: ეროვნულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული ვიდეომასალა აჩვენებს, რომ ის მოვლენებს იღებდა. გენერალური პროკურატურის 2021 წლის 2 სექტემბრის შესაბამის დასკვნაში აღწერილია მომენტი, როცა ქ-ნმა ნემსაძემ მარცხენა ფეხით უჩვეულო მოძრაობა გააკეთა და უეცრად მასზე ხელი მოიკიდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერის ოფიციალური ექსპერტიზისას ქ-ნმა ნემსაძემ განმარტა, რომ მისი მოძრაობა გამოწვეული იყო კინეტიკური ზემოქმედების ჭურვით, რომელიც რიკოშეტით მოხვ და წვივში. მომჩივანთა თანახმად, ის ფოტოებს იღებ და Canon-ის დიდი პროფესიონალური კამერით და, სავარაუდოდ, მას ესროლეს ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების გამო.
56. ქ-ნი ვახტანგაძე: მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი მანიფესტაციის რამდენიმე ვიდეოში ჩანს, არცერთი მათგანი არ ასახავს მისი დაშავების მომენტს. მომჩივანთა თანახმად, მას ეცვა შავი მაისური, რომელზეც ნარინჯისფრად ეწერა „პრესა“ და ატარებ და სამკერდე ნიშანს, რომელიც ახდენ და მის ჟურნალისტად იდენტიფიცირებას.
57. ქ-ნი ხოზრევანიძე და ბატონი გრიგალაშვილი: ეს ორი მომჩუვანი მოვლენებს ერთად აშუქებდა. მათი თქმით, მათ, შესაბამისად, ეჭირათ მიკროფონი აჭარის ტელევიზიის ლოგოთი და მხარზე დასამაგრებელი Sony-ის პროფესიონალური კამერა. მათთან დაკავშირებული ვიდეომასალა აჩვენებს, რომ ქ-ნი ხოზრევანიძე იღებ და მომენტს, როცა კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი მოხვ და ბ-ნ გრიგალაშვილს, ხოლო ამ უკანასკნელმა აიღო ის და კამერაში აჩვენა. შემდეგ ისმის, რომ ბ-ნი გრიგალაშვილი ამბობს, რომ ქ-ნ ხოზრევანიძესაც მოხვ და ტყვია. ქ-ნმა ხოზრევანიძემ სურათი გადაუღო საკუთარ თავს, რომელსაც სხეულზე მრგვალი სისხლჩაქცევები ჰქონდა.
58. ბ-ნი მურადოვი: 2019 წლის 25 ივნისს პროკურორის მიერ წარმოებულ ექსპერტიზის დასკვნაში მოვლენების მედიასაშუალებებით გაშუქებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შესაბამისი მასალების თანახმად, ბ-ნი მურადოვი დაშავ და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებით. მან ხელისუფლების ორგანოებს აგრეთვე წარმოუდგინა ფოტომასალა, რომელიც აჩვენებ და ღია ჭრილობებს მის ზურგზე. გარ და ამისა, მან აგრეთვე წარმოადგინა ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეომასალა, სადაც სხვა ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, რომელიც ასახავ და დაძაბულობას პარლამენტის შენობის კიბეებთან და, როგორც ჩანს, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების სროლას. ვიდეო ბ-ნი მურადოვის ყვირილით მთავრდებოდა, რაც, როგორც ჩანს, ტკივილისგან იყო გამოწვეული. 2019 წელს და მოგვიანებით, 2023 წლის 28 თებერვალს გენერალური პროკურატურის მიერ შეფასებული მასალები აჩვენებს, რომ ის იდგა პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ მიმავალ კიბეებთან, იღებ და მოვლენების სურათებს და ვიდეოებს და ატარებ და პრესის ნიშანს. ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენ და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის ან მანიფესტაციის მონაწილეებისთვის, როცა ის დაშავდა, „სავარაუდოდ [კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებით]“. ის პოლიციის კორდონისგან რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. მომჩივანთა თანახმად, მას კისერზე ჩამოკიდებული ჰქონ და ორი სამკერდე ნიშანი, რომელიც მის ჟურნალისტად იდენტიფიცირებას ახდენდა, და ხელში დიდი პროფესიონალური კამერა ეჭირა.
59. ბ-ნი კოშკაძე: მასთან დაკავშირებული არსებული ვიდეომასალა აჩვენებს, რომ ის იღებ და მოვლენებს, მათ შორის, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების სროლას მანიფესტაციის დროს. ბოლოს ისმის, თუ როგორ ამბობს ის: „რაღაც მომხვდა“. მომჩივანთა თანახმად, ის ატარებ და სამკერდე ნიშანს, რომელიც მის ჟურნალისტად იდენტიფიცირებას ახდენდა.
60. ბ-ნი ჭუმბურიძე: ფოტოსურათში ის ჩანს მუცელზე მრგვალი ჰემატომით. მან აგრეთვე წარმოადგინა ვიდეომასალა, რომელიც აჩვენებს პარლამენტის შენობის შესასვლელთან მდგომ ნიღბიან პოლიციელს, როცა უშუალოდ შესასვლელის ქვემოთ შეხლა-შემოხლა მიმდინარეობს, ხოლო პოლიციელი მომჩივნის მიმართულებით უმიზნებს შაშხანას (საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ პოლიციელმა მომჩივანს ფაქტობრივად ესროლა). ბ-ნი ჭუმბურიძე იდგა იქ, სადაც ადამიანები მშვიდად იდგნენ ან ტოვებდნენ პარლამენტის შენობას. მომჩივანთა თანახმად, ის მოვლენებს მხარზე დასამაგრებელი პროფესიონალური ვიდეოკამერით იწერდა. მის მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერში, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ უმიზნებს პოლიციელი მას და შემდეგ ესვრის.
61. ბ-ნი ბოჩიკაშვილი: მის მიერ ინტერნეტში ატვირთულ ვიდეომასალაში ისმის, თუ როგორ ამბობს ის: „სავარაუდოდ [კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები] ისროლეს, რადგან ორი პირადად მე მომხვდა“. სროლის ხმის შემდეგ აგრეთვე ისმის, თუ როგორ ამბობს ის:
„ჩვენ ჟურნალისტები ვართ, რას აკეთებთ? ... მიუხედავად იმისა, რომ გაჩვენეთ ჩემი მაისური [მასზე დაბეჭდილი წარწერით: „პრესა“], ... მაინც მომხვ და მკერდის არეში, რამდენიმე წუთის წინ, [და] შეიძლება ითქვას, რომ განზრახ მესროლეს. ეს არ იყო შემთხვევითი სროლა, რადგან ახლა გაჩვენებთ, რომ იქ [სამოქალაქო პირები] არ იდგნენ [ბ-ნმა ბოჩიკაშვილმა მიატრიალა კამერა, რათა ეჩვენებინა, რომ ხალხი არ იყო მემორიალთან, რომელიც ცნობილია როგორც 9 აპრილის მემორიალი], და მე ვიდექი იქ ნეტგაზეთის ჟურნალისტთან ერთად, როცა ჩემი მიმართულებით ისროლეს“.
62. მომჩივანთა თანახმად, ბ-ნ ბოჩიკაშვილს ეცვა მაისური წარწერით „პრესა“ და, როდესაც დაინახა პოლიციელი, რომელიც, როგორც ჩანს, მას უმიზნებდა, დაიწყო ყვირილი, რომ ის ჟურნალისტი იყო და მაისურზე არსებულ წარწერაზე მიუთითა.
63. ქ-ნი აბაშიძე: გენერალური პროკურატურის 2021 წლის 17 მარტით დათარიღებულ დასკვნაში ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელიც ხელმისაწვდომია მასთან მიმართებით, აღნიშნულია შემდეგი:
„ვიდეოფაილის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ... ეკატერინე აბაშიძე, სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის წინ, კიბეებზე იდგა და, სავარაუდოდ, იქ შეკრებილი პირებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. ის, სავარაუდოდ, ... იღებ და ვიდეოს ან/ და ფოტოებს, როცა მას მარცხენა ხელში მოხვდა, სავარაუდოდ, ე.წ. „რეზინის ტყვია“.
64. სხვა ჩანაწერი, სავარაუდოდ, შეიცავს ქ-ნი აბაშიძის განცხადებას, რომელიც გაკეთებულია მისი დაშავების შემდეგ:
„მეც მომხვ და ტყვია, შემიძლია გაჩვენოთ ..., ეს [იყო] „ბრმა“ ტყვია, მაგრამ მაინც“.
65. მომჩივანთა თანახმად, ქ-ნ აბაშიძეს მეორედ ესროლეს, როდესაც კოლეგა ჟურნალისტთან ერთად იდგა, რომელსაც პროფესიონალური კამერა ეჭირა.
66. ბ-ნი დიასამიძე: მომჩივნის მიერ გადაღებული და გენერალურ პროკურატურაში 2019 წელს წარდგენილი ვიდეო აჩვენებს, რომ ის ლაივსტრიმით უშვებ და მოვლენებს თავისი მობილური ტელეფონით პარლამენტის შენობის ში და ეზოდან, სადაც განლაგებული იყო სპეცრაზმი. გარეთ ისმო და სროლის ხმები, სავარაუდოდ, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების ან/ და ცრემლსადენი გაზის შემცველი იარაღიდან. ბ-ნი დიასამიძის ხველება ისმოდა. ვიდეო შეიცავს ში და ეზოში მყოფ პოლიციელთა გამოსახულებებს და მომჩივნის კომენტარებს, რომ ჟურნალისტები იმყოფებოდნენ შესასვლელის გარეთ, როცა პოლიციის მიერ გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზი, და რომ მას დაეხმარა პოლიციელი და შეიყვანა ში და ეზოში. ამ დროს მას მიმართავს მამაკაცი, რომელიც არ ჩანს ვიდეოში და მოითხოვს მისი ვინაობის გაგებას და ეკითხება, თუ რას აკეთებს ის იქ. ბ-ნი დიასამიძე პასუხს ცემს, რომ ის ჟურნალისტია და მიუთითებს ზემოაღნიშნულ პირს, დახედოს მის სამკერდე ნიშანს, რა დროსაც, როგორც ჩანს, თავს იჩენს შეხლა-შემოხლა და მომჩივანი ყვირის: „რას აკეთებ? ლაივში ვიყავი ...“, ხოლო ტელეფონი დაბლა იხრება და მოძრაობებიდან გამომდინარე, ის ში და ეზოდან გამოაგდეს. ბ-ნმა დიასამიძემ დაიყვირა: „რატომ ლეწავთ ჩემს აღჭურვილობას?“ და იმავე მამაკაცის ხმამ უპასუხა: „რას ვლეწავ? დაგალეწავ“. შემდეგ ის ყვირის: „გააგდეთ გარეთ“ და „გაათრიეთ გარეთ“ და ეუბნება მომჩივანს, დატოვოს ტერიტორია. ბ-ნი დიასამიძე იმეორებს, რომ ის ჟურნალისტია, და რომ ის შიგნით პოლიციელმა შეუშვა. ინციდენტი ერთ წუთზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა.
67. მომჩივანთა თანახმად, ბ-ნ დიასამიძეს პოლიციის მიმართ არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია, თუმცა მასზე ძალადობა განახორციელა რამდენიმე პოლიციელმა, რომელთაგან ზოგიერთმა ხელი ჩაავლო, ზოგი კი წიხლს ურტყამ და და სცემ და და აგინებ და მას, როდესაც მათ გასწვრივ მიათრევდნენ.
მომჩივნების დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები
68. ბ-ნ ბოჩიკაშვილთან დაკავშირებით სამედიცინო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი არ არის. მან უარი განაცხა და სეებ-ის მიერ სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებაზე.
69. რაც შეეხება დანარჩენ მომჩივნებს, მათთან დაკავშირებული არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის შინაარსი შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს.
70. ქ-ნი ბაღაშვილი: 2019 წლის 21 ივნისით დათარიღებული სამედიცინო ცნობა ადასტურებს, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს პარამედიკოსებმა. ცნობაში აღწერილია მისი დაზიანებები, როგორც „ჭრილობა მარცხენა ბეჭის [ზედა] ნაწილში“ და „მარცხენა ბეჭის ძვლის ღია მოტეხილობა“. საავადმყოფოდან გაწერის ცნობა მიუთითებდა, რომ დაზიანებები საჭიროებ და ქირურგიულ ჩარევას და ქ-ნი ბაღაშვილი გაწერილ იქნა საავადმყოფოდან ორი დღის შემდეგ. სეებ-ის 2023 წლის 27 იანვრით დათარიღებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს დაზიანებები კლასიფიცირებულ იქნა, როგორც მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში. სეებ-ის დასკვნის თანახმად, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ისინი მიყენებულ იქნა რაღაც სახის ჭურვით, მაგრამ დაზიანების მისაყენებლად გამოყენებული იარაღის ტიპის დადგენა სცილდება სეებ-ის კომპეტენციას. ექსპერტიზისთვის წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ექსპერტისთვის შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რა მანძილიდან იქნა გასროლილი.
71. ქ-ნი ნემსაძე: 2019 წლის ივნისის სამედიცინო დოკუმენტებისა და შემდგომ სეებ-ის 2021 წლის 4 აგვისტოთი დათარიღებული დასკვნის თანახმად, მან სისხლჩაქცევები მიიღო მარცხენა წვივზე ბლაგვი საგნით და შეიძლება ეს მომხდარიყო გენერალური პროკურატურის მიერ მითითებულ თარიღში (2019 წლის 20-21 ივნისი).
72. ქ-ნი ვახტანგაძე: 2019 წლის ივნისის სამედიცინო დოკუმენტებისა და შემდგომ სეებ-ის 2021 წლის 26 ოქტომბრით დათარიღებული დასკვნის თანახმად, მან „განიცა და გაურკვეველი ნივთიერების მომწამვლელი ზემოქმედება“. აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ მან სისხლჩაქცევები მიიღო მარჯვენა წვივზე, რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ბლაგვი საგნით. დაზიანებები კლასიფიცირებულ იქნა, როგორც სხეულის მსუბუქი დაზიანება, რომელსაც მისი ჯანმრთელობის გაუარესება არ გამოუწვევია.
73. ქ-ნი ხოზრევანიძე: 2019 წლის 21 ივნისს გაცემული სამედიცინო ცნობის თანახმად, მან განიცა და გაურკვეველი ნივთიერების მომწამვლელი ზემოქმედება და მიიღო სისხლჩაქცევები ზურგის ქვე და ნაწილსა და ბარძაყზე. 2022 წლის 7 სექტემბერს მიღებული დასკვნა ამას ადასტურებდა.
74. ბ-ნი გრიგალაშვილი: 2019 წლის 6 ივლისს სეებ-ის ექსპერტმა ის გასინჯა და დაზიანებების კვალი ვერ აღმოაჩინა. მასთან დაკავშირებით სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი არ არის.
75. ბ-ნი მურადოვი: 2019 წლის 21 ივნისით დათარიღებულ სამედიცინო ცნობაში მისი დიაგნოზი არის თერთმეტი ღია ჭრილობა ზურგის არეში და „ერთი ღია ჭრილობა მარცხენა ბეჭზე, გამოწვეული [კინეტიკური ზემოქმედების ჭურვით]“. სეებ-ის 2022 წლის 21 დეკემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ თითოეული დაზიანება, აღებული ცალკე, შეიძლება კლასიფიცირებული ყოფილიყო როგროც სხეულის მსუბუქი დაზიანება, რომელსაც არ გამოუწვევია მისი ჯანმრთელობის გაუარესება. ექსპერტიზისთვის წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ექსპერტისთვის შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რა მანძილიდან იქნა გასროლილი.
76. ბ-ნი კოშკაძე: 2019 წლის 21 ივნისს პარამედიკოსების მიერ წარმოებული სამედიცინო ჩანაწერი აღწერ და მის მიერ ლოყასა და საფეთქელზე მიღებულ ჭრილობებს. სეებ-ის 2021 წლის 26 ივლისით დათარიღებული დასკვნა ადგენს, რომ ეს დაზიანებები შეიძლება მიყენებული იყოს ბლაგვი საგნით, შესაძლებელია, მის მიერ მითითებულ თარიღში და ისინი უნ და იქნეს კლასიფიცირებული როგორც მსუბუქი დაზიანებები.
77. ბ-ნი ჭუმბურიძე: სეებ-ის 2021 წლის 19 აგვისტოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ მის მიერ 2019 წლის 22 ივნისს გადაღებული ფოტოსურათების საფუძველზე, მას არ გააჩნ და „მექანიკური დაზიანება“, მაგრამ მას მუცელზე ჰქონ და მოვარდისფრო ლაქა.
78. ქ-ნი აბაშიძე: 2019 წლის 21 ივნისის სამედიცინო დოკუმენტები და სეებ-ის 2021 წლის 26 ოქტომბრის დასკვნა აღწერ და მის დაზიანებებს, როგორც „ზედაპირულ ჭრილობას დამწვარი კიდეებით მარცხენა ბეჭის ზე და ნაწილის შუაში, რომლის დიამეტრი იყო 1 სმ, და ზედაპირულ ჭრილობას ... ბეჭის წინა ნაწილის შუაში (ზემოთ), რომლის დიამეტრიც იყო 1 სმ“. სეებ-ის მიერ ეს დაზიანებები კლასიფიცირებულ იქნა, როგორც სხეულის მსუბუქი დაზიანება, რომელსაც მისი ჯანმრთელობის გაუარესება არ გამოუწვევია. აღნიშნული იყო, რომ შეუძლებელი იყო დაზიანებების შესაძლო გამომწვევი მიზეზის განსაზღვრა და თუ როდის იქნა ისინი მიღებული, ვინაიდან მათი აღწერა სამედიცინო ცნობებში არასრულყოფილი იყო.
79. ბ-ნი დიასამიძე: 2019 წლის 21 ივნისს მან სეებ-ს მიმართა მისი დაზიანებების დასაფიქსირებლად. დადგინდა, რომ მან სისხლჩაქცევები მიიღო მარჯვენა და მარცხენა წინამხარზე, მარჯვენა ბეჭზე და ბეჭების ძვლებზე. 2021 წლის 4 აგვისტოს სეებ-მა დაადგინა, რომ ბ-ნ დიასამიძესთან დაკავშირებული დაზიანებები შეიძლება მიყენებული ყოფილიყო ბლაგვი საგნით, შესაძლოა, მის მიერ მითითებულ თარიღში, და რომ ისინი კლასიფიცირებულ იქნა, როგორც მსუბუქი დაზიანებები, რომლებსაც არ გამოუწვევია მისი ჯანმრთელობის გაუარესება.
საქმე Kurdovanidze and Others (N 20175/21)
80. ამ საჩივარში ყველა მომჩივანი, ბ-ნი დიდბერაშვილის გარდა, იყო მანიფესტაციის მონაწილე. ბ-ნი დიდბერაშვილი მოვლენების განვითარების ადგილზე თავისი სიძის მოსაძებნად მივი და და მალევე დაშავდა.
81. ყველა მომჩივანმა მიიღო დაზიანებები. ბ-ნი ფოჩხიძე, ბ-ნი ხვადაგიანი და ბ-ნი შარვაშიძე ამტკიცებდნენ, რომ მათ ფიზიკურად ცუდად მოეპყრნენ. დანარჩენი მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მათი დაზიანებები მიყენებული იყო კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებით.
82. ბატონები ფოჩხიძე, ხვადაგიანი და შარვაშიძე დააკავეს და ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და პოლიციის კანონიერი ბრძანებებისადმი დაუმორჩილებლობაში. ბ-ნი ფოჩხიძე და ბ-ნი შარვაშიძე გაამართლეს, მტკიცებულებების არარსებობის გამო. ბ-ნი ხვადაგიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალდების შესაბამისად. დადგინდა, რომ ის დაკავებულ იქნა 2019 წლის 21 ივნისს, 05:00 საათზე, გინებისა და პოლიციის ბრძანებისთვის დაუმორჩილებლობის გამო, დაეტოვებინა ტერიტორია. მას ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა სამი დღით.
მომჩივნების გარემოებების ამსახველი ვიდეო და სხვა მასალა
83. ბ-ნი ქურდოვანიძე: 2019 წლის 24 ივნისს პროკურორის მიერ წარმოებულ ექსპერტიზის დასკვნაში მოვლენების მედიასაშუალებებით გაშუქებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ, როგორც ჩანს, ის დაშავ და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვით. მისი მონაწილეობით ჩატარებულ ვიდეომასალის ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული იყო ადგილი, სადაც ის დაშავ და და ის ფაქტი, რომ ის იმ დროს არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
84. ბ-ნი შეყილაძე: მისი დაზიანებების ფოტოსურათი ხელმისაწვდომი იყო ეროვნულ დონეზე. მას მოხვ და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი (იხ. პარაგრაფი 95 ქვემოთ).
85. ბ-ნი ფოჩხიძე: 2019 წლის 14 ნოემბერს პროკურორის მიერ წარმოებულ ექსპერტიზის დასკვნაში ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ბ-ნი ფოჩხიძის მეუღლემ დაადასტურა, რომ ჩანაწერი ასახავ და მისი დაკავებისა და მის მიმართ ცუდად მოპყრობის მომენტს. დასკვნაში არ არის მოცემული რაიმე დეტალი ბ-ნი ფოჩხიძის მეუღლის მიერ აღწერილი ცუდი მოპყრობის შესახებ. მომჩივანთა თანახმად, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდეომტკიცებულებას ეყრდნობოდნენ, ბ-ნ ფოჩხიძეს თავს დაესხა ხუთიდან შვიდამდე პოლიციელი, როდესაც ის მეუღლესთან ერთად მანიფესტაციას ტოვებ და და მანქანაში ჯდებოდა. სავარაუდოდ, პოლიციელებმა ის პირდაღმა დააგდეს და წიხლები ურტყეს მუცელში, მკერდში, ზურგსა და ფეხებში. სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მათგანმა კისერში ჩაავლო ხელი, მეორე კი ტერფში სწვ და და 1-2 მეტრის მანძილზე ათრიეს ზურგით ტარმაკზე. სავარაუდოდ, ცემა ხუთ წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი პოლიციელებმა ბ-ნ ფოჩხიძეს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.
86. ბ-ნი გიორგაძე: 2019 წელს ეროვნულ დონეზე გამოვლინ და ერთი ვიდეოჩანაწერი. როგორც ჩანს, ის აჩვენებ და ბ-ნ გიორგაძეს დაშავების შემდეგ.
87. ბ-ნი ხვადაგიანი: პროკურორის მიერ 2022 წლის 18 ნოემბერს წარმოებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ არსებობ და ბ-ნი ხვადაგიანის დაკავების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა. მასზე ნაჩვენები იყო ის, პირქვე იწვა მიწაზე, ხელბორკილებით და შემდეგ მიიყვანეს პოლიციის მანქანასთან. მომჩივანთა თანახმად, ბ-ნ ხვადაგიანს, რომელიც საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილე იყო, თავს დაესხა ხუთი პოლიციელი, რომლებმაც თავდაპირველად მას ხელკეტი მარჯვენა თვალის არეში დაარტყეს, შემდეგ კი ორი-სამი წუთის განმავლობაში სახესა და მუცელში ურტყამდნენ, ხოლო ის მიწაზე იწვა და წინააღმდეგობას არ უწევდა. შემდეგ სახით მიწისკენ მყოფს ხელბორკილები დაადეს, სანამ პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ.
88. ქ-ნი გომური: 2019 წლის 24 ივნისს პროკურორის მიერ წარმოებულ დასკვნაში მოვლენების მედიასაშუალებებით გაშუქებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ქ-ნმა გომურმა თვალი დაკარგა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს. 2019 წლის 6 ნოემბერს წარმოებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ის პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ მიმავალი კიბეებიდან გაიყვანეს მარცხენა თვალზე ჭრილობით, რომლიდანაც სისხლი სდიოდა, და რომელსაც ხელით იფარავდა.
89. ბ-ნი შარვაშიძე: პროკურორის მიერ 2019 წლის 28 ივნისს წარმოებული ექსპერტიზის დასკვნაში ბ-ნი შარვაშიძის დაკავების ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მან აღნიშნა, რომ მას ცუდად მოეპყრნენ, სავარაუდოდ, როცა კამერა სხვა მხარეს იყო მიბრუნებული. მომჩივანთა თანახმად, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდეომტკიცებულებას ეყრდნობოდნენ, ბ-ნი შარვაშიძე საპროტესტო აქციის დაშავებულ მონაწილეებს მშვიდობიანად ურიგებ და წყალს და პირბადეებს. სავარაუდოდ, ხუთმა ან ექვსმა პოლიციელმა ის მიწაზე დააგდო, წიხლი ჩაარტყა და ხელკეტი დაარტყა, შემდეგ კი სახეში, მკერდში, ზურგსა და მუცელში მუშტები ურტყა. ეს ეპიზოდი ერთ ან ორ წუთს გაგრძელდა, ხოლო მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. შემდეგ მას ხელბორკილები დაადეს და ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.
90. ბ-ნი დიდბერაშვილი: როგორც ჩანს, ბ-ნი დიდბერაშვილის ვიდეომასალა ხელმისაწვდომი იყო ეროვნულ დონეზე. გაურკვეველია, თუ რას ასახავ და ეს მასალა. მას მოხვ და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი (იხ. პარაგრაფი 101 ქვემოთ).
91. ბ-ნი სულაშვილი: 2019 წლის 24 ივნისს პროკურორის მიერ წარმოებულ ექსპერტიზის დასკვნაში მოვლენების მედიასაშუალებებით გაშუქებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ბ-ნმა სულაშვილმა თვალი დაკარგა მოვლენების დროს, საკითხის დაზუსტების გარეშე.
92. ბ-ნი ჩიკვილაძე: ოფიციალურ დასკვნაში, რომელიც წარმოებულ იქნა 2021 წლის 28 დეკემბერს ვიდეო და ფოტომასალასთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ ბ-ნი ჩიკვილაძე ფაქტობრივად დაშავ და 00:16 საათზე და არა 01:00 საათზე, როგორც თავად მიუთითა. დაშავებამდე რაღაც მომენტში ის შეინიშნება პოლიციის კორდონის წინ მდგომი, ფარით ხელში, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიციელს წაართვეს. აღნიშნული იყო, რომ კამერით გადაღებულ ერთ-ერთ ინციდენტში, ბ-ნი ჩიკვილაძე „აქტიურ წინააღმდეგობას უწევ და ხელის მოძრაობებით“ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც პარლამენტის შენობისკენ მიმავალ კიბეებზე იმყოფებოდნენ. შემდეგ ის შეტრიალ და და კიბეებზე ჩავიდა, „სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების გამო“. სხვა ვიდეოზე ჩანს, რომ ბ-ნი ჩიკვილაძე წიხლს ურტყამს პოლიციელის ფარს და საკუთარ ფარს აფრიალებს პოლიციელის მიმართულებით. მოწმისგან მოპოვებულ ფოტომასალაზე ჩანს, რომ ბ-ნი ჩიკვილაძე დაჩოქილია, დაშავების დროს ან დაუყოვნებლივ მას შემდეგ.
93. ბ-ნი ჩანქსელიანი: 2019 წლის 25 ივნისს წარმოებულ დასკვნაში ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელშიც ბ-ნი ჩანქსელიანი მონაწილეობს, აღნიშნულია, რომ მან გამომძიებელს მიუთითა ვიდეომასალის სეგმენტებზე, რომელშიც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება, და რომ ისინი ადასტურებს ეროვნულ დონეზე მის მოწმის ჩვენებებში აღწერილ გარემოებებს. 2022 წლის 17 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბ-ნი ჩანქსელიანი იდგა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინ, მოძალადე პირების სიახლოვეს, მაგრამ ის არ წარმოადგენ და საფრთხეს პოლიციელებისთვის ან სხვა ადამიანებისთვის. მას ზურგში მოხვ და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი, როცა ის დაიხარა, რომ წამოდგომაში დახმარებო და დაშავებულ პირს. ის იდგა პარლამენტის შესასვლელისკენ მიმავალ კიბეებზე. მას და პოლიციის კორდონის პირველ რიგს შორის მანძილი დაახლოებით 3 მეტრი იყო. სხვა ინციდენტში ბ-ნი ჩანქსელიანი ჩანს, რომ ის მოულოდნელად ხელს იფარებს მარჯვენა თვალზე და შემდეგ მას ეხმარება მანიფესტაციის ორი მონაწილე, რომლებსაც გაჰყავს ის.
მომჩივნების დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები
94. ბ-ნი ქურდოვანიძე: 2019 წლის 27 ივნისს გაცემულ სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ ის პარამედიკოსებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში 2019 წლის 21 ივნისს, 04:42 საათზე, ღია ჭრილობით მარცხენა თვალის არეში, ტვინის შერყევითა და სახის ძვლების სხვა ტრავმებით. ბ-ნმა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ის დაშავ და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვით. დოკუმენტში მითითებულია, რომ მას ჩაუტარ და ორი ოპერაცია, იყო სტაციონარიზებული და საავადმყოფოდან გაწერილ იქნა იმ თარიღში, როცა ცნობა იქნა გაცემული. მასში ასევე აღნიშნული იყო, რომ ის ვერ შეძლებ და მუშაობას ერთი თვის განმავლობაში დაზიანებების გამო. მრავალ შემდგომ სამედიცინო დოკუმენტში, რომლებიც გაცემულ იქნა სხვადასხვა თარიღებში 2019 და 2020 წელს, მითითებულია, რომ ბ-ნ ქურდოვანიძეს ჩაუტარ და ქირურგიული ოპერაციები და მას გაეწია სხვა მკურნალობა 2019 წლის 21 ივნისს მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, და რომ მან ფაქტობრივად მხედველობა დაკარგა დაზიანებულ თვალში. სეებ-ის 2021 წლის 29 აპრილის დასკვნაში მისი დაზიანებები კლასიფიცირებულია როგორც სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში, სამედიცინო დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე.
95. ბ-ნი შეყილაძე: 2019 წლის 22 ივნისის სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ ის გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში 2019 წლის 21 ივნისს, 00:45 საათზე. მას დიაგნოზად დაუსვეს ყბის მოტეხილობა. მან განაცხადა, რომ ის დაშავ და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვით. დოკუმენტში მითითებულია, რომ მას ჩაუტარ და ოპერაცია, იყო სტაციონარიზებული და საავადმყოფოდან გაწერილ იქნა იმ თარიღში, როცა ცნობა იქნა გაცემული.
96. ბ-ნი ფოჩხიძე: 2019 წლის 21 ივნისს გაცემულ სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ მას გულმკერდის ზედაპირული ტრავმა ჰქონ და მიყენებული. მან აღნიშნა, რომ ის დაშავ და პოლიციელის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ცუდი მოპყრობის შედეგად. ის იმავე დღეს იქნა გაწერილი.
97. ბ-ნი გიორგაძე: 2019 წლის 21 ივნისს გაცემულ სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ მას მუცლის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა, რაც ოპერაციას საჭიროებდა. ის იმავე დღეს იქნა გაწერილი. სეებ-ის 2021 წლის 21 სექტემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანება შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც სხეულის მსუბუქი დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მოკლევადიანი გაუარესება.
98. ბ-ნი ხვადაგიანი: 2019 წლის 23 ივნისს გაცემულ სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ ის შეყვანილ იქნა საავადმყოფოში აღნიშნულ დღეს. მას სტკიოდა, გაწითლებული და გასივებული ჰქონ და მარჯვენა თვალი. მან განაცხადა, რომ ეს დაზიანება მან მანიფესტაციაზე მიიღო („სავარაუდოდ, [მიყენებული იყო] ხელკეტით“). 2019 წლის 24 ივნისს ბ-ნი ხვადაგიანი საავადმყოფოში დაბრუნდა, თავისა და სახის არეში ტკივილების ჩივილით. სამედიცინო ვიზუალიზაციამ გამოავლინა სახის ძვლების ტრავმული დაზიანება. რეკომენდებული იყო ქირურგიული ჩარევა, მაგრამ მან უარი განაცხადა.
99. ქ-ნი გომური: საავადმყოფოს სტაციონარში 2019 წლის 21 ივნისს, 01:53 საათზე მისი მოთავსებისას გაცემულ და მის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებულ სამედიცინო ცნობებში მითითებულია, რომ მას მიღებული ჰქონ და დაზიანებები მარცხენა თვალის არეში და მის ირგვლივ, რასაც შედეგად მოჰყვა ღია ჭრილობები, თვალის კაკლის გაგლეჯა და თვალბუდისა და ცხვირის ფრაგმენტული მოტეხილობა. მან აღნიშნა, რომ ის დაშავ და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვით 2019 წლის 20-21 ივნისის მანიფესტაციაზე. მას ჩაუტარ და ოპერაციები. შედეგად, მას ამოუღეს მარცხენა თვალის კაკალი და ჩაუსვეს ხელოვნური. სეებ-ის 2019 წლის 8 ნოემბრის დასკვნაში ქ-ნი გომურის დაზიანებები კლასიფიცირებულია როგორც მძიმე, რამაც გამოიწვია მისი შრომისუნარიანობის მესამედზე მეტის სამუდამოდ დაკარგვა.
100. ბ-ნი შარვაშიძე: 2019 წლის 21 ივნისს გაცემულ სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ მას დაუსვეს გულმკერდის დახურული ტრავმის, ქუთუთოსა და თვალის არის კონტუზიის დიაგნოზი. მან აღნიშნა, რომ ეს დაზიანება მან მანიფესტაციაზე ცემის შედეგად მიიღო. 2019 წლის 12 აგვისტოს გაცემულ სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ მას ჰქონ და მერვე და მეცხრე ნეკნის ხაზოვანი მოტეხილობა.
101. ბ-ნი დიდბერაშვილი: 2019 წლის 21 ივნისს გაცემულ სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ მას დაუსვეს ლოყის ღია ჭრილობის დიაგნოზი, რომელიც საჭიროებ და ნაკერების დადებას. მან აღნიშნა, რომ მან ჭრილობა მიიღო მას შემდეგ, რაც მას მანიფესტაციაზე უცხო საგანი ესროლეს.
102. ბ-ნი სულაშვილი: საავადმყოფოს სტაციონარში 2019 წლის 21 ივნისს, 01:12 საათზე მისი მოთავსებისას გაცემულ და მის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებულ სამედიცინო ცნობებში მითითებულია, რომ მას მიღებული ჰქონ და დაზიანებები მარცხენა თვალის არეში და მის ირგვლივ, რასაც შედეგად მოჰყვა ღია ჭრილობები, თვალის კაკლის გაგლეჯა და სახის ძვლების მოტეხილობა. მან აღნიშნა, რომ ის დაშავ და უცხო საგნით 2019 წლის 20-21 ივნისის მანიფესტაციაზე. მას ჩაუტარ და ოპერაციები. შედეგად, მას ამოუღეს მარცხენა თვალის კაკალი და ჩაუსვეს ხელოვნური. სეებ-ის 2019 წლის 19 ნოემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანებები მძიმეა, რამაც გამოიწვია მისი შრომისუნარიანობის 35%-ის სამუდამოდ დაკარგვა.
103. ბ-ნი ჩიკვილაძე: 2019 წლის 28 ივნისს გაცემულ სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ ის შეყვანილ იქნა საავადმყოფოში 2019 წლის 21 ივნისს, 01:11 საათზე. მას დაუსვეს გულმკერდის უკანა კედლის ღია ჭრილობის დიაგნოზი. ჭრილობიდან ამოღებულ იქნა სამი შავი საგანი, რომელიც განისაზღვრა, როგორც „რეზინის ტყვიები ან რეზინის ტყვიის ფრაგმენტები“. სეებ-მა 2021 წლის 26 ოქტომბერს დაადგინა, რომ მისი დაზიანება კლასიფიცირებული უნ და იქნეს, როგორც სხეულის მსუბუქი დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მოკლევადიანი გაუარესება, და რომ ის შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო რაღაც ტიპის ჭურვის მოხვედრით.
104. ბ-ნი ჩანქსელიანი: 2019 წლის 21 ივნისს გაცემულ სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ ის შეყვანილ იქნა საავადმყოფოში 04:00 საათზე, აღნიშნულ დღეს. მას დაუსვეს მარჯვენა თვალის კაკლის ტრავმის, სახის ზედაპირული ტრავმისა და მოგვიანებით, თვალის ბადურას ჩამოცლის დიაგნოზი. შემდგომში ჩატარ და რამდენიმე ქირურგიული და სხვა პროცედურა. დაზიანებულ თვალში მხედველობა კვლავ დაქვეითებული დარჩა. სეებ-ის 2022 წლის 9 ივნისის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მისი დაზიანებები გამოწვეული იყო ტრავმით და შეიძლებო და კლასიფიცირებული ყოფილიყო როგორც ნაკლებად მძიმე, მაგრამ, რამაც გამოიწვია მისი შრომისუნარიანობის 15-25%-ის სამუდამოდ დაკარგვა.
საქმე Berikashvili (N 39382/21)
მომჩივნის გარემოებების ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა
105. 2019 წლის 24 ივნისს პროკურორის მიერ წარმოებულ ექსპერტიზის დასკვნაში მოვლენების მედიასაშუალებებით გაშუქებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ აღნიშნული მასალების თანახმად ბ-ნმა ბერიკაშვილმა მიიღო მკლავის დაზიანება, რაც გამოწვეული იყო კინეტიკური ზემოქმედების ჭურვით. ეროვნულ დონეზე და სასამართლოს წინაშე მის მიერ წარმოდგენილმა ვიდეომასალამ გამოავლინა, რომ მას ესროლეს, როცა ის მოვლენებს იღებ და თავისი მობილური ტელეფონით პარლამენტის შენობისკენ მიმავალი კიბეების მარჯვენა მხარეს. ამ დროს მანიფესტაციის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც პოლიციის კორდონის წინ ცენტრალურ ნაწილში იმყოფებოდა, იქ განლაგებულ პოლიციელებს საგნებს ესროდნენ, ხოლო რამდენიმე პოლიციელი კიბეების თავზე იდგა, პოლიციის კორდონის უკან და ცრემლსადენი გაზის ჭურვებს ან/ და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებს ისროდა.
მომჩივნის დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები
106. 2019 წლის 21 ივნისითა და 1 ივლისით დათარიღებული სამედიცინო დოკუმენტაცია მიუთითებდა, რომ ბ-ნ ბერიკაშვილს დახმარება გაეწია 2019 წლის 21 ივნისს, 01:56 საათზე. მას მარცხენა ბეჭის ქვე და ნაწილში ღია ჭრილობა აღენიშნებო და და იქიდან კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი ამოიღეს. სეებ-ის 2021 წლის 25 ოქტომბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანება, რომელიც ბ-ნმა ბერიკაშვილმა მიიღო, წარმოადგენ და სხეულის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მოკლევადიანი გაუარესება.
სისხლის სამართლის გამოძიება
გამოძიების დაწყება და დაზარალებულის სტატუსის მინიჭება
107. 2019 წლის 22 ივნისს გენერალურმა პროკურატურამ, რომელიც ფორმალურად მოქმედებ და საკუთარი ინიციატივით, დაიწყო 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების სისხლის სამართლის გამოძიება. გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (იხ. პარაგრაფი 176 ქვემოთ) კონტექსტში „შსს-ის ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა დაშლისას“ 2019 წლის 20-21 ივნისს. გამოძიება მოიცავ და ყველა ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონ და აღნიშნული მოვლენების დროს.
108. დაუზუსტებელ თარიღში გამოძიება გაფართოვდა, რათა მოეცვა ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში, სავარაუდოდ, უკანონოდ ხელის შეშლა, რაც წარმოადგენს დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად (იქვე).
109. 2019 წლის ივნისსა და ივლისში ყველა მომჩივანი დაიკითხა გამოძიების ფარგლებში (იხ. პარაგრაფი 121 ქვემოთ).
110. 2019 და 2020 წლებში სხვადასხვა თარიღში სამმა მომჩივანმა საქმეში Baghashvili and Others (N 20129/21) – ქ-ნი გრიგალაშვილი, ბ-ნი ბოჩიკაშვილი და ბ-ნი დიასამიძე – და ოთხმა მომჩივანმა საქმეში Kurdovanidze and Others (N 20175/21) – ბ-ნი გიორგაძე, ბ-ნი შარვაშიძე, ბ-ნი დიდბერაშვილი და ბ-ნი ჩიკვილაძე – მოითხოვეს გამოძიებაში დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭება. მათი საჩივრები უარყვეს ჯერ პროკურორმა, შემდეგ კი ეროვნულმა სასამართლოებმა იმ საფუძვლით, რომ გამოძიებას ჯერ არ ჰქონ და დადგენილი, ჩადენილი იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული მათ მიმართ. თუმცა, მათ აცნობეს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა. საქმის მასალების თანახმად, აღნიშნული მომჩივნებისთვის დღემდე არ მიუნიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი.
111. დანარჩენ მომჩივნებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ სხვადასხვა თარიღში, 2020-23 წლებში.
გამოძიების მონიტორინგი სახალხო დამცველის აპარატის მიერ
112. 2019 წლის 2 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების მონიტორინგის უფლებამოსილება მიანიჭა და სრული წვდომა მისცა სისხლის სამართლის საქმის მასალაზე.
113. 2019 წლის სხვადასხვა თარიღში სახალხო დამცველის აპარატმა მრავალი რეკომენდაცია გასცა გენერალური პროკურატურისთვის. მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატმა ხაზი გაუსვა შსს-ის საშუალო და მაღალი დონის თანამდებობის პირთა ქმედებებისა და უმოქმედობის გამოძიების მნიშვნელობას სადავო მოვლენებთან დაკავშირებით, დაშლის დროს კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენების ზედამხედველობის ჩათვლით. ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებების აღნიშვნით, რომ მათ არ იცოდნენ, დაშავ და თუ არა ვინმე კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენების შედეგად, სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნა გამოძიების მნიშვნელობა, აწარმოვა თუ არა შსს-ის რომელიმე თანამდებობის პირმა ანგარიში კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენებასთან და სხვადასხვა ადამიანზე მათი გამოყენების ზეგავლენასთან დაკავშირებით. ეს და სხვა რეკომენდაციები შემდგომში გამეორებულ იქნა სახალხო დამცველის აპარატის საჯარო მოხსენებებში (იხ. ასევე პარაგრაფი 174 ქვემოთ) და მოიცავ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რგოლის თანამშრომლების შესაძლო უმოქმედობის გამოძიებას და სისტემატურ სამართლებრივ ანალიზს (იქვე).
114. 2021 წლის 29 ივლისს იუსტიციის სამინისტროსთან თავის მიმოწერაში, სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციებთან დაკავშირებით (იხ. წინა პარაგრაფი), გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნა შემდეგი:
„საქმის მასალებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება არალეტალური ჭურვების გამოყენების შესახებ მიიღეს ცალკეულმა პოლიციელებმა [რომლებიც მოქმედებდნენ] დამოუკიდებლად. გარ და ამისა, მასალა არ ადასტურებს, რომ პოლიციელებმა აბსოლუტურად ყველა ვითარებაში გამოიყენეს არალეტალური ჭურვები, უფლებამოსილების გადამეტებით. [იყო] ცალკეული, დამოუკიდებელი ინციდენტები, როდესაც გამოყენებულ იქნა არალეტალური ჭურვები. შესაბამისად, კავშირი [შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსის უმოქმედობასა] და [ჭურვების ამგვარი გამოყენების] შედეგს შორის უნ და განისაზღვროს [თითოეულ] ინდივიდუალურ ინციდენტთან მიმართებით, კონკრეტული სიტუაციისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას გამოძიებამ უნ და დაადგინოს კონკრეტული ინციდენტი, როდესაც უდავოდ დადასტურდება უშუალო და პირდაპირი კავშირი უფროსის უმოქმედობასა და პოლიციელის უფლებამოსილების გადამეტებას/შედეგს შორის. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკს კონკრეტული ქმედებებისთვის, რომელთა განჭვრეტა და შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა, აგრეთვე, პოლიციის მიმდინარე ოპერაციის მასშტაბების გათვალისწინებით.
თუმცა, უნ და აღინიშნოს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, [ხოლო] მტკიცებულებების მოპოვება/შეფასება და ზემოაღნიშნული პოზიცია საბოლოო არ [არის]. პოზიცია ეფუძნება ამ დრომდე არსებულ ინფორმაციას და დამოკიდებულია გამოძიების საბოლოო შედეგზე“.
ინფორმაციის მოძიება არასამთავრობო ორგანიზაციებიდან
115. 2019 წლის 29 ივნისსა და 1 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ სთხოვა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, მიეწოდებინათ ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტი ან ანგარიში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ მანიფესტაციის დაშლისას ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევების შესახებ. როგორც ჩანს, ინფორმაცია მალევე იქნა მოპოვებული.
მანიფესტაციის დასაშლელად გამოყენებული იარაღისა და ჭურვების ექსპერტიზა
116. 2019 წლის ივნისის სხვადასხვა თარიღში გენერალურმა პროკურატურამ გასცა ბრძანება 20-21 ივნისს მანიფესტაციის დაშლისას გამოყენებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ბალისტიკური და ქიმიური სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. 2019 წლის სექტემბრის სხვადასხვა თარიღში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე დადგინდა, რომ ჭურვები განეკუთვნებო და ან „არალეტალურ“ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებს „არასაბრძოლო მასალების კატეგორიიდან“, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდული ტრავმული ეფექტის მქონე დაზიანებას, ან „არალეტალურ“ ცრემლსადენ გაზს „არასაბრძოლო მასალების კატეგორიიდან, შეზღუდული ტრავმული ეფექტით“. ნარინჯისფერ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებთან დაკავშირებით აღნიშნული იყო, რომ სამიზნეზე დარტყმის სიზუსტე შემცირ და 5 მეტრის რადიუსამდე. რაც შეეხება კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების დანარჩენ ტიპებს, აღინიშნა, რომ მათი გაფანტვა დამოკიდებული იქნებო და დიაპაზონზე, საიდანაც ისინი იქნა გასროლილი. აღნიშნული იყო, რომ ექსპერტებისთვის წარდგენილი ჭურვების სროლის საერთო დიაპაზონი არ აღემატებო და 50 მეტრს.
117. გენერალურმა პროკურატურამ ასევე მიიღო ინფორმაცია შესაბამისი ჭურვების მწარმოებლებისგან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ჭურვები არალეტალური იყო.
მოთხოვნები შსს-სადმი
118. 2019 წლის ივნისსა და ივლისში, სხვადასხვა თარიღში გენერალურმა პროკურატურამ მოსთხოვა შსს-ს – ხელისუფლების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე მანიფესტაციების დროს – ინფორმაცია: (a) მანიფესტაციის შესაჩერებლად გამოყენებული სტრატეგიისა და მეთოდების და ასეთი გადაწყვეტილებების სამართლებრივი საფუძვლის; (b) პროცესში მონაწილე პოლიციელების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და გამოყენებული იარაღის სახეობის; და (c) პოლიციელთა მომზადებისა და ტრენინგის შესახებ. გენერალურმა პროკურატურამ მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას მათი თანამშრომლების 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებში სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის. მოთხოვნილი ინფორმაცია მიღებულ იქნა 2019 წლის რაღაც მომენტში.
119. 2019 წლის 23 აგვისტოს გენერალური პროკურატურა დაუკავშირ და შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, შეატყობინა თუ არა რომელიმე პოლიციელმა, ვინც მონაწილეობ და მანიფესტაციის დაშლაში, ზემდგომებს ადამიანებისთვის მიყენებული ნებისმიერი დაზიანების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს უპასუხა, რომ ძალის გამოყენების შედეგად ადამიანებისთვის მიყენებული ნებისმიერი დაზიანების შესახებ ზემდგომებისთვის შეტყობინების ვალდებულების მიზანი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ასეთ ქმედებებს მოჰყვებო და სათანადო გამოძიება იმის დასადგენად, მოქმედებდნენ თუ არა პოლიციელები კანონის შესაბამისად. ამ მიმართებით, მანიფესტაციის დაშლა ფართოდ გაშუქ და მედიაში, რამაც აჩვენა, რომ დაშავებულები იყვნენ როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, მანიფესტაციაზე მყოფი ადამიანები. მოვლენების ადგილზე ძალის ამგვარი გამოყენების შესახებ ცნობილი გახ და იმ პოლიციელთა ზემდგომებისთვის, რომლებმაც დაშლის დროს გამოიყენეს არალეტალური ძალა. გარ და ამისა, აღნიშნული მოვლენები ცნობილი გახ და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირთათვის, რამაც გამოიწვია, რომ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. შესაბამისად, მინისტრის ბრძანებით N 1002 გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების მიზანი (იხ. პარაგრაფი 192 ქვემოთ) დაკმაყოფილებულ იქნა.
120. საგამოძიებო ორგანოებმა ასევე მოიპოვეს სხვადასხვა გასაიდუმლოებული მასალა, მაგალითად, შსს-ის საშუალო და მაღალი რანგის თანამშრომლების პორტატიული რადიოტექნიკური აპარატურის ჩანაწერები, რომლებიც გაკეთ და მანიფესტაციისა და მისი დაშლის დროს.
დაზარალებულთა და მოწმეთა გამოკითხვა
121. ყველა მომჩივანი გამოიკითხა 2019 წლის ივნისსა და ივლისში. მათ ისაუბრეს მოვლენებზე და წარმოადგინეს მათ მიერ მოპოვებული ვიდეო- და ფოტომასალა. მათ შორის, ერთ-ერთმა მომჩივანმა საქმეში Tsaava and Kmuzov (N 13186/20), ბ-ნმა ცაავამ, აღნიშნა, რომ ორი პოლიციელი მას დაეხმარა, როცა ის თავის მობილურ ტელეფონს ეძებდა, რომელიც მას ძირს დაუვარდა, დაშავების გამო. ერთ-ერთმა მომჩივანმა საქმეში Bagashvili and Others (N 20129/21), ქ-ნმა ნემსაძემ, აღნიშნა, რომ მას ასხლეტილი კინეტიკური ზემოქმედების ჭურვი მოხვდა, რომლის ფაქტობრივი სამიზნე კიბეებზე მდგომი საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ. რამდენიმე მომჩივანმა განაცხადა, რომ მათი აზრით, ეს დაზიანებები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მხოლოდ იმით, რომ ისინი იყვნენ თავდასხმის პირდაპირი სამიზნე. ზოგიერთმა მომჩივანმა განაცხადა, რომ მათ დაინახეს პოლიციელები, რომლებიც უმიზნებდნენ ცალკეულ მანიფესტაციის მონაწილეებს ან/ და ჟურნალისტებს. ვერცერთმა ვერ შეძლო რომელიმე პოლიციელის იდენტიფიცირება.
122. 2019 წელს ჯამში გამოიკითხა 625 ადამიანი.
123. სხვა მოწმეებს შორისაა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც ჩვენება მისცა 2019 წლის ივლისსა და ნოემბერში მანიფესტაციის დაშლის დაგეგმვასთან, მართვასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად მანიფესტაცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა ადგილზე ვითარება გაუარეს და ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებისა და ადამიანთა ერთი აგრესიული ჯგუფის მიერ პარლამენტის შენობის შტურმის მცდელობის შემდეგ. მან აღნიშნა, რომ თავის ჩვენებებში მან განმარტა განვითარებული მოვლენების უკანონო ხასიათი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაფრთხილება გაავრცელა ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში მანიფესტაციის დასაშლელად სპეციალური საშუალებების შესაძლო გამოყენების შესახებ. ამ გაფრთხილების გათვალისწინებით და შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაციის დაძაბული ხასიათის გამო, შეკრებილი მანიფესტაციის მონაწილეების გაფრთხილება სპეციალური საშუალებების, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი, გამოყენებამდე ვერ მოხერხდა. თუმცა, ასეთი გაფრთხილება გაიცა წყლის ჭავლის გამოყენებამდე. რაც შეეხება კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენებას, მათი გამოყენების ბრძანება არცერთ მაღალი თანამდებობის პირს არ გაუცია, ხოლო პოლიციას ალბათ უნ და ემოქმე და ფორს-მაჟორულ გარემოებებში, ცდილობ და რა, თავიდან აეცილებინა უშუალო საფრთხე პოლიციელების ან/ და სხვა პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. და ყველა პოლიციელი სათანადოდ იყო მომზადებული ასეთი საშუალებების გამოყენებაში (ასეთი მომზადების შინაარსი დაკონკრეტებული არ იყო). მან განაცხადა, რომ ასეთ სიტუაციებში არ იყო საჭირო სპეციალური ნებართვა კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოსაყენებლად, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის მასიური დარღვევის კონტექსტში, რომელსაც ადგილი ჰქონდა, არ იყო აუცილებელი მანიფესტაციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება და მათთვის გონივრული ვადის მიცემა ტერიტორიის დასატოვებლად. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პოლიციის ზომები იყო თანაზომიერი, თანდათან მძიმდებო და, და რომ მანიფესტაციის დასაშლელად გამოყენებული სხვადასხვა საშუალება გამოყენებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციას წაართვეს დამცავი აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი, მანიფესტაციის მონაწილეთა ჯგუფის მიერ განხორციელებული ძალადობის რამდენიმესაათიანი გამკლავების შემდეგ. ამიტომ, დაახლოებით შუაღამისას მან გადაწყვიტა ძალადობრივი მანიფესტაციის ცრემლსადენი გაზით შეწყვეტის უფლებამოსილების მინიჭება. მან განაცხადა, რომ სპეციალური საშუალებები ერთდროულად არ გამოყენებულა ერთსა და იმავე ჯგუფთან მიმართებით. პასუხად პროკურორის კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა აგრესიულად მოქმედი ადამიანების მანიფესტაციის მშვიდობიანი მონაწილეებისგან გამოყოფა, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან ამ ადამიანებმა დაიკავეს პარლამენტის შენობის კიბეზე უშუალოდ პოლიციის კორდონის მიმდებარე სივრცე და გარშემორტყმული იყვნენ სხვა ადამიანებით. მინისტრის განცხადების თანახმად, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ადამიანებს დაშლის დაწყების შემდეგ ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეტოვებინათ ტერიტორია, რადგან ხელისუფლების ორგანოებს არც ერთი ქუჩა არ გადაუკეტავთ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იყო პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკების მცდელობა, რომლებიც მანიფესტაციის წინა პლანზე იყვნენ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს რაიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა ვითარების დეესკალაციისთვის. ძალადობის გაძლიერების შედეგად მოლაპარაკების ნებისმიერი მცდელობა უშედეგო გახდა.
124. სხვა მაღალი თანამდებობის პირები ასევე იქნენ გამოკითხული მოვლენებში თავიანთი როლის შესახებ და გასცეს თუ არა მათ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენების უფლება. მათი მონათხრობი მინისტრის მონათხრობის მსგავსი იყო (იხ. წინა პარაგრაფი).
125. მანიფესტაციის დაშლაში მონაწილე ზოგიერთმა პოლიციელმა განაცხადა, რომ ისინი უძლებდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთი ჯგუფის მხრიდან რამდენიმესაათიან განმეორებით მცდელობებს, გაერღვიათ პოლიციის კორდონი და შტურმით შეეღწიათ პარლამენტის შენობაში. მათ განაცხადეს, რომ მანიფესტაციის წინა რიგებში მყოფი ადამიანები აგრესიულად იქცეოდნენ, უბიძგებდნენ პოლიციელებს, ესროდნენ ქვებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, ართმევდნენ ჩაფხუტებსა და დამცავ აღჭურვილობას და თავს ესხმოდნენ ზოგიერთ მათგანს. ზოგიერთმა პოლიციელმა განაცხადა, რომ მოძალადე ადამიანები ცდილობდნენ, მათთვის წაერთმიათ არალეტალური საბრძოლო მასალა, რომელიც წარმატებით წართმევის შემთხვევაში გამოყენებული იქნებო და პოლიციელების წინააღმდეგ. სხვებმა ასევე აღნიშნეს, რომ შეუძლებელი გახ და ხელკეტების გამოყენება ბრბოს გასაკონტროლებლად, რადგან მათი მხრიდან ნებისმიერი მოძრაობა გამოიწვევ და ბრბოს მიერ კორდონის გარღვევას. დაშლა დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მანიფესტაციის მონაწილეთა აგრესიულმა ჯგუფმა პარლამენტის შენობის შესასვლელთან სამმეტრიანი პერიმეტრი გაარღვია და პოლიციის კორდონმა მათი შემდგომი შეკავება ვერ შეძლო. აღნიშნული იქნა, რომ თავდაპირველად მხოლოდ ცრემლსადენი გაზი იქნა გამოყენებული, როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც პოლიციელებისთვის ნათელი გახდა, რომ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. შესაბამისმა პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ მათ სათანადოდ დაიცვეს მასობრივ მანიფესტაციებში ცრემლსადენი გაზის ჭურვების გამოყენების წესები, ისროდნენ რა მათ ხალხისგან მოშორებით. მეყსეული შედეგები, როდესაც ბრბომ უკან დაიხია, მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელ და და პოლიციელების თანახმად, მანიფესტაციის მონაწილეთა აგრესიულმა ჯგუფმა კიდევ უფრო დიდი მტრული დამოკიდებულებით დაიწყო თავდასხმა პოლიციის კორდონში მყოფ პოლიციელებზე.
126. რადგან ცრემლსადენი გაზის გამოყენებას არ ჰქონ და ხანგრძლივი შედეგი და რამდენიმე პირის აგრესიული ქცევა განსაკუთრებით გამძაფრდა, პოლიციელები იძულებული გახდნენ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები გამოეყენებინათ. ამ მიმართებით მათ აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება ჭურვების გამოყენების შესახებ მიღებულ იქნა ინდივიდუალურად, შესაბამისი ბრძანების გაცემის გარეშე, ადგილზე არსებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, კერძოდ, რეალური და უშუალო საფრთხის არსებობა პოლიციელებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ზოგიერთმა პოლიციელმა დააკონკრეტა, რომ ისინი მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად, რადგან ასეთ შემთხვევებში არ იყო საჭირო კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენების ბრძანების ან ინსტრუქციის მიღება. შესაბამისმა პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ განლაგებამდე მათ მიიღეს „ზოგადი ნებართვა“, მზად იყვნენ ნებისმიერი სიტუაციისთვის, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს სპეციალური საშუალებების, მათ შორის, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენებას. პოლიციელების თანახმად, ასეთი საშუალებები გადაეცა მხოლოდ მათ, ვინც გაიარა სპეციალური მომზადება არალეტალური საბრძოლო მასალის გამოყენებაში. ზოგმა ასევე განაცხადა, რომ მათი მეთაურები ადგილზე იმყოფებოდნენ არალეტალური ჭურვების გამოყენებისას, და რომ არ ყოფილა ბრძანება, შეეწყვიტათ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების სროლა. პოლიციელებმა არ იცოდნენ, დაშავდნენ თუ არა კონკრეტული ადამიანები ცრემლსადენი გაზის ან კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენების შედეგად.
127. პოლიციელებმა, რომლებმაც მანიფესტაციის დაშლისას სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, ასევე აღნიშნეს, რომ არალეტალური იარაღისა და ჭურვების განაწილება და გამოყენება მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი აღჭურვილობა აღირიცხებო და და ინახებო და სპეციალურ საცავში. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ აღჭურვილობიდან რომელიმე გადაეცემა პოლიციელს, ხოლო შემდეგ ბრუნდება საცავში შესანახად, შესაბამისი ჩანაწერი უნ და გაკეთდეს შესაბამისი პოლიციელის ხელმოწერით. ეს პროცედურა ასევე განხორციელ და 2019 წლის 20-21 ივნისს, როგორც განაწილების, ასევე დაბრუნების ეტაპებზე. ამრიგად, არალეტალურ შაშხანებთან ერთად, ყველა არალეტალური ტყვია, რომელიც არ ყოფილა გამოყენებული დაშლის დროს, იქნა დათვლილი და დაბრუნებული განკუთვნილ საცავში.
128. შესაბამისმა პოლიციელებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ არ ჰქონდათ სხეულის კამერები, და რომ მათ დამცავ ფორმას არ ჰქონ და განმასხვავებელი ნიშნები, რომლითაც შესაძლებელი იქნებო და მათი პიროვნების იდენტიფიცირება. მათ ასევე განაცხადეს, რომ ბევრ პოლიციელს ეხურა დამცავი ჩაფხუტი და რთული იყო ერთმანეთის ამოცნობა.
129. რამდენიმე მოწმემ აღნიშნა, რომ მანიფესტაციას არ ჰყავ და დანიშნული ორგანიზატორები, მაგრამ მანიფესტაციის წინა რიგებში მყოფმა ზოგიერთმა საპროტესტო აქციის მონაწილემ, როგორც ჩანს, ძალადობრივ ქცევას მიმართა იმ საღამოს იქ წარმოთქმული გამოსვლების მოსმენის შემდეგ. პოლიციის კორდონში მდგომ პოლიციელებს ესროდნენ საგნებს, მათ შორის, ლითონის ნაჭრებს, ჯოხებსა და ბოთლებს, ხოლო წინა რიგებში მყოფი მოპროტესტეები განსაკუთრებით აგრესიული გახდნენ უშუალოდ დაშლის დაწყებამდე. ზოგიერთმა ადამიანმა, მათ შორის, სულ მცირე, ერთმა მომჩივანმა, აღნიშნა, რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენებამ უფრო მოახდინა მანიფესტაციის მონაწილეების პროვოცირება. ფოტოგრაფმა (რომელიც მომჩივანი არ არის წინამდებარე საქმეში), რომელიც მანიფესტაციის წინა რიგებში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ პოლიციის კორდონის ზოგიერთი წევრი ყვირო და ფრაზებს, როგორიცაა „რას აკეთებთ? უკან დაიხიეთ“, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეები კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.
130. რამდენიმე მოწმემ აღნიშნა, რომ მსროლელთა იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, რადგან მათ ნიღბები ეკეთათ. ზოგმა აღნიშნა, რომ დაძაბულობა დაიწყო ადამიანთა ჯგუფის პარლამენტის შენობაში შესვლის განმეორებითი მცდელობის საპასუხოდ, ზოგმა კი აღნიშნა, რომ მათ ამის შესახებ არ იცოდნენ, რადგან შენობისკენ მიმავალი კიბეებიდან მოშორებით იდგნენ. ზოგმა აღიარა, რომ ცდილობდნენ კორდონის გარღვევას მაშინაც კი, როცა ცრემლსადენი გაზი გამოიყენებოდა. სხვებმა კი განაცხადეს, რომ ისინი, მიუხედავად იმისა, რომ არ ძალადობდნენ, მაინც დაშავდნენ. დაზიანებების შესახებ განაცხადეს ადამიანებმა, რომლებიც შედარებით ახლოს იდგნენ პარლამენტისკენ მიმავალ კიბეებთან, აგრეთვე მათ, ვინც ტერიტორიიდან უფრო მოშორებით იყო. ზოგიერთი მოწმე და დაზარალებული ამტკიცებდა, რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები განზრახ იყო მათკენ მიმართული, ზოგი კი აღნიშნავდა, რომ ხალხს განურჩევლად ესროდნენ, მიუხედავად იმისა, ძალადობდნენ თუ არა ისინი.
131. 2021 წლის 29 ივლისს იუსტიციის სამინისტროსთან მიმოწერაში გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „გარკვეული დაბრკოლებები არსებობს პოლიციელების იდენტიფიცირების პროცესში, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულებში სავარაუდოდ მონაწილეობდნენ“, როგორც ჩანს, პოლიციელების მუდმივი როტაციის, ხელმისაწვდომი ვიდეომასალების ცუდი ხარისხის ან/ და ვიდეოჩანაწერების მოძრავი კუთხის გამო. აღინიშნა, რომ ამ საკითხის გადასაჭრელად მცდელობები მიმდინარეობდა, მაგრამ ამას დრო სჭირდებო და გასაანალიზებელი მასალის დიდი მოცულობის გათვალისწინებით.
ვიდეო და სხვა მასალების მოპოვება
132. 2019 წლის 20 ივნისს, იმ ინციდენტიდან 40 წუთის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობ და საქმის Baghashvili and Others (N 20129/21) ერთ-ერთი მომჩივანი, ბ-ნი დიასამიძე (იხ. პარაგრაფი 66 ზემოთ), ამ მომჩივანმა საჩივარი შეიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და მოითხოვა, ამოეღოთ იმ კამერების ვიდეომასალა, რომლებიც დამონტაჟებულია პარლამენტის შენობის ში და ეზოში. როგორც ჩანს, რეაგირება არ ყოფილა. ასეთი მასალა არ ამოუღიათ.
133. 2019 წლის ივნისის, ივლისისა და ნოემბრის სხვადასხვა თარიღში გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველი სხვადასხვა ვიდეო და ფოტომასალა მედიაორგანიზაციებიდან, მომჩივნებიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებიდან (ჩანაწერები პოლიციის სხეულის კამერებიდან, პოლიციის მანქანებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან, დაკავებულების გადაყვანის შენობებში დამონტაჟებული კამერებიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებში დამონტაჟებული კამერებიდან). ეს მასალები შემოწმებულ იქნა და 2019 და 2021 წლების სხვადასხვა თარიღში მომზადებულ იქნა შესაბამისი დასკვნები, რომლებიც აღწერ და მათ შინაარსს.
134. 2019 წლის ივნისსა და ივლისში გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოიკვლია ინციდენტის ადგილი, მოიპოვა ინფორმაცია მანიფესტაციაზე დაკავებულთა შესახებ და დაადგინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, რომლებიც მორიგეობდნენ ან გამოძახებული იქნენ რუსთაველის გამზირზე 2019 წლის 20-21 ივნისს.
სამედიცინო დოკუმენტაციის მოძიება
135. 2019 წლის ივნისისა და ივლისის სხვადასხვა თარიღში, პროკურატურამ მოიპოვა სასამართლოს ბრძანება, რომ გამოეთხოვა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან დოკუმენტები და სხვა მასალები (როგორიცაა კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები და სისხლიანი ტანსაცმელი), რომლებიც უკავშირდება 318 ადამიანს, მათ შორის, მომჩივნებს, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებით. ბრძანება აღსრულებულ იქნა და იმავე პერიოდში მოპოვებულ იქნა მოთხოვნილი მასალები.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დაკვეთა
136. 2019 წლის 2 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ სეებ-ს გადასცა 337 ადამიანთან დაკავშირებით მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად. სეებ-ს სთხოვეს, დაედგინა დაზიანებების არსებობა, როდის და როგორ იქნა ისინი მიყენებული და მათი სიმძიმე.
137. საბოლოო დასკვნები, რომლებიც მომჩივანთა უმრავლესობას მოიცავდა, მიღებულ იქნა 2019-22 წლებში, სხვადასხვა თარიღში. სეებ-ის დასკვნა საქმის Bagashvili and Others (N 20129/21) ერთ-ერთ მომჩივანთან, ქ-ნ ბაღაშვილთან, დაკავშირებით მიღებულ იქნა 2023 წლის 27 იანვარს.
138. სეებ-ის დასკვნებში, რომლებიც უკავშრდება მომჩივნებსა და სხვა ადამიანებს, აღნიშნულია, რომ სეებ-ის კომპეტენციას სცილდება იმის დადგენა, თუ რა ტიპის იარაღი იქნა გამოყენებული ამ დაზიანებების მისაყენებლად. დასკვნებში ასევე აღნიშნულია, რომ სეებ-ისთვის მიწოდებულ დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია არ იყო საკმარისი იმის დასადგენად, თუ რა მანძილიდან იქნა გასროლილი ან რა მიმართულებით.
პოლიციელები, რომლებსაც ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში
139. 2019 წლის 16-17 ივლისსა და 27 აგვისტოს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებიც 2019 წლის 20-21 ივნისის მანიფესტაციაზე მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენაში, ბრალი წაუყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ლ.ი.-ს ბრალი წაუყენეს მანიფესტაციის დაკავებული მონაწილის მიმართ, სავარაუდოდ, გადამეტებული ძალის გამოყენებასა და ფიზიკურ ძალადობაში; გ.ე.-ს – ორი მანიფესტაციის მონაწილისთვის ახლო მანძილიდან კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების, სავარაუდოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე სროლისთვის; და მ.ა.-ს – მანიფესტაციის დაკავებული მონაწილის მიმართ სავარაუდო ფიზიკური ძალადობისთვის.
140. 2021 წლის დაუზუსტებელ თარიღში სამი პოლიციელის წინააღმდეგ შეწყ და სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რადგან ისინი დაეთანხმნენ ამნისტიის გამოყენებას მათი საქმეების მიმართ, 2021 წლის 7 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 197 ქვემოთ).
გამოძიების მიმდინარე სტატუსი
141. გამოძიება მიმდინარეობს. 2024 წლის ივნისში ის გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს (შემდგომში „სსს“), დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც შეიქმნა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ან სხვა თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სავარაუდო ცუდი მოპყრობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად. სსს ასევე კომპეტენტურია, მათ შორის, კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებული ყველა სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებაში, რომელიც შეიძლება დაადგინოს სასამართლომ.
142. 2024 წლის ნოემბრის ბოლოს მათი ადვოკატების მიერ მოთხოვნის შემდეგ, სსს-მ განუცხა და მომჩივნებს, რომ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებამდე უპასუხებ და მათ კითხვებს (a) სისხლის სამართლის კოდექსის დებულებებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც მიმდინარეობ და გამოძიება; (b) გამოძებაში ჩართული გამომძიებლებისა და პროკურორების რაოდენობასთან დაკავშირებით; და (c) უკანასკნელ საგამოძიებო ეტაპებთან დაკავშირებით. მხარეებს სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია ამ გამოძიების შემდგომი განვითარების შესახებ.
143. მოსმენაზე მთავრობამ განაცხადა, რომ საქმის მიღების შემდეგ სსს-მ დაიწყო მასში არსებული მასალების შესწავლა, რათა ჩამოეყალიბებინა საკუთარი შეხედულებები, და ერთ პირს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.
144. 2025 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხებო და საქმეების ჯგუფის „Tsintsabadze group v. Georgia“ ზედამხედველობას (CM/Del/Dec(2025)1531/H46-18), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „სინანულით აღნიშნა ცოტა ხნის წინ მეორე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სსს-ის გაუქმებას“ და „მოუწო და [საქართველოს] ხელისუფლების ორგანოებს, თავი შეიკავონ მისი საბოლოო მიღებისგან და მოუწო და მათ, განაგრძონ ამ ორგანოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად შესასრულებელი ზომების განხორციელება“.
დისციპლინური გამოძიება შსს-ის მიერ
145. 2019 წლის 24 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათ პოლიციელს სისხლის სამართლის გამოძიების შედეგის მოლოდინში შეუჩერა სამსახურებრივი უფლებამოსილება 2019 წლის 20-21 ივნისის მანიფესტაციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი – იხ. პარაგრაფი 176 ქვემოთ). 2019 წლის ივლისში რაღაც ეტაპზე ასევე შეუჩერ და უფლებამოსილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს.
146. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ 2019 წელს რაღაც ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა გამოძიება და თერთმეტ თანამშრომელს დისციპლინური სახდელი შეეფარდა. ერთს გამოუცხადეს მკაცრი საყვედური, რვას – საყვედური, ხოლო ორ პოლიციელს მიეცა ოფიციალური შეტყობინება. საქმის მასალები არ შეიცავს რაიმე შესაბამის ანგარიშს. გაურკვეველია შესაბამისი თანამშრომლების ვინაობა, ისევე როგორც მათ შესახებ გამოტანილი დასკვნების არსი. გაურკვეველია, იყვნენ თუ არა ეს იგივე პოლიციელები, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ 2019 წლის 24 ივნისს (იხ. წინა პარაგრაფი).
კომპენსაციის მოთხოვნები ზოგი მომჩივნის მიერ
147. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის დეკემბრამდე სხვადასხვა თარიღში ათმა მომჩივანმა (ოთხი მომჩივანი საქმეში Baghashvili and Others, N 20129/20: ქ-ნი ბაღაშვილი, ქ-ნი ხოზრევანიძე, ბ-ნი კოშკაძე და ქ-ნი აბაშიძე; და ექვსი მომჩივანი საქმეში Kurdovanidze and Others, N 20175/20: ბ-ნი ქურდოვანიძე, ბ-ნი შეყილაძე, ბ-ნი ხვადაგიანი, ქ-ნი გომური, ბ-ნი სულაშვილი და ბ-ნი ჩანქსელიანი) სამოქალაქო სარჩელი შეიტანა შსს-ის წინააღმდეგ, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 198 ქვემოთ). ათივე მათგანი მოითხოვ და კომპენსაციას მანიფესტაციის დაშლის დროს მიღებული დაზიანებებით მიყენებული მორალური ზიანისთვის. ოთხი მათგანი (ვინც მხედველობა დაკარგა კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების შედეგად: ბ-ნი ქურდოვანიძე, ქ-ნი გომური, ბ-ნი სულაშვილი და ბ-ნი ჩანქსელიანი – იხილეთ პარაგრაფები 94, 99, 102 და 104 ზემოთ) ასევე მოითხოვ და კომპენსაციას მხედველობის დაკარგვით გამოწვეული მატერიალური ზიანისთვის (შრომისუნარიანობის დაკარგვა). 2019 წლის ივნისში, დაშავების პერიოდში, ბ-ნი ქურდოვანიძე სწავლობ და და მუშაობ და ქუჩის კურიერად, ქ-ნი გომური დასაქმებული იყო სუპერმარკეტის მოლარედ, ბ-ნი სულაშვილი დასაქმებული იყო დაცვის თანამშრომლად, ხოლო ბ-ნი ჩანქსელიანი მუშაობ და მშენებლობაზე.
148. მომჩივნებმა წარადგინეს შემდეგი მოთხოვნები:
(i) ქ-ნი ბაღაშვილი: 50 000 ლარი (GEL) (14 500 ევროს (EUR) ეკვივალენტური)2 მორალურ ზიანთან დაკავშირებით (მოთხოვნა შეტანილი იქნა 2020 წლის 18 ივნისს);
(ii) ქ-ნი ხოზრევანიძე: GEL 50 000 (EUR 14 250) მორალურ ზიანთან დაკავშირებით (მოთხოვნა შეტანილი იქნა 2021 წლის 21 დეკემბერს);
(iii) ბ-ნი კოშკაძე: GEL 10 000 (EUR 2 550) მორალურ ზიანთან დაკავშირებით (მოთხოვნა შეტანილი იქნა 2021 წლის 25 მარტს);
(iv) ქ-ნი აბაშიძე: GEL 25 000 (EUR 6 250) მორალურ ზიანთან დაკავშირებით (მოთხოვნა შეტანილი იქნა 2020 წლის 25 დეკემბერს);
(v) ბ-ნი ქურდოვანიძე: GEL 300 000 (EUR 79 500) მორალურ ზიანთან დაკავშირებით, ხოლო GEL 1 155 (EUR 306) ყოველვიურად, დაშავების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით (მოთხოვნა შეტანილი იქნა 2020 წლის 29 ოქტომბერს);
(vi) ბ-ნი შეყილაძე: GEL 50 000 (EUR 14 500) მორალურ ზიანთან დაკავშირებით (მოთხოვნა შეტანილი იქნა 2020 წლის 18 ივნისს);
(vii) ბ-ნი ხვადაგიანი: GEL 25 000 (EUR 6 125) მორალურ ზიანთან დაკავშირებით (მოთხოვნა შეტანილი იქნა 2021 წლის 7 აპრილს);
(viii) ქ-ნი გომური: GEL 500 000 (EUR 142 500) მორალურ ზიანთან დაკავშირებით, ხოლო GEL 831.31 (EUR 236.92) ყოველვიურად, დაშავების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით (მოთხოვნა შეტანილი იქნა 2021 წლის 2 დეკემბერს);
(ix) ბ-ნი სულაშვილი: GEL 400 000 (EUR 116 000) მორალურ ზიანთან დაკავშირებით, ხოლო GEL 794.41 (EUR 230.38) ყოველვიურად, დაშავების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით (მოთხოვნა შეტანილი იქნა 2020 წლის 17 დეკემბერს); და
(x) ბ-ნი ჩანქსელიანი: GEL 200 000 (EUR 59 000) მორალურ ზიანთან დაკავშირებით, ხოლო GEL 2 740 (EUR 808.30) ყოველვიურად, დაშავების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით (მოთხოვნა შეტანილი იქნა 2020 წლის 18 ივნისს.
149. მხარეთა მიერ მოწოდებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ამ ათი საქმიდან შვიდზე 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის ივლისამდე, სხვადასხვა თარიღში (ყველა მათგანი გასაჩივრებულ იქნა და, სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება ოთხ საქმეზე ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ – იხ. პარაგრაფები 152-153 ქვემოთ). ყველა მათგანში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე, კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლებზე და საერთაშორისო მასალებზე, რომლებიც ეხება მანიფესტაციების დაშლისას ადამიანის უფლებების დაცვას. სასამართლომ, კერძოდ, დაადასტურა, რომ ფიზიკური ძალის გამოყენება პირის მიმართ მანიფესტაციის დროს აშკარა აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, წარმოადგენ და ცუდ მოპყრობას, რაც არღვევს მე-3 მუხლს. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციის მიერ პროპორციული ძალის გამოყენება მანიფესტაციების დროს დასაშვები იყო მხოლოდ შეზღუდულ გარემოებებში, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით და მხოლოდ იმ პირების მიმართ, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ. მან აღიარა, რომ მანიფესტაციის ზოგიერთმა მონაწილემ ძალადობა დაიწყო და პოლიცია იძულებული გახ და მათ წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინა. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ გამოიყენა არასაჭირო და არაპროპორციული ძალა შვიდი მომჩივნის მიმართ, რომლებიც მის წინაშე მიმდინარე სამართალწარმოებაში მოსარჩელეები იყვნენ – იმის გამო, რომ ისინი მანიფესტაციის განმავლობაში მშვიდად იყვნენ. ბ-ნი ქურდოვანიძის, ბ-ნი შეყილაძის და ბ-ნი ჩანქსელიანის საქმეებში სასამართლომ დასძინა, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნ და ყოფილიყო მკაფიოდ შეზღუდული და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან და პრაქტიკასთან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან მკაცრად შესაბამისი. ქ-ნი აბაშიძისა და ბ-ნი კოშკაძის საქმეებში – რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ – სასამართლომ დასძინა, რომ მათმა დაზიანებებმა შეუძლებელი გახა და მათ მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულება მანიფესტაციაზე.
150. ამ საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შვიდივე მოთხოვნა, მაგრამ არა იმ სრული მოცულობით, რასაც მომჩივნები ითხოვდნენ. მან მიაკუთვნა შემდეგი თანხები:
(i) GEL 2 000 (EUR 710) ბ-ნ კოშკაძეს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით (2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით);
(ii) GEL 3 000 (EUR 1 065) ქ-ნ აბაშიძეს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით (2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით);
(iii) GEL 30 000 (EUR 10 950) ბ-ნ ქურდოვანიძეს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით, პლუს GEL 1 155 (EUR 421.58) ყოველთვიურად, დაშავების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით (ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით, შრომისუნარიანობის 35%-ის დაკარგვა) (2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით);
(iv) GEL 5 000 (EUR 1 775) ბ-ნ შეყილაძეს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით (2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით);
(v) GEL 50 000 (EUR 17 500) ქ-ნ გომურს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით, პლუს GEL 831.31 (EUR 290.96) ყოველთვიურად, დაშავების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით (ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით, შრომისუნარიანობის 35%-ის დაკარგვა) (2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით);
(vi) GEL 20 000 (EUR 7 000) ბ-ნ სულაშვილს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით (2023 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით); და
(vii) GEL 50 000 (EUR 16 750) ბ-ნ ჩანქსელიანს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით, პლუს GEL 1 440.60 (EUR 482.60) ყოველთვიურად, დაშავების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით (ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით, შრომისუნარიანობის 15%-25%-ის დაკარგვა) (2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით).
151. მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიკუთვნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყოველთვიური გადახდების სახით, განხორციელ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 199 ქვემოთ).
152. შსს-მ გაასაჩივრა შვიდივე შემთხვევაში. მათ შორის, სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციამ გამოიყენა კანონიერი და პროპორციული ძალა პოლიციის კორდონში მყოფი პოლიციელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად და მანიფესტაციის მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი ქცევის შესაჩერებლად, რომლებმაც ძალის გამოყენებით სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობის შტურმი. შვიდი მომჩივნიდან ოთხმა (ბ-ნი კოშკაძე, ბ-ნი ქურდოვანიძე, ბ-ნი შეყილაძე და ბ-ნი სულაშვილი) სააპელაციო საჩივარი შეიტანა და გაასაჩივრა კომპენსაციის ოდენობები.
153. მხარეებისგან მიღებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ შვიდი საქმიდან ოთხზე გადაწყვეტილება გამოიტანა 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივნისამდე, სხვადასხვა თარიღში. სასამართლოს არ აქვს ხელთ ბ-ნი კოშკაძის საქმეზე სააპელაციო გადაწყვეტილება (გამოტანილი 2023 წლის 3 ოქტომბერს). მის თანახმად, მან სრულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება დანარჩენ სამ სააპელაციო გადაწყვეტილებას, ყველა მათგანში თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, კერძოდ, რომ (a) მომჩივნები დაშავდნენ პოლიციის მიერ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შედეგად, იმ უდავო ფაქტის გამო, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ რაიმე საფრთხეს, და რომ (b) ქვე და ინსტანციის სასამართლოს მიერ მინიჭებული კომპენსაცია არ იყო საკმარისი მათთვის მიყენებული მორალური ზიანის კომპენსაციისთვის. შესაბამისად, მან შემდეგნაირად გაზარ და ანაზღაურების ოდენობა მორალურ ზიანთან დაკავშირებით:
(i) GEL 50 000 (EUR 17 000) ბ-ნ ქურდოვანიძეს (2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით);
(ii) GEL 15 000 (EUR 4 875) ბ-ნ შეყილაძეს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით (2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით); და
(iii) GEL 50 000 (EUR 17 000) ბ-ნ სულაშვილს (2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით).
154. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე ბ-ნ სულაშვილს მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად, დაზიანების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, მიაკუთვნა 794.41 GEL (270.10 EUR). ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე, სასამართლომ მისაღებად მიიჩნია შრომისუნარიანობის 35%-ის დაკარგვა. (როგორც ჩანს, ბ-ნმა სულაშვილმა შესაბამისი მტკიცებულებები ქვე და ინსტანციის სასამართლოში არ წარადგინა და მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა).
155. როგორც ჩანს, ოთხივე მომჩივანმა, რომლებმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები მოიპოვეს, საკასაციო საჩივარი შეიტანა და კვლავ გაასაჩივრა მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა. შსს-მ გაასაჩივრა ყველა შემთხვევაში, იმეორებ და რა თავის არგუმენტებს (იხ. პარაგრაფი 152 ზემოთ).
156. მხარეთაგან მიღებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჯერჯერობით უარი თქვა ამ საკასაციო საჩივრებიდან ორის განსახილველად მიღებაზე. შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ორი გადაწყვეტილება საბოლოო გახდა. მხარეებს არ წარმოუდგენიათ შესაბამისი გადაწყვეტილებების ასლები. თუმცა, ორი მათგანი – ბ-ნი სულაშვილისა და ბ-ნი ქურდოვანიძის საქმეებზე, რომლებიც დათარიღებულია 2025 წლის 18 და, შესაბამისად, 19 თებერვლით – ხელმისაწვდომია უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ უარი თქვა ამ საკასაციო საჩივრებიდან ორის განსახილველად მიღებაზე. ამით ის სრულად დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ მიზეზებს, როგორც სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან (იხ. პარაგრაფი 153(a) ზემოთ), ისე მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 153(i) და (iii) და 154 ზემოთ).
157. სასამართლოს არ აქვს ინფორმაცია, გადაუხადეს თუ არა მომჩივნებს ზემოაღნიშნული სამართალწარმოების ფარგლებში დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა.
სხვა შესაბამისი გარემოებები
158. 2020 წლის 12 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო საგანგებო ზომები COVID-19-ის გლობალურ გავრცელებასთან საბრძოლველად. 2020 წლის 21 მარტს მან კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად გამონაკლისი დაუშვა კონვენციის მე-5, მე-8 და მე-11 მუხლებით, 1-ელი ოქმის 1-ელი და მე-2 მუხლებით და მე-4 ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ზოგიერთი ვალდებულების მიმართ, რომელიც საბოლოოდ 2022 წლის დეკემბერში გააუქმა. შიდასახელმწიფოებრივ დონეზე მიღებული ზომები მოიცავ და საჯარო დაწესებულებების დისტანციური მუშაობის რეჟიმში გადასვლას. ზომები მოიხსნა 2022 წლის 22 მარტს.
სხვა მასალა
თბილისში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის ღონისძიებების გეგმა
159. მთავრობამ სასამართლოს წარმოუდგინა საიდუმლო დოკუმენტის რედაქტირებული ასლი, სახელწოდებით „თბილისში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის ღონისძიებების გეგმა“ (შემდგომში „გეგმა“). შინაგან საქმეთა მინისტრმა გეგმა დაამტკიცა 2019 წლის 20 ივნისს, ვიდრე იმ დღეს 19:00 საათზე მანიფესტაცია დაიწყებოდა, ცოტა ხნით ადრე. მისი შინაარსი შეჯამებულია ქვემოთ.
160. გეგმაში მითითებული იყო, რომ მისი სამართლებრივი საფუძველი მოიცავ და საქართველოს კონსტიტუციას, კანონს „პოლიციის შესახებ“, კანონს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, მინისტრის ბრძანებას N 1002 „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ და ბრძანებას N 1006 „პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი ს შესახებ“.
161. გეგმაში აღნიშნული იყო მოქალაქეთა „უკმაყოფილების მაღალი ხარისხი“ მოვლენების მიმართ, რომლებიც წინ უძღო და მანიფესტაციას (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ) და მიუთითებ და „ესკალაციის რისკზე“, მანიფესტაციაზე მოსალოდნელი ხალხის რაოდენობისა და იმ ფაქტის გამო, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც აპირებდნენ მონაწილეობას. გეგმაში აღნიშნული იყო, რომ ის მიღებული იყო ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, რომლებიც უნ და განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად“. ის ითვალისწინებ და სპეციალური საშუალებების გამოყენებას მანიფესტაციის მონაწილეების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის შემთხვევაში ძალადობრივი და აგრესიული უკანონო ქმედებების შესაჩერებლად, წესრიგის აღდგენისა და მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, შეძლებისდაგვარად, დასაცავად. დოკუმენტის მუხლი სახელწოდებით „დამატებითი მითითებები“ აკონკრეტებდა, რომ მოვლენებზე მყოფ მოსამსახურეებს უნ და მიეცეს „მითითებები“, რომ ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერი რისკი ან საშიშროება უნ და იქნეს „იდენტიფიცირებული და დაუყოვნებლივ მოხსენებული ან მოგვარებული“, და რომ ძალადობრივი განზრახვის მქონე ჯგუფები უნ და იქნენ განეიტრალებული.
162. გეგმაში რედაქტირებულია პოლიციის ოპერაციის ხელმძღვანელის ვინაობა. მობილიზებულ პოლიციელთა რაოდენობა განისაზღვრა 5110-ით. სულ მობილიზებული იყო შსს-ის ცხრამეტი სხვადასხვა დეპარტამენტი, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი (მისი ძირითადი ამოცანებია საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა და, საჭიროების შემთხვევაში, აღდგენა). გეგმის თანახმად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო „გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება“. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა, სპეციალური საშუალებების გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შეჭრის თავიდან აცილება. ობიექტების დაცვის დეპარტამენტს დაევალა „რუსთაველის გამზირის გაწმენდა, თავისუფლების მოედნის მეტროს სადგურიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, სპეციალური საშუალებების გამოყენებით“. სხვა ორგანოებს ასევე დაევალათ, რომ მათი მომსახურეები განლაგებულიყვნენ მოვლენების განვითარების ადგილებში, „საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით“, საჭიროებიდან გამომდინარე და პოლიციის ოპერაციის ხელმძღვანელთა ნებისმიერი მითითების დაცვით.
163. გეგმა შეიცავ და პოლიციის ოპერაციისთვის შეკვეთილი სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს და ადგენდა, რომ პოლიციის ოპერაციაში მონაწილე მომსახურეები აღჭურვილი უნ და იყვნენ სპეციალური საშუალებებითა და იარაღით, როგორც ეს გათვალისწინებულია პოლიციის კანონის 33-ე მუხლითა და მინისტრის ბრძანებით N 1006 „პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი ს შესახებ“ (იხ. პარაგრაფები 180 და 193 ქვემოთ).
164. მუხლის, სახელწოდებით „დავალებები დაქვემდებარებული ქვედანაყოფებისთვის საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის შემთხვევაში“, სამი გვერდი ცარიელი იყო, როგორც ჩანს, რედაქტირებული. გვერდები 4-6 შეიცავ და შემდეგ დავალებებს:
„საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის დროს [ოფიციალურად დადგენილი] დავალებების შესრულება[;]
საჭიროების შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე ...[პოლიციელთა] ძირითადი ჯგუფის გადაადგილების სპეციალური საშუალებების გამოყენებით დახმარება, რათა არ მოხდეს რუსთაველის გამზირზე მანიფესტაციის მონაწილეთა დაბრუნება და პარლამენტის შენობაში შეჭრა[;]
მოსაცდელ ტერიტორიაზე [საკადრო შემადგენლობის] განთავსება და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საშუალებების გამოყენებით საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისკენ მიმართულ ღონისძიებებში [ჩართვა]...“
165. რედაქტირებულია მუხლები იმის შესახებ, თუ როგორ უნ და ჰქონოდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია სხვადასხვა ორგანოს.
ანგარიშები 2019 წლის 20-21 ივნისის მანიფესტაციის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში
166. 2020 წლის 31 მარტს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა „20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედური ანგარიში“. ის შეიცავ და გამოძიების მასალების შეჯამებას, მათ შორის, გასაიდუმლოებულ დოკუმენტებთან მიმართებით და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოძიების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად გაცემულ რეკომენდაციებს.
167. ანგარიშის თანახმად, გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა დაიწყეს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების გამოკითხვა 2019 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან. გამოკითხულმა პირებმა გამოავლინეს, რომ იმ დროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში შედიოდნენ (a) წვევამდელები, რომელთა ფუნქცია იყო პარლამენტის შენობის პერიმეტრის დაცვა პასიური სპეციალური საშუალებების გამოყენებით; (b) მსროლელებად დანიშნული პოლიციელები, რომლებმაც გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი ან/ და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები (ასეთ პოლიციელთა ზუსტი რაოდენობა არ იყო დაკონკრეტებული, თუმცა, ერთგან მითითებული იყო „ასზე მეტი პოლიციელი“); და (c) სხვა პოლიციელები (რომლებსაც აგრეთვე უწოდებენ სპეცრაზმს), რომლებიც მანიფესტაციაზე დაძაბულობის წარმოშობისთანავე განთავსდნენ პოლიციის კორდონში.
168. ანგარიში, მათ შორის, შეიცავ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელების ჩვენებებს (იხ. პარაგრაფები 125-127 ზემოთ). ანგარიშის თანახმად, ჩვენებები „ფაქტობრივად იდენტური ინფორმაციის შემცველი იყო“ და მხოლოდ მეორედ გამოკითხვისას (სახალხო დამცველის აპარატის წინადადების საფუძველზე) პოლიციელებმა განმარტეს, რომ მათ მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენება რეგულირდებო და 2013 წლის კანონით „პოლიციის შესახებ“ და მინისტრის შესაბამისი ბრძანებით ასეთი საშუალებების გამოყენების შესახებ.
169. რაც შეეხება იმას, გაიცა თუ არა ოფიციალური ბრძანება კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენების შესახებ, ანგარიში ასკვნის შემდეგს:
„საქმის მასალების თანახმად, სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლებს (მინისტრსა და მის მოადგილეებს) [კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების] გამოყენების ბრძანება არ გაუციათ. მინისტრისა და მისი მოადგილეების რაციის ჩანაწერებიდან ... ირკვევა, რომ მათ კატეგორიულად გამორიცხეს [კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების] გამოყენება. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულ [დავალებათა] დეპარტამენტის პოლიციელებმა, რომელთაც დეპარტამენტის დირექტორი ხელმძღვანელობდა..., გაისროლეს დაახლოებით 800-მდე [ასეთი ჭურვი], ხოლო დეპარტამენტის დირექტორს აღნიშნული ქმედებების აღსაკვეთად არავითარი ქმედებისთვის არ მიუმართავს. ამასთან, ის ვალდებული იყო, შეესრულებინა საკუთარი უშუალო ხელმძღვანელების – მინისტრისა და კურატორი მოადგილის ბრძანებები.
თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ მათთვის მალევე ცნობილი გახ და [კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების] გამოყენების შესახებ, თუმცა არ აკონკრეტებენ [როდის]. მიუხედავად ამისა არანაირი ღონისძიებისთვის არ მიუმართავთ, რომ მათი გაცემული ბრძანება შესრულებულიყო, მითუმეტეს, [კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების] გამოყენება არ იყო ერთჯერადი [შემთხვევა], რომელიც ცოტა ხანს გაგრძელდა...“
170. რაც შეეხება გამოყენებულ იარაღს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაშლის დროს გამოყენებულ იქნა სამი ტიპის არალეტალური იარაღი: 12 მმ კალიბრიანი თოფები, რომელიც მხოლოდ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებისთვის იყო განკუთვნილი; 38 მმ კალიბრიანი თოფები, რომლითაც კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების და ცრემლსადენი გაზის ჭურვების სროლა იყო შესაძლებელი; 40 მმ კალიბრიანი თოფები, რომლითაც მხოლოდ გაზის ჭურვების სროლა იყო შესაძლებელი. ანგარიშში მოცემული გამოძიების მოკლე შინაარსის თანახმად, „ზუსტი დამიზნებით სროლის ეფექტური მანძილი ნარინჯისფერი კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებისთვის არის დაახლოებით 5 მეტრი. მანძილის ზრდასთან ერთად იზრდება სამიზნეზე მოხვედრის ცდომილება. საფანტის ჭურვების შემთხვევაში, მანძილის ზრდასთან ერთად იზრდება მათი განშლის რადიუსიც“.
171. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 9 იანვარს მან რეკომენდაცია გასცა: „დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს [შსს-ის] განსაკუთრებულ [დავალებათა] დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის გ.ყ.-ის მიმართ“. კერძოდ, ანგარიშის თანახმად:
„საქმის მასალებიდან გამოიკვეთა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის სამართლებრივი ვალდებულება, აღეკვეთა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი მეთოფეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები (სპეციალური [საშუალებების] არაპროპორციული გამოყენება) და ჰქონ და ამგვარი მოქმედების შესაძლებლობა. მის მიერ სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედების განუხორციელებლობამ ათეულობით მოქალაქის მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენება გამოიწვია.
კერძოდ, გ.ყ.-ს ხელმძღვანელების მხრიდან ჰქონ და მითითება, არ გამოეყენებინათ [კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები]. ის პირადად იყო ჩართული ოპერაციაში და მისივე განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო [კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების] გამოყენების შესახებ. მიუხედავად ამისა, საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ მას არ გაუტარებია არანაირი ღონისძიება [ასეთი გამოყენების] აღკვეთის მიზნით, [გარ და ამისა], საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მან ინფორმაცია მიაწო და მინისტრს ან მინისტრის მოადგილეებს. უფრო მეტიც, მან არასწორი ინფორმაცია მიაწო და რაციების მეშვეობით ხელმძღვანელობას. რაციის ჩანაწერებით იკვეთება, რომ მან ხელმძღვანელობას მოახსენა მცდარი ინფორმაცია თოფების არგამოყენებასთან დაკავშირებით... რაციით ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით (00:36 საათზე) განმეორებითი ბრძანების მიღების მიუხედავად, ტყვიების სროლა გაგრძელდა. მოგვიანებით გდდ-ს დირექტორმა ითხოვა ნებართვა ტყვიების გამოყენებაზე და უშუალო კურატორი ხელმძღვანელისგან უარის მიღების მიუხედავად (02:34 საათი), [კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების] ხშირი სროლა ისევ გაგრძელდა“.
172. სახალხო დამცველის აპარატმა 2020 წლის 31 მარტს დაასკვნა, მათ შორის, რომ სისხლის სამართლის გამოძიება ფოკუსირებული იყო „მხოლოდ ცალკეული სამართალდამცავების დანაშაულებრივი ქმედებების იდენტიფიცირებაზე და მათი ინდივიდუალური როლების შეფასებაზე“, და რომ „მიზნად არ ისახავ და [2019 წლის 20-21 ივნისის] ღამის მოვლენების სრულ სისტემურ სამართლებრივ ანალიზს, და შესაბამისად, მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრას“. აღნიშნული იყო, რომ „ამ ეტაპზე გამოძიება კვლავ პოლიციის რიგით თანამშრომლებზე ფოკუსირდება და არ არის მიმართული პოლიციის ხელმძღვანელთა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისაკენ“.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში
173. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 2 აპრილის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წელი“ ბევრჯერ არის ნახსენები 2019 წლის 20-21 ივნისის ღამე და მასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის გამოძიება. განყოფილების, რომლის სახელწოდებაა „შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევები“, შესაბამისი ნაწილები ითვალისწინებს შემდეგს:
„ძალის გამოყენებით და საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულ და 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანად დაწყებული საპროტესტო შეკრება. აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მანიფესტანტთა ნაწილის ქმედებები გასც და მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და ადგილზე მობილიზებულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებთან მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა... საბოლოოდ, პოლიციამ შეკრება ძალის გამოყენებით შეწყვიტა, რის შედეგადაც ორასზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი, [კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები] და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
სახალხო დამცველის შეფასებით, 20-21 ივნისის შეკრების შეწყვეტისას გამოყენებული ძალა, განსაკუთრებით კი, არალეტალური ჭურვების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილი ბრძანების არარსებობის, ჭურვებისა (რამდენიმე ასეული) და მეთოფეების (რამდენიმე ათეული) რაოდენობის, ლოკაციის ფართობის (როგორც უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ, ასევე, რუსთაველის გამზირის სხვა მონაკვეთებზე), ხანგრძლივობის (რამდენიმე საათიანი პერიოდი), დაშავებული მომიტინგეების რაოდენობისა და მათი დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად. ...
რაც შეეხება შეკრების შეწყვეტის დაწყებამდე მონაწილეთა გაფრთხილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული საგანგებო განცხადებით, აგრეთვე, მედიასაშუალებებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაჟღერებულ მოწოდებებს, ღონისძიებები არ უზრუნველყოფს შეკრების მონაწილეთა სრულფასოვან ინფორმირებას და არ აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ გაფრთხილების სტანდარტს. ...“
174. განყოფილების, რომლის სახელწოდებაა „20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება“, შესაბამისი ნაწილები ითვალისწინებს შემდეგს:
„საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები უშუალოდ აკვირდებოდნენ აქციაზე მიმდინარე მოვლენებს ... ისინი შეხვდნენ და ესაუბრნენ ექიმებს, კლინიკის ადმინისტრაციასა და აქციის დაშლისას დაშავებულ მოქალაქეებს. ...
სახალხო დამცველი [გენერალური პროკურატურისადმი] წინადადებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ, ვინაიდან, მისი სამართლებრივი ვალდებულება იყო, აღეკვეთა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები (სპეციალური საშუალების არაპროპორციული გამოყენება) და როგორც საქმის მასალებიდან გამოიკვეთა, მას ჰქონ და ამგვარი მოქმედების შესაძლებლობა. ასევე, საქმეში ამ ეტაპისთვის მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მას რამდენჯერმე ჰქონ და მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა [კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები]. ...
საქმის მასალებში არსებული ვიდეომასალის თანახმად, იმ დროისათვის, როდესაც პოლიციამ იარაღი გამოიყენა, აქციაში მონაწილე პირების მხრიდან ადგილი არ ჰქონია პოლიციის თანამშრომლების ან სხვა პირების მიმართ იმწუთიერ და იმგვარ მასობრივ თავდასხმას, რაც პოლიციის თანამშრომლებს საფუძველს მისცემდა, ხელმძღვანელი პირის ბრძანების გარეშე, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მიეღოთ გადაწყვეტილება არალეტალური ჭურვების გამოყენების თაობაზე (აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა). აღნიშნულის საპირისპიროდ, მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს მიხედვით, შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონიერებისა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით და რისკების გათვალისწინებით, არალეტალური იარაღის (მათ შორის, არალეტალური ჭურვის) გამოყენების შესახებ ბრძანება უნ და გასცეს ღონისძიებაში მონაწილე დანაყოფის ხელმძღვანელმა, ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობით. ხოლო როდესაც არალეტალური იარაღის გამოყენების დაყოვნებამ შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას პირის სიცოცხლეს ან/ და ჯანმრთელობას, საკმარისია მხოლოდ ღონისძიებაში მონაწილე დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ბრძანების გაცემა. ...
გენერალურმა პროკურატურამ წინამდებარე ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის ვერ მოახერხა 20-21 ივნისის ღამის მოვლენების სრული სისტემური სამართლებრივი ანალიზი. ...“
„ჰუმან რაითს ვოთჩის“ ანგარიში
175. „ჰუმან რაითს ვოთჩმა“ 2020 წელს გამოაქვეყნა 2019 წლის მსოფლიო ანგარიში. ანგარიშის შესაბამისი ამონარიდები შემდეგნაირად იკითხება:
„20 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა გაისროლა რეზინის ტყვიები და გამოიყენა ცრემლსადენი გაზი ათასობით მოპროტესტის წინააღმდეგ პარლამენტის შენობის გარეთ, თბილისში. პროტესტი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციის პარლამენტის პლენარულ დარბაზში დასწრებამ გამოიწვია.
მოპროტესტეების ნაწილმა არაერთხელ სცა და პოლიციის კორდონის გარღვევა და იტაცებ და და აზიანებ და სპეცრაზმის აღჭურვილობას. სხვა მხრივ, ბრბო ძირითადად არაძალადობრივი იყო. სპეცრაზმმა თავდაპირველად თავშეკავება გამოიჩინა, მაგრამ დაახლოებით შუაღამისას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მათ ბრბოს ცეცხლი გაუხსნეს ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით, ედევნებოდნენ და აკავებდნენ ადამიანებს, რომლებმაც შეკრება სცადეს.
დაშავ და 240-მდე ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი და 32 ჟურნალისტი, რომლებმაც მიმართეს სამედიცინო დახმარება. ბევრ მოქალაქეს რეზინის ტყვიები მოხვ და თავში, ფეხებსა და ზურგში; ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი“.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
სისხლის სამართლის კოდექსი 176. საქართველოს 1999 წლის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულებები ითვალისწინებს შემდეგს:
მუხლი 1441. წამება🔗
„1. წამება, ესე იგი პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ან და პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) ჯგუფურად;
ვ) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის გამო;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ან და დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ;
თ) შეკვეთით;
ი) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
კ) სამედიცინო მანიპულაციის, მედიკამენტის ან სპეციალური ინსტრუმენტის (ხელსაწყოს) გამოყენებით;
ლ) ანგარებით;
მ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღიარების იძულების მიზნით ან მესამე პირის ცრუ დასმენის მიზნით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება, –
ა) ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის გამოყენებით;
ბ) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“.
მუხლი 1443. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა🔗
„1. პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, –
ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) ჯგუფურად;
ვ) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის გამო;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ან და დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ;
თ) შეკვეთით;
ი) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“.
მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა🔗
„1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან და შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.
მუხლი 333. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება🔗
„1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
...
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; [ან/და]
გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ... უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე...“.
მანიფესტაციების შეწყვეტა და ძალის გამოყენება
1997 წლის კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
177. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, „დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“. მე-11 მუხლის მე-2(ბ) პუნქტის თანახმად, მათ შორის, „მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით“.
178. მე-13 მუხლის 1-ელი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნ და შეწყდეს დაუყოვნებლივ, უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე. შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს“.
2013 წლის კანონი „პოლიციის შესახებ“
179. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2(ი) პუნქტის თანახმად, „პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტასა და მათ მონაწილეთა დაშლას“.
180. ძალის გამოყენება ასეთი მოვლენების დროს რეგულირდება შემდეგნაირად:
მუხლი 30. იძულების ღონისძიებები🔗
„იძულების ღონისძიებები არის პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციის ფუნქციების შესასრულებლად გამოყენება.“.
მუხლი 31. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება🔗
„1. პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად პოლიციელი უფლებამოსილია პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.
2. პოლიციელი უფლებამოსილია გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.
3. პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვა და მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარ და იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/ და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
4. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნ და შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.
5. პოლიციელი ვალდებულია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიებების გამოყენებით დაზიანებულ პირს.
6. პოლიციელს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.“.
მუხლი 33. სპეციალური საშუალებების გამოყენება🔗
„1. პოლიციელი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად იყენებს პასიურ და აქტიურ სპეციალურ საშუალებებს.
2. პასიური სპეციალური საშუალებები უზრუნველყოფს პოლიციელის ან/ და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები.
3. აქტიური სპეციალური საშუალებები პირს მოკლე ვადით უსპობს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/ და პოლიციელს ეხმარება საპოლიციო ფუნქციის შესრულებაში. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება:
...
გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) – პირზე, პოლიციელზე ან/ და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს;
...
ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/ და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად; ...
4. პოლიციელი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს, გარ და იმ შემთხვევისა, როცა პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსისა და პროკურორისათვის შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის საპოლიციო ფუნქციის შესრულებას.
5. თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა უნ და აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.
6. პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება [შინაგან საქმეთა] მინისტრის ნორმატიული აქტებით.“.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის ბრძანება N 1002 „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია“
181. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის ბრძანების N 1002 „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ მე-3 მუხლის შესაბამისი დებულებები ითვალისწინებს შემდეგს:
„თ) გაფრთხილება – სიტყვიერი გაფრთხილება [გაცემული] ტექნიკური საშუალებების გამოყენებით საგანგებო ზომების გამოყენების შესახებ, [და] სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეების მიმართ;
ი) საგანგებო ზომები – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების ერთობლიობა, [რომლებიც] შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეკრების/მანიფესტაციის დასაშლელად;
...
კ) სპეციალური საშუალებების გამოყენება – სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეთა მიმართ „პოლიციის შესახებ“ კანონით ... და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება“.
182. მე-4(1) მუხლის შესაბამისად, „შეკრებები/მანიფესტაციები შეიძლება დაშალონ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, თუ მონაწილეები არღვევენ დადგენილ წესებს [ასეთი მოვლენების] ჩატარებასთან მიმართებით და არსებობს კანონის შესაბამისად [ასეთი მოვლენების] დასაშლელად დადგენილი კანონიერი საფუძვლები“.
183. მე-4(2) მუხლის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნ და უზრუნველყონ, რომ:
„ა) მოლაპარაკებები გამართონ [შეკრების ან მანიფესტაციის] ორგანიზატორებთან ან მონაწილეებთან, რათა შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული ძალის გამოყენება და დარეგულირებული იქნეს სიტუაცია მშვიდობიანი გზით;
ბ) მშვიდობიანი მოპროტესტეები განსხვავებული ან განცალკევებული იქნენ პოტენციური სამართალდამრღვევებისგან, ვის მიმართაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები;
გ) პირები, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, გამოცალკევებული [იქნენ დანარჩენი ჯგუფისგან] და მოშორებული [იქნენ] ტერიტორიას, რათა მათმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს მშვიდობიანი შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა ან დაშლა;
...
ვ) შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის ან დაშლის დროს მოხდეს მონაწილეთა მშვიდობიანი გასვლა წინასწარ განსაზღვრული გეგმის საფუძველზე (გასასვლელებთან, დერეფნებთან მიმართებით), არეულობის თავიდან ასაცილებლად;
...“
184. მე-4(4) მუხლის შესაბამისად, „ფიზიკური ძალის ან/ და სპეციალური საშუალებების გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უნ და შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპს [ და გამოყენებულ იქნეს] მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და კონკრეტულ გარემოებებში საჭირო მინიმალური ოდენობით (ძალის თანაზომიერი გამოყენების პრინციპი)“.
185. მე-4(6) მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან, არ ჩაერიონ იმ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას [და] ატარებენ მათი პირადობის მაიდენტიფიცირებელ განმასხვავებელ ნიშნებს“.
186. მე-5 მუხლი ითვალისწინებს ორგანოების ვალდებულებას, მიიღონ უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა შეკრებასთან ან მანიფესტაციასთან მიმართებით.
187. მე-7 მუხლი ითვალისწინებს, რომ უფლებამოსილმა პირმა უნ და მისცეს მანიფესტაციის მონაწილეებს გაფრთხილება, სანამ მიმართავდეს ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებას და „მისცეს მათ გონივრული ვა და (სულ მცირე, 30 წუთი), რათა დაემორჩილონ კანონიერ მითითებებს“. ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ გარემოებებზე, როდესაც დაგვიანებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პირის ან/ და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სიცოცხლეს ან/ და ჯანმრთელობას ან გამოიწვიოს სხვა მძიმე შედეგები, ან როდესაც ასეთი გაფრთხილება არის გაუმართლებელი ან შეუძლებელი მოცემულ სიტუაციაში.
188. მე-8(1)(ა) მუხლი ითვალისწინებს, რომ ცრემლსადენი გაზის გამოყენების გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იქნეს ცალკეული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ. მე-8(1)(დ) ითვალისწინებს, რომ „არალეტალური იარაღის გამოყენების ბრძანება, მათ შორის, არალეტალური ჭურვებისა, უნ და გასცეს იმ ქვედანაყოფის მეთაურმა, რომელიც მონაწილეობს [დაშლის] ზომებში, ზემდგომის თანხმობით“. იმ შემთხვევებში, როცა დაგვიანებამ „შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან/ და ჯანმრთელობას, [ასეთი ბრძანება შეიძლება გასცეს] ქვედანაყოფის მეთაურმა [მარტო]“.
189. მე-9(1)(გ) მუხლი კრძალავს „არალეტალური იარაღისა და ჭურვების გამოყენებას ოც მეტრზე ნაკლებ მანძილზე მყოფი პირის მიმართ და სხეულის იმ ნაწილების მიმართ, სადაც დაზიანებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს (თავი, კისერი, მუცელი, სასქესო ორგანოები), გარ და იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენება ან სხვა მძიმე შედეგები“.
190. მე-9(1)(ო) მუხლის შესაბამისად, „აკრძალულია [სამართალდამცავი ორგანოს] მიერ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა წინააღმდეგ ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენება“.
191. მე-9(2) მუხლის შესაბამისად, „აკრძალულია ძალისა და სპეციალური საშუალებების [იმ პირების მიერ] გამოყენება, რომლებსაც არ გაუვლიათ პროფესიული ან სპეციალური მომზადება“.
192. მე-10(1)(დ) მუხლის შესაბამისად, მანიფესტაციის დაშლაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა, თუ ეს შეუძლებელი არ არის, უნ და შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს და პროკურორს ძალის ან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად მიყენებული ნებისმიერი დაზიანებების შესახებ. თუ ასეთი შეტყობინების ხელშემშლელი გარემოება აღარ არსებობს, თანამშრომელმა დაუყოვნებლივ უნ და აცნობოს შესაბამის პირებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის ბრძანება №1006 „პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი ს შესახებ“
193. მინისტრის 2013 წლის ბრძანების №1006 „პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი ს შესახებ“ მეორე მუხლის მე-2(გ) და (ზ) პუნქტი ითვალისწინებს, რომ პოლიციელების მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებებია: ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი); წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება.
194. მე-4 მუხლი არეგულირებს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებას. ის ითვალისწინებს, რომ სპეციალური საშუალებების გამოიყენება უნ და მოხდეს აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით, თუ სხვა საშუალებები არაეფექტიანი იქნება მიზნის მისაღწევად. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნ და გააფრთხილოს სათანადო პირი და მისცეს მას საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა, „გარ და იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/ და [უფლებამოსილი პირის] სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია გაფრთხილება“.
195. მე-4(4) მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდარღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით“.
196. მე-5 მუხლი ეხება „სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგებს“ და ითვალისწინებს შემდეგს:
„1. სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებული პირებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
ბ) სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს, აგრეთვე აღნიშნული პირის ოჯახის წევრს (თუ ეს შესაძლებელია), გარ და იმ შემთხვევისა, როდესაც პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსისა და პროკურორისათვის შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის საპოლიციო ფუნქციის შესრულებას;
გ) თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა უნ და აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.
2. საზოგადოებისათვის აქტუალურ და დიდი რეზონანსის მქონე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება უფლებამოსილი პირების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელოს ინფორმაცია აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობისა და კანონშესაბამისობის შესახებ“.
2021 წლის 7 სექტემბრის კანონი „ამნისტიის შესახებ“
197. 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი „ამნისტიის შესახებ“ (იხ. Melia-ს საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 62 და 67) ითვალისწინებს შემდეგს:
მუხლი 1🔗
„1. 20 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, აგრეთვე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით... ჩაიდინა დანაშაული და რომელიც ამ კანონით დადგენილი წესი თ უარს არ აცხადებს მის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
3. პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება... ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ითვლება. ...“
მუხლი 2🔗
„ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება] და 1441-1443-ე [წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა] მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.“.
მუხლი 3(3)
„თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ... ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო“.
მუხლი 4🔗
„1. იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ...
2. იმ პირს, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, უფლება აქვს, ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს თავისი [ადრინდელი] უარი ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე.
3. თუ პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე თავისი უარი წერილობით გამოიხმო
...
დ) აღნიშნული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ამ პირის სასჯელისა და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
...“
სამოქალაქო კოდექსი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 198. საქართველოს 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის, რომლის სახელწოდებაა „სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის“, შესაბამისი ნაწილი ითვალისწინებს შემდეგს:
„1. თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ...“
199. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები, რომელიც, კერძოდ, არეგულირებს შრომისუნარიანობის დაკარგვისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდას, ითვალისწინებს შემდეგს:
„2. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირ და იგი, ან და იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნ და აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
...
4. [პერიოდული] გადახდის ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის [მთლიანი თანხის] მიღება, თუ არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი“.
200. საქართველოს 1999 წლის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის, რომლის სახელწოდებაა „სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი “, შესაბამისი ნაწილები ითვალისწინებს შემდეგს:
„1. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარ და ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.
...“
შესაბამისი საერთაშორისო მასალები
კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების შესახებ
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო „სამართალაღსრულებაში ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“
201. 2020 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო „სამართალაღსრულებაში ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“, რომელშიც განხილული იყო საერთაშორისო სტანდარტები ასეთი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სცენარში, თითოეული ამჟამად გამოყენებული იარაღის სპეციფიკის გათვალისწინებით. შესაბამისი პასაჟები (გვ. 23-24), რომლებიც განსაზღვრავს სტანდარტებს ასეთი იარაღის შეკრებების დროს გამოყენების შესახებ, ითვალისწინებს შემდეგს (სქოლიოები გამოტოვებულია):
„6.3.2. შეკრების დროს, სადაც გარკვეული პირები ძალადობრივად იქცევიან, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, განასხვავონ ეს პირები შეკრების სხვა მონაწილეებისგან, რომელთა მშვიდობიანი შეკრების ინდივიდუალური უფლება არ უნ და იყოს შელახული. თუ გადაწყდება, რომ ნაკლებად ლეტალური იარაღი წარმოადგენს ძალადობის ინდივიდუალური აქტების წინააღმდეგ რეაგირების შესაბამის საშუალებას, სათანადო ყურადღება უნ და მიექცეს მესამე მხარეებისა და შემსწრეთა სავარაუდო სიახლოვეს.
6.3.3. ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენება შეკრების დასაშლელად უნ და ჩაითვალოს უკიდურეს ზომად. დაშლის დამტკიცებამდე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნ და შეეცადონ ნებისმიერი ძალადობრივი პირის იდენტიფიცირებას და მათ იზოლირებას სხვა მონაწილეებისგან. ამან შეიძლება უზრუნველყოს ძირითადი შეკრების გაგრძელება. თუ ეს მიზანმიმართული ჩარევა არაეფექტურია, სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ გამოიყენონ იარაღი, რომელიც გამიზნულია ჯგუფებისთვის და არა ცალკეული პირებისთვის (როგორიცაა წყლის ჭავლი ან ცრემლსადენი გაზი) შესაბამისი გაფრთხილების გაცემის შემდეგ, თუ გაფრთხილების გაცემა არ გამოიწვევს შეფერხებას, რაც ან სერიოზული დაზიანების რისკს შექმნის, ან ამ გარემოებებში ამაო იქნება. გარ და ამისა, შეკრების მონაწილეებს უნ და მიეცეთ დრო, დაემორჩილონ გაფრთხილებას და უზრუნველყოფილი უნ და იყოს უსაფრთხო სივრცე ან მარშრუტი მათი გადაადგილებისთვის.
6.3.4. შეკრების დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ყოველთვის მართლსაწინააღმდეგოა. სიტუაციებში, როდესაც გარკვეული ძალის გამოყენებაა საჭირო, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ნაკლებად ლეტალური იარაღი. ასეთ სიტუაციებში ნაკლებად ლეტალური იარაღი, რომლის ინდივიდუალურად დამიზნებაც შესაძლებელია, უნ და იყოს მიმართული მხოლოდ ძალადობის აქტებში მონაწილე პირებისკენ. ისეთი იარაღი, როგორიცაა ქიმიური გამღიზიანებლები, რომლებიც შორ მანძილზე იფრქვევა (ცრემლსადენი გაზი), მიმართული უნ და იყოს მოძალადე პირების ჯგუფებისკენ, თუ ამ გარემოებებში მთელი შეკრების დაშლა კანონიერი არის. ასეთი გამოყენებისას სათანადოდ უნ და იქნეს გათვალისწინებული სხვა არაძალადობრივ მონაწილეებზე ან შემსწრე პორებზე ზემოქმედება. გარ და ამისა, როდესაც შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ ნაკლებად ლეტალური იარაღის ან მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის გამოყენებაა გათვალისწინებული, სათანადო ყურადღება უნ და მიექცეს ბრბოში პანიკის პოტენციალს, მათ შორის, ჭყლეტის რისკს. გამოყენებული შეიძლება იქნეს მხოლოდ ის იარაღი, რომელიც აკმაყოფილებს სიზუსტის საერთაშორისო სტანდარტებს“.
202. შესაბამისი პასაჟები (გვ. 35-36), რომლებიც განსაზღვრავს სტანდარტებს კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენების შესახებ, ითვალისწინებს შემდეგს (სქოლიოები გამოტოვებულია):
„გამოყენება და დიზაინი
7.5.1. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ძალადობრივი პირების წინააღმდეგ იყენებენ კინეტიკური ზემოქმედების სხვადასხვა ჭურვს, მათ შორის, როგორც ცეცხლსასროლ იარაღში გამოყენებული საბრძოლო მასალის ნაკლებად ლეტალური ალტერნატივას. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების აღსაწერად სხვადასხვა სახელწოდება გამოიყენება, როგორიცაა რეზინის ტყვიები, პლასტმასის ტყვიები, ზემოქმედების ტყვიები, ხელკეტის ტყვიები ან მარცვლების ტომრები.
პოტენციურად კანონიერი გამოყენების გარემოებები
7.5.2. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები, ზოგადად, გამოყენებული უნ და იქნეს მხოლოდ პირდაპირი სროლის დროს, მოძალადე პირის მუცლის ქვე და ნაწილის ან ფეხების დაზიანების მიზნით და მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის ან საზოგადოების წევრის დაზიანების გარდაუვალი საფრთხის აღმოსაფხვრელად.
კონკრეტული რისკები
7.5.3. სახეში ან თავში დამიზნებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ქალის მოტეხილობა და ტვინის დაზიანება, თვალების დაზიანება, მათ შორის, მუდმივი სიბრმავე, ან სიკვდილიც კი. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების ზემოდან ან ამაღლებული პოზიციიდან გასროლა, მაგალითად, შეკრების დროს, სავარაუდოდ ზრდის საპროტესტო აქციის მონაწილეთა თავში მოხვედრის რისკს. ტანზე დამიზნებამ შეიძლება გამოიწვიოს სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება და შესაძლოა სხეულში შეღწევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჭურვები ახლო მანძილიდან არის გასროლილი. ჭურვების კალიბრი და სიჩქარე, აგრეთვე, მათი შემადგენელი მასალები, ასევე გავლენას ახდენს დაზიანების ალბათობასა და სიმძიმეზე.
7.5.4. ზოგიერთი ჭურვი ძალიან არაზუსტია. საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ზემოქმედების ჭურვები მიზანს უნ და ხვდებოდეს 10 სმ დიამეტრის სიზუსტით, გარკვეული მანძილიდან გასროლისას. მიწიდან ასხლეტილი ჭურვები, მათი უზუსტობის გამო, იწვევს სერიოზული დაზიანების მიუღებელ რისკს.
პოტენციურად მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გარემოებები
7.5.5. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გასროლა არ უნ და მოხდეს ავტომატურ რეჟიმში.
7.5.6. ერთდროულად მრავალი ჭურვის გასროლა უზუსტოა და, ზოგადად, მათი გამოყენება ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. ლითონის საფანტის ბურთულები, როგორიცაა თოფიდან გასროლილი, არასდროს არ უნ და იქნეს გამოყენებული.
7.5.7. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები უნ და იყოს გამოცდილი და ავტორიზებული, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი საკმარისი სიზუსტე, რომ ადამიანის ზომის სამიზნეს საჭირო მანძილიდან მოხვდეს უსაფრთხო ზონაში და ზედმეტი ენერგიის გარეშე, რამაც შეიძლება დაზიანება გამოიწვიოს.
7.5.8. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები არ უნ და იქნეს დამიზნებული თავში, სახეში ან კისერში. რეზინით დაფარული ლითონის ტყვიები განსაკუთრებით საშიშია და არ უნ და იქნეს გამოყენებული“.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N 37
203. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლის (CCPR/C/GC/37) ფარგლებში მშვიდობიანი შეკრების უფლების შესახებ 2020 წლის ზოგადი კომენტარის N 37 88-ე პუნქტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, მათ შორის, განაცხადა, რომ რეზინის საფარით დაფარული ლითონის ტყვიებით სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მათი გამოყენება შეკრებების კონტექსტში უნ და შემოიფარგლოს სამიზნე პირებით იმ გარემოებებში, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელია სიკვდილის ან სერიოზული დაზიანების გარდაუვალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ევროპის საბჭო
საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია CM/Res(2016)2116
204. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევების პრევენციის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ რეზოლუციის CM/Res(2016)2116 მე-7.3 პუნქტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწო და წევრ სახელმწიფოებს, „უფრო მკაცრად დაარეგულირონ ცრემლსადენი გაზის და სხვა „ნაკლებად ლეტალური“ იარაღის გამოყენება, რათა მოიცავდეს უფრო ადეკვატურ და ეფექტურ დაცვის ზომებს იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სიკვდილისა და დაზიანების რისკი, რომელიც გამოწვეულია მათი გამოყენებითა და ბოროტად გამოყენებით და თავიდან აცილებადი უბედური შემთხვევებით“.
205. ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2016 წლის მაისის ანგარიშის შესაბამისი ნაწილები, რომელიც აღნიშნული რეზოლუციის საფუძველს წარმოადგენ და (დოკუმენტი 14060), ითვალისწინებს შემდეგს (სქოლიოები გამოტოვებულია):
„70. მიუხედავად იმისა, რომ საქებარია, რომ სახელმწიფოები, როგორც ჩანს, ცდილობენ, თავიდან აიცილონ ლეტალური ძალის გამოყენება, მრავალი ანგარიში არსებობს მძიმე დაზიანებების ან თუნდაც სიკვდილის შესახებ, რომლებიც გამოწვეულია არალეტალურად მიჩნეული, ქმედობაუნარიანობის შემზღუდველი იარაღის გამოყენებით, როგორიცაა ხელკეტები, წყლის ჭავლი, წიწაკის გაზი, პისტოლეტები, ტეიზერები, რეზინის ტყვიები, ელექტროშოკური პისტოლეტები და შოკური ყუმბარები. ნებისმიერი იარაღი შეიძლება გახდეს ლეტალური, თუ გამოყენებული იქნება გარკვეული გზით.
71. როგორც ჩანს, ზოგიერთი წევრი სახელმწიფო აფართოებს ასეთი აღჭურვილობის დიაპაზონს და მათი გამოყენების ფარგლებს საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს უნ და მიეწოდოთ ნაკლებად ლეტალური ტაქტიკური ვარიანტების ფართო სპექტრი, რათა შესაძლებელი იყოს ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის, არალეტალური, ქმედობაუნარიანობის შემზღუდველი იარაღის დიფერენცირებული გამოყენება, „არალეტალური, ქმედობაუნარიანობის შემზღუდველი იარაღის შემუშავება და გამოყენება ყურადღებით უნ და შეფასდეს, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი არამონაწილე პირებისთვის საფრთხის შექმნის რისკი და ასეთი იარაღის გამოყენება ყურადღებით უნ და გაკონტროლდეს“ (პრინციპი 3)“.
ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო მითითებები მშვიდობიანი შეკრების შესახებ
206. „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ“ ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო მითითებების (CDL-AD(2019)017rev) მესამე რედაქციის 182-ე-185-ე პუნქტის შესაბამისი ნაწილები – რომლებიც კონკრეტულად ეხება ძალის გამოყენებას შეკრებებზე წესრიგის დასაცავად – ითვალისწინებს შემდეგს (სქოლიოები გამოტოვებულია):
„182. ... სახელმწიფოებმა უნ და დაიცვან საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ეხება ძალის გამოყენებას, მათ შორის, ის სტანდარტები, რომლებიც არეგულირებს შეკრების მართვის პოტენციურად საზიანო მეთოდების ან ინსტრუმენტების გამოყენებას, როგორიცაა ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი ან სხვა ქიმიური აგენტები, წყლის ჭავლი, ნაკლებად ლეტალური ჭურვები (რეზინის ტყვიები), ასევე ცხენები და ძაღლები. ასეთი მეთოდებით გამოწვეული დიდი ზიანის გათვალისწინებით, წყლის ჭავლი, ქიმიური აგენტები ან ნაკლებად ლეტალური ჭურვები უნ და იქნეს გამოყენებული მხოლოდ უმაღლესი დონის მეთაურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და იმ პოლიციელების მიერ, რომლებმაც გაიარეს ფართომასშტაბიანი წინასწარი მომზადება მათი სათანადო გამოყენების შესახებ იმ გარემოებებში, სადაც მათი უარყოფითი ზეგავლენა შეკრების მონაწილეთა ჯანმრთელობაზე მინიმუმამდეა დაყვანილი...
...
184. ... ყველა აღჭურვილობა და იარაღი უნ და იყოს სრულად ფუნქციონალური და საფუძვლიანად შემოწმებული შეკრებების ან საპროტესტო აქციების კონტექსტში გამოყენებამდე. უნ და არსებობდეს აუცილებელი დამცავი ზომები მესამე პირებისთვის რისკების და პრაქტიკაში არასათანადო გამოყენების ან ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.
185. ... კეთილსინდისიერი პრაქტიკის შემდეგი სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ეხება კონკრეტულ საშუალებებს, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შეიძლება ახორციელებდნენ კონტროლს ან ცდილობდნენ კონტროლის აღდგენას შეკრების დროს, ეფუძნება ეროვნული საპოლიციო ინსტიტუტების განვითარებად პრაქტიკას:
...
– პლასტმასის/რეზინის ტყვიების, ხელკეტების, შესუსტებული ენერგიის ჭურვების (AEP) ან წყლის ჭავლის და ბრბოს კონტროლის სხვა ძალისმიერი მეთოდების გამოყენება მკაცრად უნ და იყოს რეგულირებული და აღრიცხული (რამდენი რეზინის ტყვია/ცრემლსადენი გაზის ქილა და ა.შ. იქნა გამოყენებული);
...
– ძალის ნებისმიერი გამოყენება (მათ შორის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების და ა.შ. გამოყენებით) არ უნ და იყოს მიმართული მანიფესტაციის მშვიდობიანი მონაწილეების ან შემსწრეთა წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ ძალადობაში ჩართული პირების წინააღმდეგ.
– პოლიციის რეგულაციები ნათლად უნ და გამორიცხავდეს აღჭურვილობას ან შეიარაღებას, რომელიც იმდენად არაზუსტია, რომ იწვევს მნიშვნელოვან და განურჩეველ დაზიანებებს ან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არაპროპორციული დონის ზიანი.
...
187. ... ამიტომ, ძალის გამოყენება უნ და დარეგულირდეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომელიც თავის მხრივ უნ და შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს. შიდასახელმწიფოებრივმა კანონმდებლობამ უნ და განსაზღვროს ის გარემოებები, რომლებიც ამართლებს ძალის გამოყენებას (მათ შორის, ადეკვატური წინასწარი გაფრთხილებების, სამართალდამცავი ორგანოების სამეთაურო სტრუქტურებისა და ავტორიზაციის პროცედურების მიწოდების აუცილებლობა), აგრეთვე, სხვადასხვა საფრთხეებთან გამკლავებისთვის მისაღები ძალის დონე. სახელმწიფო დონეზე უნ და იყოს დანერგილი ადეკვატური დაცვის ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეკრებების დროს ძალის გამოყენება შემოიფარგლოს გამონაკლისი შემთხვევებით. ეს უნ და მოიცავდეს „(ა) მექანიზმების დანერგვას სახალხო მანიფესტაციებში ლეტალური ძალის გამოყენების ეფექტური აკრძალვის მიზნით; (ბ) საბრძოლო მასალის რეგისტრაციისა და კონტროლის სისტემის დანერგვას; და (გ) კომუნიკაციების ჩანაწერების სისტემის დანერგვას ოპერატიული ბრძანებების, მათზე პასუხისმგებელი პირებისა და მათი შემსრულებლების მონიტორინგისთვის“.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია
207. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) 2016 წლის ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოში, „შეკრებებზე წესრიგის დამყარების შესახებ“, ასეთ სიტუაციებში კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების („ზემოქმედების ტყვიები“) გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხა და შემდეგი (გვ. 80-81):
„მსოფლიოში გამოიყენება ნაკლებად ლეტალური ენერგიის ჭურვების ან ზემოქმედების ტყვიების ფართო სპექტრი. ესენია ხის ხელკეტის ტყვიები, რეზინის ტყვიები, პლასტმასის ტყვიები დასაკეცი თავით, ქაფის ტყვიები, რეზინის ბურთულები და მარცვლების ტომრები. ამ ტყვიების სიჩქარე და კალიბრი მნიშვნელოვნად განსხვავდება და ამ სახელმძღვანელოს ფარგლებში მოცემული არ არის რჩევები სხვადასხვა ტიპისა და მარკის შესახებ. თუმცა, არსებობს გარკვეული მოსაზრებები შეკრებებზე წესრიგის დამყარებისას მათი გამოყენების შესახებ.
ენერგიის ჭურვები ძალის გამოყენების პრინციპებში ძალიან მაღალ ადგილს იკავებს და მეორე ადგილზეა ცეცხლსასროლი იარაღის შემდეგ. ამის გათვალისწინებით, პოლიციამ უნ და გაიაზროს, რომ ენერგიის ჭურვები ნაკლებად ლეტალურია, მაგრამ არასწორად გამოყენების შემთხვევაში მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სიკვდილი ან სერიოზული დაზიანება. ამრიგად, დაცული უნ და იქნეს რისკის შემცირების ზომები.
ზემოქმედების ჭურვების გამოყენებისას გათვალისწინებული უნ და იქნეს შემდეგი:
– გამოყენებული უნ და იქნეს მხოლოდ გამოცდილი და დამტკიცებული ტიპის ჭურვები;
– დადგენილი უნ და იყოს მკაფიო ინსტრუქციები გამოყენების მანძილთან და დამიზნებასთან დაკავშირებით;
– პოლიციელებმა უნ და იცოდნენ თანდაყოლილი რისკების შესახებ და დაიცვან ინსტრუქციები;
– განლაგების უფლებამოსილება უნ და გასცეს ოპერატიულმა მეთაურმა, ხოლო გამოყენების უფლებამოსილება – ტაქტიკურმა მეთაურმა;
– ზემოქმედების ჭურვები გამოყენებული უნ და იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნებისმიერი პირის სერიოზული დაზიანების ან სიკვდილის დაუყოვნებელი რისკი;
– ისინი უნ და გამოიყენოს მხოლოდ გაწვრთნილმა პერსონალმა, რომელიც შესაბამისად არის აღჭურვილი;
– გასროლა უნ და იყოს მიმართული მხოლოდ იმ პირებისკენ, რომლებიც წარმოადგენენ სერიოზული დაზიანების ან სიცოცხლის დაკარგვის დაუყოვნებელ საფრთხეს;
– ზემოქმედების იარაღი განურჩევლად არასდროს არ უნ და იყოს გასროლილი ბრბოში;
– ზემოქმედების ჭურვები უნ და იყოს მიმართული მხოლოდ ტანის ქვე და ნაწილში ან ფეხებში (გარ და სერიოზული დაზიანების ან სიცოცხლის დაკარგვის დაუყოვნებელი საფრთხის შემთხვევისა);
– ისინი არ უნ და იყოს განზრახ ასხლეტილი მიწიდან სამიზნეზე მოხვედრამდე;
– მიწაზე გამოყენება უნ და კონტროლდებოდეს ოპერატიული მეთაურის მიერ;
– სასურველი მიზნის მიღწევის შემდეგ მათი გამოყენება და განლაგება უნ და გადაიხედოს ოპერატიული და ტაქტიკური მეთაურის მიერ;
– ხელმისაწვდომი უნ და იყოს დარბევის ან გასასვლელი ადეკვატური მარშრუტები, რათა ადამიანებმა უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება;
– სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი უნ და იყოს მათთვის, ვისაც ეს სჭირდება;
– ზემოქმედების ჭურვები გამოყენებული უნ და იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სხვა მეთოდები გამოიცა და და წარუმატებელი აღმოჩნ და ან, თუ ნაკლებად სავარაუდოა სხვა მეთოდებით წარმატების მიღწევა, მათი გამოყენების შემთხვევაში; და
– შეძლებისდაგვარად, გამოყენებამდე უნ და გაიცეს გაფრთხილება.
ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია
208. „პროტესტისა და ადამიანის უფლებების“ შესახებ 2019 წლის ანგარიშის (OEA/SER.L/V/II, CIDH/RELE/INF.22/19) 120-ე პუნქტში, ადამიანის უფლებათა საკითხებში ინტერამერიკული კომისიის გამოხატვის თავისუფლების სპეციალური მომხსენებლის ოფისმა აღნიშნა, რომ „ე.წ. „ნაკლებად ლეტალური იარაღის“ წარმოება, შესყიდვა და გამოყენება საგრძნობლად გაიზარდა, ძირითადად, ამ სფეროში ტექნოლოგიური მიღწევების გამო“, და რომ „დღეს ბაზარზე ხელმისაწვდომია ე.წ. „არალეტალური“ ან „ნაკლებად ლეტალური“ იარაღის უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომელსაც სახელმწიფოები ყიდულობენ და პოლიციისა და უსაფრთხოების პერსონალი იყენებს“, მათ შორისაა „სხვადასხვა ტიპის რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, ელექტროშოკური ჭურვები, რეზინის ჭურვები, წყლის ჭავლის მანქანები და პლასტმასის ტყვიები, ხმისა და ენერგიის მოწყობილობები“. ამ განვითარებას „თან არ ახლ და ამ ტიპის იარაღის წარმოების, შეძენისა და გამოყენების ზედამხედველობისა და მონიტორინგის რეგულაციები“.
209. ანგარიშის 121-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ „ვერ ხერხდება მკაფიო ზღვრის გავლება ლეტალურ და არალეტალურ იარაღს შორის“, რადგან „ადამიანის წინააღმდეგ ძალის თითქმის ნებისმიერმა გამოყენებამ გარკვეულ გარემოებებში შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის მოსპობა ან სერიოზული დაზიანება“, და რომ „[ემპირიული] მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ბევრ შემთხვევაში ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევა გამოწვეული იყო ამ ტიპის იარაღის ბოროტად გამოყენებით“, მაგალითად, „ახლო მანძილიდან და სხეულის ზე და ნაწილში ნასროლი რეზინის ტყვიებით“. ამიტომ, „გათვალისწინებული უნ და ყოფილიყო არა მხოლოდ იარაღის დიზაინი ან მახასიათებლები, არამედ მის გამოყენებასთან და კონტროლთან დაკავშირებული სხვა ფაქტორებიც“.
210. ანგარიშის 122-ე პუნქტში აღნიშნული იყო, რომ ადამიანის უფლებათა ინტერამერიკულმა კომისიამ „გაფრთხილება გასცა ხშირად ნაკლებად ლეტალური იარაღის განურჩეველი ზემოქმედების შესახებ, სოციალური პროტესტების კონტექსტში“, მაგალითად, „განმეორებითი სროლის მოწყობილობები, რომლებიც ზოგჯერ გამოიყენებო და მყარი რეზინით, პლასტმასით ან რბილი რეზინით დაფარული რეზინის ჭურვების გასასროლად“ და გაფრთხილება გასცა, რომ „ასეთი იარაღის გამოყენება უნ და ჩაითვალოს არაკეთილგონივრულად, რადგან შეუძლებელი იყო მათი ზემოქმედების მიმართულების კონტროლი“.
211. ანგარიშის 125-ე პუნქტი შემდეგნაირად იკითხება (სქოლიოები გამოტოვებულია):
„სახელმწიფოებმა უნ და განახორციელონ კონკრეტული სასწავლო პროტოკოლები და პროგრამები პოლიციელებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს თითოეული კონკრეტული იარაღის უსაფრთხო გამოყენებას. პროტოკოლებმა უნ და გააძლიეროს არასათანადო ან ბოროტად გამოყენების პრევენცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირთა დაზიანება ან სიკვდილი და უნ და წარმოადგინოს შემთხვევების მაგალითები, როდესაც ამ იარაღის გამოყენება აკრძალულია გარკვეულ კონტექსტში ან გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ, სადაც არსებობს ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. მაგალითად, ცრემლსადენი გაზი არ უნ და იქნეს გამოყენებული დახურულ სივრცეებში ან იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც არ აქვთ დაშლის ან ევაკუაციის შესაძლებლობა. არალეტალური იარაღის გამოყენებას წინ უნ და უძღოდეს ფორმალური გაფრთხილებები, რაც ადამიანებს აძლევს ევაკუაციის შესაძლებლობას პანიკის ან ჭყლეტის სიტუაციების გარეშე. უნ და არსებობდეს ვალდებულება, რომ ცალსახად განისაზღვროს, თუ ვინ უნ და გასცეს მათი გამოყენების უფლებამოსილება და უნ და შემუშავდეს სახელმძღვანელო მითითებები, რათა დაწესდეს პასუხისმგებლობა გამოყენებული იარაღის ან მოწყობილობის თითოეული არასწორი გამოყენების ტიპისთვის.“
მანიფესტაციების დროს ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დაცვის შესახებ
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2016)4
212. „ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოების შესახებ“ რეკომენდაციის CM/Rec(2016)4 მე-7 (i) პუნქტში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია მისცა, განახორციელონ რეკომენდაციაზე თანდართული სახელმძღვანელო მითითებები. ამ სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისი პასაჟები ითვალისწინებს შემდეგს:
„14. წევრმა სახელმწიფოებმა უნ და გაითვალისწინონ ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების როლის სპეციფიკური ხასიათი და დემოკრატიული ღირებულება კონკრეტულ კონტექსტებში, როგორიცაა კრიზისის დროს, არჩევნების პერიოდში, სახალხო მანიფესტაციებზე და კონფლიქტის ზონებში. კერძოდ, ამ კონტექსტებში მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა პატივი სცენ ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების როლს, რომლებიც აშუქებენ მანიფესტაციებსა და სხვა ღონისძიებებს. პრესის ან პროფკავშირის ბარათები, შესაბამისი აკრედიტაცია და ჟურნალისტური განმასხვავებელი ნიშნები სახელმწიფო ორგანოების მიერ უნ და იქნეს მიღებული, როგორც ჟურნალისტური რწმუნებები და იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტებისთვის ან მედიის სხვა წარმომადგენლებისთვის შეუძლებელია პროფესიული დოკუმენტაციის წარმოდგენა, სახელმწიფო ორგანოებმა ყველა შესაძლო ძალისხმევა უნ და გამოიჩინონ მათი სტატუსის დასადგენად. გარ და ამისა, წახალისებული უნ და იქნეს სახელმწიფო ორგანოებსა და ჟურნალისტურ ორგანიზაციებს შორის დიალოგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოლიციასა და მედიის წარმომადგენლებს შორის უთანხმოება ან შეტაკებები.
...
22. სახელმწიფო ორგანოების არარეგულირებადი და თვითნებური ქმედებები შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ეფექტურ დაცვასთან. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობით უფლებამოსილი საპოლიციო ოპერაციები, მათ შორის, სახალხო მანიფესტაციების საპოლიციო კონტროლი, საკმარისად უნ და იყოს რეგულირებული, ადეკვატური და ეფექტური დაცვის სისტემის ფარგლებში, თვითნებობის და ძალის ბოროტად გამოყენების, და თუნდაც თავიდან აცილებადი უბედური შემთხვევის წინააღმდეგ. ეს გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების იმ წარმომადგენლების ქმედებების გათვალისწინების აუცილებლობას, რომლებიც რეალურად იყენებენ ძალას, არამედ ყველა მიმდებარე გარემოების გათვალისწინებასაც, მათ შორის, ისეთ საკითხებს, როგორიცაა განსახილველი ქმედებების დაგეგმვა და კონტროლი. სამართლებრივმა და ადმინისტრაციულმა ჩარჩომ უნ და განსაზღვროს შეზღუდული გარემოებები, რომლებშიც სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ამ თემაზე შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ამ მხრივ, საჭიროა მკაფიო ბრძანებათა ჯაჭვი, მკაფიო სახელმძღვანელო მითითებებთან და კრიტერიუმებთან ერთად; ადამიანის უფლებების შესახებ სპეციფიკური ტრენინგი ხელს შეუწყობს ასეთი მითითებებისა და კრიტერიუმების ჩამოყალიბებას. ...“
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 2532 (2024)
213. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გარანტირების შესახებ“ რეზოლუციის 2532 (2024) მე-10.11 პუნქტში მოუწო და წევრ სახელმწიფოებს, „განახორციელონ ადეკვატური ზომები ჟურნალისტების დასაცავად სახალხო მანიფესტაციებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების დროს, სადაც ისინი ყველაზე მეტად არიან რისკის ქვეშ, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებისა და პოლიციის ძალებისთვის სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების ჩათვლით“.
ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო მითითებები მშვიდობიანი შეკრების შესახებ
214. „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ“ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო მითთებების (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 206) 191-ე-203-ე პუნქტების შესაბამისი ნაწილები ითვალისწინებს შემდეგს (სქოლიოები გამოტოვებულია):
„191. ... მედიის პროფესიონალებს... მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ შეკრებების დამოუკიდებელი გაშუქების უზრუნველყოფაში...
...
194. ... ხელისუფლების ორგანოებმა მედიას სრული წვდომა უნ და მისცენ შეკრებების ყველა ფორმასა და საპოლიციო ოპერაციებზე, რომლებიც ხორციელდება მათი ხელშეწყობისთვის. მედიის პროფესიონალებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ პოლიციას მათი ამოცანების შესრულებაში, საკუთარი თავის პრესის წევრებად მკაფიო იდენტიფიცირებით. ...
195. ... ამჟამად ახალი ამბების წარმოება და გავრცელება ფართოდ არის დივერსიფიცირებული, რადგან ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახა და სხვადასხვა ადამიანისა და ორგანიზაციისთვის, შეასრულონ ჟურნალისტური საქმიანობა და როლები. ამრიგად, ჟურნალისტების პატივისცემა და დაცვა არ უნ და შემოიფარგლოს მხოლოდ იმ პირებით, რომლებიც ოფიციალურად აღიარებულნი არიან ჟურნალისტებად, არამედ უნ და მოიცავდეს „საზოგადოების მედიის მუშაკებს, მოქალაქე ჟურნალისტებს და სხვებს, ვინც შეიძლება იყენებდეს ახალ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რათა მისწვდნენ თავიანთ აუდიტორიას“. ...
...
197. ... შეკრებების დროს სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო წარმომადგენლებმა უნ და უზრუნველყონ მედიის პროფესიონალების უსაფრთხოება მაქსიმალური ოდენობით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მედიას წარმოადგენენ ისინი, ეროვნულს თუ უცხოურს. ეს არის წინაპირობა ამ პირების გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნ და დაიცვან მედიის პროფესიონალები ძალადობისგან ან მესამე პირებისგან მომდინარე ზიანისგან, მაგრამ ასევე ვალდებულნი არიან, შეიზღუდონ და თავი შეიკავონ ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების საქმიანობაში ჩარევისგან. ...
...
201. [იმ] შემთხვევაში, თუ მედიის წარმომადგენელი არ ატარებს სპეციალურ ტანსაცმელს ან სამკერდე ნიშანს, რომლებიც ახდენს მის ჟურნალისტად იდენტიფიცირებას, წარმომადგენელს მაინც უნ და მიეცეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება ჩარევის გარეშე, როგორც კი პოლიციისთვის ცნობილი გახდება მისი ვინაობა და პროფესია. ამ შემთხვევაში, შესაბამისმა ჟურნალისტმა ასევე უნ და მიიღოს ისეთი დაცვა, როგორიც ჩვეულებრივ მედიის ყველა სხვა წევრს აქვს.
202. ... ჟურნალისტები არიან არა შეკრების მონაწილეები, არამედ დამკვირვებლები. ამიტომ, პრინციპში, შეკრების მონაწილეების მიმართ გაცემული დაშლის ბრძანებები არ უნ და ავალდებულებდეს ჟურნალისტებს, დატოვონ ტერიტორია (თუ მათი პირადი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არ არის). მედიის წარმომადგენლებს არ უნ და შეეზღუდოთ საპოლიციო ოპერაციის დაკვირვება და ჩაწერა, თუ (გამონაკლის შემთხვევაში) მათი ფიზიკური ყოფნა მნიშვნელოვნად არ შეაფერხებს ან ხელს შეუშლის სამართალდამცავ ორგანოებს თავიანთი სამუშაოს შესრულებაში. ასეთ შემთხვევებში, მედიის წარმომადგენლებს უნ და მიეცეთ მკაფიო ინსტრუქციები და საკმარისი დრო დასაშლელად. შემდეგ მათ უნ და მიეცეთ სხვა შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ შეკრების ადეკვატურად გაშუქება. თუ მედიის წარმომადგენლები უარს იტყვიან დაშლის კანონიერი ბრძანების შესრულებაზე, პოლიციას შეუძლია პროპორციული სახით რეაგირება.
203. ... მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შემთხვევაში, ისევე როგორც ძალის შესაძლო უკანონო გამოყენების ყველა სხვა შემთხვევაში, უნ და ჩატარდეს საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება და, საჭიროების შემთხვევაში, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე – საბოლოო ჯამში, „მიიღონ ყველა საჭირო ზომა ჟურნალისტებისა და სხვა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ჩამდენი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად“. გარ და ამისა, სახელმწიფოებმა უნ და დაადგინონ, თუ ჯერ არ დაუდგენიათ, პროფესიული სანქციები იმ პოლიციელებისთვის, რომლებიც მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს ჩადიან“.
კანონმდებლობა
დიდ პალატაში განსახილველი საქმის ფარგლები
215. დიდი პალატა იწყებს წინამდებარე საქმის ფარგლების გარკვევით. სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის 43-ე მუხლის საფუძველზე გადაცემული „საქმე“ არის საჩივარი, რომელიც მიჩნეულია მისაღებად, იმ საჩივრებთან ერთად, რომლებიც არ არის მიჩნეული მიუღებლად (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Denis and Irvine v. Belgium [GC], nos. 62819/17 და 63921/17, § 98, 2021 წლის 1 ივნისი; საქმე Fedotova and Others v. Russia [GC], nos. 40792/10 და 2 სხვა, § 83, 2023 წლის 17 იანვარი; და საქმე Fabbri and Others v. San Marino [GC], nos. 6319/21 და 2 სხვა, § 51, 2024 წლის 24 სექტემბერი).
216. ამგვარად, დიდ პალატას შეუძლია განიხილოს პალატის მისაღებობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჩივრები, რომლებიც პალატის მიერ არსებითად არ არის განხილული (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Göç v. Turkey [GC], no. 36590/97, § 46, ECHR 2002-V; საქმე Leyla Şahin v. Turkey [GC], no. 44774/98, § 129, ECHR 2005-XI; და საქმე Selahattin Demirtaş v. Turkey (no. 2) [GC], no. 14305/17, §§ 224 და 240-82, 2020 წლის 22 დეკემბერი). თუ საჩივრები პალატის მისაღებობის გადაწყვეტილებაშია გათვალისწინებული, დიდ პალატას შეუძლია მათი განხილვა მაშინაც კი, როდესაც პალატას ისინი კონკრეტულად არ განუხილავს თავის დასაბუთებაში (იხ. საქმე Merabishvili v. Georgia [GC], no. 72508/13, § 180, 2017 წლის 28 ნოემბერი).
217. დიდ პალატას ასევე შეუძლია განიხილოს საჩივრები, რომლებიც პალატის მიერ მიუღებლად არ არის გამოცხადებული და საერთოდ არ არის განხილული მის მიერ, და რომლებიც ასევე ხვდება მისთვის გადაცემული საქმის ფარგლებში (იხ. საქმე Ilias and Ahmed v. Hungary [GC], no. 47287/15, §§ 166-78, 2019 წლის 21 ნოემბერი). ასევე შესაძლებელია, მან განიხილოს პალატის წინაშე ადრე შეტანილი, მაგრამ მის მიერ განუხილველი საჩივრები (იხ. საქმე Fu Quan, s.r.o. v. the Czech Republic [GC], no. 24827/14, § 150, 2023 წლის 1 ივნისი).
218. აქედან გამომდინარეობს, რომ ყველა ის საჩივარი, რომელიც პალატამ მისაღებად გამოაცხა და და ყველა ის საჩივარი, რომლის მისაღებობაც არ განუხილავს, დიდი პალატის წინაშე წარდგენილი საქმის ფარგლებში ხვდება: ანუ, საჩივრები, რომლებიც წარდგენილია მე-3 მუხლის (გარ და ორი მომჩივნის საჩივრისა საქმეში Baghashvili and Others, no. 20129/21, ბ-ნი გრიგალაშვილისა და ბ-ნი ბოჩიკაშვილისა, რომელიც პალატამ მიუღებლად გამოაცხადა), მე-10 და მე-11 მუხლებისა (გარ და მომჩივნების საჩივრებისა საქმეში Tsaava and Kmuzov, no. 13186/20, და საქმეში Svanadze, no. 16757/20 – იხ. პარაგრაფი 6(b) ზემოთ) და მე-13 მუხლის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 7(b), (e) და (g) ზემოთ და პალატის გადაწყვეტილების პარაგრაფები 190-91, 250 და 257).
219. მომჩივანთა ბრალდება, რომ მოპასუხე სახელმწიფომ არ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლი (იხ. პარაგრაფი 451 ქვემოთ), რაც უკვე განიხილა პალატამ (იხ. პარაგრაფი 7(f) ზემოთ და პალატის გადაწყვეტილების პარაგრაფები 253-255), ასევე ხვდება დიდი პალატის წინაშე არსებული საქმის ფარგლებში (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Tahsin Acar v. Turkey [GC], no. 26307/95, § 252, ECHR 2004-III).
წინასწარი შენიშვნები: აქვს თუ არა სასამართლოს უფლება, თავი შეიკავოს საქმის ნაწილის განხილვისგან
220. როგორც ზემოთ პარაგრაფში 7 არის აღნიშნული, პალატამ კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე ოცდაოთხი მომჩივნის საჩივრები მისაღებად გამოაცხა და (ხოლო დანარჩენი ორი მომჩივნის საჩივრები – მიუღებლად, აღნიშნული მუხლის საფუძველზე) და დაადგინა მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა. შემდეგ მან თავი შეიკავა საჩივრის არსებითი მხარის განხილვასთან დაკავშირებით, მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებისგან და კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების საფუძველზე, საჩივრების მისაღებობისა და არსებითი მხარის განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისგან (იხ. პალატის გადაწყვეტილების პარაგრაფები 238-246 და 250). ამის გათვალისწინებით, დიდი პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პირველ რიგში, განიხილოს საკითხი, აქვს თუ არა სასამართლოს უფლება, თავი შეიკავოს ამ საჩივრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისგან.
ზოგადი პრინციპები
221. კონვენციის 34-ე მუხლის თანახმად, მომჩივნებს აქვთ ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლება, კონვენციითა და სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი ფორმალური და მისაღებობის მოთხოვნების დაცვით და იმ პირობით, რომ სასამართლოს აქვს მისთვის გადაცემული საკითხ(ებ)ის განხილვის იურისდიქცია. მართლაც, საქმეში Mamatkulov and Askarov v. Turkey ([GC], nos. 46827/99 და 46951/99, § 122 in fine, ECHR 2005-I), სასამართლომ ცალსახად აღიარა, რომ „ფიზიკური პირები ამჟამად საერთაშორისო დონეზე სარგებლობენ საჩივრის რეალური უფლებით, რათა მოითხოვონ უფლებები და თავისუფლებები, რომლებზეც მათ პირდაპირ აქვთ უფლება კონვენციის შესაბამისად“. ეს უფლება ასევე ეხება თავად სასამართლოს.
222. საჩივრის უფლების შედეგია სასამართლოს მოვალეობა, განიხილოს საჩივარი. კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოზე წვდომის უფლების ანალოგიით, რომელიც მოიცავს დავის აღნიშნული სასამართლოს მიერ გადაწყვეტის უფლებას (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Lupeni Greek Catholic Parish and Others v. Romania [GC], no. 76943/11, § 86, 2016 წლის 29 ნოემბერი; საქმე Regner v. the Czech Republic [GC], no. 35289/11, § 33, 2017 წლის 19 სექტემბერი; და საქმე Verein KlimaSeniorinnen Schweiz and Others v. Switzerland [GC], no. 53600/20, § 629, 2024 წლის 9 აპრილი), სასამართლოს მოვალეობა, განიხილოს საჩივარი, უნ და გავიგოთ როგორც მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება.
223. ამგვარად, თუ სასამართლო არ გამოიყენებს კონვენციის დებულებას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, სხვაგვარად განიხილოს საჩივარი, მას არ შეუძლია თავი შეიკავოს მისი მისაღებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისგან და, იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან მეტი საჩივარი მისაღებია, მისი არსებითი განხილვისგან. სუბსიდიარობისა და საერთო პასუხისმგებლობის პრინციპებს შეუძლია გავლენის მოხდება სასამართლოს მოვალეობაზე ამ მიმართებით, მაგრამ თავისთავად არ შეუძლია უპირატესობის ქონა.
224. დიდი პალატა ახლა გააანალიზებს, არსებობს თუ არა წინამდებარე საქმეში ნამდვილი საფუძველი და მიზეზი, რომელიც საშუალებას მისცემს მას, თავი შეიკავოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის და მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად შეტანილ საჩივრებზე.
გამჭოლი ან მეორეხარისხოვანი საჩივრების არგანხილვა
225. სასამართლოს უფლება აქვს, არ განიხილოს საჩივრები, რომლებიც სრულად ან გარკვეულწილად ემთხვევა მის მიერ უკვე განხილულ საჩივრებს, რადგან ისინი ეხება იმავე ფაქტებს და ეხება საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს უკვე განხილული უფრო ფართო საკითხების ნაწილს და, შესაბამისად, შთანთქავს მათ. ასევე, როდესაც სასამართლო კონვენციის ორი დებულების საფუძველზე წარდგენილ საჩივარს იღებს, რომლებიც მის წინაშე არსებული საქმის ფაქტებიდან გამომდინარე, ერთსა და იმავე საგანს არეგულირებს, მაგრამ განსხვავდება სპეციფიკურობის დონით (lex generalis და lex specialis), სასამართლო, როგორც წესი , საჩივარს მხოლოდ ამ უკანასკნელის შესაბამისად განიხილავს, ზოგჯერ კი პირველის გათვალისწინებით განმარტავს.
226. ამ შემთხვევაში, ცხადია, რომ მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის შესაბამისად წარდგენილი საჩივრები არ ემთხვევა მისი პროცედურული ასპექტის შესაბამისად წარდგენილ საჩივრებს (იხ. პარაგრაფები 274 და 302 ქვემოთ) არც ძირითადი ფაქტების და არც შესაბამისი ვალდებულებების ხასიათისა და ფარგლების თვალსაზრისით: პირველი ეხება ძალის გამოყენებას მანიფესტაციის დასაშლელად, ხოლო მეორე – შემდგომი გამოძიების ეფექტურობას, ხოლო მე-3 მუხლით გათვალისწინებული მატერიალური და პროცედურული ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, რომ დაკავშირებულია, განსხვავებულია.
227. იგივე შეიძლება ითქვას მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული საჩივრების შესახებ (იხ. პარაგრაფები 354 და 404 ქვემოთ). მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოიშობა იმავე ფაქტებიდან, რომლიდანაც მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის ქვეშ არსებული ფაქტები, ისინი არ ემთხვევა მათ, რადგან არსებობს განსხვავება ამ დებულებებით დაცული ინტერესების ხასიათში: მე-3 მუხლი იცავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას, ხოლო მე-10 და მე-11 მუხლები იცავს გამოხატვის თავისუფლებას და, შესაბამისად, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას. მე-3 მუხლი ასევე არ შეიძლება მიჩნეული იქნეს როგორც lex specialis მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით, ან პირიქით. მართლაც, სასამართლომ უკვე განიხილა ერთდროულად მე-3 და მე-10 მუხლების შესაბამისად შეტანილი საჩივრები მსგავს საქმეში (იხ. საქმე Najafli v. Azerbaijan, no. 2594/07, §§ 30-70, 2012 წლის 2 ოქტომბერი). მან ასევე განიხილა ერთდროულად მე-3 და მე-11 მუხლების შესაბამისად შეტანილი საჩივრები მრავალ საქმეში, რომლებიც მანიფესტაციების დასაშლელად ძალის გამოყენებას უკავშირდებო და (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე İzci v. Turkey, no. 42606/05, §§ 43-91, 2013 წლის 23 ივლისი; საქმე Tahirova v. Azerbaijan, no. 47137/07, §§ 31-75, 2013 წლის 3 ოქტომბერი; საქმე Mushegh Saghatelyan v. Armenia, no. 23086/08, §§ 135-56 და 213-55, 2018 წლის 20 სექტემბერი; საქმე Zakharov and Varzhabetyan v. Russia, nos. 35880/14 და 75926/17, §§ 34-91, 2020 წლის 13 ოქტომბერი; და საქმე Shmorgunov and Others v. Ukraine, nos. 15367/14 და 13 სხვა, §§ 281-442 და 482-521, 2021 წლის 21 იანვარი).
228. სასამართლოს ასევე შეუძლია შემოიფარგლოს საჩივარში არსებული ძირითადი სამართლებრივი საკითხ(ებ)ის განხილვით და დაადგინოს, რომ არ არსებობს დანარჩენ საკითხბზე ცალკე გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება (იხ. საქმე Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania [GC], no. 47848/08, § 156, ECHR 2014). თუმცა, წინამდებარე საქმეში, მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის შესაბამისად და მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად წამოყენებული პრეტენზიები აშკარად ცენტრალურია საჩივრისთვის (იხ. პარაგრაფები 302, 354 და 404 ქვემოთ).
229. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, გამონაკლისის სახით, თავი შეიკავოს ინდივიდუალიზებული საჩივრების განხილვისგან, რომლებიც მის მიერ გადაწყვეტილი ძირითადი საკითხის მიღმა არსებულ საკითხებს წარმოშობს (იხ. საქმე Turan and Others v. Turkey, nos. 75805/16 და 426 სხვა , § 98, 2021 წლის 23 ნოემბერი). თუმცა, წინამდებარე საქმე უნ და იქნეს გამორჩეული, რადგან ამჟამინდელი ხუთი საჩივარი არ შედის საჩივართა დიდ ჯგუფში, რომელთა სრული განხილვა სასამართლოს გადატვირთვას გამოიწვევს და მათში არსებული ძირითადი საკითხები ეხება მატერიალურ ასპექტს, რომლებიც გამომდინარეობს მე-3, მე-10 და მე-11 მუხლების ფარგლებში.
საქმის ნაწილობრივი გადადება ან განხილვიდან ნაწილობრივი ამორიცხვა
230. წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში და პალატის მიერ არჩეული მიდგომის გათვალისწინებით, დიდი პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ასევე განიხილოს, შეუძლია თუ არა მას შემოიფარგლოს მხოლოდ ზოგიერთ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო სხვა საფუძვლებით უარი თქვას სხვა საჩივრებზე გადაწყვეტილების გამოტანაზე, კერძოდ, ნაწილობრივი გადადების ან ნაწილობრივი ამორიცხვის გზით.
გადადება
231. სასამართლოს შეუძლია გადადოს საქმის განხილვა მთლიანად, სხვადასხვა მიზეზის გამო: მაგალითად, შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოების ან თავად სასამართლოში მიმდინარე სხვა საქმის შედეგის მოლოდინში, ან საპილოტე გადაწყვეტილების პროცედურის კონტექსტში, საპილოტე გადაწყვეტილებით მოთხოვნილი შიდასახელმწიფოებრივი გამოსასწორებელი ღონისძიებების მიღების მოლოდინში (იხ. სასამართლოს რეგლამენტის წესი 61 § 6 (a)).
232. სასამართლოს ასევე შეუძლია საქმის ნაწილის გადადება. ამ ტიპის გადადება ორ სხვადასხვა ტიპის სიტუაციას ეხება. პირველში, სასამართლო საქმეში წარმოშობილ სხვადასხვა საკითხს – მისაღებობას, არსებით მხარეს და სამართლიან დაკმაყოფილებას – განიხილავს ცალკეულ, თანმიმდევრულ ეტაპებად. ნაწილობრივი გადადების მეორე ტიპის სცენარში სასამართლო პირველ ეტაპზე განიხილავს საჩივარში არსებული ზოგიერთი მოთხოვნის მისაღებობას, ხოლო შემდეგ, მეორე ეტაპზე, დანარჩენი მოთხოვნების მისაღებობას.
233. თუმცა, ჯერჯერობით, ეს არ მომხდარა ინდივიდუალური საჩივრიდან წარმოშობილ საქმეში, არამედ მხოლოდ ორ სახელმწიფოთაშორის საქმეში (იხ. საქმე Ukraine v. Russia (re Crimea) (dec.) [GC], nos. 20958/14 და 38334/18, § 9, 2020 წლის 16 დეკემბერი, და საქმე Ukraine and the Netherlands v. Russia (dec.) [GC], nos. 8019/16 და 2 სხვა, § 11, 2022 წლის 30 ნოემბერი), უფრო მეტიც, სასამართლოს შეუძლია პირველი ნაბიჯის სახით განიხილოს ზოგიერთი მოთხოვნის არსებითი მხარე (და გადადოს დანარჩენი მოთხოვნების არსებითი მხარის განხილვა) და შემდეგ, მეორე ნაბიჯის სახით, განიხილოს დანარჩენი მოთხოვნების არსებითი მხარე. ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა აღინიშნოს, რომ საქმის გადადებული ნაწილი სასამართლოში განხილვის მოლოდინში რჩება და ექვემდებარება ყველა იმ დაცვის მექანიზმს, რომელიც ვრცელდება საქმეებზე, რომლებიც შეტანილია საჩივრის უფლების განხორციელებისას და განხილვის მოლოდინშია – მათ შორის, სასამართლოს პოლიტიკის ჩათვლით, საჩივრების განხილვის წესი ს შესახებ – სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს მას საბოლოო გადაწყვეტილებით ან განაჩენით.
234. თუმცა, საქმის არსებითი მხარის ასეთი ორეტაპიანი განხილვა – რომელიც ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება პროცედურულ ეკონომიას და შეიძლება გამოიწვიოს ძალისხმევის დუბლირება, შეფერხება და არასაჭირო პროცედურული კომპლექსურობა – უნ და განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნამდვილად აუცილებელია მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირების ინტერესებიდან გამომდინარე.
235. თუმცა, წინამდებარე საქმეში არ არის მიზანშეწონილი მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის და მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად საჩივრების განხილვის გადადება სისხლის სამართლის შიდასახელმწიფოებრივი გამოძიების დასრულებამდე, სამი მიზეზის გამო. პირველი, სასამართლოს წინაშე აქვს ყველა ის მასალა, რომელიც მას სჭირდება მე-3 მუხლით გათვალისწინებული ყველა მატერიალური საკითხის და მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული საკითხების დასადგენად, ამ საკითხებთან დაკავშირებით მისი დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით. მეორე, ამ დებულებებიდან წარმოშობილი მატერიალური საკითხები არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხებით, რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელია შიდასახელმწიფოებრივ სისხლის სამართლის საქმეში. ისინი უფრო ფართოა და ეხება არა მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას იმ მოპყრობისთვის, რომელსაც მომჩივნები დაექვემდებარნენ, არამედ მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კონვენციის შესაბამისად – რაც ასევე მოიცავს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი ჩარჩოს ხარისხს. დაბოლოს, სავარაუდო დარღვევები სერიოზული ხასიათისაა, როგორც ინდივიდუალურ მომჩივნებთან, ასევე მოპასუხე სახელმწიფოში არსებულ საერთო სიტუაციასთან მიმართებით.
ამორიცხვა
236. სასამართლოს შეუძლია ნუსხიდან საჩივრის ამორიცხვა 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მხარეებს შორის მიღწეული მორიგების შემდეგ, ან 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, (a)-(c) ქვეპუნქტებში მითითებული ნებისმიერი საფუძვლით. 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტისა და 39-ე მუხლის 1-ელი პუნქტის პირდაპირი დებულებების შესაბამისად, ორივე ტიპის ამორიცხვა შესაძლებელია „სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე“ (იხ. საქმე Pisano v. Italy (striking out) [GC], no. 36732/97, § 28, 2002 წლის 24 ოქტომბერი). 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, საქმის ამორიცხვის უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ მთლიანად საჩივართან, არამედ მასში შემავალ ზოგიერთ მოთხოვნასთან დაკავშირებითაც (იხ. საქმე De Tommaso v. Italy [GC], no. 43395/09, § 133, 2017 წლის 23 თებერვალი).
237. ამ კონტექსტში აღსანიშნავია 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის (c) ქვეპუნქტი, რომელიც იძლევა „სასამართლოს მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა მიზეზით“ გამორიცხვის უფლებას. სასამართლოს აქვს ასეთი მიზეზის იდენტიფიცირების ფართო დისკრეცია, ხოლო ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც გამომდინარეობს მისი პრეცედენტული სამართლიდან, არის ის, რომ ეს მიზეზი უნ და ეფუძნებოდეს საქმის კონკრეტულ გარემოებებს (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Association SOS Attentats and de Boëry v. France (dec.) [GC], no. 76642/01, § 37, ECHR 2006-XIV). მაგალითად, ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საჩივრის საგანთან დაკავშირებული სამართალწარმოება განხილვის მოლოდინშია ეროვნულ სასამართლოში, სასამართლოს წინაშე არსებული სამართალწარმოების პარალელურად (იხ. საქმე Kovačić and Others v. Slovenia [GC], nos. 44574/98 და 2 სხვა , § 267, 2008 წლის 3 ოქტომბერი). კიდევ ერთი მაგალითი, იმ გარემოებებში, რომლებიც არ ჰგავს წინამდებარე საქმეს, მოყვანილია საქმეში Burmych and Others v. Ukraine ((striking out) [GC], nos. 46852/13 et al., 2017 წლის 12 ოქტომბერი).
238. დიდი პალატა არ გამორიცხავს, რომ გამონაკლის სახით, სასამართლოს შეუძლია 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად საჩივრის ნაწილის ამორიცხვა, რათა შესაბამისმა ეროვნულმა სასამართლომ საქმის აღნიშნული ნაწილი განიხილოს სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით დანარჩენთან დაკავშირებით. ასეთი ნაბიჯი მხოლოდ სათანადო სიფრთხილით უნ და გადაიდგას და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აშკარად თავსებადია მართლმსაჯულების სათანადო აღსრულებასთან და ადამიანის უფლებების პატივისცემასთან. მართლაც, სასამართლოს საქმეთა ნუსხიდან საჩივრის ან მისი ნაწილის ამორიცხვის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ექვემდებარება 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის in fine გათვალისწინებულ პირობას: „თუმცა, სასამართლო მაინც განაგრძობს საჩივრის შესწავლას, თუ კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრულ უფლებათა დაცულობა ამას მოითხოვს“ (იხ. აგრეთვე 39-ე მუხლის 1-ელი პუნქტი in fine, რომელიც იგივე მოთხოვნას ადგენს მორიგების მიმართ). ნებისმიერი ასეთი ნაწილობრივი ამორიცხვა ასევე უნ და შეიზღუდოს შესაბამისი გარანტიებით, როგორიცაა მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობის დონე ასეთ საქმიანობაში და კონკრეტული და პრაქტიკული შედეგების მიღწევის ალბათობა.
239. წინამდებარე საქმეში ცხადია, რომ მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის და მე-10 და მე-11 მუხლების საფუძველზე საჩივრების ამორიცხვა არ შეიძლება საქმეში Burmych and Others (ციტირებული ზემოთ) გამოყენებული მიდგომის ფარგლებში. ასევე არ არის მიზანშეწონილი მათი ამორიცხვა წინა პარაგრაფში აღწერილი გამონაკლისი სცენარის საფუძველზე, სამი მიზეზის გამო. პირველი, მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის და მე-10 და მე-11 მუხლების სავარაუდო დარღვევა უკვე განხორციელ და (და არ იყო მხოლოდ პოტენციური, როგორც ეს იქნებო და ხელშემკვრელი სახელმწიფოდან გაძევების ან ექსტრადიციის შემთხვევაში). მეორე, როგორც უკვე აღინიშნა, სავარაუდო დარღვევები სერიოზული ხასიათისაა როგორც ინდივიდუალურ მომჩივნებთან, ასევე მოპასუხე სახელმწიფოში არსებულ საერთო სიტუაციასთან მიმართებით. დაბოლოს, მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოებთან გაძლიერებული დიალოგის და კონკრეტული და პრაქტიკული შედეგების მიღწევის პერსპექტივები მცირე ჩანს.
დასკვნა
240. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ პალატის მიერ არჩეული კურსი, რომელმაც თავი შეიკავა მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის შესაბამისად საჩივრების არსებითი მხარისა და მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად საჩივრების მისაღებობისა და არსებითი მხარის განხილვისგან, არ არის ღია დიდი პალატისთვის. შესაბამისად, ის ვალდებულია, განიხილოს ისინი.
მთავრობის პირველადი პრეტენზია
241. მთავრობამ გაიმეორა ორმაგი პრეტენზია, რომელიც უკვე წამოჭრა პალატის წინაშე, მიუთითა რა, (a) რომ მომჩივნებს არ ამოუწურავთ ში და სამართლებრივი დაცვის საშუალებები, მიუთითა რა არსებულ საკომპენსაციო საშუალებებზე და, (b) რომ მომჩივნების საჩივრები ნაადრევი იყო, ჯერ კიდევ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების გათვალისწინებით.
პალატის გადაწყვეტილება
242. პალატამ უარყო პრეტენზიის პირველი აპექტი იმ მოსაზრებით, რომ როდესაც სერიოზული დანაშაულის შემადგენელი ქმედებები მიმართული იყო პირის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, მხოლოდ ეფექტური სისხლის სამართლის მექანიზმები უზრუნველყოფ და შესაბამის დაცვას. მან აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მოიცავ და ყველა ინციდენტს, რომელიც მოხ და სადავო მოვლენების დროს, ამრიგად, მოიცავ და მომჩივნებთან დაკავშირებულ ინციდენტებსაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუტანიათ ოფიციალური სისხლის სამართლის საჩივარი, ისინი ყველა დაიკითხეს აღნიშნული გამოძიების დროს, რაც ნიშნავდა, რომ ხელისუფლების ორგანოებს ეცნობა, რომ მათ მიმართ შესაძლებელია ადგილი ჰქონ და ცუდ მოპყრობას. მომჩივნებმა ასევე გამოხატეს ინტერესი გამოძიების მიმართ, მოითხოვეს რა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და, რადგან კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საჩივრები ეხებო და მანიფესტაციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის სავარაუდო გადაჭარბებულ გამოყენებას, ხოლო კონვენციის მე-10, მე-11 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული საჩივრები ეფუძნებო და ერთსა და იმავე ფაქტებს, პალატამ დაასკვნა, რომ მომჩივნებს არ მოეთხოვებოდათ სხვა რაიმე საშუალების გამოყენება.
243. პალატამ გააერთიანა პრეტენზიის მეორე ასპექტი მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის ფარგლებში შეტანილი საჩივრის არსებით მხარესთან. მან მიიღო, რომ როდესაც სასამართლოში საჩივრები იქნა შეტანილი, შესაძლოა ნაადრევი ყოფილიყო დასკვნების გამოტანა სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურობის შესახებ. თუმცა, სასამართლოს თანმიმდევრულ პრაქტიკაზე მითითებით, პალატამ განაცხადა, რომ მას შეეძლო გაეთვალისწინებინა ფაქტები, რომლებიც მოხ და საჩივრის შეტანის შემდეგ და პირდაპირ უკავშირდება საქმის ფაქტებს. შესაბამისად, მას არ ეკრძალებო და გამოძიების ეფექტურობის განხილვა მასში შემდგომ განვითარებებზე მითითებით.
არგუმენტები დიდი პალატის წინაშე
მთავრობა
244. მთავრობამ კვლავ განაცხადა, თავისი პრეტენზიის პირველ ასპექტთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთ მომჩივანს კვლავ შეეძლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლების (იხ. პარაგრაფები 198-200 ზემოთ) შესაბამისად, ცუდი მოპყრობისა და გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უფლებების დარღვევის შესახებ მათ საჩივრებთან დაკავშირებით. მათგან ათმა უკვე გააკეთა ეს და მათ საქმეებზე სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობ და (იხ. პარაგრაფები 147-156 ზემოთ). ეს იყო ეფექტური კომპენსაციის მექანიზმი, რომელიც უნ და ამოეწურათ.
245. მათი პრეტენზიის მეორე ასპექტთან დაკავშირებით, მთავრობამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება ეხებო და არა მხოლოდ პოლიციის მიერ მანიფესტაციის დროს ძალის სავარაუდო გადამეტებას, არამედ პოლიციის მიერ მიღებული ზომების სამართლებრივ საფუძველსა და პროპორციულობას, მათ შორის, გამოყენებულ საშუალებებსა და მეთოდებს. ეს მოიცავ და მანიფესტაციის დროს მომხდარ ასობით ინციდენტს და მასში მონაწილე ათასობით ადამიანს. ასობით საგამოძიებო ნაბიჯი გადაიდგა და გამოძიება ჯერ კიდევ „აქტიურ ფაზაში“ იყო. 2024 წლის ივნისში ის გადაეცა სსს-ს (იხ. პარაგრაფი 141 ზემოთ).
246. მთავრობა ასევე ამტკიცებდა, რომ მომჩივნებს არ ამოუწურავთ ში და სამართლებრივი დაცვის საშუალებები კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებულ საჩივრებთან დაკავშირებით, რადგან (a) სისხლის სამართლის გამოძიება არ დაწყებულა მათ მიერ შეტანილი საჩივრების შედეგად, არამედ ხელისუფლების ორგანოების საკუთარი ინიციატივით და (b) მომჩივნებმა სასამართლოს მიმართეს მაშინ, როდესაც გამოძიება მხოლოდ 22 თვე მიმდინარეობდა, რომლის განმავლობაშიც ხელისუფლების ორგანოებმა გადადგეს არაერთი საგამოძიებო ნაბიჯი მათ ბრალდებებთან დაკავშირებით. ამრიგად, საჩივრები ნაადრევი იყო.
მომჩივნები
247. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ კარგად იყო დადგენილი, რომ პოლიციის მხრიდან ცუდი მოპყრობის შესახებ საჩივრები შეიძლება განხილული იქნეს მხოლოდ ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში და რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ის პირები, რომლებმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს, ჯერ კიდევ ელოდებოდნენ საბოლოო, აღსრულებად გადაწყვეტილებას. მათი აზრით, ეს ადასტურებ და სამართლებრივი დაცვის საშუალების არაეფექტურობას.
დიდი პალატის შეფასება
კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობა მომჩივნებისთვის
ზოგადი პრინციპები
248. კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, მომჩივნებისთვის ში და სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის მოთხოვნის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპები დეტალურად იქნა ჩამოყალიბებული საქმეში Vučković and Others v. Serbia ((პირველადი პრეტენზია) [GC], nos. 17153/11 და 29 სხვა, §§ 69-77, 2014 წლის 25 მარტი). ისინი მოგვიანებით გამეორებულ იქნა საქმეში Duarte Agostinho and Others v. Portugal and 32 Others ((dec.) [GC], no. 39371/20, § 215, 2024 წლის 9 აპრილი) და საქმე Mansouri v. Italy ((dec.) [GC], no. 63386/16, § 84, 2025 წლის 29 აპრილი).
249. ერთ-ერთი ასეთი პრინციპია, რომ ამოწურვის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მომჩივნებს მოეთხოვებათ, გამოიყენონ მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც საკმარისია, ანუ შეუძლია სავარაუდო დარღვევის ან დარღვევების გამოსწორება (იხ., კონკრეტულად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქმე Stögmüller v. Austria, 1969 წლის 10 ნოემბერი, გვ. 42, § 11 in fine, Series A no. 9; საქმე De Wilde, Ooms and Versyp v. Belgium, 1971 წლის 18 ივნისი, § 60, Series A no. 12; და საქმე Airey v. Ireland, 1979 წლის 9 ოქტომბერი, § 19 (b), Series A no. 32).
250. საკითხი, არის თუ არა სამართლებრივი დაცვის საშუალება ადეკვატური – და არის თუ არა ეს საშუალება საკმარისი და, შესაბამისად, ეფექტური – დამოკიდებულია კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლების ხასიათზე, რომელიც სავარაუდოდ დაირღვა, აგრეთვე, სავარაუდო დარღვევის ხასიათზე (იხ. საქმე Zlatanov v. Bulgaria (dec.), no. 53050/21, §§ 176-78, 2024 წლის 30 იანვარი, შემდგომი მითითებებით).
საჩივრები მე-3 მუხლის შესაბამისად
251. დადგენილი პრეცედენტული სამართალია, რომ, როდესაც მომჩივანს აქვს დასაბუთებული პრეტენზია, რომ სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ ძალის განზრახ გამოყენებამ გამოიწვია ცუდი მოპყრობა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების ცნება, მათ შორის, გულისხმობს გამოძიებას, რომელსაც შეუძლია მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და, საჭიროების შემთხვევაში, დასჯა (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 79, ECHR 1999-V; საქმე Egmez v. Cyprus, no. 30873/96, § 65, ECHR 2000-XII; და საქმე Đurđević v. Croatia, no. 52442/09, § 62, ECHR 2011 (ამონარიდები)). სამართლებრივი დაცვის სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საშუალებები, რომლებიც მიზნად ისახავს მხოლოდ კომპენსაციის მინიჭებას, თავისთავად საკმარისი არ არის (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Jeronovičs v. Latvia [GC], no. 44898/10, § 76, 2016 წლის 5 ივლისი; საქმე Lopes de Sousa Fernandes v. Portugal [GC], no. 56080/13, § 135, 2017 წლის 19 დეკემბერი; და საქმე Shmorgunov and Others, ციტირებული ზემოთ, § 296). დასაბუთება იმაში მდგომარეობს, რომ თუ სახელმწიფოს რეაგირება მისი წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ცუდ მოპყრობაზე შემოიფარგლებო და კომპენსაციის გადახდით, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებისა და დასჯის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვა შეიძლება ილუზორული გახდეს და სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან შესაძლებელი გახდეს წამება ან ცუდი მოპყრობა, დასჯის გარეშე.
252. წინამდებარე საქმეში საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება მეორე დღეს, 2019 წლის 22 ივნისს დაიწყო (იხ. პარაგრაფი 107 ზემოთ). ამ გამოძიების ფარგლებში ოცდაექვსივე მომჩივნმა მისცა ჩვენება (იხ. პარაგრაფი 109 ზემოთ). მათ ასევე მიმართეს დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, რომელიც ამ დროისთვის მათგან ცხრამეტს მიენიჭა (იხ. პარაგრაფები 110-111 ზემოთ).
253. შესაბამისად, შსს-ის წინააღმდეგ კომპენსაციის მოთხოვნის შეტანის შესაძლებლობა, რომელიც ათმა მომჩივანმა ასევე გამოიყენა (იხ. პარაგრაფები 147-157 ზემოთ), არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათ წინააღმდეგ იმის შეფასების მიზნით, ამოწურეს თუ არა მათ ში და სამართლებრივი დაცვის საშუალებები კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ საჩივრებთან დაკავშირებით. ნებისმიერ კომპენსაციას, რომლის მიღებასაც ისინი ეროვნულ დონეზე ახერხებენ, შეიძლება გავლენა ჰქონდეს მხოლოდ კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნებზე (იხ. საქმე Sylla v. the Netherlands, no. 14683/03, § 56, 2006 წლის 6 ივლისი, და საქმე Saçılık and Others v. Turkey, nos. 43044/05 და 45001/05, § 69, 2011 წლის 5 ივლისი). სასამართლო ამ საკითხს ქვემოთ დაუბრუნდება.
254. აქედან გამომდინარეობს, რომ მთავრობის პრეტენზიის პირველი ასპექტი, რომელიც საკომპენსაციო საშუალებების ხელმისაწვდომობას ეფუძნება, უარყოფილი უნ და იქნეს, რამდენადაც ის ეხება საჩივრებს კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად.
255. ასევე გამომდინარეობს, რომ ორ მომჩივანს, რომელთა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ კომპენსაციის მოთხოვნა, სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, უკვე საბოლოოდ განხილულია საქართველოს სასამართლოების მიერ – ბ-ნ ქურდოვანიძეს და ბ-ნ სულაშვილს (იხ. პარაგრაფები 153-154 და 156 ზემოთ) – მაინც შეუძლიათ განაცხადონ, რომ მე-3 მუხლის დარღვევის დაზარალებულნი არიან (იხ. საქმე Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, §§ 116-19, ECHR 2010; საქმე Saçılık and Others, ციტირებული ზემოთ, § 69; და საქმე Cestaro v. Italy, no. 6884/11, §§ 230-31, 2015 წლის 7 აპრილი). მხოლოდ კომპენსაცია, ეფექტური გამოძიების გარეშე, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მათ ჩამოერთვათ დაზარალებულის სტატუსი აღნიშნულ სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით (იხ. საქმე Kaya and Others v. Turkey (dec.), no. 9342/16, §§ 41-46, 2018 წლის 20 მარტი, და შეუპირისპირეთ საქმე K.P. v. Poland, no. 52641/16, §§ 107-12, 2023 წლის 26 ოქტომბერი).
საჩივრები მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად
256. შემდეგ სასამართლო განიხილავს მთავრობის მიერ ამოუწურაობის შესახებ წარდგენილ პრეტენზიას შემდეგთან დაკავშირებით:
(a) კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრები, რომ გადაჭარბებული ძალის გამოყენებით პოლიცია არასათანადოდ ჩაერია მომჩივნების ჟურნალისტურ საქმიანობაში, საქმეში Tsaava and Kmuzov (no. 13186/20), საქმეში Svanadze (no. 16757/20), საქმეში Baghashvili and Others (no. 20129/21) და საქმეში Berikashvili (no. 39382/21); და
(b) კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრები მომჩივნების მიერ, საქმეში Kurdovanidze and Others (no. 20175/21) – ბ-ნი დიდბერაშვილის გარდა, რომელიც იყო არა მანიფესტაციის მონაწილე, არამედ შემსწრე (იხ. პარაგრაფი 80 ზემოთ) – და საქმეში Berikashvili (no. 39382/21), რომ პოლიციამ მანიფესტაციის დასაშლელად გამოიყენა გადაჭარბებული ძალა.
შესაბამისი პრაქტიკა
257. სასამართლოს ჰქონ და შემთხვევა, დაედგინა, რომ იმ საქმეებში, რომლებშიც მომჩივნები ჩიოდნენ როგორც მე-3 მუხლით გათვალისწინებული ცუდი მოპყრობის, ასევე მე-11 მუხლით გათვალისწინებული მათი უფლებების დარღვევის შესახებ, ამ უკანასკნელ საჩივართან დაკავშირებით, სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც მიზნად ისახავ და მხოლოდ კომპენსაციის მინიჭებას და არა იმ სახელმწიფო წარმომადგენლების იდენტიფიცირებას და, საჭიროების შემთხვევაში, დასჯას, რომლებმაც მანიფესტაციის დასაშლელად გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს, საკმარისი არ იყო (იხ., მაგ., საქმე Saya and Others v. Turkey, no. 4327/02, § 35, 2008 წლის 7 ოქტომბერი, და საქმე Biçici v. Turkey, no. 30357/05, §§ 22-23, 2010 წლის 27 მაისი). მას შემდეგ, რაც მომჩივანმა სცა და სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალება ხელისუფლების ორგანოების მიერ მანიფესტაციის შეწყვეტის მიზნით ძალის სავარაუდო გადაჭარბებულ გამოყენებასთან დაკავშირებით, მას არ მოეთხოვებო და საკომპენსაციო საშუალების გამოყენება მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად იმავე ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ საჩივრებთან მიმართებით (იხ. საქმე Brega v. Moldova, no. 52100/08, § 31, 2010 წლის 20 აპრილი).
258. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თუ მომჩივნებმა, რომლებიც მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად ჩივიან პოლიციის მიერ კონტრდემონსტრანტების ძალადობრივი თავდასხმებისგან მათი დაცვის უუნარობის შესახებ, სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალება სცადეს, არ იყო საჭირო, რომ მათ ასევე მიემართათ ხელისუფლების ორგანოების წინააღმდეგ კომპენსაციის მოთხოვნით (იხ. საქმე Identoba and Others v. Georgia, no. 73235/12, §§ 85-87, 2015 წლის 12 მაისი). ანალოგიურად, მომჩივნების მიერ შეტანილი სისხლის სამართლის საჩივარი საქმეში Verzilov and Others v. Russia (no. 25276/15, 2023 წლის 29 აგვისტო) კაზაკების მიერ მათ წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის შესახებ, მიჩნეული იქნა შესაბამის დაცვის საშუალებად არა მხოლოდ მომჩივნების მიერ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ცუდი მოპყრობის შესახებ პრეტენზიასთან დაკავშირებით, არამედ მათ მიერ მე-10 მუხლით გათვალისწინებული მჭიდროდ დაკავშირებული საჩივრის მიმართ, რომელიც მათი გამოხატვის თავისუფლების დარღვევას ეხებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ორივე საჩივარი ზუსტად ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნებო და (იქვე, § 100).
259. სასამართლოსა და ყოფილი კომისიის პრეცედენტული სამართალი მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მკვლელობებს, მკვლელობის მცდელობებს და მათ მიმართ ძალადობის მუქარას, მსგავს მოსაზრებებს შეიცავს (იხ. საქმე Kılıç v. Turkey, no. 22492/93, კომისიის 1995 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება, დაურეგისტრირებელი; საქმე Yaşa v. Turkey, no. 22495/93, კომისიის 1995 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება, დაურეგისტრირებელი; საქმე Tepe v. Turkey, no. 27244/95, კომისიის 1996 წლის 25 ნომებრის გადაწყვეტილება, დაურეგისტრირებელი; და საქმე Gaši and Others v. Serbia, no. 24738/19, § 75, 2022 წლის 6 სექტემბერი).
ანალიზი წინამდებარე საქმეში
260. დიდი პალატა ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, რომ გადაუხვიოს ზემოაღნიშნულ პრაქტიკას. მართალია, მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების ხასიათი არ ემთხვევა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების ხასიათს. თუმცა, ეს არ არის გადამწყვეტი საკითხი.
261. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის უმთავრესი პრინციპი დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით არის ის, რომ კითხვაზე, არის თუ არა საშუალება ეფექტური, პასუხი უნ და გაეცეს მომჩივნის პრეტენზიის, კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლების, მოპასუხე სახელმწიფოში არსებული საშუალებების და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით (იხ. საქმე Lopes de Sousa Fernandes, ციტირებული ზემოთ, § 134).
262. პრეცედენტული სამართალი ასევე აჩვენებს, რომ 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიზნებისთვის საკმარისი საშუალების შეფასებისას, როგორც წესი , წამყვანი ფაქტორია არა სავარაუდო უფლების ხასიათი, არამედ სავარაუდო დარღვევის ხასიათი (იხ., სხვა მაგალითებს შორის, საქმე Dumpe v. Latvia (dec.), no. 71506/13, § 75, 2018 წლის 16 ოქტომბერი (საკმარისი საკომპენსაციო საშუალება კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ეხება სოციალური ზრუნვის დაწესებულებაში არასაკმარის სამედიცინო მომსახურებას, რამაც სავარაუდოდ სიკვდილი გამოიწვია); საქმე Şahin Alpay v. Turkey, no. 16538/17, § 165, 2018 წლის 20 მარტი (საკომპენსაციო საშუალება არასაკმარისია კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჟურნალისტის მიმდინარე დაკავებას, მის მიერ დაწერილი სტატიების გამო); და საქმე Gherghina v. Romania (dec.) [GC], no. 42219/07, § 91, 2015 წლის 9 ივლისი (საკომპენსაციო საშუალება არასაკმარისია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის შენობების ხელმიუწვდომლობის შესახებ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით, პირველი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად)).
263. წინამდებარე საქმეში ფაქტები, რომლებიც სავარაუდოდ არღვევს კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებს, იგივეა, რაც ფაქტები, რომლებიც სავარაუდოდ წარმოადგენს მე-3 მუხლის დარღვევას მისი მატერიალური ასპექტის მიხედვით – პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება მანიფესტაციის დასაშლელად, ძირითადად კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების განურჩეველი გასროლა. შესაბამისად, მე-10 და მე-11 მუხლების მიხედვით მთავარი საკითხი არ არის მხოლოდ შესაბამისი უფლებების შეზღუდვა, არამედ ის მტკიცება, რომ ამის გასაკეთებლად გამოყენებული საშუალებები, სავარაუდოდ, ცუდ მოპყრობას მოიცავდა. ამ ორი მუხლის სავარაუდო დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მხოლოდ კომპენსაციის უზრუნველყოფით, არსებითად იმავე მიზეზით, რაც მე-3 მუხლის საფუძველზე შეტანილ საჩივარს ეხება: თუ სახელმწიფოს რეაგირება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებში ამ ტიპის ჩარევაზე შემოიფარგლება კომპენსაციის გადახდით, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებისა და დასჯის ძალისხმევის გარეშე, სახელმწიფო წარმომადგენლებისთვის შესაძლებელი გახდება ამ უფლებებში ჩარევა ცუდი მოპყრობის გზით, დასჯის გარეშე.
264. ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით უნ და აღინიშნოს, რომ მომჩივნების ბრალდებები ეხება არა მხოლოდ ცალკეული პოლიციელების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების იზოლირებულ ინციდენტებს, არამედ პოლიციის მიერ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების განურჩევლად და შესაძლოა განზრახ გასროლას მასობრივი მასშტაბით – მათ შორის მანიფესტაციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და მანიფესტაციის გამშუქებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ. იმის დასადგენად, ამოწურეს თუ არა მომჩივნებმა დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები, მათი ბრალდებები ამ მიმართებით, როგორც სამუშაო ჰიპოთეზა, უნ და ჩაითვალოს დასაბუთებულად (იხ. საქმე Van Oosterwijck v. Belgium, 1980 წლის 6 ნოემბერი, § 27, Series A no. 40, და საქმე Zlatanov, ციტირებული ზემოთ, § 181). კომპენსაციის უზრუნველყოფა, საკმარისი ანგარიშვალდებულების ზომების გარეშე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ასეთი პრაქტიკა არ განმეორდეს, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის კომპენსაციად – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციის მიერ მანიფესტაციის ჩასახშობად ძალის გადაჭარბებულმა გამოყენებამ და მანიფესტაციის მონაწილეებისთვის და ჟურნალისტებისთვის მიყენებულმა დაზიანებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გავლენა მოახდინოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებების მომავალ განხორციელებაზე. ამ ვითარებაში, ასეთი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა ძნელად თუ იქნება შესაძლებელი მხოლოდ მოვლენების დროს დაშავებული მანიფესტაციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ კომპენსაციის მოთხოვნით ინდივიდუალური სარჩელების შეტანით.
265. გარ და ამისა, უნ და აღინიშნოს, რომ ამოწურვის წესი გამოყენებული უნ და იქნეს გარკვეული მოქნილობით და ზედმეტი ფორმალიზმის გარეშე (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Cardot v. France, 1991 წლის 19 მარტი, § 34, Series A no. 200; საქმე Akdivar and Others v. Turkey, 1996 წლის 16 სექტემბერი, § 69, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები 1996-IV; და საქმე Vučković and Others, cited above, § 76), და მსგავს საქმეებში, ყოფილი კომისია ამ ტიპის ამოუწურაობასთან დაკავშირებულ შენიშვნებს მთლიანობაში განიხილავ და და არა თითოეული საჩივრის მიხედვით (იხ. საქმეები Kılıç; Yaşa; და Tepe, ყველა ციტირებული ზემოთ). უფრო მოგვიანებით, საქმეში İzci (ციტირებული ზემოთ), სასამართლომ, მას შემდეგ, რაც უარყო ამოუწურაობასთან დაკავშირებული პრეტენზია, რომელიც ეფუძნებო და ხელისუფლების ორგანოებისგან კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას მანიფესტაციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ მე-3 მუხლის საფუძველზე შეტანილ საჩივართან დაკავშირებით, მე-11 მუხლის საფუძველზე შეტანილი საჩივარი იმავე ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით მისაღებად გამოაცხა და მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ ის „დაკავშირებული იყო ზემოთ განხილულთან“ (იქვე, §§ 47 და 79). ვინაიდან წინამდებარე საქმეში მე-3 მუხლის და მე-10 და მე-11 მუხლების საფუძველზე შეტანილი პრეტენზიები ერთი და იგივე ფაქტებიდან გამომდინარეობს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზედმეტად ფორმალისტური და, ფაქტობრივად, ხელოვნური იქნებო და მათი გამიჯვნა ამოწურვის მიზნებისთვის.
266. სასამართლოს აზრით, წინამდებარე საქმეში სხვადასხვა შიდასამართლებრივი საშუალებით კონვენციასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის, რომელიც წარმოიშვა პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით მანიფესტაციის დროს, ცალ-ცალკე განხილვა აუცილებელი არ იყო. პირიქით, როგორც სისხლის სამართლის გამოძიება, ასევე ცალკე სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც ზოგიერთი მომჩივნის მიერ იყო აღძრული, მოიცავ და როგორც მე-3 მუხლით, ასევე მე-10 და მე-11 მუხლებით წარმოშობილ საკითხებს (იხ. პარაგრაფები 107-108 და 149 ზემოთ). ამიტომ, არ არსებობს მიზეზი, რომ განვასხვავოთ აღნიშნული საჩივრები ამოწურვის მიზნებისთვის.
267. შედეგად, რამდენადაც საქმე ეხება მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებულ საჩივრებს, მთავრობის პრეტენზიის პირველი ასპექტი ასევე უნ და იქნეს უარყოფილი.
268. ზემოაღნიშნულიდან ასევე გამომდინარეობს, რომ ორ მომჩივანს, რომელთა კომპენსაციის მოთხოვნებზე შსს-ის წინააღმდეგ, სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, უკვე გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოების მიერ საბოლოო ძალაშია შესული – ბ-ნ ქურდოვანიძეს და ბ-ნ სულაშვილს (იხ. პარაგრაფები 153-154 და 156 ზემოთ) – მაინც შეუძლიათ განაცხადონ, რომ მე-3 მუხლის დარღვევის დაზარალებულნი არიან.
269. სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანს შეიძლება ჩამოერთვას „დაზარალებულის“ სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, როდესაც ეროვნულმა ორგანოებმა (a) აღიარეს კონვენციის სავარაუდო დარღვევა, პირდაპირ ან არსებითად, და (b) შემდეგ უზრუნველყოფილი იქნა შესაბამისი და საკმარისი კომპენსაცია (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Eckle v. Germany, 1982 წლის 15 ივლისი, § 66, Series A no. 51; საქმე Scordino v. Italy (no. 1) [GC], no. 36813/97, § 181, ECHR 2006-V; და საქმე Gäfgen, ციტირებული ზემოთ, §§ 115-16). წინამდებარე საქმეში, პირველი პირობა (დარღვევის აღიარება) ეჭვს არ იწვევს ბ-ნ ქურდოვანიძესთან და ბ-ნ სულაშვილთან მიმართებით; მათ მიერ შეტანილ კომპენსაციის სარჩელებთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მათი საჩივრები კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების შესაბამისად და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონ და ამ დებულებებით გათვალისწინებული მათი უფლებების დარღვევას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (იხ. პარაგრაფები 149, 153 და 156 ზემოთ), გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა. თუმცა, მეორე პირობა (შესაბამისი და საკმარისი ანაზღაურება) სრულად არ არის და არც შეიძლებო და დაკმაყოფილებული ყოფილიყო სასამართლოების მიერ აღნიშნულ სამართალწარმოებაში მიღებული გადაწყვეტილებებით. დაკმაყოფილების ერთადერთი ფორმა, რომლის მიღებაც შესაძლებელი იყო სამართალწარმოების გზით, იყო კომპენსაციის მინიჭება. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, კომპენსაცია, რომელიც შესაბამისი და საკმარისია კონვენციით გათვალისწინებული უფლების ეროვნულ დონეზე დარღვევის გამოსასწორებლად, დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, კერძოდ, სავარაუდო დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Gäfgen, ციტირებული ზემოთ, § 116; საქმე Kurić and Others v. Slovenia [GC], no. 26828/06, § 260, ECHR 2012 (ამონარიდები); და საქმე Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 74, 2019 წლის 18 ივლისი). მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კომპენსაციის მინიჭება წარმოადგენს ანაზღაურების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ხელმისაწვდომი უნ და იყოს ისეთ გარემოებებში, როგორიც განსახილველია, ის თავისთავად საკმარისი არ არის. როგორც ზემოთ აღინიშნა დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის შესახებ დაკავშირებულ საკითხთან მიმართებით (იხ. პარაგრაფები 263-264 ზემოთ), მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევა ვერ გამოსწორდება მხოლოდ ამ გზით. თუ სახელმწიფოს რეაგირება შეკრების თავისუფლების ხელყოფაზე, როგორც ეს ამ საქმეშია განხილული, შემოიფარგლება კომპენსაციის გადახდით, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებისა და დასჯის გარეშე, მაშინ სახელმწიფო წარმომადგენლებისთვის შესაძლებელი გახდება ამ უფლებებში ჩარევა ცუდი მოპყრობის გზით, დასჯის გარეშე.
გამოძიების მიმდინარე ხასიათი
270. პირველი, რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ მომჩივნებმა ოფიციალურად არ მოითხოვეს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება (იხ. პარაგრაფი 246(a) ზემოთ), საკმარისია აღინიშნოს, რომ გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება საკუთარი ინიციატივით დაიწყო მანიფესტაციის დაშლიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 107 ზემოთ). შესაბამისად, მომჩივნებს არ მოეთხოვებოდათ ამ მიმართებით მკაფიო მოთხოვნების წარდგენა, რადგან ეს სხვა შედეგს არ გამოიწვევ და (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Ekinci v. Turkey (dec.), no. 27602/95, 1999 წლის 8 ივნისი; საქმე Agdas v. Turkey (dec.), no. 34592/97, 2001 წლის 19 ივნისი; და საქმე Yildirim and Others v. Turkey (dec.), no. 56154/00, 2005 წლის 1 დეკემბერი). შემდგომში ყველა მათგანმა მისცა ჩვენება აღნიშნულ გამოძიებას და მოითხოვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება (იხ. პარაგრაფები 109-111 ზემოთ), რითაც გამოხატეს თავიანთი აქტიური ინტერესი ამ საკითხის მიმართ.
271. რაც შეეხება კითხვას, წარმოადგენს თუ არა ხელისუფლების ორგანოების მიერ მანიფესტაციის დასაშლელად გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებას მომჩივნების საჩივრებთან დაკავშირებით კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის და მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, დამოკიდებულია იმაზე, იყო თუ არა აღნიშნული გამოძიება ეფექტური – კერძოდ, მოცულობის, სისწრაფის, გამოძიების აშკარა მიმართულებების დაცვისა და სიღრმისეულობის თვალსაზრისით. თუმცა, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის შესაბამისად საჩივრების არსს (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Nafiye Çetin and Others v. Turkey, no. 19180/03, § 33, 2009 წლის 7 აპრილი; საქმე Buzilo v. Moldova, no. 52643/07, § 24, 2012 წლის 21 თებერვალი; და საქმე Vasil Hristov v. Bulgaria, no. 81260/12, §§ 33-34, 2015 წლის 16 ივნისი).
272. ეს საკითხი უნ და იქნეს განხილული გამოძიების დღემდე მიმდინარე ყველა მოვლენის გათვალისწინებით (იხ. საქმე Enzile Özdemir v. Turkey, no. 54169/00, § 36, 2008 წლის 8 იანვარი; საქმე Y v. Bulgaria, no. 41990/18, § 68, 2020 წლის 20 თებერვალი; საქმე Shmorgunov and Others, ციტირებული ზემოთ, § 302; და საქმე Gribben v. the United Kingdom (dec.), no. 28864/18, § 121, 2022 წლის 25 იანვარი).
273. შესაბამისად, პრეტენზიის ეს მეორე ასპექტი უნ და შეუერთდეს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის შესაბამისად წარდგენილი საჩივრების არსებით მხარეს.
კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი
274. ხუთივე საჩივარში მომჩივნები ჩიოდნენ, რომ არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება ხელისუფლების მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს მანიფესტაციის დასაშლელად გამოყენებული ძალის მიმართ. მომჩივნები საქმეში Tsaava and Kmuzov (no. 13186/20), საქმეშიBaghashvili and Others (no. 20129/21), საქმეში Kurdovanidze and Others (no. 20175/21) და საქმეში Berikashvili (no. 39382/21) დაეყრდნენ კონვენციის მე-3 მუხლს, ხოლო მომჩივანი საქმეში Svanadze (no. 16757/20) დაეყრდნო კონვენციის მე-10 მუხლს.
275. პალატამ, კერძოდ, ბ-ნი სვანაძის მიერ ამ საჩივართან დაკავშირებით წარდგენილი არგუმენტების შინაარსის საფუძველზე დაადგინა, რომ მან არსებითად მე-3 მუხლის საფუძველზეც შეიტანა საჩივარი.
276. დიდი პალატა ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, რომ საკითხი სხვაგვარად გააანალიზოს. მე-3 მუხლი ითვალისწინებს:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.
პალატის გადაწყვეტილება
277. გამოაცხა და რა მისაღებად საჩივრები მე-3 მუხლის შესაბამისად – გარ და ორი მომჩივნის, ქ-ნი გრიგალაშვილისა და ბ-ნი ბოჩიკაშვილის, მიერ შეტანილი საჩივრებისა საქმეში Baghashvili and Others (no. 20129/21), რომელთა საჩივრებიც მან უარყო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაზიანების სამედიცინო მტკიცებულების არარსებობის გამო – პალატამ ცალ-ცალკე განიხილა გამოძიების ორი ასპექტი, ერთი – პოლიციის მიერ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე – პოლიციის მიერ ფიზიკურ ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებით.
278. რაც შეეხება პირველ ასპექტს, რომელიც კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებს ეხება, პალატამ აღნიშნა, რომ გამოძიება დროულად დაიწყო, თავდაპირველად სწრაფად მიმდინარეობ და და საკმარისად ფართო იყო. ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს მიეცა სრული წვდომა საქმის მასალებზე, რაც პალატის აზრით, აწონასწორებ და მომჩივნებისთვის ამ მასალაზე წვდომის შეუძლებლობას, და რომ მომჩივნების უმეტესობას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.
279. თუმცა, გამოძიება იმ დროისთვის 4,5 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა, რაიმე დასკვნის გამოტანის გარეშე, რაც გასათვალისწინებელი იყო იმ საკითხის კონტექსტში, იყო თუ არა ის საკმარისად საფუძვლიანი – საკითხი, რომელიც უნ და შეფასდეს სამი ელემენტის საფუძველზე: გამოძიების სირთულე; COVID-19 პანდემიით გამოწვეული განსაკუთრებული სირთულეები; და მომჩივანთა საჩივრები, რომლებიც მათი შეტანის დროს „გარკვეულწილად ნაადრევი“ იყო.
280. ამის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა (a) არასაკმარისი ძალისხმევა გასწიეს იმის დასადგენად, თუ რატომ არ იყო შესაძლებელი სათანადო ზომების განხილვა და მიღება პოლიციის ძალისმიერი ჩარევის თავიდან ასაცილებლად ან მისი ინტენსივობისა და ზემოქმედების მინიმიზაცია და არასაკმარისად განიხილეს უმაღლესი პასუხისმგებლობის საკითხი; (b) არ გააანალიზეს მოვლენები სისტემატურად; (c) არ წაუყენეს ვინმეს ბრალდება და არავინ მიიჩნიეს ეჭვმიტანილად, გარ და იმ სამი პოლიციელისა, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია მიენიჭათ, და არ სცადეს პოტენციური ეჭვმიტანილების წრის შევიწროება (ნაბიჯი, რომელსაც ამარტივებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ ზოგიერთ პოლიციელს ჰქონ და ჭურვების გამოყენების უფლებამოსილება, და რომ ყველა ასეთი გამოყენება იყო რეგისტრირებული, მაგრამ ართულებს იმ ნიშნების არარსებობა, რომლებიც შესაძლებელს გახდი და მსროლელი პოლიციელების იდენტიფიცირებას); (d) არ ჩაატარეს იმ გარემოებების რეკონსტრუქცია, რომელშიც თითოეული მომჩივანი დაშავდა; და (e) არ მოიპოვეს მტკიცებულებები მათ მიერ მიღებული ჭრილობების სასამართლო ექსპერტიზის მახასიათებლების შესახებ. პალატამ დაადგინა, რომ არ არსებობ და სათანადო დასაბუთება გამოძიების ასეთ აშკარა მიმართულებებთან დაკავშირებით პროგრესის არარსებობისთვის. ძირითადი მტკიცებულებები უკვე მოპოვებული იყო 2019 წელს და ხელისუფლების ორგანოებს მათგან უნ და გამოეტანათ შესაბამისი დასკვნები. COVID-19 პანდემიის შესაკავებლად მიღებული ზომებით გამოწვეული ნებისმიერი შემაფერხებელი ფაქტორი აღმოფხვრილი იყო, ყველაზე გვიან, 2022 წლის მარტში, პრობლემები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ სახელმწიფო სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულები, სრულად ვერ ხსნი და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების მომზადების დაგვიანებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც ასეთი დასკვნები დროულად იყო გამოტანილი, შემდგომი პროგრესი არ ყოფილა მიღწეული.
281. საბოლოო ჯამში, მთავრობის მიერ მოყვანილი მიზეზები ვერ ასაბუთებ და იმ ფაქტს, რომ 4,5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოძიებამ ვერ განიხილა ძირითადი ხაზები. ეს საკმარისი იყო დასკვნისთვის, რომ ის არაეფექტური იყო და, შესაბამისად, არ იყო საჭირო იმის დადგენა, გამოუთხარა თუ არა ძირი მას 2021 წლის კანონმა „ამნისტიის შესახებ“.
282. შესაბამისად, პალატამ უარყო მთავრობის პორველადი პრეტენზიის მეორე ასპექტი (რომელიც მან არსებით განხილვას შეუერთა) და დაადგინა მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა გამოძიების ამ ნაწილთან დაკავშირებით.
283. რაც შეეხება მეორე ასპექტს, რომელიც ეხება პოლიციის მიერ ფიზიკურ ცუდ მოპყრობას, პალატამ აღნიშნა, რომ გამოძიებამ ვერ გამოიტანა რაიმე დასკვნა (ოთხი მომჩივნის მიერ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით). ვინაიდან ეს ბრალდებები არ ეხებო და ჭურვების გამოყენებას, მთავრობის მიერ ციტირებული, დაგვიანების მრავალი დასაბუთება არარელევანტური იყო. გამოძიების აღნიშნული ასპექტის საფუძვლიანობაც არასაკმარისი იყო. ინტენსიური აქტივობის საწყისი პერიოდის მიუხედავად, ხელისუფლების ორგანოებს საკმარისი ძალისხმევა არ გაუწევიათ მომხდარის გასარკვევად და შესაძლო ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებისთვის.
284. შესაბამისად, პალატამ გამოძიების ამ ნაწილთან დაკავშირებით ასევე დაადგინა მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა.
არგუმენტები დიდი პალატის წინაშე
მომჩივნები
285. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დროულად დაიწყო და ფართო მასშტაბის იყო, ის არაეფექტური იყო. გამოძიების სერიოზული შეფერხება, სხვა პროცედურული დარღვევების კუმულაციურ ეფექტთან ერთად, მიუთითებს ვინმეს პასუხისგებაში მიცემის რეალური განზრახვის არარსებობაზე. გამოძიების წარუმატებლობა არ მოიცავ და მხოლოდ მცდარ ნაბიჯებს, რომელთა გამოსწორებაც შეიძლებო და – მათ შეაფერხეს შესაძლებლობა, დაედგინათ ფაქტები და პასუხისმგებელი პირები.
286. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებით მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით საგამოძიებო ნაბიჯების უმეტესობა 2019 წელს გადაიდგა და მას შემდეგ ამ მხრივ არანაირი დასკვნა არ ყოფილა გამოტანილი. 2019 წლის აგვისტოს შემდეგ არცერთი ეჭვმიტანილი არ გამოვლენილა, ხოლო თავდაპირველად იდენტიფიცირებულ პირებს ამნისტია მიენიჭათ. ვერც გამოძიების სირთულე და ვერც COVID-19 პანდემიით გამოწვეული რომელიმე შემაფერხებელი ფაქტორი ვერ ხსნი და ამ დაგვიანებას. კერძოდ, სასამართლო ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნების მოპოვების შეფერხება – რაც გადამწყვეტი იყო როგორც მომჩივნებისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, ასევე მათი დაზიანებების ზუსტი ხასიათისა და მიზეზის დასადგენად – არ შეიძლება გამართლებული იყოს.
287. მომჩივნებმა ასევე გააკრიტიკეს: (a) გამოძიების შეზღუდული მასშტაბი, რამაც, მათი აზრით, გამორიცხა მოვლენების სისტემატური ანალიზი; (b) ჭურვის ზემოქმედების შედეგად მიღებული დაზიანებების მახასიათებლებთან დაკავშირებით ექსპერტიზის შედეგების მიღების წარუმატებლობა; (c) გამოსაძიებელი დანაშაულების დახასიათების გზა; (d) თითოეული მომჩივნის დაზიანების გარემოებების რეკონსტრუქციის არარსებობა; (e) კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების შედეგად მიყენებული დაზიანებების შესახებ ცალკეული პოლიციელების მიერ ზემდგომებისთვის ანგარიშების არარსებობა; (f) მტკიცებულებების მოპოვების წარუმატებლობა იმის შესახებ, თუ როგორ მიეცათ ბრძანებები ცალკეულ პოლიციელებს; და იმ პოლიციელების ვინაობის შესახებ, რომლებმაც განახორციელეს დაკავებები; (g) ზოგიერთი პოლიციელისთვის დისციპლინური სანქციების დაკისრების წარუმატებლობა, გამოსაძიებელ დანაშაულებთან აშკარა კავშირის მიუხედავად; (h) ზემდგომისთვის პასუხისმგებლობის, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წარუმატებლობა; (i) პოლიციელების იდენტიფიცირების შეუძლებლობა, კერძოდ, მათ ფორმებზე განმასხვავებელი ნიშნების არარსებობის გამო; (j) მომჩივნების არასაკმარისი ჩართულობა პროცედურაში, ანუ მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების დაგვიანება და დაბრკოლებები, ასევე საგამოძიებო საქმის სრულ ვერსიაზე წვდომის არქონა, რაც არ იყო დაბალანსებული სახალხო დამცველის აპარატისთვის ამ საქმეზე სრული წვდომისა და ანგარიშების გამოქვეყნების შესაძლებლობით; და (k) შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა პროცედურაში, მიუხედავად იმისა, რომ მისივე თანამშრომლები გამოძიების ქვეშ იმყოფებოდნენ.
288. პოლიციის თანამშრომლების მიერ ფიზიკური ცუდი მოპყრობის გამოძიებასთან დაკავშირებით, მომჩივნები არსებითად დაეთანხმნენ პალატის დასკვნებს და დასძინეს, რომ ერთ-ერთ მომჩივანთან, ბ-ნ დიასამიძესთან დაკავშირებით, საქმეში Baghashvili and Others (no. 20129/21), წარმოდგენილი ვიდეომასალა საკმარისი იყო ჩართული პოლიციელების იდენტიფიცირებისთვის.
289. მომჩივნებმა ასევე გააპროტესტეს საგამოძიებო ორგანოების მიერ მათ მიერ კონკრეტულად მოთხოვნილი რიგი ნაბიჯების გადადგმის უუნარობა, როგორიცაა შინაგან საქმეთა მინისტრთან და მის მოადგილეებთან ახალი გამოკითხვების ჩატარება, დარბევასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციისა და შსს-ის რადიო ჩანაწერების მოპოვება, მანიფესტაციის დროს გაცემული ბრძანებების შესახებ შსს-ის თანამშრომლების გამოკითხვა და ყველა ვიდეოთვალთვალის კამერის ჩანაწერის სრულად განხილვა. მომჩივნებმა ასევე მიუთითეს სახალხო დამცველის აპარატის შუალედურ ანგარიშში მოცემულ რამდენიმე შეთავაზებაზე, რომლებიც არ შესრულებულა.
290. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ტექნიკურად ჯერ კიდევ ღია იყო, არსებითი ნაბიჯები, რომლებიც მიმდინარე გამოძიების შედეგად იქნებო და მოსალოდნელი, არ გადადგმულა.
291. დაბოლოს, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ 2021 წლის კანონმა „ამნისტიის შესახებ“ ფატალურად შეარყია გამოძიების ეფექტურობა. ხელისუფლების ორგანოების შესაძლებლობა, ხელახლა დაეხასიათებინათ გამოსაძიებელი დანაშაულები ისე, რომ ისინი ამ კანონის ფარგლებს მიღმა გაეტანათ, თეორიული და ილუზორული იყო. ის ფაქტი, რომ ეს აქამდე არ მომხდარა, მათი მოთხოვნისა და მტკიცებულებების მდგომარეობის მიუხედავად, მიუთითებ და ამის გაკეთების განზრახვის არარსებობაზე. საქართველოში ადგილი ჰქონ და სისტემურ წარუმატებლობას ან სურვილის არქონას, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაკავშირებული დანაშაულები დახასიათებულიყო წამებად ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად – ამის ნაცვლად, ისინი რუტინულად კვალიფიცირდებო და როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული დანაშაულები. ეს ასევე დადასტურ და იმ სამი პოლიციელის საქმეებით, რომლებმაც სარგებელი მიიღეს ამნისტიით. ამიტომ, არსებობ და რეალური რისკი, რომ იგივე მოხდებო და მომჩივნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებითაც.
მთავრობა
292. მთავრობამ განაცხადა, რომ გამოძიება, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, ეფექტური იყო. ის მოიცავ და არა მხოლოდ პოლიციის მიერ ძალის სავარაუდო გადაჭარბებას, არამედ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების სამართლებრივ საფუძველსა და პროპორციულობას, ზოგადად და თითოეული მომჩივნის მიმართ. ხელისუფლების ორგანოები აქტიურად იძიებდნენ ყველა შესაძლო საკითხს, რათა დაედგინათ ის გარემოებები, რომლებშიც მომჩივნებმა მიიღეს დაზიანებები. თუმცა, საქმე კომპლექსური იყო. პალატის მიერ გამოვლენილი ხარვეზები სათანადოდ იქნებო და გათვალისწინებული და გამოსწორებული.
293. მთავრობამ აღნიშნა, რომ გამოძიება დაიწყო მოვლენებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, და რომ ხელისუფლების ორგანოებმა სწრაფად მოიპოვეს დიდი რაოდენობით მასალა და გადადგეს შესაბამისი საგამოძიებო ნაბიჯების მნიშვნელოვანი რაოდენობა. მოპოვებული მასალის რაოდენობას უზარმაზარი ძალისხმევა და რესურსები დასჭირდა. აღნიშნული მასალის სწრაფმა ანალიზმა გამოიწვია 19 მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობ და დანარჩენ შვიდთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამ პოლიციელს, რომლებსაც ამნისტია მიენიჭათ, მთავრობამ მიიჩნია, რომ ამას არანაირი გავლენა არ ჰქონ და გამოძიების ეფექტურობაზე მომჩივნებთან მიმართებით, რადგან არცერთ ამ პოლიციელს არ მიუყენებია ზიანი მათთვის.
294. 2021 წლის კანონს „ამნისტიის შესახებ“ გამოძიება ფატალურად არ შეურყევია. ის არ მოიცავ და წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულებს (მისი მიღების გარემოებები აჩვენებდა, რომ მას სხვა მიზანი ჰქონდა) და მიმდინარე გამოძიების დროს ბრალდებების რეკლასიფიკაცია, როდესაც ამას გარემოებები და მტკიცებულებები მოითხოვდა, სტანდარტული პრაქტიკა იყო. სსს-მა შეიმუშავა და იყენებ და სახელმძღვანელო მითითებებს იმის შესახებ, თუ როდის უნ და დახასიათებულიყო გარკვეული ქმედებები როგორც წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. თუმცა, მომჩივნებს ჯერ არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები ან ლოგიკურად თანმიმდევრული არგუმენტები, რომლებიც შეიძლება მოითხოვდეს ასეთ რეკლასიფიკაციას. გარ და ამისა, კანონის გამოყენება გულისხმობ და იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, რომელსაც კანონით დადგენილი ამნისტია ითვალისწინებ და – რადგან მხოლოდ მაშინ შეიძლებო და მისი არგამოყენება, თუ ბრალდებული განაცხადებდა, რომ მას არ სურ და ამ ამნისტიით სარგებლობა. ეს ნიშნავდა, რომ იმ ეტაპზე, როდესაც კანონის შესაძლო გამოყენება შესაბამისი გახდებოდა, ყველა საჭირო საგამოძიებო ნაბიჯი უკვე წარმატებით იქნებო და გადადგმული.
დიდი პალატის შეფასება
295. დიდი პალატა ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, რომ გამოძიების ეფექტურობა პალატისგან განსხვავებულად შეაფასოს. როგორც ჩანს, პალატის მიერ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენებისა და ფიზიკური ცუდი მოპყრობის გამოძიების (იხ. პარაგრაფები 280-281 და 283 ზემოთ) მიმართ გამოვლენილი ყველა ხარვეზი კვლავ არსებობს.
296. დიდი პალატა ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მე-3 მუხლის მიზნებისთვის ეფექტური რომ იყოს, პოლიციის მიერ ძალის ფართომასშტაბიანი გამოყენების გამოძიება ამ საქმეში განსახილველ გარემოებებში უნ და (a) მოიცავდეს მოვლენების სისტემატურ ანალიზს, (b) მოიცავდეს პოლიციის ოპერაციის სამართლებრივი საფუძვლის, დაგეგმვისა და განხორციელების შეფასებას და (c) განსაზღვრავდეს, არსებობ და თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა ამ ოპერაციის დაგეგმვასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან (იხ. პალატის გადაწყვეტილების 214-ე და 220-ე-221-ე პარაგრაფები). ჯერჯერობით არცერთ ზემოაღნიშნულს არ ჰქონია ადგილი.
297. პალატის გადაწყვეტილების შემდეგ ერთადერთი აღსანიშნავი მოვლენაა გამოძიების გადაბარება სსს-ისთვის 2024 წლის ივნისში (იხ. პარაგრაფები 141-143 ზემოთ). არ ჩანს, რომ სსს-მა ამ დრომდე რაიმე ხელშესახები პროგრესი განახორციელა (იხ. პარაგრაფები 141-142 ზემოთ), მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის თებერვალში, მხარეებისგან უკანასკნელი ინფორმაციის მიღების დროისთვის, საქმის გადაბარებიდან რვა თვე იყო გასული. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება 5,5 წელზე მეტია მიმდინარეობს, მას დღემდე არ მოჰყოლია ყველა შესაბამისი გარემოების ყოვლისმომცველი შეფასება (შეადარეთ საქმეLutsenko and Verbytskyy v. Ukraine, nos. 12482/14 და 39800/14, § 44, 2021 წლის 21 თებერვალი), ვერც მომჩივნების მიმართ სავარაუდო ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებული გარემოებები ან იმ სახელმწიფო წარმომადგენლების ვინაობის იქნა დადგენილი, რომლებმაც მათ წინააღმდეგ სავარაუდოდ გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს ან ბრძანეს მისი გამოყენება (შეადარეთ საქმე Shmorgunov and Others, ციტირებული ზემოთ, § 357). ასევე არ მოჰყოლია რაიმე შესაბამისი ბრალდება (შეადარეთ საქმე Selmouni, ციტირებული ზემოთ, § 78). ამიტომ, ის არ შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურად.
298. დიდი პალატა ასევე ეთანხმება პალატას (იხ. პარაგრაფი 281in fine ზემოთ), რომ არ არის საჭირო საბოლოო განცხადების გაკეთება იმის შესახებ, თუ რამდენად იმოქმე და 2021 წლის კანონმა „ამნისტიის შესახებ“ (იხ. პარაგრაფი 197 ზემოთ) გამოძიებაზე.
299. როგორც საქმის Melia v. Georgia (no. 13668/21, §§ 61-63 და 67-68, 2023 წლის 7 სექტემბერი) ფაქტებიდან აშკარად ირკვევა, აღნიშნული კანონი არ ყოფილა მიღებული სპეციალურად 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს ცუდი მოპყრობისთვის პოლიციელების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების მიზნით; ის გამოწვეული იყო ევროკავშირის მედიაციით საქართველოში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.
300. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საკითხი, გამორიცხავს თუ არა აღნიშნული კანონი სახელმწიფო წარმომადგენლების სისხლისსამართლებრივ დევნას წინამდებარე საქმეში სავარაუდო ცუდი მოპყრობისთვის, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დახასიათდება მათ წინააღმდეგ წაყენებული ნებისმიერი პოტენციური სისხლის სამართლის ბრალდება სამართლებრივად – როგორც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის დარღვევით და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ჩარევა აღნიშნული კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევით, რომლებიც კანონით დადგენილი ამნისტიით არის გათვალისწინებული, თუ როგორც წამება ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა კოდექსის 1441-ე და 1443-ე მუხლების დარღვევით, რომლებიც, კანონის მე-2 მუხლის ძალით, ამ ამნისტიის ფარგლებს სცილდება (იხ. პარაგრაფები 176 და 197 ზემოთ). მხარეები წარმოადგენენ კონკურენტულ არგუმენტებს ორივე სცენარის განხორციელების ალბათობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 291 და 294 ზემოთ), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჯერჯერობით არ წაუყენებიათ შესაბამისი ბრალდებები და ამიტომ საკითხი ამ ეტაპზე აუცილებლად ვარაუდის საგანია. თუმცა, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიმდინარე გამოძიება ეხება დანაშაულებს, რომლებიც კანონის ფარგლებში შედის. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გაითვალისწინა მთავრობის კომენტარი, რომ გამოძიების დროს ბრალდებების რეკლასიფიკაცია გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით საქართველოში სტანდარტული პრაქტიკაა. სასამართლო არ შევა სპეკულაციებში მომავალი განვითარების შესახებ. თუმცა, ის ხაზს უსვამს, რომ მისი პრეცედენტული სამართლის თანახმად, სახელმწიფო წარმომადგენლებისთვის ამნისტიის მინიჭება წამების ან არასათანადო მოპყრობის ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს და არ უნ და იყოს დაშვებული (იხ. საქმე Marguš v. Croatia [GC], no. 4455/10, § 126, ECHR 2014 (ამონარიდები); საქმე Mocanu and Others v. Romania [GC], nos. 10865/09 და 2 სხვა, § 326, ECHR 2014 (ამონარიდები); და საქმეCestaro, ციტირებული ზემოთ, § 208; ასევე იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, § 274, 2011 წლის 26 აპრილი). ის ასევე ყურადღებას ამახვილებს 46-ე მუხლით გათვალისწინებულ მითითებებზე მოპასუხე სახელმწიფოს მიერ საგამოძიებო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 464-465 ქვემოთ).
301. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დიდი პალატა ასკვნის, რომ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას ადგილი ჰქონ და ყველა 24 მომჩივნის მიმართ, რომელთა საჩივრები აღნიშნული დებულების საფუძველზე მისაღებად იქნა ცნობილი (იხ. პარაგრაფები 7(b) და 277 ზემოთ). აქედან გამომდინარეობს, რომ მთავრობის პირველადი პრეტენზიის მეორე ასპექტი, რომელიც შეუერთ და ამჟამინდელი საჩივრის არსებით ნაწილს (იხ. პარაგრაფი 273 ზემოთ), უარყოფილი უნ და იქნეს.
კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტი
302. ხუთივე საჩივარში მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ისინი დაშავდნენ პოლიციის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს მანიფესტაციის დაშლის დროს ძალის გადაჭარბების შედეგად. როგორც გამოძიებასთან დაკავშირებული საჩივრების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 274 ზემოთ), მომჩივნები საქმეში Tsaava and Kmuzov (no. 13186/20), საქმეშიBaghashvili and Others (no. 20129/21), საქმეში Kurdovanidze and Others (no. 20175/21) და საქმეში Berikashvili (no. 39382/21) დაეყრდნენ კონვენციის მე-3 მუხლს, ხოლო მომჩივანი საქმეში Svanadze (no. 16757/20) დაეყრდნო კონვენციის მე-10 მუხლს.
303. პალატამ ამ საჩივრებთან დაკავშირებითაც დაადგინა, რომ აღნიშნული უკანასკნელი მომჩივანი არსებითად ასევე ჩიო და მე-3 მუხლის საფუძველზე.
304. დიდი პალატა ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, რომ საკითხი სხვაგვარად გააანალიზოს. მე-3 მუხლის ტექსტი მოცემულია პარაგრაფში 276 ზემოთ.
პალატის გადაწყვეტილება
305. პალატამ აღნიშნა, რომ მანიფესტაცია მშვიდობიანი პროტესტის სახით დაიწყო, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მანიფესტაციის მონაწილეების ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცა და პარლამენტის შენობაში შეღწევის მიზნით, და რომ ხელისუფლების ორგანოებმა საბოლოოდ მანიფესტაცია ძალის გამოყენებით დაშალეს. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებით მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, მთავრობამ არ უარყო, რომ შესაბამისი მომჩივნები ამ გზით დაშავდნენ და არც ის უარყო, რომ ყველა მათგანი, საქმეში Kurdovanidze and Others (no. 20175/21) ერთ-ერთი მომჩივნის, ბ-ნი ჩიკვილაძის გარდა, მთელი მანიფესტაციის განმავლობაში მშვიდობიანად იქცეოდა. ასევე სადავო არ იყო საქმეში Baghashvili and Others (no. 20129/21) ერთ-ერთი მომჩივნის, ბ-ნი დიასამიძის და საქმეში Kurdovanidze and Others (no. 20175/21) სამი მომჩივნის, ბ-ნი ფოჩხიძის, ბ-ნი ხვადაგიანისა და ბ-ნი შარვაშიძის მიერ ფიზიკური ცუდი მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ მათ შეეძლოთ შესაბამისი დაზიანებები მანიფესტაციის დაშლის დროს მიეღოთ.
306. თუმცა მოვლენების უჩვეულო განვითარება და ქაოსი, მათ შორის, თავდასხმები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე, რასაც ადგილი ჰქონ და მას შემდეგ, რაც მანიფესტაციის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ ძალადობრივად სცა და პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობის შტურმი, არ შეიძლებო და ნაკლებად მნიშვნელოვნად იქნეს წარმოჩენილი. აღნიშნული უდავოდ საფრთხეს უქმნი და საზოგადოებრივ წესრიგს, რომლის აღსადგენადაც სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ ხელისუფლების ორგანოებს შეეძლოთ ძალის გამოყენება. არეულობის მასშტაბისა და მანიფესტაციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან ძალადობის დონის გათვალისწინებით, ცალკეული პოლიციელების მხრიდან, პრინციპში და დაძაბულობის მომენტის დროს გამართლებული უნ და ყოფილიყო კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენება მანიფესტაციის მოძალადე მონაწილეთა შესაკავებლად და საკუთარი ან სხვების სიცოცხლისთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სასამართლოს წინაშე იდგა კითხვა, იყო თუ არა მომჩივანთა დაზიანებები ქაოსური მოვლენების ფონზე ძალის კანონიერი და პროპორციული გამოყენების გაუთვალისწინებელი შედეგი თუ ძალის გაუმართლებელი გამოყენების შედეგი. ამ მიზნით, ეროვნულ დონეზე მეტი ფაქტის გარკვევა იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, თუ როგორ რეგულირდებო და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით, ძალის გამოყენების აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება ამ გარემოებებში დაკავშირებული იყო მოვლენების უფრო ფართო კონტექსტთან და სცილდებო და სასამართლოსთვის ხელმისაწვდომ მასალას – რომელსაც სიფრთხილე უნ და გამოეჩინა ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს როლის შესრულებისას, თუ ეს არ იყო გარდაუვალი. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ სისხლის სამართლის გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა. დასკვნა, რომ გამოძიება არაეფექტური იყო, ეფუძნებო და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გამოძიების ძირითადი ხაზებისადმი გულმოდგინების ნაკლებობას, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე მოპოვებული ჰქონდათ მტკიცებულებების დიდი ნაწილი, ისე რომ არ შელახულიყო მათი სანდოობა. ამ გარემოებებში საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობა, შეეფასებინათ ფაქტები და გამოეტანათ შესაბამისი დასკვნები, შეუქცევადად არ შელახულა.
307. ამიტომ, პირველ რიგში, ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს ევალებოდათ და არა სასამართლოს, ამ მტკიცებულებების შეფასება და, კონვენციის უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფის საერთო პასუხისმგებლობის სულისკვეთების შესაბამისად, საქმეში წამოჭრილ საკითხებზე შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ამგვარად, შეუფერებელი და სასამართლოს დამხმარე როლთან შეუსაბამო იქნებო და საქმის ფაქტებზე დაყრდნობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ფარგლების დასადგენად; ასეთი ქმედება მოახდენ და ეროვნულ ორგანოებში – რომლებიც უკეთეს მდგომარეობაში და უკეთესად აღჭურვილნი იყვნენ ამ ამოცანის შესასრულებლად – მიმდინარე სამართალწარმოების დუბლირებას. აღნიშნული დასკვნა ზიანს არ აყენებს სახელმწიფოს პოტენციურ პასუხისმგებლობას, თუნდაც ეროვნულ დონეზე დადგენილი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის არარსებობის შემთხვევაში.
308. ამ საფუძველზე, პალატამ თავი შეიკავა მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის საფუძველზე მომჩივანთა საჩივრების არსებით მხარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისგან.
არგუმენტები დიდი პალატის წინაშე
მომჩივნები
309. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათი დაზიანებები და მათი მიყენების წესი საფუძვლიან ეჭვს მიღმა დადასტურ და მნიშვნელოვანი მტკიცებულებებით – მათ შორის, სამედიცინო დასკვნებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფოტო და ვიდეომასალებით და, სადაც ხელმისაწვდომი იყო, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნებით – და სისხლის სამართლის გამოძიების დროს მათი უმეტესობისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებით და სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებით, რომლითაც ზოგიერთ მათგანს ამ დაზიანებებისთვის ზიანის ანაზღაურება მიეკუთვნა. ყველა აღნიშნული დაზიანება – მსუბუქიდან ცხოვრების გარდამტეხამდე და მძიმემდე – გამოწვეული იყო კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებით ან პოლიციელების მხრიდან ცუდი მოპყრობით და მიაღწია სიმძიმის იმ დონეს, რომელიც საჭიროა მე-3 მუხლით დადგენილი ზღვრის მისაღწევად.
310. მომჩივნები ასევე ამტკიცებდნენ, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება, რამაც გამოიწვია აღნიშნული დაზიანებები, არღვევ და მე-3 მუხლს სამი ძირითადი საფუძვლით: (a) მარეგულირებელი ჩარჩოს ხარვეზები, კერძოდ, „სპეციალური საშუალებების“ გამოყენება; (b) დაშლის ოპერაციის არასაკმარისი დაგეგმვა და კონტროლი; და (c) ხელისუფლების ორგანოების გადაჭარბებული და არასაჭირო ქმედებები ამ ოპერაციის დროს.
311. „სპეციალური საშუალებების“ – კერძოდ, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების – გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დაცვის მექანიზმების გვერდის ავლა შესაძლებელი იყო ბუნდოვნად განსაზღვრულ პირობებში. ეს მოიცავ და მოთხოვნებს, რომ ზემდგომებისთვის ეცნობებინათ ასეთი გამოყენების შედეგად მიყენებული დაზიანებების შესახებ, გაეცათ წინასწარი გაფრთხილება გამოყენებამდე და არ გამოეყენებინათ ასეთი საშუალებები ზემდგომთა თანხმობის გარეშე დაუცველი პირების მიმართ ან ნებისმიერი პირის მიმართ 20 მეტრის რადიუსში. განსახილველ საქმეში ყველა დაშვებული გამონაკლისი იქნა გამოყენებული, ხოლო შესაბამისი თანამდებობის პირების შესაბამის მტკიცებებს სიტყვაზე ენდნენ, სათანადო გადამოწმების ნაცვლად. გარ და ამისა, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების და სხვა „სპეციალური საშუალებების“ გამოყენების შესახებ რეგულაციები არ იყო საკმარისად სპეციფიკური იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი გამოყენებული ყოფილიყო ადეკვატურად და უსაფრთხოდ, კონკრეტულ სიტუაციებში და საკმარისად უსაფრთხო გზით და მხოლოდ კონკრეტული პირების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის დროს საქართველოს კანონმდებლობა კრძალავ და წყლის ჭავლის, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების და ცრემლსადენი გაზის ერთდროულ გამოყენებას შეკრებასთან დაკავშირებით, ეს აკრძალვა ბუნდოვანი იყო და, როგორც ჩანს, ხელისუფლების ორგანოების მიერ განმარტებული იყო, როგორც ასეთი ერთდროული გამოყენების აკრძალვა მხოლოდ მანიფესტაციის დროს ადამიანთა გარკვეული ჯგუფების წინააღმდეგ. გარ და ამისა, ყველა ეს რეგულაცია არ იყო სათანადოდ ხელმისაწვდომი და ის არ ადგენ და მოთხოვნას, რომ ბრბოს კონტროლისთვის გამოყენებული აღჭურვილობა და მისი გამოყენებით დაკავებული პოლიციელების ფორმები ისე ყოფილიყო მარკირებული, რომ მათი იდენტიფიცირება შესაძლებელი ყოფილიყო.
312. შსს-ს გეგმის ზუსტად განხილვა მანიფესტაციასთან დაკავშირებით შეუძლებელი იყო, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად იყო რედაქტირებული სასამართლოში წარდგენილი ასლი. თუმცა, მისი დაურედაქტირებელი ნაწილები მიანიშნებდა, რომ ის სავალალოდ არაადეკვატური იყო. ის არ შეიცავ და ინსტრუქციებს იმის შესახებ, თუ როდის უნ და გაეფრთხილებინათ საპროტესტო აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებამდე და რა მეთოდით, და არ განსაზღვრავ და უსაფრთხო მარშრუტებს მათთვის მოვლენების განვითარების ადგილის დასატოვებლად ან იმ გარემოებებს, როდესაც თითოეული „სპეციალური საშუალება“ შეიძლებო და გამოყენებულიყო მათ წინააღმდეგ. არც ძალის გამოყენებამდე გამოსაყენებელი არაძალადობრივი ტაქტიკა, მათ შორის დეესკალაციის მეთოდი, არ იყო აღწერილი და არც კონკრეტული საფრთხეების თანაზომიერი მინიმალური ძალის გამოყენების ინსტრუქციები „სპეციალური საშუალებების“ უსაფრთხო გამოყენებისთვის, საპროტესტო აქციის არამოძალადე მონაწილეებისა და დაუცველი პირებისთვის ზიანის მინიმიზაციისთვის ან მედიის წარმომადგენლების დასაცავად. არც სათანადო ბრძანებათა ჯაჭვი იყო დადგენილი. ყველა ამ ხარვეზმა გამოიწვია ძალის არასათანადო გამოყენების რეალური რისკი დარბევის ოპერაციის დროს, რადგან ამ საკითხებზე ზუსტი ინსტრუქციების არარსებობის გამო, ისინი დაძაბულ მომენტში უნ და გადაჭრილიყო.
313. პოლიციის ოპერაციის დროს უფლებამოსილების ვაკუუმის შედეგად კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები უკონტროლოდ იქნა გასროლილი. მიუხედავად მათი არგამოყენების შესახებ მკაფიო ინსტრუქციისა, შსს-ის მაღალი თანამდებობის პირებმა ვერ უზრუნველყვეს წინა ხაზის თანამშრომლების მიერ მისი შესრულება. ეს გამოწვეული იყო პოლიციის შიგნით კომუნიკაციის გაწყვეტით და აღნიშნული ინსტრუქციების შესაბამისი პოლიციელებისთვის გადაცემის შეუძლებლობით, რამაც გამოიწვია ქაოსური სიტუაცია, რომლის დროსაც მათ განურჩევლად და მასობრივად ისროლეს ასეთი ჭურვები, მათ შორის, საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ხელისუფლების ორგანოებს ასევე არ გაუციათ სათანადო გაფრთხილება ამასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი დრო ჰქონდათ ამისთვის. ეს ყველაფერი ასევე მიანიშნებ და იმაზე, რომ პოლიცია არ იყო სათანადოდ მომზადებული ან ინსტრუქტირებული ამ ჭურვების გამოყენების შესახებ და მიაჩნდათ, რომ კანონი მათ ამ მხრივ მოქნილობას აძლევდა.
314. „სპეციალური საშუალებების“ გამოყენება აუცილებელი არ იყო: მანიფესტაციის მცირე ნაწილის ძალადობრივი ქმედებების გამო მთელი მანიფესტაციის დასაშლელად მათი გამოყენება აუცილებელი არ იყო და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები გამოყენებული იყო არა მხოლოდ საპროტესტო აქციის ძალადობრივი მონაწილეების, არამედ მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც, როგორიცა არიან მომჩივნები – კერძოდ, მათ შორის არსებული ჟურნალისტების წინააღმდეგაც, რომლებიც აშკარად იდენტიფიცირებადი იყვნენ, როგორც ასეთი. „სპეციალური საშუალებების“ გამოყენება, გარ და ამისა, გადაჭარბებული იყო: კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები ისროლეს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებასთან ერთად, მნიშვნელოვანი მასშტაბით და, განურჩევლად ამაღლებული პოზიციებიდან და ახლო მანძილიდან, ასევე სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით. გარ და ამისა, ცრემლსადენი გაზი გამოყენებულ იქნა განურჩევლად.
315. თავის მხრივ, საქმის Kurdovanidze and Others (no. 20175/21) სამ მომჩივანს, ბ-ნ ფოჩხიძეს, ბ-ნ ხვადაგიანს და ბ-ნ შარვაშიძეს პოლიციელები გაფრთხილების გარეშე დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელბორკილები დაადეს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობ და რაიმე ქმედება, რომელიც ასეთ ქცევას გაამართლებდა. მათი დაზიანებების ხარისხი მიუთითებდა, რომ ძალის გამოყენება აშკარად გადაჭარბებული იყო. იგივე ეხებო და საქმის Baghashvili and Others (no. 20129/21) ერთ-ერთ მომჩივანს, ბ-ნ დიასამიძეს, რომელიც ასევე ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფილ იქნა ჟურნალისტური საქმიანობის მშვიდობიანად განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, რომ ის აშკარად იდენტიფიცირებადი იყო, როგორც ჟურნალისტი.
მთავრობა
316. მთავრობამ განაცხადა, რომ რადგან სისხლის სამართლის გამოძიება ჯერ კიდევ „მიმდინარეობ და აქტიურ ფაზაში“ და რადგან მის მსვლელობაში მნიშვნელოვანი ფაქტები ჯერ კიდევ საჭიროებ და გარკვევას, მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის საფუძველზე შეტანილ საჩივრებზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი და ნაადრევი იყო. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ყოვლისმომცველად არეგულირებს პოლიციის მიერ მანიფესტაციის დროს „სპეციალური საშუალებების“ (ტერმინი, რომელიც მოიცავს კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებს) გამოყენებას. კერძოდ, კანონის შესაბამისად, პოლიციას ევალებო და გაფრთხილება გაეცა ასეთი საშუალებების გამოყენებამდე, გარ და გადაუდებელი შემთხვევებისა, და მათი გამოყენება შეეძლოთ მხოლოდ იმ პოლიციელებს, რომლებსაც სპეციალური მომზადება ჰქონდათ გავლილი. ეს წესი სათანადოდ იყო დაცული წინამდებარე საქმეში. გარ და ამისა, ხელისუფლების ორგანოებმა, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, შეადგინეს გეგმა, თუ როგორ უნ და დაეცვათ და აღედგინათ საზოგადოებრივი წესრიგი მანიფესტაციის დროს. ეს გეგმა ითვალისწინებ და „სპეციალური საშუალებების“ გამოყენებას, თუ ეს აუცილებელი იქნებო და აღნიშნული მიზნისთვის. ამ ეტაპზე აშკარა იყო, რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მანიფესტაციის ძალადობრივი ხასიათის გათვალისწინებით, და რომ პოლიციის ოპერაცია მთლიანობაში ადეკვატურად იყო დაგეგმილი და განხორციელებული – მათ შორის, „სპეციალური საშუალებების“ გამოყენებამდე მანიფესტაციის მონაწილეების გაფრთხილებისა და მის გასათვალისწინებლად გონივრული ვადის მიცემის კუთხით. მთავრობამ მიუთითა ორ ფაქტორზე, რომლებიც, მათი აზრით, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო: რომ მანიფესტაციის მონაწილეთა ნაწილმა სცა და პარლამენტის შენობაში შეჭრა, და რომ მანიფესტაცია, უფრო ზოგადად და არა მხოლოდ იზოლირებულად, ძალადობრივ სახეს იღებდა. თუმცა, რადგან სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც მოიცავ და მანიფესტაციის დაშლის ყველა ასპექტს – კერძოდ, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენებას – ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, ნაადრევი იყო ძალის, კერძოდ, ასეთი ჭურვების გამოყენების აუცილებლობის შეფასება თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში.
სასამართლო პროცესში მონაწილე პირველი მესამე მხარე (INCLO-ის ცხრა წევრი)
317. სასამართლო პროცესში მონაწილე პირველი მესამე მხარის – INCLO-ის ცხრა წევრი (იხ. პარაგრაფი 10 ზემოთ) – არგუმენტები ეფუძნებო და ანგარიშს, რომელიც INCLO-მ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“ გამოაქვეყნა 2023 წელს („Lethal in Disguise 2: How Crowd-Control Weapons Impact Health and Human Rights“).
318. სასამართლო პროცესში მონაწილე მხარემ აღწერა კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების მახასიათებლები და აღნიშნა, რომ აქამდე არცერთ ორგანიზაციას, კვლევას ან ანგარიშს არ განუსაზღვრავს მკაფიოდ და ობიექტურად, თუ რა აქცევ და იარაღს ლეტალურად, ნაკლებად ლეტალურად, არალეტალურად ან უსაფრთხოდ.
319. მათ განაგრძეს ამ ჭურვების ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების აღწერა და შესაბამისი სამედიცინო ლიტერატურის სისტემატური მიმოხილვების დასკვნების საფუძველზე აღნიშნეს, რომ მათ შეეძლოთ სხვადასხვა სახის დაზიანებების გამოწვევა, მათ შორის, მძიმე დაზიანებების, ბლაგვი ან შეღწევადი ტრავმის შედეგად – კერძოდ, თვალის დაზიანებები და შეზღუდული შესაძლებლობა, რასაც იწვევს მრავალჭურვიანი ტყვიები.
320. მათ ასევე აღწერეს ნაკლებად ლეტალური იარაღის და კონკრეტულად კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენების საერთაშორისო სტანდარტები და სახელმძღვანელო მითითებები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გამოქვეყნებული და ადამიანის უფლებათა ამერიკული კომისიის მიერ გამოქვეყნებული სტანდარტები (იხ. პარაგრაფები 201-202 და 208-211 ზემოთ).
321. შემდეგ სასამართლო პროცესში მონაწილე მხარემ გამოთქვა თავისი შეხედულებები იმ ზომებსა და რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც სახელმწიფოებს უნ და მიეღოთ ნაკლებად ლეტალური იარაღის – მათ შორის, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების – განლაგებამდე, განლაგების დროს და მის შემდეგ, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ მათი გამოყენებით წარმოქმნილი რისკები. შესაბამისად:
(a) მათი გამოყენება მასობრივი საპროტესტო აქციების დროს უნ და ყოფილიყო უკიდურესი ზომა, რომელიც გამოყენებული იქნებო და უსაფრთხოებისთვის ნამდვილი და გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში;
(b) ისინი გამოყენებული უნ და ყოფილიყო საპროტესტო აქციის მხოლოდ იმ მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობას სჩადიოდნენ ან სხვებს ამისკენ მოუწოდებდნენ, საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების უფლებების დარღვევის გარეშე;
(c) მათი გამოყენება დაფუძნებული უნ და ყოფილიყო კანონიერების, სიფრთხილის ზომების, აუცილებლობის, პროპორციულობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებზე და ასევე უნ და შემოწმებულიყო ნამდვილი საფრთხისა და ლეგიტიმური მიზნის გათვალისწინებით; და
(d) მათ გამოყენებასთან დაკავშირებული დაზიანებები ან სიკვდილი უნ და ყოფილიყო გამოძიებული, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ანგარიშვალდებულება და უკეთესი მომზადება მათი ლეტალური და საზიანო ზემოქმედების შესახებ.
322. სასამართლო პროცესში მონაწილე მხარემ ასევე განაცხადა, რომ არასწორად იქნა მიჩნეული, რომ ნაკლებად ლეტალურ იარაღს არ შეეძლო სიკვდილის გამოწვევა (და, შესაბამისად, შეცდომით ექვემდებარებო და ნაკლებ რეგულირებას და ზედამხედველობას), რომ მათი შესაძლებლობა, მიეღწია ბრბოს უსაფრთხოდ დაშლა, შეზღუდული იყო, და რომ ისინი „არასწორად იქნა გამოყენებული როგორც იარაღი პოლიტიკური რეპრესიებისთვის და არა ბრბოს კონტროლის ლეგიტიმური მიზნებისთვის“.
323. სასამართლო პროცესში მონაწილე მხარემ ასევე გამოთქვა თავისი შეხედულებები სახელმწიფოების მოვალეობებთან დაკავშირებით (a) ასეთი იარაღის დიზაინთან და ასეთი იარაღით ვაჭრობასთან, (b) მათ ტესტირებასა და სამართლებრივ ექსპერტიზასთან, (c) მათი გამოყენების რეგულაციებთან და პროცედურებთან, ასევე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მათი ადამიანის უფლებების შესაბამისად გამოყენების შესახებ მომზადებასთან (კერძოდ, ბრბოს დასაშლელად გარკვეული ტიპის იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შესახებ) და (d) მათი განლაგების მარეგულირებელ პრინციპებთან დაკავშირებით.
324. ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესში მონაწილე მხარემ, კერძოდ, აღნიშნა, რომ:
(a) ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების დაგეგმვა უნ და მოიცავდეს მკაფიოდ განსაზღვრულ სამეთაურო ფუნქციებს, მათი გამოყენების ნებართვით, რომელიც გაცემულია მოვლენების განვითარების ადგილზე მყოფი უფროსი ოფიცრის მიერ, რომელსაც შეუძლია შეაფასოს პირობები, რომელშიც გამოყენებული იქნება იარაღი და პასუხისმგებელი იყოს მისი გამოყენების წესსა და მასშტაბზე;
(b) ხელისუფლების ორგანოებმა თავიდან უნ და აიცილონ ასეთი იარაღის გამოყენება იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველები არიან ზოგადად ძალის გამოყენების მავნე შედეგების მიმართ და კონკრეტული ტიპის იარაღის ზემოქმედების მიმართ (მათ შორის, ბავშვები, ორსული ქალები ან ხანდაზმულები და ფიზიკური ან ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირები); და
(c) ასეთი იარაღი არ უნ და იქნეს გამოყენებული წინასწარი მკაფიო სიტყვიერი გაფრთხილების და საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის გონივრული შესაძლებლობის მიცემის გარეშე, დაემორჩილონ კანონიერ ბრძანებებს დაშლის ან უსაფრთხო თავშესაფრის მოძებნის შესახებ.
325. სასამართლო პროცესში მონაწილე მხარის თანახმად, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები, კერძოდ, არასდროს არ უნ და იქნეს გასროლილი ჯგუფებში განურჩევლად, არ უნ და იქნეს გამოყენებული მხოლოდ ბრბოს დასაშლელად და არასდროს არ უნ და იქნეს გასროლილი ახლო მანძილიდან ან ისე, რომ მიზანში იქნეს ამოღებული თავი ან სხეულის სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილები. მასობრივი საპროტესტო აქციების დროს აკრძალული უნ და იყოს მრავალჯერადი ჭურვების ტყვიების და ლითონის კომპონენტის მქონე ჭურვების გამოყენება.
დიდი პალატის შეფასება
ზოგადი პრინციპები
ძალის გამოყენება მანიფესტაციების ან საპროტესტო გამოსვლების დასაშლელად
326. კონვენციის მე-3 მუხლი შეიცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას. ის აბსოლუტურად კრძალავს წამებას და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Soering v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისი, § 88, Series A no. 161; საქმე Chahal v. the United Kingdom, 1996 წლის 15 ნოემბერი, § 79, Reports 1996-V; და საქმე Mocanu and Others, ციტირებული ზემოთ, § 315).
327. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისი პრინციპები მე-3 მუხლის შესაბამისად, მანიფესტაციების დასაშლელად ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:
(a) ხელისუფლების ორგანოების მიერ ძალის გამოყენება მანიფესტაციის დროს არეულობის ჩასახშობად ან ამასთან დაკავშირებით დაპატიმრებების განსახორციელებლად აუცილებლად მე-3 მუხლის დარღვევას არ წარმოადგენს. თუმცა, როდესაც ასეთი ძალის გამოყენება იწვევს მოპყრობას, რომელიც საკმარის დონეს აღწევს, რათა ის ამ მუხლის მოქმედების სფეროში მოექცეს, ის თავსებადი იქნება მასში დადგენილ აბსოლუტურ აკრძალვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აუცილებელია და არა გადაჭარბებული – ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალა მკაცრად აუცილებელია და პროპორციულია იმ მიზნისა, რისთვისაც ის იქნა გამოყენებული (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Süleyman Çelebi and Others v. Turkey, nos. 37273/10 და 17 სხვა, § 75 in fine, 2016 წლის 24 მაისი; საქმე Zakharov and Varzhabetyan, ციტირებული ზემოთ, § 70; საქმეShmorgunov and Others, ციტირებული ზემოთ, § 359; და საქმე Geylani and Others v. Türkiye, no. 10443/12, § 70 in fine, 2023 წლის 12 სექტემბერი).
(b) ამ შეფასებაში მთავარი კითხვა არ არის, იყო თუ არა ძალის გამოყენება აუცილებელი და პროპორციული სიტუაციაში ზოგადად, არამედ იყო თუ არა ეს ასე თითოეული მომჩივნის შემთხვევაში (იხ. საქმე Muradova v. Azerbaijan, no. 22684/05, § 133, 2009 წლის 2 აპრილი; საქმე Özalp Ulusoy v. Turkey, no. 9049/06, § 44 in fine, 2013 წლის 4 ივნისი; საქმე Boris Kostadinov v. Bulgaria, no. 61701/11, § 53, 2016 წლის 21 იანვარი; და საქმე Kılıcı v. Turkey, no. 32738/11, § 37, 2018 წლის 27 ნოემბერი). ეს შეფასება, კერძოდ, უნ და ეფუძნებოდეს შემდეგს:
(i) გამოყენებული ძალის ხასიათი, მახასიათებლები და ხარისხი (იხ., მაგ., საქმე Özalp Ulusoy, ციტირებული ზემოთ, § 44 in fine);
(ii) მისგან გამოწვეული ნებისმიერი დაზიანების სიმძიმე (იხ., მაგ., საქმე Serkan Yılmaz and Others v. Turkey, no. 25499/04, § 23 in fine, 2009 წლის 13 ოქტომბერი, და საქმე Rizvanov v. Azerbaijan, no. 31805/06, § 49, 2012 წლის 17 აპრილი); და
(iii) ზუსტი გარემოებები, რომლებშიც ეს დაზიანებები იქნა მიყენებული – კერძოდ, გახ და თუ არა მკაცრად აუცილებელი მომჩივნის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მისივე საქციელის გამო (იხ., მაგ., საქმე Muradova, § 133 in fine; საქმე İzci, § 61; საქმე Tahirova, § 43; საქმე Zakharov and Varzhabetyan, § 71; საქმე Shmorgunov and Others, § 371; და საქმე Geylani and Others, § 88, ყველა ციტირებული ზემოთ).
(c) კიდევ ერთი კითხვა, რომელიც გავლენას ახდენს ამ შეფასებაზე – განსაკუთრებით მანიფესტაციების საპასუხოდ მასშტაბური საპოლიციო ოპერაციების მიმართ – არის ის, გადადგმულია თუ არა ნაბიჯები სადავო ოპერაციის ისე რეგულირებისა და ორგანიზებისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირებული იქნეს მანიფესტაციის მონაწილეების, მოვლენების გამშუქებელი ჟურნალისტებისა და შემსწრეებისთვის სერიოზული ფიზიკური დაზიანების რისკი (იხ. საქმე Muradova, § 113 in fine; საქმე Zakharov and Varzhabetyan, § 50; და საქმე Geylani and Others, § 86 in fine, ყველა ციტირებული ზემოთ).
(d) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოსაზრებაა, რომ თუ ხელისუფლების ორგანოები იძულებულნი არ არიან რეაგირება მოახდინონ წინასწარი მომზადების გარეშე, მათ უნ და გამოიჩინონ გარკვეული მოთმინება და შემწყნარებლობა, ვიდრე შეეცდებიან ბრბოს დაშლას, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისთვის და არ არის ჩართული ძალადობაში (იხ. საქმე Biçici, ციტირებული ზემოთ, § 35; საქმე Pekaslan and Others v. Turkey, nos. 4572/06 და 5684/06, § 64, 2012 წლის 20 მარტი; საქმე İbrahim Ergün v. Turkey, no. 238/06, § 50, 2012 წლის 24 ივლისი; და საქმე Zakharov and Varzhabetyan, ციტირებული ზემოთ, § 64).
(e) ასეთი საპოლიციო ოპერაციები – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მოიცავს ნაკლებად ლეტალური იარაღის, როგორიცაა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, ცრემლსადენი გაზის ყუმბარები და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები, გამოყენებას – საკმარისად უნ და იყოს გამიჯნული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, თვითნებური ქმედებების, ძალის ბოროტად გამოყენებისა და თავიდან აცილებადი უბედური შემთხვევებისგან ადეკვატური და ეფექტური დაცვის სისტემის ფარგლებში (იხ. საქმე Abdullah Yaşa and Others v. Turkey, no. 44827/08, § 43 in fine, 2013 წლის 16 ივლისი; საქმე Kılıcı, ციტირებული ზემოთ, § 33; საქმე Geylani and Others, ციტირებული ზემოთ, § 84; საქმე Ali Güneş v. Turkey, no. 9829/07, §§ 40-41, 2012 წლის 10 აპრილი; და საქმე İzci, ციტირებული ზემოთ, § 66).
მტკიცებულებები ასეთ საკითხებთან დაკავშირებით
328. ზოგადი პრინციპები სასამართლოში მტკიცების საკითხებთან დაკავშირებით კარგად არის დადგენილი. ისინი დეტალურად არის მოცემული, მაგალითად, საქმეში Merabishvili (ციტირებული ზემოთ, §§ 310-15, შემდგომი მითითებებით), და კონკრეტულად მანიფესტაციის დროს ცუდი მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით, საქმეში Shmorgunov and Others (ციტირებული ზემოთ, §§ 360-62). ამ საქმისთვის შესაბამისი პრინციპები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:
(a) როგორც ზოგადი წესი , მტკიცების ტვირთი არცერთ მხარეს არ ეკისრება, რადგან სასამართლო იკვლევს მის წინაშე წარდგენილ ყველა მასალას, მისი წარმომავლობის მიუხედავად და, იმიტომ რომ, საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია მასალების მოპოვება საკუთარი ინიციატივით. თუმცა სასამართლო გარკვეულ კონტექსტებში დაეყრდნო მტკიცების ტვირთის კონცეფციას და აღიარა, რომ affirmanti incumbit probatio პრინციპის მკაცრი გამოყენება – ბრალდებასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი აწევს მხარეს, რომელიც მას ამტკიცებს – შეუძლებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ეს დასაბუთებულია სპეციფიკური მტკიცებულებითი სირთულეებით, რომელთა წინაშეც მომჩივნები არიან.
(b) სასამართლოს წინაშე მტკიცების სტანდარტია „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცება, რომელიც არ ემთხვევა იმ ეროვნული სამართლებრივი სისტემების სტანდარტებს, რომლებიც მას იყენებს. ასეთი მტკიცება შეიძლება დამოკიდებული იყოს საკმარისად მტკიცე, მკაფიო და შეთანხმებული დასკვნების ან ფაქტის ანალოგიურად შეურყეველი პრეზუმფციების თანაარსებობაზე. დასკვნის გამოტანისთვის საჭირო დარწმუნების დონე დაკავშირებულია ფაქტების სპეციფიკურობასთან, ბრალდების ხასიათთან და კონვენციით გათვალისწინებულ შესაბამის უფლებასთან.
(c) სასამართლო თავისუფალია, შეაფასოს არა მხოლოდ მისაღებობა და შესაბამისობა, არამედ აგრეთვე მის წინაშე არსებული მტკიცებულების დამამტკიცებელი ძალა. მტკიცებულებების შეფასებისას ის არ არის შეზღუდული ფორმულებით და იღებს დასკვნებს, რომლებიც გამყარებულია ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის, ისეთ დასკვნებს, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. ამ მიმართებით, სასამართლო მგრძნობიარეა ნებისმიერი მტკიცებულებითი სირთულის მიმართ, რომელიც განიცა და მხარემ.
329. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოპასუხე მთავრობის მოვალეობაა, აჩვენოს, რომ მანიფესტაციის საპასუხოდ ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის დროს მიღებული დაზიანებები, რომლებიც ხელისუფლების ორგანოების შეიძლება მიეწეროს, გამოწვეული იყო კანონის აღსრულების მიზნით ძალის გამოყენების მკაცრად აუცილებელი და პროპორციული მეთოდით (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Balçık and Others v. Turkey, no. 25/02, §§ 30-31, 2007 წლის 29 ნოემბერი; საქმე Boris Kostadinov, ციტირებული ზემოთ, § 53 in fine; საქმე Mushegh Saghatelyan, ციტირებული ზემოთ, § 145; საქმე Shmorgunov and Others, ციტირებული ზემოთ, § 361; და საქმე Geylani and Others, ციტირებული ზემოთ, § 86 in fine).
330. ეს სრულად შეესაბამება სასამართლოს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად მიდგომას: რომ ის განუყოფლად არის დაკავშირებული ფაქტების სპეციფიკასთან, წაყენებული ბრალდების ხასიათთან და კონვენციით დადგენილ უფლებასთან (იხ. საქმე Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98 და 43579/98, § 147, ECHR 2005-VII; საქმე Giuliani and Gaggio v. Italy [GC], no. 23458/02, § 181, ECHR 2011 (ამონარიდები); და საქმე El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no. 39630/09, § 151, ECHR 2012). სწორედ ასეთი საკითხების შემთხვევაში – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მასშტაბურ საპოლიციო ოპერაციებს ეხება – მოპასუხე სახელმწიფოს გაცილებით უკეთესი, ან თუნდაც ექსკლუზიური, წვდომა აქვს ინფორმაციასა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს იმას, თუ რატომ იქნა გადადგმული გარკვეული საპოლიციო ნაბიჯები და რატომ აირჩიეს შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გარკვეული ხარისხის ძალის გამოყენება და საპოლიციო ოპერაციის ისე წარმართვა, როგორც წარმართეს (იხ. საქმე Elvan v. Türkiye, no. 64937/19, § 100, 2023 წლის 7 თებერვალი).
გამოყენება წინამდებარე საქმეში
კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებით გამოწვეული დაზიანებები (20 მომჩივანი)
დაზიანებების წყარო და ხასიათი
331. უდავოა, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მანიფესტაცია დაიწყო როგორც მშვიდობიანი სამოქალაქო და პოლიტიკური პროტესტი. თუმცა სიტუაცია გამწვავ და მას შემდეგ, რაც მანიფესტაციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევის მიზნით, პოლიციამ კი საბოლოოდ ძალის გამოყენებით დაშალა მანიფესტაცია. ამ კონტექსტში, მთავრობა სადავოდ არ ხდიდა, რომ 20 მომჩივნის მიერ მიღებული დაზიანებები პოლიციის მიერ ნასროლი კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებით იყო გამოწვეული და, როგორც ჩანს, ეს სრულად დასტურდება არსებული მტკიცებულებებით. დიდი პალატის აზრით, მომჩივნების მიერ მიღებული ყველა დაზიანება, და არა მხოლოდ ყველაზე მძიმე დაზიანებები, საკმარისი იყო მე-3 მუხლის ზღვრის მისაღწევად – ასევე ასეთი იარაღის არასათანადო გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზოგადი რისკის გათვალისწინებით.
ანგარიშვალდებულება ძალის გამოყენებისთვის, რომელმაც დაზიანება გამოიწვია
332. ამ ვითარებაში, სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, როგორც ეს შეჯამებულია პარაგრაფებში 327(a) და (b) და 329 ზემოთ, მთავრობის მოვალეობა იყო ეჩვენებინა, რომ ძალის გამოყენება, რომელმაც გამოიწვია დაზიანებები, იყო მკაცრად აუცილებელი და პროპორციული – არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად თითოეული მომჩივნის მიმართ.
333. თუმცა მთავრობას არ განუცხადებია, რომ რომელიმე მათგანი ძალადობრივი იყო ან საფრთხეს უქმნი და პოლიციას ან საზოგადოების წევრებს. ასეთი ქმედების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა, შესაძლოა, საქმის Kurdovanidze and Others (no. 20175/21) ერთ-ერთ მომჩივნთან, ბ-ნ ჩიკვილაძესთან მიმართებით (იხ. პარაგრაფი 92 ზემოთ). ფაქტობრივად, დიდი პალატისადმი წარდგენილ არგუმენტებში მთავრობამ არ განიხილა თითოეული ამ მომჩივნის ინდივიდუალური სიტუაცია – ფაქტი, რომელიც მათ დაასაბუთეს სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარე ხასიათის მითითებით – არამედ ზოგადად ამტკიცებდა, რომ პოლიციისთვის აუცილებელი იყო კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გასროლა მანიფესტაციის ძალადობრივი ხასიათის გამო, და რომ დაშლის ოპერაცია მთლიანობაში ადეკვატური იყო (იხ. პარაგრაფი 316 ზემოთ). პალატისთვის წარდგენილ მანამდელ არგუმენტებში მთავრობა, როგორც ჩანს, მიუთითებდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეული პოლიციელები იძულებულნი იყვნენ გაესროლათ ჭურვები, როგორც აუცილებელი და პროპორციული ნაბიჯი სიტუაციის ძალადობრივი ესკალაციის საპასუხოდ (იხ. პალატის გადაწყვეტილების პარაგრაფები 200-201).
334. ასეთი ზოგადი განმარტებები არ არის საკმარისი დასასკვნელად, რომ ძალის გამოყენება, რამაც გამოიწვია აღნიშნული 20 მომჩივნის, მათ შორის, ბ-ნი ჩიკვილაძის, დაზიანებები იყო მკაცრად აუცილებელი და პროპორციული, როგორც ამას სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მოითხოვს.
335. მართალია, თავდაპირველად მშვიდობიანი მანიფესტაცია მონაწილეების ერთ ნაწილსა და პოლიციას შორის ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასევე შეიძლება მივიღოთ, როგორც ეს პალატამ გააკეთა (იხ. მისი გადაწყვეტილების პარაგრაფი 240), რომ არეულობის მასშტაბისა და მანიფესტაციის ზოგიერთი მონაწილის ძალადობრივი ქცევის გათვალისწინებით, ცალკეული პოლიციელების მხრიდან დაძაბულ მომენტში კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გასროლა შესაძლოა გამართლებული იყოს მანიფესტაციის ძალადობრივი მონაწილეების შესაკავებლად და თავიანთი ან სხვების სიცოცხლისთვის რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, უბრალოდ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ან თუნდაც მთავრობის მხრიდან მტკიცება, რომელიც დეტალურად აღწერს ამ 20 მომჩივნის ინდივიდუალურ გარემოებებს, რომ მათი დაზიანებები იყო მათივე ქცევის ან ძალადობრივი მონაწილეების შესაკავებლად ასეთი ჭურვების გამოყენების გარდაუვალი შედეგი. მართლაც, ზოგიერთი მომჩივნის მიერ შსს-ის წინააღმდეგ აღძრულ სამართალწარმოებაში, შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ პოლიციას უფლება ჰქონდა, ძალა გამოეყენებინა მხოლოდ იმ პირების მიმართ, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ, და რომ მანიფესტაციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, როგორებიც იყვნენ მომჩივნები, გამოყენებული ძალა არასაჭირო და არაპროპორციული იყო (იხ., თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებისთვის, პარაგრაფი 149 ზემოთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებისთვის, პარაგრაფი 153(a) ზემოთ და, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებისთვის, პარაგრაფი 156 ზემოთ).
336. შესაბამისად, არ დადასტურებულა, რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენება, რომლებმაც მომჩივნები დააზიანა, მკაცრად აუცილებელი და პროპორციული იყო.
პოლიციის მიერ მანიფესტაციების დროს კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენების რეგულირება
337. თუმცა, არსებობს საკითხის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ჯერ კიდევ განსახილველია. როგორც პარაგრაფში 327(e) ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული საპოლიციო ოპერაციები საკმარისად უნ და იყოს განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით თვითნებური ქმედებებისგან, ძალის ბოროტად გამოყენებისა და თავიდან აცილებადი უბედური შემთხვევებისგან ადეკვატური და ეფექტური დაცვის სისტემის ფარგლებში.
სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართალი
338. სასამართლოს ჰქონ და შესაძლებლობა, გარემოებებიდან გამომდინარე, კონვენციის მე-3 ან მე-2 მუხლის შესაბამისად, განეხილა სხვადასხვა ტიპის ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენება მანიფესტაციებისა და მასობრივი არეულობის დროს:
(a) წიწაკის გაზი (იხ. საქმე Ali Güneş, ციტირებული ზემოთ, §§ 37-43);
(b) ცრემლსადენი გაზის ყუმბარები (იხ. საქმე Abdullah Yaşa and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 38-50);
(c) ცრემლსადენი გაზი (იხ. საქმე İzci, ციტირებული ზემოთ, §§ 62-66);
(d) კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები (იხ. საქმე Kılıcı, ციტირებული ზემოთ, §§ 32-35);
(e) წყლის ჭავლი (იხ. საქმე Geylani and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 84-86);
(f) საღებავის ტყვიები (იხ. საქმე İşik v. Türkiye, no. 42202/20, §§ 51-62, 2024 წლის 8 ოქტომბერი); და
(g) აფეთქების ეფექტის ყუმბარები (იხ. საქმე Fraisse and Others v. France, nos. 47626/21 და 22525/21, §§ 125-26, 2025 წლის 27 თებერვალი).
339. ყველა აღნიშნულ საქმეში სასამართლომ – სხვა საკითხებთან ერთად და თითოეული იარაღის სპეციფიკური მახასიათებლებისა და ფიზიკური დაზიანების გამოწვევის უნარის გათვალისწინებით – განიხილა, ადეკვატურად ზღუდავ და თუ არა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა მათ გამოყენებას. გამოიკვეთა შემდეგი პრინციპები:
(a) შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი ჩარჩო უნ და ითვალისწინებდეს მკაფიო და საკმარისად დეტალურ მითითებებს – მორგებულს კონკრეტული იარაღის მახასიათებლებსა და მის გამოყენებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობისთვის სპეციფიკურ რისკებზე – იმ გარემოებების შესახებ, რომლებშიც მათი გამოყენება შეიძლება და მათი გამოყენების წესი ს შესახებ, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, სახელმძღვანელო მითითებები უნ და ითვალისწინებდეს, რომ აღნიშნული იარაღი გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოდ და კრძალავდეს გამოყენებას, ისე რომ იწვევდეს სიკვდილს ან დაზიანებას.
(b) შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი ჩარჩო ასევე უნ და შეიცავდეს ადეკვატურ და ეფექტურ დაცვის ზომებს აღნიშნული იარაღის გამოყენებისას თვითნებური ქმედებებისგან, ბოროტად გამოყენებისა და თავიდან აცილებადი უბედური შემთხვევებისგან.
340. ზემოთ ციტირებული საქმეების უმეტესობაში პრობლემა ის იყო, რომ შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი ჩარჩო ძალიან ზოგადი იყო და არ ასახავ და კონკრეტული ნაკლებად ლეტალური იარაღის მახასიათებლებს და მის გამოყენებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს (იხ. საქმე Abdullah Yaşa and Others, § 49; საქმე İzci, § 65; საქმე Kılıcı, §§ 34-35; და საქმე Geylani and Others, §§ 85-86, ყველა ციტირებული ზემოთ). კერძოდ, არასაკმარისად იქნა მიჩნეული ზოგადი დებულებები, რომლებიც ადგენს ფართო პროპორციულობის მოთხოვნებს – უფრო კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებებისგან განსხვავებით (იხ. საქმე Fraisse and Others, ციტირებული ზემოთ, § 126).
კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების ტექნიკური მახასიათებლებიდან და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი პოტენციური ზემოქმედებიდან გამომდინარე მოსაზრებები
341. კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების ტექნიკური მახასიათებლები და მათ მიერ გამოწვეული ჯანმრთელობის რისკები – როგორც ეს განსაზღვრულია, მაგალითად, გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოში „სამართალაღსრულებაში ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ (იხ. პარაგრაფი 202 ზემოთ) – აჩვენებს, რომ მათი გამოყენება ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში, განსაკუთრებით იმ სიტუაციებში, როდესაც მათ ფართო მასშტაბით ისვრიან. როგორც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ არის აღნიშნული, ისინი ძალის გამოყენების პრინციპებში ძალიან მაღალ ადგილს იკავებს და არასწორად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი ან სერიოზული დაზიანება (იხ. პარაგრაფი 207 ზემოთ). ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი შეიძლება სასიკვდილო გახდეს, თუ გარკვეული გზით იქნება გამოყენებული (იხ. პარაგრაფი 205 ზემოთ), რამაც ასამბლეას უბიძგა, მოეწოდებინა წევრი სახელმწიფოებისთვის მათი გამოყენების „უფრო მკაცრად რეგულირება, რათა მოეცვათ უფრო ადეკვატური და ეფექტური დაცვის ზომები იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სიკვდილისა და დაზიანების რისკი, რომელიც გამოწვეულია მათი გამოყენებითა და ბოროტად გამოყენებით და თავიდან აცილებადი უბედური შემთხვევებით“ (იხ. პარაგრაფი 204 ზემოთ).
342. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და ამ სფეროში სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარე პრინციპების გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 338-340 ზემოთ მოცემული პუნქტები), დიდი პალატა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოებს უნ და ჰქონდეთ წესები და უსაფრთხოების წინასწარი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ თუ პოლიცია მანიფესტაციის დროს კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებს გამოიყენებს, მათი გამოყენება შესაბამისად იყოს შეზღუდული. 2016 და, შესაბამისად, 2020 წლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ამასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია წარადგინეს (იხ. პარაგრაფები 201-202 და 207 ზემოთ). ვენეციის კომისიამაც იგივე გააკეთა (იხ. პარაგრაფი 206 ზემოთ). წინამდებარე საქმეში სასამართლო პროცესში მონაწილე ერთ-ერთმა მესამე მხარემ – INCLO-ის ცხრა წევრი – ასევე წარმოადგინა დეტალური მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 321-325 ზემოთ). ამ სტანდარტების გათვალისწინებით, რომლებიც დიდწილად ემთხვევა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, სულ მცირე, უნ და ადგენდეს შემდეგ მოთხოვნებს:
(a) რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის რეალური და გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში (შეადარეთ საქმე Abdullah Yaşa and Others, § 38; საქმე Kılıcı, § 32; და საქმე Geylani and Others, § 86, ყველა ციტირებული ზემოთ);
(b) რომ ისინი განლაგებულ იქნეს მხოლოდ მიზანმიმართულად და არა როგორც ბრბოს კონტროლის ზოგადი საშუალება და ისე (გამოყენებული მოდელის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სამიზნე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი (შეადარეთ საქმე Abdullah Yaşa and Others, §§ 47 in fine და 48; საქმე Geylani and Others, § 87; და საქმე İşik, §§ 57 და 79, ყველა ციტირებული ზემოთ);
(c) რომ არ იქნეს გამოყენებული მრავალი ჭურვი (მათი თანდაყოლილი უზუსტობის გამო) და ლითონის შემცველი ჭურვები (სერიოზული დაზიანების გამოწვევის გაზრდილი უნარის გამო) (შეადარეთ საქმე Abdullah Yaşa and Others, § 48; საქმე Geylani and Others, § 87; და საქმე İşik, §§ 57 და 79, ყველა ციტირებული ზემოთ);
(d) რომ მათ გამოყენებას წინ უნ და უძღოდეს შესაბამისი გაფრთხილება, გარ და იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გაფრთხილება აშკარად შეუძლებელია (შეადარეთ საქმე Alkhatib and Others v. Greece, no. 3566/16, § 127, 2024 წლის 16 იანვარი);
(e) რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლების მიერ, რომლებმაც გაიარეს სათანადო ინსტრუქტაჟი და მომზადება არა მხოლოდ ჭურვების ტექნიკური მახასიათებლების, არამედ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მათ მიერ გამოწვეული შესაძლო რისკების შესახებაც (შეადარეთ საქმე Abdullah Yaşa and Others, § 49, და საქმე İşik, § 57, ორივე ციტირებული ზემოთ);
(f) რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების განლაგება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაექვემდებაროს მართვისა და კონტროლის მკაცრ ჯაჭვს (შეადარეთ საქმე Kılıcı, § 35; საქმე Geylani and Others, § 86; და საქმე İşik, § 58, ყველა ციტირებული ზემოთ).
Y. საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოს შეფასება და მისი გამოყენება წინამდებარე საქმეში, აღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით
343. ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლოს სურს შემდეგი დაკვირვებები გააკეთოს საქართველოში შესაბამის დროს მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით, როგორც ის წარმოდგენილია მიმდინარე სამართალწარმოებაში:
(a) ის აღნიშნავს, რომ 2013 წლის კანონის „პოლიციის შესახებ“ 33(3)(გ) მუხლით დაშვებულია კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენება სხვა „სპეციალურ საშუალებებთან“ ერთად, არა მხოლოდ პოლიციელებსა და სხვა პირებზე თავდასხმების მოსაგერიებლად, არამედ სხვა სიტუაციებშიც, მათ შორის, „დაცულ ობიექტზე“ თავდასხმების მოსაგერიებლად და „მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად“ (იხ. პარაგრაფი 180 ზემოთ). ამგვარად, არ ჩანს, რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენება მკაცრად შეზღუდული იყო, როგორც უკიდურესი ზომა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რეალური და გარდაუვალი საფრთხის წინააღმდეგ.
(b) 2013 წლის კანონის „პოლიციის შესახებ“ 31(1)-ე მუხლი, ბრძანების N 1002 მე-4(4) მუხლი და ბრძანების N 1006 მე-4 მუხლი არალეტალური იარაღის გამოყენებას უქვემდებარებ და პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს (იხ. პარაგრაფები 180, 184 და 194 ზემოთ). ბრძანების N 1002 მე-9(1)(გ) მუხლი (იხ. პარაგრაფი 189 ზემოთ) ადგენ და კონკრეტულ შეზღუდვებს ჭურვების გამოყენების შესახებ (მინიმალური მანძილი 20 მეტრი; სხეულის ყველაზე დაუცველი ნაწილების მიმართულებით დამიზნების აკრძალვა), ამასთანავე, გამონაკლისებს უშვებდა, როდესაც ეს აუცილებელი იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის ან „სხვა სერიოზული შედეგის“ თავიდან ასაცილებლად, ეს უკანასკნელი პუნქტი კი უფრო დეტალურად არ იყო განმარტებული.
(c) როგორც ჩანს, არცერთი დებულება არ კრძალავს მრავალჯერადი ჭურვების ტყვიების გამოყენებას.
(d)ბრძანების N 1006 მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვ და სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე წინასწარ გაფრთხილებას (იხ. პარაგრაფი 194 ზემოთ), თუმცა, ასევე უშვებ და ამ მოთხოვნის გამონაკლისს („გარ და იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/ და [უფლებამოსილი პირის] სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია გაფრთხილება“).
(e) 2013 წლის კანონის „პოლიციის შესახებ“ 31(2)-ე მუხლისა და ბრძანების N 1002 მე-9(2) მუხლის თანახმად, პოლიციელებს „სპეციალური საშუალებების“ გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ მათ გავლილი ჰქონდათ „სპეციალური მომზადება“. თუმცა, არცერთი ეს დებულება არ აკონკრეტებდა, უნ და მოიცავდეს თუ არა ეს მომზადება იმ რისკებსაც, რომლებიც შეიძლება შეექმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შესაბამისმა „სპეციალურმა საშუალებებმა“ (იხ. პარაგრაფები 180 და 191 ზემოთ) და, როგორც ჩანს, არცერთი სხვა დებულება ან სახელმძღვანელო მითითება ამას არ ითვალისწინებს.
(f) მართვისა და კონტროლის ჯაჭვთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრძანების N 1002 მე-8(1)(დ) მუხლი აკონკრეტებდა, რომ „არალეტალური იარაღის“ გამოყენება მოითხოვ და ზემდგომის ბრძანების არსებობას, გადაუდებელ გარემოებებშიც კი (იხ. პარაგრაფი 188 ზემოთ). თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ 2013 წლის კანონის 31(4)-ე მუხლი და ბრძანების 1006 მე-4(4) მუხლი, როგორც ჩანს, ცალკეულ პოლიციელებს გარკვეულ დისკრეციას ანიჭებს კონკრეტულ სიტუაციაში გამოსაყენებელი „არალეტალური იარაღის“ ტიპის არჩევისას (იხ. პარაგრაფები 180 და 195 ზემოთ).
344. მართალია, კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად ინდივიდუალური საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოებისას სასამართლოს ამოცანა არის არა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის აბსტრაქტულად განხილვა, არამედ დადგენა, ხომ არ გამოიწვია კონვენციის დარღვევა მისმა ამგვარმა გამოყენებამ მომჩივნის მიმართ ან მისმა ზეგავლენამ მომჩივანზე (see, among other authorities, Golder v. the United Kingdom, 21 February 1975, § 39 in fine, Series A no. 18; Von Hannover v. Germany (no. 2) [GC], nos. 40660/08 და 60641/08, § 116, ECHR 2012; და საქმე Perinçek v. Switzerland [GC], no. 27510/08, § 136, ECHR 2015 (ამონარიდები)). წინამდებარე საქმეში, სასამართლოს აზრით, სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც ზემოთ იქნა გამოვლენილი, გავლენას ახდენ და მანიფესტაციის დაშლის გზაზე (შეადარეთ საქმე Makaratzis v. Greece [GC], no. 50385/99, § 63, ECHR 2004-XI). კონკრეტულად:
(a) როგორც ჩანს, პოლიციამ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები გამოიყენა როგორც ბრბოს კონტროლის ზოგადი იარაღი და არა როგორც მიზანმიმართული ზემოქმედების იარაღი (იხ. პარაგრაფი 130in fine ზემოთ). გასაოცარია, რომ დაახლოებით 800 ასეთი ჭურვი გაისროლეს დაახლოებით 3-4 საათში, მანიფესტაციის მსვლელობის დროს, რომელშიც დაახლოებით 12000 ადამიანი მონაწილეობ და და 5000 პოლიციელი აკონტროლებ და (იხ. პარაგრაფები 15, 162 და 169 ზემოთ).
(b) პოლიციელები ხშირად ისე ისროდნენ აღნიშნულ ჭურვებს, რომ ადამიანებს ხვდებო და თავში და ტანის ზე და ნაწილში. ჩვიდმეტმა მომჩივანმა მიიღო დაზიანება აღნიშნულ არეებში (იხ. პარაგრაფები 49-50, 70, 73, 75-78, 94-95, 97, 99, 101-104 და 106 ზემოთ), აგრეთვე, ბევრმა სხვა ადამიანმა ასევე მიიღო ასეთი დაზიანებები (იხ. პარაგრაფი 175 ზემოთ).
(c) გავრცელებული ინფორმაციით, განხორციელ და ბევრი მრავალჯერადი ჭურვის ტყვიის გასროლა (იხ. პარაგრაფები 116 და 170in fine ზემოთ).
(d) არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ პოლიციელებმა გაფრთხილება გასცეს კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გასროლამდე – პირიქით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით, გამოძიების მსვლელობისას განაცხადა, რომ მოცემულ ვითარებაში არ იყო საჭირო მანიფესტაციის მონაწილეების გაფრთხილება, რომ ისინი გამოყენებული იქნებო და (იხ. პარაგრაფი 123 ზემოთ).
(e) ზემოაღნიშნული ფაქტორები წარმოშობს ლეგიტიმურ კითხვებს ნაკლებად ლეტალური იარაღის სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფილი მომზადების შესახებ, საკითხი, რომელიც გამოძიების ადრეულ ეტაპზე წამოჭრა გენერალურმა პროკურატურამ (იხ. პარაგრაფი 118(c) ზემოთ). წინამდებარე საქმისწარმოებაში არ იყო ნაჩვენები, რომ პოლიციელებმა, რომელმაც გაისწოლეს კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები, გაიარეს სპეციალური მომზადება იმ რისკების შესახებ, რომელთა შექმნაც ამ ჭურვებს შეუძლია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის (იხ. პარაგრაფები 123 და 126 ზემოთ).
(f) როგორც ჩანს, წინა ხაზის პოლიციელები, მთლიანობაში, მოქმედებდნენ დამოუკიდებლად და საკუთარი ინიციატივით კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენებასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 126 ზემოთ). ეს მიუთითებს ბუნდოვანებაზე, ექვემდებარებო და თუ არა მათი გამოყენება მკაცრ ბრძანებათა ჯაჭვს.
დასკვნა
345. აქედან გამომდინარეობს, რომ ადგილი ჰქონ და კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას ოცივე მომჩივანთან მიმართებით, რომლებიც დაშავდნენ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებით.
სავარაუდო ფიზიკური ცუდი მოპყრობა (ოთხი მომჩივანი)
დაზიანებების წყარო და ხასიათი
346. ერთ-ერთი მომჩივანი საქმისა Baghashvili and Others (no. 20129/21), ბ-ნი დიასამიძე დაშავდა, როდესაც პოლიციამ ის პარლამენტის შენობის ში და ეზოდან ძალით გააძევა (იხ. პარაგრაფი 66 ზემოთ). მომდევნო დღეს დადგინდა, რომ მან სისხლჩაქცევები მიიღო წინამხარზე, მარჯვენა ბეჭზე და ბეჭებს შორის. შემდგომ ოფიციალურ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ეს დაზიანებები შესაძლოა მიყენებული ყოფილიყო ბლაგვი საგნით, პოტენციურად, მის მიერ მითითებულ თარიღში (იხ. პარაგრაფი 79 ზემოთ).
347. თავის მხრივ, ერთ-ერთი მომჩივანი საქმეში Kurdovanidze and Others (no. 20175/21), ბ-ნი ფოჩხიძე, დაშავდა, როდესაც მას აკავებდნენ (იხ. პარაგრაფი 85 ზემოთ). მომდევნო დღეს გაცემულ სამედიცინო ცნობაში აღნიშნულია გულმკერდის კედლის ზედაპირული ტრავმა (იხ. პარაგრაფი 96 ზემოთ).
348. იმავე საჩივარში კიდევ ერთი მომჩივანი, ბ-ნი ხვადაგიანი, როგორც ჩანს, ასევე დაშავ და დაკავებისას (იხ. პარაგრაფი 87 ზემოთ). ორი დღის შემდეგ ის შეყვანილ იქნა საავადმყოფოში მარჯვენა თვალის ტკივილით, სიწითლით და შეშუპებით, ხოლო მომდევნო დღეს სამედიცინო ვიზუალიზაციამ აჩვენა სახის ძვლების ტრავმული დაზიანება (იხ. პარაგრაფი 98 ზემოთ).
349. იმავე საჩივარში კიდევ ერთი მომჩივანი, ბ-ნი შარვაშიძე ამტკიცებდა, რომ პოლიცია მას ცუდად მოექცა, ხოლო მომდევნო დღეს გაცემულ სამედიცინო ცნობაში ჩანაწერი გაკეთდა, რომ მას ჰქონ და გულმკერდის დახურული ტრავმა, სკალპის ზედაპირული ტრავმა და კონტუზია ქუთუთოსა და თვალის არეში (იხ. პარაგრაფები 89 და 100 ზემოთ).
350. მთავრობამ არ უარყო, რომ ეს დაზიანებები – როგორც ამას დამაჯერებლად ამტკიცებდნენ მომჩივნები – პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის შედეგი იყო. მათ ასევე არ წამოუდგენიათ რაიმე ალტერნატიული ახსნა-განმარტება ამ დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელთაგან თითოეული საკმარისად სერიოზული იყო კონვენციის მე-3 მუხლის ზღვრის დასაკმაყოფილებლად.
ანგარიშვალდებულება ძალის გამოყენებისთვის, რომელმაც დაზიანება გამოიწვია
351. ამ ვითარებაში, სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, როგორც ეს შეჯამებულია პარაგრაფებში 327(a) და (b) და 329 ზემოთ, მთავრობის მოვალეობა იყო ეჩვენებინა, რომ ძალის გამოყენება, რომელმაც გამოიწვია დაზიანებები, იყო მკაცრად აუცილებელი და პროპორციული. თუმცა მათ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ – უფრო მეტიც, მათ არ დაუკონკრეტებიათ არცერთი ამ მომჩივნის სიტუაცია.
352. ასევე არ არსებობს აღნიშნული მომჩივნების მხრიდან რაიმე ქცევის მტკიცებულება, რომელიც გაამართლებ და პოლიციის მიერ მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. პირიქით, მომჩივნების თანახმად, ოთხივე მათგანი არაპროვოცირებული თავდასხმის მსხვერპლი იყო პოლიციის მხრიდან – ბატონი ფოჩხიძის შემთხვევაში, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ის უკვე ტოვებ და მანიფესტაციას – რომელმაც ისინი ცუდი მოპყრობის სერიოზულ ფორმებას დაუქვემდებარა (იხ. პარაგრაფები 66-67, 85, 87 და 89 ზემოთ). მართალია, რომ ბ-ნ ფოჩხიძეს, ბ-ნ ხვადაგიანს და ბ-ნ შარვაშიძეს მოგვიანებით ბრალი წაუყენეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობაში, თუმცა ეს არ ადასტურებს, რომ ისინი ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ. ბ-ნი ფოჩხიძე და ბ-ნი შარვაშიძე გაამართლეს, ხოლო ბ-ნი ხვადაგიანი დამნაშავედ ცნეს გინებისა და ტერიტორიის დატოვების შესახებ პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობის გამო და არა რაიმე ძალადობრივი ქმედებისთვის (იხ. პარაგრაფი 82 ზემოთ).
დასკვნა
353. შესაბამისად, ამ ოთხი მომჩივნის მიმართაც დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.
საჩივრები კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად
354. საქმეების Tsaava and Kmuzov (no. 13186/20), Svanadze (no. 16757/20), Baghashvili and Others (no. 20129/21) (ერთ-ერთი მომჩივნის, ბ-ნი დიასამიძის გამოკლედით) და Berikashvili (no. 39382/21) მომჩივნები ჩიოდნენ, რომ პოლიციამ განზრახ ამოიღო ისინი სამიზნედ მანიფესტაციის დაშლის დროს იმის გამო, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ ან, ალტერნატიულად, რომ პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებულმა გამოყენებამ ხელი შეუშალა მათ ჟურნალისტურ საქმიანობას, რაც არღვევს კონვენციის მე-10 მუხლს.
355. საქმის Baghashvili and Others (no. 20129/21) ერთ ერთი მომჩივანი, ბ-ნი დიასამიძე ჩიოდა, რომ პოლიციამ ის პარლამენტის შენობის ში და ეზოდან გაიყვანა, რა დროსაც ცუდ მოეპყრობას ჰქონ და ადგილი.
356. კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისი ნაწილი ითვალისწინებს შემდეგს:
„1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ...
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ან და სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“.
პალატის გადაწყვეტილება
357. პალატამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობ და და ჯერ კიდევ შეიძლებოდა, რომ წარმატებით დასრულებულიყო, და რომ სწორედ ამ მიზეზით თავი შეიკავა მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის საფუძველზე საჩივრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისგან. აღნიშნა რა, რომ გამოძიება ასევე მოიცავ და მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საჩივრებთან დაკავშირებულ საკითხებს, პალატამ დაასკვნა, რომ თავი უნ და შეეკავებინა ამ საჩივრების მისაღებობისა და არსებითი მხარის განხილვისგანაც (იხ. გადაწყვეტილების 250-ე პარაგრაფი).
არგუმენტები დიდი პალატის წინაშე
მომჩივნები
358. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მე-10 მუხლით გათვალისწინებული საჩივრები მათი საქმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, და რომ აუცილებელი იყო სასამართლოსთვის ისინი მე-3 მუხლით გათვალისწინებულ საჩივრებთან ერთად განეხილა. მათი აზრით, პალატის მიერ მათი მისაღებობისა და არსებითი მხარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება დასაბუთებული არ იყო. მათ მიუთითეს, რომ მათი დაზიანებები მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე მანიფესტაციის გაშუქებისას, და რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოყენებული ძალა გამიზნული იყო მათ ხელშესაშლელად ან ჰქონდა ასეთი ეფექტი მათ დამკვირვებლის როლზე და უფრო ფართო მსუსხავი ეფექტი ჰქონ და ჟურნალისტების სურვილზე გაეშუქებინათ მანიფესტაციები. საქართველოში მზარდი სამოქალაქო რეპრესიების კონტექსტში, სასამართლოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა, განეხილა აღნიშნული ქვეყნის მიერ მე-10 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
359. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი მე-10 მუხლით გათვალისწინებული დაცვის ქვეშ მოექცნენ, რადგან 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს ისინი სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდნენ ჟურნალისტებად, ფოტოგრაფებად ან ოპერატორებად. ისინი იდენტიფიცირებადი იყვნენ ან მოახდინეს საკუთარი თავის იდენტიფიცირება ხელისუფლებისთვის ორგანოების წინაშე, როგორც ასეთი. ზოგიერთ მათგანს ეჭირა მიკროფონი შესაბამისი მედიასაშუალების ლოგოთი ან პროფესიონალური ვიდეოკამერა, ზოგს ეცვა მაისური წარწერით „პრესა“, ზოგს კი ეკეთა სამკერდე ნიშანი, რომელიც ახდენ და მათ იდენტიფიცირებას ჟურნალისტად. ერთ-ერთ მათგანს ესროლეს, მიუხედავად იმისა, რომ აპროტესტებ და და ამბობდა, რომ ის ჟურნალისტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს ჟურნალისტური საიდენტიფიკაციო ნიშანი ან ლოგო არ ჰქონდა, ისინი მანიფესტაციას პროფესიონალური კამერებით, სმარტფონებით ან პლანშეტებით აშუქებდნენ და სხვა, იდენტიფიცირებად მედიის წარმომადგენლებს შორის იყვნენ. რადგან მედიასულ უფრო მეტად ეყრდნობო და მოყვარულ რეპორტიორებს, რომლებიც მასალას ნახევრად პროფესიონალური აღჭურვილობის ან თუნდაც სმარტფონების გამოყენებით აგროვებდნენ, პოლიცია მანიფესტაციის გაშუქებისას ყველა მედიის წარმომადგენელს თანაბარი პატივისცემით უნ და მოპყრობო და და ფორმალური აკრედიტაციის არსებობა ან არარსებობა ვერ განსაზღვრავდა, უნ და ყოფილიყვნენ თუ არა ისინი დაცული მე-10 მუხლით.
360. მომჩივნებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ ცრემლსადენი გაზის ზემოქმედება განიცადეს და სახელმწიფოს წარმომადგენლები მათ ესროდნენ, როდესაც მშვიდობიანად ასრულებდნენ ჟურნალისტურ მოვალეობებს. ამან ხელი შეუშალა მათ თავიანთი ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებაში. მათ მიერ მიღებულმა დაზიანებებმა, პლუს შემდგომი დაზიანებების ლეგიტიმურმა შიშმა – რაც პოლიციის მიერ „სპეციალური საშუალებების“ განურჩეველი გამოყენების შედეგად წარმოიშვა – ხელი შეუშალა მათ მოვლენების უსაფრთხოდ და თავისუფლად გაშუქებაში. მათ ან დაუყოვნებლივ ან დაშავებიდან მალევე მოუწიათ საპროტესტო აქციის დატოვება სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან პროტესტის ეპიცენტრიდან გადასვლა, რათა თავიდან აეცილებინათ შემდგომი პოტენციურად სერიოზული დაზიანებები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი საპროტესტო აქციაზე დარჩა ან შეძლო მაუწყებლობის გაგრძელება, ეს არ ნიშნავს, რომ არ მომხდარა მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მათ უფლებებში ჩარევა. მაშინაც კი, თუ ზოგიერთი მათგანის მიმართ განხორციელებული მოპყრობა არ აღწევ და მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ზღვარს, ეს მაინც წარმოადგენ და მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ჩარევას, რადგან ნებისმიერი დაზიანება, რაც არ უნ და მცირე ყოფილიყო, რაც გამოწვეული იყო ხელისუფლების ორგანოების მიერ ნასროლი ჭურვებით ან უბრალოდ განურჩეველი გასროლით, ხელს უშლი და გაშუქების გაგრძელების შესაძლებლობას.
361. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ არსებობ და მტკიცებულება, რომ სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტს რეალურად ჰქონ და განზრახული მათი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა. მათ მიუთითეს მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტების დიდ რაოდენობაზე და ჟურნალისტების ჩვენებებზე, რომ მათ ესროდნენ მას შემდეგაც კი, რაც მოახდინეს საკუთარი თავის ჟურნალისტებად იდენტიფიცირება. გამოძიების დროს შეგროვებული მასალები აჩვენებს, რომ ჟურნალისტებისთვის ზიანის მიყენება სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი იმის დასადგენად, იყო თუ არა ჩარევა. თუ გამოყენებული იყო არასაჭირო და გადაჭარბებული ძალა, არარელევანტური იყო, არსებობ და თუ არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის განზრახვა.
362. ჩარევა დაუსაბუთებელი იყო მე-10 მუხლის მეორე პუნქტის ფარგლებში. ის არ იყო „კანონით დადგენილი“, რადგან ძალის გამოყენება, რამაც გამოიწვია მომჩივნების დაზიანებები, არღვევ და საქართველოს კანონმდებლობას – კერძოდ, იმ დებულებებს, რომლებიც ადგენს დაცვის ზომებს ჟურნალისტებისთვის ზოგადად და მანიფესტაციების დროს. ჩარევას არც ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა, რადგან მომჩივნები მშვიდობიანად ახორციელებდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას და არ მონაწილეობდნენ ძალადობაში და არც საფრთხეს უქმნიდნენ ვინმეს. მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ შეიძლება დასაბუთებული იყოს მანიფესტაციის მონაწილეთა მცირე ნაწილის მიერ განხორციელებული ძალადობით. ნებისმიერ შემთხვევაში, საპროტესტო აქციის დასაშლელად ძალის გამოყენების წესი უფრო ფართოდ ეწინააღმდეგებო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ან არეულობის თავიდან აცილების ნებისმიერ სავარაუდო ლეგიტიმურ მიზანს, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ჟურნალისტი გახ და სამიზნე და დაშავდა.
363. დაბოლოს, ჩარევა არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. ხელისუფლების ორგანოებმა საჭიროების გარეშე დაშალეს მთელი მანიფესტაცია კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებითა და ცრემლსადენი გაზით და ვერ შეძლეს ჟურნალისტების გარჩევა უმცირესობაში მყოფი მანიფესტაციის ძალადობრივი მონაწილეებისგან. დაშავებული ჟურნალისტების დიდი რაოდენობა მიანიშნებდა, რომ ისინი პირდაპირ იყვნენ სამიზნე, ან რომ არანაირი მცდელობა არ განხორციელებულა მათ გასარჩევად საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან. კერძოდ, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენება იყო არასაჭირო და არაპროპორციული იმავე მიზეზების გამო, რაც კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას უდევს საფუძვლად.
364. რაც შეეხება კონკრეტულად ერთ მომჩივანს საქმისა Bagashvili and Others (no. 20129/21, ბ-ნი დიასამიძე), პარლამენტის ეზოდან მისი არასაჭირო ძალის გამოყენებით გაყვანა და ჟურნალისტური აღჭურვილობის ხანმოკლე ჩამორთმევა (და მისი განზრახ დაზიანება, რათა გაშუქებაში ხელი შეეშალათ მისთვის), მიუხედავად იმისა, რომ მან პოლიციას განუცხადა, რომ ის ჟურნალისტი იყო და ატარებ და სამკერდე ნიშანს, რომელიც ახდენ და მის ჟურნალისტად იდენტიფიცირებას, ასევე წარმოადგენ და მისი გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას. ეს ჩარევაც არ იყო გამართლებული, რადგან ის კანონიერად და მშვიდობიანად მოქმედებ და და პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მთავრობა
365. მთავრობამ ჯერ აღნიშნა, რომ სხვა მომჩივნებისგან განსხვავებით, საქმის Berikashvili (no. 39382/21) მომჩივანი მანიფესტაციის მონაწილე იყო. ამგვარად, მისი საჩივარი მე-10 მუხლის ნაცვლად მე-11 მუხლის ფარგლებში უნ და განხილულიყო. ალტერნატიულად, მათ განაცხადეს, რომ მისი უფლებები, რომლებიც ამ უკანასკნელი მუხლით არის გათვალისწინებული, არ დარღვეულა.
366. რაც შეეხება მომჩივნებს საქმეებისა Tsaava and Kmuzov (no. 13186/20), Svanadze (no. 16757/20) და Baghashvili and Others (no. 20129/21), მათი გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია. პოლიციის არცერთი ღონისძიება არ იყო მიმართული კონკრეტულად მათ ან მათი ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ და არსებული მტკიცებულებები აჩვენებდა, რომ პოლიციას მათთვის გაშუქებაში ხელი არ შეუშლია. პირიქით, მათთვის შეიქმნა სპეციალური ადგილები, რათა უზრუნველყოფილიყო მათი უსაფრთხოება მანიფესტაციის დასაშლელად „სპეციალური საშუალებების“ გამოყენების დროს. არსებობ და მტკიცებულება, რომ ერთ-ერთ მათგანს შემთხვევით ასხლეტილი ტყვია მოხვდა, ხოლო მეორეს პოლიცია დაეხმარა მას შემდეგ, რაც მისი მობილური ტელეფონი ჭურვით დაზიანდა. ზოგიერთმა მომჩივანმა მოახერხა ვიდეომასალის ჩაწერა და ატვირთვა მოვლენების ძალადობრივი განვითარების მიუხედავად.
367. იგივე ეხებო და მომჩივანს საქმისა Berikashvili (no. 39382/21). მან თავად დაადასტურა, რომ პოლიციას ხელი არ შეუშლია მისთვის სამოქალაქო აქტივისტის/რეპორტიორის ფუნქციების შესრულებაში და ვიდეომასალის გადაღებასა და ატვირთვაში. ასევე უნ და აღინიშნოს, რომ მას არ ეკეთა რაიმე სამკერდე ნიშანი ან განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც მას ბრბოში გამოარჩევდა; მხოლოდ ის ფაქტი, რომ ის ვიდეოს იღებდა, არ მოითხოვ და პოლიციისგან, რომ მას მოპყრობო და როგორც ჟურნალისტს.
368. ალტერნატიულად, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა დასაბუთებული იყო. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში სხვადასხვა დებულება ითვალისწინებ და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების შეზღუდვებს. მანიფესტაციის ძალადობრივი მიმდინარეობის გათვალისწინებით, პოლიციამ მიმართა ზომებს, მათ შორის, ცრემლსადენი გაზისა და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენებას, რათა დაესრულებინა ის. ეს ზომები მიზნად ისახავ და საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოებისა და უშიშროების აღდგენას, არეულობის ან დანაშაულის თავიდან აცილებას და სხვათა უფლებების დაცვას. მათი აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება შეუძლებელი იყო სისხლის სამართლის გამოძიების დასრულებამდე – რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეხებო და დარბევის დაგეგმვისა და განხორციელების წესს, მათ შორის, ამ მიზნით გამოყენებულ საშუალებებსა და მეთოდებს.
სასამართლო პროცესში მონაწილე მეორე მესამე მხარე (PEN International, PEN საქართველო და English PEN)
369. სასამართლო პროცესში მონაწილე მეორე მესამე მხარემ – PEN International, PEN საქართველო და English PEN – საკმაოდ დეტალურად აღწერა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და სხვა საერთაშორისო მასალები, რომლებიც ეხება ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებების, კერძოდ, მანიფესტაციების და საპროტესტო აქციების შესახებ მედიაში გაშუქების პრევენციისა და გამოძიების ვალდებულებებს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ნებისმიერი ასეთი ჩარევა უნ და დაექვემდებაროს მკაცრ შემოწმებას, რომელიც ითვალისწინებს შესაბამის ინტერესებს, ეროვნული სასამართლოების მიერ ზომების გადახედვას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მომჩივნების ქცევას და ზომების პროპორციულობას. შემდეგ მხარემ განმარტა, თუ როგორ უნ და შეფასდეს, მისი აზრით, ასეთ გარემოებებში ამ ოთხი ფაქტორიდან თითოეული. დაბოლოს, მხარემ სასამართლოს შესთავაზა, განეხილა წინამდებარე საქმე, როგორც ეს მან გააკეთა ამ ტიპის სხვა საქმეებში, მოპასუხე სახელმწიფოში არსებული ზოგადი ვითარების გათვალისწინებით. ამასთან დაკავშირებით, მათ მიუთითეს „საქართველოში გამოხატვის თავისუფლების გარემოს სერიოზულ გაუარესებაზე“, მიუთითეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის 2024 წლის დეკემბრის განცხადებაზე და სხვადასხვა მასალასა და მოვლენაზე, რომლებიც, მათი აზრით, ამას ადასტურებდა.
დიდი პალატის შეფასება
საჩივარი საქმეში Berikashvili (no. 39382/21)
370. რამდენადაც ეს შეეხება საქმეს Berikashvili (no. 39382/21), უნდა აღინიშნოს, რომ ეს მომჩივანი არ იყო დასაქმებული რეპორტიორად, და რომ მან განაცხადა, რომ მოვლენების გადაღებას ახორციელებ და მანიფესტაციის მონაწილის სტატუსით. ვინაიდან მისი საჩივრის არსი მანიფესტაციაში მის მონაწილეობას ეხება, ის მხოლოდ კონვენციის მე-11 მუხლის მიხედვით უნ და იქნეს განხილული – რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მე-10 მუხლის გათვალისწინებით უნ და იქნეს განხილული, ასეთ გარემოებებში არის lex specialis (იხ. საქმე Navalnyy v. Russia [GC], nos. 29580/12 და 4 სხვა, §§ 101-02, 2018 წლის 15 ნოემბერი; ასევე იხ., კერძოდ, მანიფესტაციების დასაშლელად ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, საქმე Pekaslan and Others, §§ 67 და 69; İzci, §§ 76 და 78; საქმე Mushegh Saghatelyan, § 224; და საქმე Shmorgunov and Others, § 482, ყველა ციტირებული ზემოთ).
საჩივრის მისაღებობისა და არსებითი მხარის ანალიზი
მისაღებობა
371. რადგან პალატამ არ განიხილა ამ საჩივრების მისაღებობის საკითხი, დიდი პალატის მოვალეობაა ამის გაკეთება (იხ. საქმე Selahattin Demirtaş, ციტირებული ზემოთ, §§ 224 და 241).
372. საჩივრები არ არის აშკარად დაუსაბუთებელი ან მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, ისინი არ არის მიუღებელი დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის ან დაზარალებულის სტატუსის დაკარგვის გამო (იხ. პარაგრაფები 256-268 ზემოთ). აქედან გამომდინარე, საჩივრები უნ და გამოცხადდეს მისაღებად.
არსებითი მხარე
ჩარევის არსებობა
373. პირველი კითხვაა, წარმოადგენს თუ არა პოლიციის მიერ ამ საჩივრების შემტანი მომჩივნების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა – კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენება 13 მომჩივნის მიმართ და ფიზიკური ძალის გამოყენება ერთი მომჩივნის პარლამენტის შენობის ში და ეზოდან გასაყვანად – ჩარევას მათ უფლებებში, რომლებიც მე-10 მუხლით არის გათვალისწინებული.
(a) ზოგადი პრინციპები
374. The gathering of information is an essential preparatory step in journalism, and therefore an inherent part of media freedom (იხ. საქმე Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland [GC], no. 931/13, § 128, 2017 წლის 27 ივნისი; საქმე Butkevich v. Russia, no. 5865/07, § 123, 2018 წლის 13 თებერვალი; და საქმე Szurovecz v. Hungary, no. 15428/16, § 52, 2019 წლის 8 ოქტომბერი).
375. სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ცუდი მოპყრობა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მიუხედავად იმისა, განზრახული ჰქონდათ თუ არა წარმომადგენლებს ამ მოვალეობებში ჩარევა, წარმოადგენს ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას (იხ. საქმე Najafli, ციტირებული ზემოთ, § 68). იგივე ეხება მანიფესტაციის გაშუქებისას ჟურნალისტების დაპატიმრებებსაც (იხ. საქმე Pentikäinen v. Finland [GC], no. 11882/10, § 83, ECHR 2015), ასევე, მათი ჟურნალისტური აღჭურვილობის გამოყენების ხელშემშლელ ზომებს, მაგალითად, ჩამორთმევას (იხ. საქმე Hayk Grigoryan v. Armenia, no. 9796/17, §§ 61-63, 2025 წლის 3 აპრილი, და, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Mammadov and Abbasov v. Azerbaijan, no. 1172/12, §§ 60 და 62, 2021 წლის 8 ივლისი).
376. ისეთი ზომები, რომლებიც ხელს უშლის ჟურნალისტებს, რომლებმაც მოახდინეს საკუთარი თავის ასეთებად იდენტიფიცირება საზოგადოებრივი პროტესტის ჩაწერასა და გაშუქებაში, ასევე წარმოადგენს მათი გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებაში ჩარევას (იხ. საქმე Friedrich and Others v. Poland, nos. 25344/20 და 17 სხვა, §§ 252-53, 2024 წლის 20 ივნისი, და საქმეGevorgyan v. Armenia, no. 231/16, §§ 71-72, 2025 წლის 22 მაისი).
377. უფრო ზოგადად, ზომები, რომლებიც ჟურნალისტებს ართმევს გარკვეულ ადგილზე წვდომის შესაძლებლობას და ამით ხელს უშლის მათ ინფორმაციის მიღებაში, უნ და განიხილებოდეს, როგორც მათი გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩარევა (იხ. საქმე Selmani and Others v. the former Yugoslav Republic of Macedonia, no. 67259/14, § 61, 2017 წლის 9 თებერვალი; საქმე Mándli and Others v. Hungary, no. 63164/16, § 45, 2020 წლის 26 მაისი; და საქმე Drozd v. Poland, no. 15158/19, § 63, 2023 წლის 6 აპრილი). ეს ხდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ჟურნალისტები არ ასრულებენ მედიაორგანიზაციის მიერ დაკისრებულ კონკრეტულ დავალებას და მხოლოდ საჯარო ღონისძიებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას და საზოგადოებაში გავრცელებას აპირებენ (იხ. საქმე Butkevich, ციტირებული ზემოთ, §§ 131-32).
378. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ორგანიების მიერ მიღებული ზომები ზოგადია და არა კონკრეტულად მიმართული შესაბამისი ჟურნალისტ(ებ)ის მიმართ, არ გამორიცხავს ასეთი ჩარევის არსებობას (იხ. საქმე Gsell v. Switzerland, no. 12675/05, § 49, 2009 წლის 8 ოქტომბერი). ეს ასევე ეხება პოლიციის მიერ მანიფესტაციის დროს გატარებულ ზომებს (იხ. საქმე Pentikäinen, ციტირებული ზემოთ, § 83).
379. იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებისთვის ახალ ამბებზე წვდომის გაუმჯობესებასა და ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობაში, ბლოგერებისა და სოციალური მედიის პოპულარული მომხმარებლების ფუნქცია ამ კონტექსტში შეიძლება გათანაბრდეს ჟურნალისტების ფუნქციასთან (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Magyar Helsinki Bizottság v. Hungary [GC], no. 18030/11, § 168 in fine, 2016 წლის 8 ნოემბერი; საქმე Falzon v. Malta, no. 45791/13, § 57, 2018 წლის 20 მარტი; და საქმე Timur Sharipov v. Russia, no. 15758/13, § 25, 2022 წლის 13 სექტემბერი). მართლაც, პროფესიონალი ჟურნალისტები ხშირად იყენებენ სოციალურ მედიას ინფორმაციის გასავრცელებლად. გარ და ამისა, ბლოგერებისა და სოციალური მედიის პოპულარული მომხმარებლების როლს, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს მაშინ, როდესაც ტრადიციული მედიის საქმიანობა შეზღუდულია ან შეფერხებულია, მაგალითად, სწრაფად განვითარებადი კრიზისული სიტუაციების დროს ან, როდესაც მათი თავისუფლება და დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა (იხ. საქმე Ukraine and the Netherlands v. Russia [GC], nos. 8019/16 და 3 სხვა, § 1345, 2025 წლის 9 ივლისი).
B. აღნიშნული პრინციპების გამოყენება
ბ-ნი დიასამიძე, ერთ-ერთი მომჩივანი საქმისა Baghashvili and Others (no. 20129/21)
380. არსებული ვიდეომასალა, რომელიც ბატონმა დიასამიძემ პროკურატურას ჯერ კიდევ 2019 წელს წარუდგინა და რომლის ავთენტურობასაც მთავრობა არ ედავება, ადასტურებს, რომ პოლიციამ ფიზიკური ძალა გამოიყენა პარლამენტის შენობის ში და ეზოდან მის გასაყვანად, როდესაც ის მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადაცემდა, მიუხედავად იმისა, რომ მან მათ უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო (იხ. პარაგრაფი 66 ზემოთ). პარაგრაფებში 374-379 ზემოთ მოცემული პრინციპების გათვალისწინებით, ეს შეიძლება ჩაითვალოს მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მის უფლებებში ჩარევად (შეადარეთ საქმე Pentikäinen, ციტირებული ზემოთ, § 83).
დანარჩენი ათი მომჩივანი საქმისა Baghashvili and Others (no. 20129/21), მომჩივნები საქმეებისა Tsaava and Kmuzov (no. 13186/20), და Svanadze (no. 16757/20)
381. დანარჩენ ათ მომჩივანს საქმისა Baghashvili and Others (no. 20129/21), და სამ მომჩივანს საქმისა Tsaava and Kmuzov (no. 13186/20), და საქმისა Svanadze (no. 16757/20) ყველას მოხვ და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები, როდესაც ისინი მოვლენებს თავიანთი ჟურნალისტური მოვალეობის ფარგლებში აშუქებდნენ (იხ. პარაგრაფები 47, 51 და 54-65 ზემოთ). პარაგრაფებში 374-379 ზემოთ მოცემული პრინციპების გათვალისწინებით, ეს შეიძლება ჩაითვალოს მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მათ უფლებებში ჩარევად.
382. მართალია, რომ პალატამ ამ ორი მომჩივნის, ბატონი გრიგალაშვილის და ბატონი ბოჩიკაშვილის, მე-3 მუხლის საფუძველზე შეტანილი საჩივრები მიუღებლად ცნო, დაზიანების სამედიცინო მტკიცებულებების არარსებობის გამო (იხ. პალატის გადაწყველიტების 190-ე პარაგრაფი). თუმცა, არსებობს ვიდეომასალა, რომელიც აჩვენებს, რომ ორივე მათგანს ჭურვები მოხვ და (იხ. პარაგრაფები 57 და 61 ზემოთ); ერთადერთი ელემენტი, რომელიც არ არსებობს, არის სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ჭურვების მოხვედრამ მათი დაზიანებები გამოიწვია (რადგან ბატონმა გრიგალაშვილმა უარი თქვა გამოკვლევის ჩატარებაზე და ბატონი ბოჩიკაშვილის გამოკვლევით, რომელიც მოვლენებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ ჩატარდა, დაზიანებების კვალი არ აჩვენა – იხ. პარაგრაფები 68 და 74 ზემოთ). შესაბამისად, პალატის დასკვნა მე-3 მუხლის საფუძველზე არ წყვეტს საკითხს, მოხ და თუ არა ჩარევა მათ უფლებებში მე-10 მუხლის შესაბამისად. მაშინაც კი, თუ მათ მიერ მიღებული დაზიანებები არც ისე სერიოზული იყო, ის ფაქტი, რომ მათ ჭურვები მოხვ და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს, უნ და ჩაითვალოს ასეთ ჩარევად.
383. წინამდებარე მიზნებისთვის არ არის საჭირო იმის დადგენა, როგორც ამას მომჩივნები ამტკიცებენ და მთავრობა უარყოფს (იხ. პარაგრაფები 361 და 366 ზემოთ), განზრახ იყვნენ თუ არა ისინი სამიზნე ჟურნალისტობის გამო. პარაგრაფებში 374-379 ზემოთ მოცემული პრონციპების გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოების მიერ ძალის ნებისმიერი გამოყენება, რამაც გავლენა მოახდინა მათ მიერ ინფორმაციის შეგროვებაზე და, შესაბამისად, მანიფესტაციის შესახებ ინფორმაციის გაშუქების შესაძლებლობაზე, წარმოადგენ და მათი გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებაში ჩარევას (შეადარეთ საქმე Pentikäinen, ციტირებული ზემოთ, § 83). ჩარევის არსებობას არც ის ფაქტი უარყოფს, რომ ზოგიერთმა მათგანმა შეძლო გაშუქების გაგრძელება ჭურვის მოხვედრის შემდეგაც კი.
ჩარევის დასაბუთება
384. ასეთი ჩარევა წარმოადგენს მე-10 მუხლის დარღვევას, თუ ის არ იყო „კანონით დადგენილი“, არ ემსახურებო და ამ მუხლის მეორე პუნქტში ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანს და არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ამ მიზნების მისაღწევად.
(a) „კანონით დადგენილი“
385. სასამართლოს პრეცედენტული სამართალი კარგად არის ჩამოყალიბებული მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ფრაზიდან –„კანონით დადგენილი“ – გამომდინარე სხვადასხვა მოთხოვნასთან დაკავშირებით. უკანასკნელი განცხადებისთვის იხ. საქმე Sanchez v. France [GC], no. 45581/15, §§ 124-28, 2023 წლის 15 მაისი.
386. თავის არგუმენტებში მთავრობამ ზოგადად მოიხსენია რამდენიმე ქართული დებულება, რომლებიც ითვალისწინებს შეზღუდვებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მიმართ და ამტკიცებდა, რომ პოლიციის მიერ მიღებული ზომები გამოწვეული იყო მანიფესტაციის ძალადობრივი მიმდინარეობით (იხ. პარაგრაფი 368 ზემოთ). თუმცა ეს პასუხგაუცემელს ტოვებს კითხვას, რომელიც მომჩივნების მიერ აშკარად დაისვა (იხ. პარაგრაფი 362 ზემოთ) – შეესაბამებო და თუ არა პოლიციის მიერ მანიფესტაციის დასაშლელად გამოყენებული ძალა, კერძოდ, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების ფართოდ გამოყენება, საქართველოს კანონმდებლობას.
387. მაშინაც კი, თუ შესაძლებელი იქნებო და იმის მიღება, რომ მანიფესტაციის ნაწილის მიერ ძალადობრივი ხასიათის გათვალისწინებით, მისი დაშლის გადაწყვეტილებას საფუძველი ჰქონ და საქართველოს კანონმდებლობაში, სერიოზული კითხვები რჩება ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიღებული ზომების კანონიერებასთან დაკავშირებით (რაც ხელს უშლი და მომჩივნების მე-10 მუხლით დადგენილ უფლებებს). დიდი პალატა მიიჩნევს, რომ მას არ სჭირდება საბოლოო პოზიციის დაკავება ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ღიად ტოვებს საკითხს, იყო თუ არა ჩარევა „კანონით დადგენილი“ (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Ibragim Ibragimov and Others v. Russia, nos. 1413/08 და 28621/11, § 86, 2018 წლის 28 აგვისტო; საქმე Dareskizb Ltd v. Armenia, no. 61737/08, § 75, 2021 წლის 21 სექტემბერი; და საქმე Teslenko and Others v. Russia, nos. 49588/12 და 3 სხვა, § 105, 2022 წლის 5 აპრილი; შეადარეთ საქმე Najafli, § 69, და, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Mammadov and Abbasov, § 63, ორივე ციტირებული ზემოთ).
(B) ლეგიტიმური მიზანი/მიზნები
388. მანიფესტაციის განვითარებისა და, კერძოდ, მანიფესტაციის ზოგიერთი მონაწილის მცდელობის გათვალისწინებით, გაერღვიათ პოლიციის კორდონი და პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ, პრინციპში შეიძლება მივიღოთ, რომ დაშლის ზომები მიზნად ისახავ და „არეულობის“ და „დანაშაულის“ თავიდან აცილებას. თუმცა არ არის საჭირო საბოლოო დასკვნის გამოტანა იმის შესახებ, ემსახურებო და თუ არა ჩარევა – რომელიც ხელისუფლების მიერ ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყენებას გულისხმობ და – ლეგიტიმურ მიზანს (შეადარეთ, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Kandzhov v. Bulgaria, no. 68294/01, § 73, 2008 წლის 6 ნოემბერი; საქმე Glukhin v. Russia, no. 11519/20, § 55, 2023 წლის 4 ივლისი; და საქმე Najafli, ციტირებული ზემოთ, § 69).
„აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“
389. წინამდებარე საქმეში, მე-10 მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი საკითხი – ჩარევის აუცილებლობაა (შეადარეთ საქმე Najafli, § 69, და საქმე Gevorgyan, § 74, იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Mammadov and Abbasov, § 63, ყველა ციტირებული ზემოთ).
ზოგადი პრინციპები
390. ზოგადი პრინციპები იმის შესახებ, არის თუ არა გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებაში ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, კარგად არის დადგენილი. უკანასკნელი განცხადებისთვის იხ. საქმე Sanchez (ციტირებული ზემოთ, § 145).
391. წინამდებარე საქმეში ასევე უნ და აღინიშნოს, რომ მედიადემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, კერძოდ, ხელისუფლების მიერ მანიფესტაციების მართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში (იხ. საქმე Pentikäinen, §§ 88-89, და საქმე Najafli, § 66, ორივე ციტირებული ზემოთ). მათი როგორც „დამკვირვებლის“ როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ კონტექსტში, რადგან მათი ყოფნა გარანტიას იძლევა, რომ ხელისუფლების ორგანოებს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მანიფესტაციისა მონაწილეებისა და საზოგადოების მიმართ მათი ქმედებებისთვის – მათ შორის, მანიფესტაციის კონტროლის ან დასაშლელად გამოყენებული მეთოდებისთვის (იქვე; ასევე იხ. საქმე Selmani and Others, ციტირებული ზემოთ, § 75).
392. უფრო ზოგადად, ჟურნალისტის კვლევითი ან საგამოძიებო საქმიანობის შეზღუდვა ყოველთვის მოითხოვს ყველაზე ზუსტ შემოწმებას იმ საფრთხის გამო, რომელიც თან ახლავს ასეთი წინასწარი ჟურნალისტური ნაბიჯების შეზღუდვის მცდელობებს (იხ. საქმე Dammann v. Switzerland, no. 77551/01, § 52, 2006 წლის 25 აპრილი; საქმე Amaghlobeli and Others v. Georgia, no. 41192/11, § 36, 2021 წლის 20 მაისი; და საქმე Radio Broadcasting Company B92 AD v. Serbia, no. 67369/16, § 81, 2023 წლის 5 სექტემბერი). ეს განსაკუთრებით ეხება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ძალის გამოყენებას (იხ. საქმე Najafli, ციტირებული ზემოთ, § 68). იგივე ეხება სხვა მედიის წარმომადგენლებსაც.
აღნიშნული პრინციპების გამოყენება
ბ-ნი დიასამიძე, ერთ-ერთი მომჩივანი საქმისა Baghashvili and Others (no. 20129/21)
393. მთავრობას ამასთან დაკავშირებით არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენია, გარ და იმისა, რომ აღნიშნა, რომ შიდასახელმწიფოებრივი სისხლის სამართლის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობ და (იხ. პარაგრაფი 368in fine ზემოთ). ამგვარად, არ არსებობს საფუძველი იმის მისაღებად, მიუხედავად მანიფესტაციის დროს წარმოქმნილი დაძაბულობისა, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება პარლამენტის შენობის ში და ეზოდან ბატონი დიასამიძის გასაყვანად დასაბუთებული და პროპორციული იყო.
394. ამგვარად, მის მიმართ ადგილი ჰქონ და კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
დანარჩენი ათი მომჩივანი საქმისა Baghashvili and Others (no. 20129/21), მომჩივნები საქმეებისა Tsaava and Kmuzov (no. 13186/20) და Svanadze (no. 16757/20)
395. არ არსებობს არანაირი მითითება იმისა, რომ ამ 13 მომჩივნიდან რომელიმემ ჩაიდინა რაიმე ქმედება, რომელიც ასაბუთებ და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენებას კონკრეტულად მათ წინააღმდეგ (შეადარეთ, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Selmani and Others, ციტირებული ზემოთ, § 80).
396. რამდენადაც შეიძლება ითქვას, რომ მათი დაზიანებები ძალადობრივი მანიფესტაციის მონაწილეების შესაკავებლად ასეთი ჭურვების გამოყენების გარდაუვალი შედეგი იყო, უნ და მივმართოთ კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით ჩატარებულ ანალიზს, სადაც აღინიშნა, რომ (a) ასეთი ზოგადი ახსნა-განმარტებები არ არის საკმარისი დასკვნისთვის, რომ ძალის გამოყენება, რამაც გამოიწვია რომელიმე მომჩივნის მიერ მიღებული დაზიანებები, იყო მკაცრად აუცილებელი და პროპორციული (იხ. პარაგრაფი 334 ზემოთ), რომ (b) პოლიციამ, როგორც ჩანს, ასეთი ჭურვები გამოიყენა როგორც ზოგადი ბრბოს კონტროლის იარაღი და არა როგორც მიზანმიმართული იარაღი, და რომ, (c) როგორც ჩანს, გასროლილ იქნა ბევრი მრავალჯერადი ჭურვი – რომელთა მიზანმიმართული გამოყენება თავისთავად შეუძლებელია (იხ. პარაგრაფი 344(a) და (c) ზემოთ). ეს მოსაზრებები ასევე ეხება ორ მომჩივანს – ქალბატონ გრიგალაშვილს და ბატონ ბოჩიკაშვილს – რომელთა საჩივრები მე-3 მუხლის საფუძველზე მიუღებლად იქნა ცნობილი (იხ. პარაგრაფები 7(b) და 277 ზემოთ).
397. მართალია, მე-3 მუხლით გათვალისწინებული მკაცრი აუცილებლობის ტესტი განსხვავდება დემოკრატიულ საზოგადოებაში მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აუცილებლობის ტესტისგან. კერძოდ, პირველი გამორიცხავს ეროვნული ხელისუფლების ორგანოების თავისუფალი შეფასების ნებისმიერ ფარგლებს (იხ., მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მკაცრი აუცილებლობის ტესტთან დაკავშირებით, საქმე Ribcheva and Others v. Bulgaria, nos. 37801/16 და 2 სხვა, § 162 in fine, 2021 წლის 30 მარტი). თუმცა, წინამდებარე საქმეში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ზემოაღნიშნული ანალიზის გათვალისწინებით, არ შეიძლება იმის მიღება, რომ მომჩივნების წინააღმდეგ ძალის გამოყენება ექცეო და საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისთვის ხელმისაწვდომ, ნებისმიერ მისაღებ თავისუფალი შეფასების ფარგლებში. მართლაც, პარადოქსული იქნებო და იმის დადგენა, რომ მე-3 მუხლით გათვალისწინებული აბსოლუტური აკრძალვის დარღვევის ფარგლებში მოქცეული მოპყრობა მაინც პროპორციული იყო მე-10 მუხლის მიხედვით – კონვენცია წაკითხული უნ და იქნეს მთლიანობაში და განმარტებული იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს მის სხვადასხვა დებულებებს შორის შინაგან თანმიმდევრულობას და ჰარმონიას (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Stec and Others v. the United Kingdom (dec.) [GC], nos. 65731/01 და 65900/01, § 48, ECHR 2005-X; საქმე Demir and Baykara v. Turkey [GC], no. 34503/97, § 66, ECHR 2008; და საქმე Navalnyy, ციტირებული ზემოთ, § 122 in fine).
398. ამ გარემოებებში არ შეიძლება ითქვას, რომ შესაბამისი მომჩივნებისთვის მიყენებული დაზიანებები გარდაუვლად გამომდინარეობ და მათ მიერ ქაოსური და ძალადობრივი მოვლენების გაშუქებიდან. ასევე, არ არსებობს საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მათ გაუმართლებელი რისკები აიღეს, რამაც ისინი უფრო მეტად დაუქვემდებარს დაზიანებას ამ ქმედებების განხორციელებისას.
399. მაშინაც კი, თუ, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებს (იხ. პარაგრაფი 366 ზემოთ), ჟურნალისტებისთვის შეიქმნა სპეციალური ზონები მანიფესტაციის დროს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ნამდვილად არსებობ და თუ არა ადგილზე ასეთი ღონისძიებები), მომჩივნებისგან არ შეიძლებოდა მოსალოდნელი ყოფილიყო, რომ ისინი ამ შეზღუდულ ზონებში დარჩებოდნენ მასშტაბური მოვლენის გაშუქებისას, რომელმაც რამდენიმე მოულოდნელი შემობრუნება მიიღო და დიდ და შედარებით არაპროგნოზირებად ტერიტორიაზე გაიშალა (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Pentikäinen, ციტირებული ზემოთ, § 97). აღნიშნულ ზონებში მათი დარჩენა ხელს შეუშლი და არა მხოლოდ თავად მანიფესტაციის შესახებ ინფორმაციის ეფექტურ გაშუქებას, არამედ ხელს შეუშლიდა, რაც წინამდებარე საქმეში უფრო მნიშვნელოვანია, ხელისუფლების ორგანოების მიერ მისი გამკლავების წესი ს, კერძოდ, მათ მიერ გამოყენებული საშუალებებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის ეფექტურ გაშუქებას, და ამგვარად, ხელს შეუშლი და მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი „დამკვირვებლის“ როლის შესრულებას (იქვე, § 89).
400. ასევე არსებობს აუცილებლობის ანალიზის კიდევ ერთი ასპექტი. როგორც ჩანს, შესაბამის მომჩივანთა უმეტესობა ჟურნალისტებად იდენტიფიცირებადი იყო (იხ. პარაგრაფები 48in fine, 54in fine, 55in fine, 56in fine, 57, 58in fine, 59in fine, 60in fine, 62 და 65 ზემოთ). მათგან, სულ მცირე, სამმა კონკრეტულად განაცხადა, რომ პოლიციამ ისინი განზრახ და სწორედ ამ მიზეზით ამოიღო სამიზნედ (იხ. პარაგრაფები 55in fine, 60in fine და 62 ზემოთ). მსგავსი ბრალდებები ასევე გაკეთ და შიდასახელმწიფოებრივი სისხლის სამართლის გამოძიების დროს (იხ. პარაგრაფი 121 ზემოთ). პოლიციის ქმედებების ეფექტური გამოძიების არარსებობის შემთხვევაში, ძნელია იმის დადგენა, ამოიღეს თუ არა მათ მიზანში ზოგი მათგანი ან ყველა მათგანი, რადგან ისინი აშკარად ჟურნალისტები იყვნენ. მიუხედავად ამისა, ეს, სულ მცირე, დამაჯერებელი ვარაუდია, მომჩივნების არგუმენტებისა და იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ (a) კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები განურჩევლად იქნა გასროლილი, მანიფესტაციის გაშუქებისას ჟურნალისტების უსაფრთხოების აშკარა უგულებელყოფით, და რომ (b) შედეგად ბევრი ჟურნალისტი დაშავ და (ჯამში 32 – იხ. პარაგრაფი 175in fine ზემოთ).
401. ამ მხრივ ხაზგასმით უნ და აღინიშნოს, რომ, როგორც სასამართლო პროცესში მონაწილე მეორე მესამე მხარის – PEN International, PEN საქართველო და English PEN – მიერ არის აღნიშნული (იხ. პარაგრაფი 369 ზემოთ), ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მე-10 მუხლის შესაბამისად, აქვთ ვალდებულება, ჰქონდეთ ჟურნალისტების დაცვის ეფექტური სისტემა (იხ., თუმცა სხვა კონტექსტში, საქმე Dink v. Turkey, nos. 2668/07 და 4 სხვა, § 137, 2010 წლის 14 სექტემბერი; საქმე Khadija Ismayilova v. Azerbaijan, nos. 65286/13 და 57270/14, § 158, 2019 წლის 10 იანვარი; საქმე Tagiyeva v. Azerbaijan, no. 72611/14, § 78, 2022 წლის 7 ივლისი; და საქმე Gaši and Others, ციტირებული ზემოთ, § 78). ამ მიმართებით უნ და აღინიშნოს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის CM/Rec(2016)4 და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის 2532 (2024) თანახმად (იხ. პარაგრაფები 212-213 ზემოთ), რომ სისტემა უნ და მოიცავდეს ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას საზოგადოებრივი საპროტესტო აქციების დროს წარმოქმნილი მასშტაბური ძალადობის შემთხვევებში. ვენეციის კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაცია გასცა (იხ. პარაგრაფი 214 ზემოთ).
402. შეჯამების სახით, რადგან არ შეიძლება იმის მიღება, რომ ამ მომჩივნების გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევა იყო დასაბუთებული და პროპორციული, აქედან გამომდინარეობს, რომ ის არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
403. ამგვარად, ადგილი ჰქონ და კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას ამ 13 მომჩივნის მიმართაც.
საჩივრები კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად
404. მომჩივნები საქმისა Kurdovanidze and Others (no. 20175/21) – ამ საქმის ერთი მომჩივნის გამოკლებით, ბ-ნი დიდბერაშვილი, რომელიც უფრო შემსწრე იყო, ვიდრე მანიფესტაციის მონაწილე (იხ. პარაგრაფი 80 ზემოთ) – და მომჩივანი საქმისა Berikashvili (no. 39382/21) ჩიოდნენ, რომ პოლიციამ მანიფესტაცია წინასწარი გაფრთხილების გარეშე და ძალის გადაჭარბებული გამოყენებით დაშალა, რაც კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა. აღნიშნული მუხლის შესაბამისი ნაწილი ითვალისწინებს შემდეგს:
„1. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება...
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა გარ და იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ...“
პალატის გადაწყვეტილება
405. პალატის მიერ მე-11 მუხლით გათვალისწინებულ საჩივრებთან დაკავშირებით დასაბუთება და მიღებული გადაწყვეტილება იდენტური იყო მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საჩივრებთან დაკავშირებით დასაბუთებისა და მიღებული გადაწყვეტილებისა (იხ. პარაგრაფი 357 ზემოთ).
არგუმენტები დიდი პალატის წინაშე
მომჩივნები
406. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მე-11 მუხლით გათვალისწინებული საჩივრები ასევე წარმოადგენ და მათი საქმის მნიშვნელოვან ნაწილს, და რომ აუცილებელი იყო სასამართლოსთვის ისინი მე-3 მუხლით გათვალისწინებულ საჩივრებთან ერთად განეხილა. მათი აზრით, პალატის მიერ მათი მისაღებობისა და არსებითი მხარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება დასაბუთებული არ იყო. მათ აღნიშნეს, რომ შეკრების თავისუფლება დემოკრატიისთვის ფუნდამენტური იყო, და რომ მანიფესტაციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება საქართველოში სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა, რომელიც ბოლო წლებში გამწვავ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ზრდასთან ერთად. ამიტომ, სასამართლოსთვის აუცილებელი იყო, განეხილა საჩივრები და დაედასტურებინა შეკრების თავისუფლების მნიშვნელოვნება დემოკრატიული მონაწილეობისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის.
407. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ უნ და ესარგებლათ დაცვით, რომელიც მე-11 მუხლით არის გათვალისწინებული. მანიფესტაციის მონაწილეთა მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ძალადობრივი გარკვეულ დროს. ამას გავლენა არ მოუხდეnია მანიფესტაციის მშვიდობიან ხასიათზე; ის მიზნად არ ისახავ და მთავრობის დამხობას ან პარლამენტის შენობაში შეჭრას. არ არსებობ და დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ მის ორგანიზატორებს ან მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ ძალადობა ან ძალადობისკენ წაქეზება. გარ და ამისა, თავად მომჩივნები შეუერთდნენ მანიფესტაციას მშვიდობიანი განზრახვით და მთელი პროცესის განმავლობაში მშვიდობიანად იქცეოდნენ. არცერთი მათგანი, საქმეში Kurdovanidze and Others (no. 20175/21) ერთ-ერთი მომჩივნის გარდა, არ უცნიათ დამნაშავედ რომელიმე დანაშაულში ამ მოვლენებთან დაკავშრებით. თვით ამ მომჩივანსაც კი მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდა, რაც მისი შემდგომი მოწმეების ჩვენებებითაც დადასტურდა.
408. პოლიციის მიერ მომჩივნების წინააღმდეგ გამოყენებული გადაჭარბებული ძალა და მათ მიერ მიღებული დაზიანებები მათი მე-11 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას წარმოადგენდა. ეს არც „კანონით იყო დადგენილი“ და არც ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია არ ხასიათდებო და მასობრივი ძალადობით, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებდა. ჩარევაც აუცილებელი არ იყო. ხელისუფლების ორგანოებმა საჭიროების გარეშე დაშალეს მთელი აქცია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მონაწილეთა მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ჩართული ძალადობაში. მათ ვერ განასხვავეს მანიფესტაციის მონაწილეები მათი ინდივიდუალური ქცევის მიხედვით, რაც მშვიდობიან პირებს საშუალებას მისცემდა, გაეგრძელებინათ მანიფესტაცია ან ნორმალური წესი თ დაშლილიყვნენ. დაშლისთვის გამოყენებული საშუალებებიც არაპროპორციული იყო. ვინაიდან აღნიშნული საშუალებები არღვევ და მომჩივნების უფლებებს კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ისინი არ შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად მე-11 მუხლის მიზნებისთვის და მათმა მავნე ზემოქმედებამ აშკარად გადაწონა ნებისმიერი სარგებელი, კერძოდ, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გაფრთხილების გარეშე განურჩევლად გამოყენებამ მანიფესტაციის ყველა მონაწილე მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების რისკის ქვეშ დააყენა. ამგვარად, ხელისუფლების ორგანოებმა ვერ მიიღეს შესაბამისი ზომები მანიფესტაციის მშვიდობიანი ჩატარების უზრუნველსაყოფად და არ უცდიათ, მოეგვარებინათ დაძაბულობა კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და დეესკალაციის გზით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ.
მთავრობა
409. მთავრობამ განაცხადა, რომ მე-11 მუხლი არ გამოიყენებოდა, რადგან „შეკრება“ არ იყო „მშვიდობიანი“. ეს ძალადობისკენ წაქეზებას და დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების უარყოფას წარმოადგენდა, რადგან მის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს პარლამენტის შენობაში შეჭრა ჰქონდათ განზრახული. ხელისუფლების ორგანოებმა მათ მიმართ საკმარისი შემწყნარებლობა გამოიჩინეს და არაერთხელ გააფრთხილეს. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნები მანიფესტაციაზე მივიდნენ „სპეციალური საშუალებების“ პირველი გამოყენების შემდეგ; შესაბამისად, მათ არ შეეძლოთ ეთქვათ, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები გამოიყენა საკმარისი გაფრთხილების ან მოლაპარაკების მცდელობის გარეშე. შესაბამისად, მე-11 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრები ratione materiae არათავსებადი იყო.
410. ალტერნატიულად, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების შეკრების თავისუფლების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა დასაბუთებული იყო. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში სხვადასხვა დებულება ითვალისწინებ და ამ უფლების შეზღუდვებს. მანიფესტაციის ძალადობრივი მიმდინარეობის გათვალისწინებით, პოლიციამ მიმართა ზომებს, მათ შორის, ცრემლსადენი გაზისა და კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების გამოყენებას, რათა დაესრულებინა ის. ეს ზომები მიზნად ისახავ და საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოებისა და უშიშროების აღდგენას, არეულობის ან დანაშაულის თავიდან აცილებას და სხვათა უფლებების დაცვას. მათი აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება შეუძლებელი იყო სისხლის სამართლის გამოძიების დასრულებამდე – რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეხებო და დარბევის დაგეგმვისა და განხორციელების წესს, მათ შორის, ამ მიზნით გამოყენებულ საშუალებებსა და მეთოდებს. ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტის შენობის შესასვლელების მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დაბლოკვა გასაკიცხ ქცევას წარმოადგენ და და ხელისუფლების ორგანოებს თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლები ჰქონდათ ამის წინააღმდეგ ზომების მიღების საჭიროების შეფასებისას.
დიდი პალატის შეფასება
მისაღებობა
411. რადგან პალატამ არ განიხილა ამ საჩივრების მისაღებობის საკითხი, დიდი პალატის მოვალეობაა ამის გაკეთება (იხ. საქმე Selahattin Demirtaş, ციტირებული ზემოთ, §§ 224 და 241).
412. ამ შემთხვევაში, 2019 წლის 20-21 ივნისის „შეკრების“ „მშვიდობიანი“ ხასიათის საკითხის მრავალი ასპექტი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული იმასთან, თუ როგორ გაუმკლავდნენ ხელისუფლების ორგანოები ამ „შეკრებას“. ამიტომ, სასამართლო უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მე-11 მუხლის გამოყენების საკითხი არსებითად განიხილოს (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Laurijsen and Others v. the Netherlands, nos. 56896/17 და 4 სხვა, § 38, 2023 წლის 21 ნოემბერი). შესაბამისად, ის აერთიანებს მთავრობის პრეტენზიას, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული საჩივრები ratione materiae არათავსებადია (იხ. პარაგრაფი 409 ზემოთ), აღნიშნული საჩივრების არსებით მხარესთან.
413. საჩივრები არ არის აშკარად დაუსაბუთებელი ან მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, ისინი არ არის მიუღებელი დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის ან დაზარალებულის სტატუსის დაკარგვის გამო (იხ. პარაგრაფები 256-268 ზემოთ). აქედან გამომდინარე, საჩივრები უნ და გამოცხადდეს მისაღებად.
არსებითი მხარე
კონვენციის მე-11 მუხლის გამოყენებადობა
ზოგადი პრინციპები
414. კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეკრების თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველია. ამიტომ ის არ უნ და იქნეს განმარტებული შეზღუდულად (იხ. საქმე Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], no. 37553/05, § 91, ECHR 2015).
415. მე-11 მუხლი იცავს მხოლოდ „მშვიდობიანი შეკრების“ უფლებას – ცნება, რომელიც არ მოიცავს შეკრებებს ან მანიფესტაციებს, რომელთა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ძალადობრივი განზრახვა აქვთ. ამგვარად, ამ მუხლის გარანტიები ვრცელდება ყველა შეკრებაზე, გარ და იმ შეკრებებისა, სადაც ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აქვთ ასეთი განზრახვა, ხელს უწყობენ ძალადობას ან სხვაგვარად უარყოფენ დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს (იხ., სხვა წყაროებს შორის, Kudrevičius and Others, ციტირებული ზემოთ, § 92; საქმე Frumkin v. Russia, no. 74568/12, § 98, 2016 წლის 5 იანვარი; საქმე Navalnyy, ციტირებული ზემოთ, § 98 in fine; და საქმე Ukraine v. Russia (re Crimea), ციტირებული ზემოთ, § 1111 in fine).
416. მანიფესტაციის ორგანიზატორების ძალადობრივი განზრახვების დამტკიცების ტვირთი ხელისუფლების ორგანოებს ეკისრება (იხ. საქმე Frumkin, § 98 in fine; საქმე Mushegh Saghatelyan, § 230; საქმე Laurijsen and Others, § 51; და საქმე Ukraine v. Russia (re Crimea), § 1125 in fine, ყველა ციტირებული ზემოთ).
417. „შეკრების“ დროს ძალადობრივი აქტების ფაქტი თავისთავად არ არის საკმარისი იმის დასკვნისთვის, რომ მის ორგანიზატორებს ძალადობრივი განზრახვები ჰქონდათ (იხ. საქმე Karpyuk and Others v. Ukraine, nos. 30582/04 და 32152/04, § 202, 2015 წლის 6 ოქტომბერი; საქმე Mushegh Saghatelyan, ციტირებული ზემოთ, § 231; და საქმე Lutsenko and Verbytskyy, ციტირებული ზემოთ, § 113).
418. პირი არ წყვეტს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობას „შეკრების“ დროს სხვების მიერ განხორციელებული სპორადული ძალადობის შედეგად, თუ ეს პირი ინარჩუნებს მშვიდობიან ხასიათს საკუთარი განზრახვებითა და ქცევით. ასევე, მაშინაც კი, თუ არსებობს რეალური რისკი, რომ „შეკრება“ გადაიზრდება არეულობაში, მისი ორგანიზატორების კონტროლის მიღმა არსებული მოვლენების გამო, ის, როგორც ასეთი, არ სცილდება მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის მოქმედების სფეროს და მასში ნებისმიერი ჩარევა შესაბამისობაში უნ და იყოს მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Schwabe and M.G. v. Germany, nos. 8080/08 და 8577/08, § 103, ECHR 2011; საქმე Kudrevičius and Others, cited above, § 94; Frumkin, ციტირებული ზემოთ, § 99; საქმე Laguna Guzman v. Spain, no. 41462/17, § 34, 2020 წლის 6 ოქტომბერი; საქმე Navalnyy and Gunko v. Russia, no. 75186/12, § 74, 2020 წლის 10 ნოემბერი; და საქმე Geylani and Others, ციტირებული ზემოთ, § 110). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალადობრივი განზრახვის მქონე ექსტრემისტების „შეკრებაში“ მონაწილეობის შესაძლებლობა, როგორც ასეთი, არ არღვევს მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას მასში მონაწილე სხვა მონაწილეებისთვის (იხ. საქმე Schwabe and M.G., ციტირებული ზემოთ, § 103, და საქმე Primov and Others v. Russia, no. 17391/06, § 155, 2014 წლის 12 ივნისი, მითითებებით საქმეზე Christians against Racism and Fascism v. the United Kingdom, no. 8440/78, კომისიის 1980 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებები და ანგარიშები 21, გვ. 138, 148-ე გვერდზე).
შესაბამისი პრეცედენტული სამართალი საქართველოსთან მიმართებით
419. სასამართლოს ცოტა ხნის წინ ჰქონ და მიზეზი, კიდევ ერთხელ გაემეორებინა და შეესწავლა ზემოაღნიშნული საკითხები საქართველოს პარლამენტის წინ 2019 წლის ნოემბერში გამართულ მანიფესტაციასთან დაკავშირებით – წინამდებარე საქმეში განსახილველი მანიფესტაციიდან დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ – რომლის დროსაც ორგანიზატორებმა და ზოგიერთმა მონაწილემ, პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლის მიზნით, შენობა ბლოკადაში მოაქციეს (იხ. საქმე Makarashvili and Others v. Georgia, nos. 23158/20 და 2 სხვა, §§ 78-94, 2022 წლის 1 სექტემბერი). სასამართლომ დაადგინა, რომ პროტესტის ასეთი ობსტრუქციული ფორმაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების უარყოფად და, შესაბამისად, მას კვლავ მოიცავს მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტი, იმ პირობით, რომ პროტესტის ფორმას გავლენა ექნებო და მასში ჩარევის აუცილებლობის შეფასებაზე (იქვე, §§ 89-94).
ზოგადი პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
420. წინამდებარე საქმეში განსახილველი მანიფესტაცია დაიწყო როგორც სპონტანური პროტესტი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე (იხ. პარაგრაფები 14-15 ზემოთ). თუმცა ის ძალის გამოყენებით დაშალეს მას შემდეგ, რაც მანიფესტაციის მონაწილეთა ჯგუფმა განაგრძო პოლიციის კორდონის გარღვევისა და პარლამენტის შენობის შტურმის მცდელობა (იხ. პარაგრაფები 20-32 ზემოთ).
421. მხარეთა არგუმენტები მანიფესტაციის განზრახვებისა და მისი განვითარების შესახებ რადიკალურად განსხვავებული იყო (იხ. პარაგრაფები 407 და 409 ზემოთ). არსებული მასალები არ იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ საპროტესტო აქციას დაწყებამდე ჰყავ და მკაფიოდ იდენტიფიცირებადი ორგანიზატორები (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ, და შეადარეთ და შეუპირისპირეთ საქმე Makarashvili and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 89 და 100). არც ის ჩანს, რომ დასაწყისიდანვე სხვა რამ ყოფილიყო განზრახული, გარ და მშვიდობიანი ხასიათისა ან, რომ მის მონაწილეებს – და კერძოდ, მომჩივნებს – ძალადობრივი განზრახვები ჰქონდათ მასში ჩართვისას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ლიდერი, როგორც ჩანს, პროტესტის დაწყებისთანავე გამოჩნდა, მათ არ გაუკეთებიათ აშკარა მოწოდებები ძალადობისკენ, მაშინაც კი, თუ ზოგიერთი განცხადება შეიძლებო და განმარტებულიყო, როგორც მოწოდება პოლიციის კორდონის გარღვევისკენ (იხ. პარაგრაფები 17-18 ზემოთ). მათ არც ძალადობისთვის მზადყოფნის რაიმე ნიშანი უჩვენებიათ (შეადარეთ საქმე Yaroslav Belousov v. Russia, nos. 2653/13 და 60980/14, § 171, 2016 წლის 4 ოქტომბერი).
422. სიტუაციის სერიოზულობა და პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის აუცილებლობა – რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავარი ღირებულებაა (იხ. საქმე Karácsony and Others v. Hungary [GC], nos. 42461/13 და 44357/13, § 141, 2016 წლის 17 მაისი) – უნ და იქნეს გათვალისწინებული. ასევე შეიძლება მივიღოთ ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ორგანოები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის რთული ამოცანის წინაშე დადგნენ მას შემდეგ, რაც მანიფესტაციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის შენობის შტურმი სცადა. თუმცა, მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ ადგილზე მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა შემდგომ მოვლენებზე, ეს ელემენტი – ცალკე აღებული თუ პარლამენტის შენობაში შტურმის მცდელობის მქონე საპროტესტო აქციის მონაწილეთა შედარებით შეზღუდულ ჯგუფთან ერთად – ვერ წაართმევს რამდენიმე ათას მშვიდობიან საპროტესტო აქციის მონაწილეს, 11-დან 10 მომჩივანს საქმისა Kurdovanidze and Others (no. 20175/21) და მომჩივანს საქმისა Berikashvili (no. 39382/21) მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს (შეადარეთ საქმე Shmorgunov and Others, ციტირებული ზემოთ, § 504).
423. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სამი მომჩივანი საქმისა Kurdovanidze and Others (no. 20175/21), რომლებიც დააკავეს და ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის – ბ-ნი ფოჩხიძე, ბ-ნი ხვადაგიანი და ბ-ნი შარვაშიძე – ჩართული იყო ძალადობაში. ბ-ნი ფოჩხიძე და ბ-ნი შარვაშიძე გაამართლეს, ხოლო ბ-ნი ხვადაგიანი დამნაშავედ ცნეს არა ძალადობრივი აქტების, არამედ გინებისა და ტერიტორიის დატოვების პოლიციის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობის გამო (იხ. პარაგრაფი 82 ზემოთ).
424. ერთადერთ მომჩივანს, რომელთან მიმართებითაც არსებობს ძალადობრივი ქცევის მტკიცებულება, ბ-ნი ჩიკვილაძე (იხ. პარაგრაფი 92 ზემოთ), ამ ფაქტით ასევე არ დაუკარგავს მე-11 მუხლით გათვალისწინებული დაცვა. ამასთან დაკავშირებით უნ და აღინიშნოს, რომ ძალადობრივი ქმედება, რომელშიც ის ჩაერთო – ფარის ხელში დაჭერა, რომელიც, როგორც ჩანს, პოლიციელს წაართვა, პოლიციისთვის ხელებით წინააღმდეგობის გაწევა, პოლიციელის ფარის გადაგდება და წართმეული ფარის ამ პოლიციელის მიმართულებით ქნევა – როგორც ჩანს, შეტაკებების დაწყების შემდეგ მოხდა, სპორადული იყო და არცერთი პოლიციელის დაზიანება არ გამოუწვევია (შეადარეთ, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Gülcü v. Turkey, no. 17526/10, § 97, 2016 წლის 19 იანვარი; საქმე Barabanov v. Russia, nos. 4966/13 და 5550/15, §§ 69 და 74, 2018 წლის 30 იანვარი; საქმე Stepan Zimin v. Russia, nos. 63686/13 და 60894/14, §§ 72 და 77, 2018 წლის 30 იანვარი; საქმე Lutskevich v. Russia, nos. 6312/13 და 60902/14, §§ 94 და 100, 2018 წლის 15 მაისი; საქმე Navalnyy and Gunko, ციტირებული ზემოთ, § 75; და საქმე Çiçek and Others v. Türkiye, nos. 48694/10 და 4 სხვა, §§ 138-40, 2022 წლის 22 ნოემბერი; შეუპირისპირეთ საქმე Razvozzhayev v. Russia and Ukraine and Udaltsov v. Russia, nos. 75734/12 და 2 სხვა, § 284, 2019 წლის 19 ნოემბერი).
425. ამგვარად, მე-11 მუხლის გამოყენებადობის სრულად გამორიცხვის ნაცვლად, იმ გარემოებებს, რომლებზეც მთავრობა მიუთითებ და (იხ. პარაგრაფი 409 ზემოთ) და ბატონი ჩიკვილაძის ქმედებას, შესაძლოა გავლენა ჰქონდეს იმის შეფასებაზე, იყო თუ არა გამართლებული ამ მუხლით გათვალისწინებულ მის უფლებებში ჩარევა.
426. ამგვარად, შეიძლება მივიღოთ, რომ მომჩივნები საქმისა Kurdovanidze and Others (no. 20175/21) და საქმისა Berikashvili (no. 39382/21) სარგებლობდნენ კონვენციის მე-11 მუხლის დაცვით, და რომ მათი საჩივრები ამ დებულების საფუძველზე ratione materiae თავსებადია მასთან.
427. მთავრობის პრეტენზია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არსებით მხარესთან გაერთიან და (იხ. პარაგრაფი 412 ზემოთ), უნ და იქნეს უარყოფილი.
ჩარევის არსებობა
428. ხელისუფლების ორგანოების მიერ „შეკრების“ დასაშლელად გამოყენებული ძალა წარმოადგენს კონვენციის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაში ჩარევას (იხ. საქმე Oya Ataman v. Turkey, no. 74552/01, § 30, ECHR 2006-XIV; საქმე Balçık and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 41-42; საქმე Nurettin Aldemir and Others v. Turkey, nos. 32124/02 და 6 სხვა, § 34, 2007 წლის 18 დეკემბერი; საქმე Saya and Others, ციტირებული ზემოთ, § 39; საქმე Protopapa v. Turkey, no. 16084/90, § 104, 2009 წლის 24 თებერვალი; საქმე Serkan Yılmaz and Others, ციტირებული ზემოთ, § 31; საქმე Biçici, ციტირებული ზემოთ, § 49; საქმე Akgöl and Göl, ციტირებული ზემოთ, § 36; საქმე Pekaslan and Others, ციტირებული ზემოთ, § 77; საქმე Disk and Kesk v. Turkey, no. 38676/08, § 22, 2012 წლის 27 ნოემბერი; საქმე İzci, ციტირებული ზემოთ, § 82; საქმე Tahirova, ციტირებული ზემოთ, § 66; საქმე Primov and Others, ციტირებული ზემოთ, § 99; საქმე Mushegh Saghatelyan, ციტირებული ზემოთ, § 234; საქმე Laguna Guzman, ციტირებული ზემოთ, § 42; საქმე Zakharov and Varzhabetyan, ციტირებული ზემოთ, § 88; საქმე Shmorgunov and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 506-07; და საქმე Geylani and Others, ციტირებული ზემოთ, § 112).
429. პრეცედენტული სამართლის ამ თანმიმდევრული ხაზის გათვალისწინებით, ეჭვგარეშეა, რომ ძალის გამოყენება ამ მომჩივნების მიმართ მანიფესტაციისა და მისი დაშლის დროს – რაც რვა მომჩივნის შემთხვევაში კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების მოხვედრას (იხ. პარაგრაფები 83-84, 86, 88, 91-93 და 105 ზემოთ) და სამი მომჩივნის შემთხვევაში ფიზიკურ ცუდ მოპყრობას გულისხმობ და (იხ. პარაგრაფები 85, 87 და 89 ზემოთ) – წარმოადგენ და მათი შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაში ჩარევას.
ჩარევის დასაბუთება
430. ასეთი ჩარევა წარმოადგენს მე-11 მუხლის დარღვევას, თუ ის არ იყო „კანონით დადგენილი“, არ ემსახურებო და ამ მუხლის მეორე პუნქტში ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანს და არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ამ მიზნების მისაღწევად.
„კანონით დადგენილი“
431. იმავე მიზეზების გამო, რაც მე-10 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის საკითხთან დაკავშირებით არის მოყვანილი (იხ. პარაგრაფები 385-387 ზემოთ), დიდი პალატა ღიად ტოვებს საკითხს, იყო თუ არა ჩარევა „კანონით დადგენილი“ (შეადარეთ საქმე Schwabe and M.G., § 108 in fine; საქმე Annenkov and Others, § 130; საქმე Mushegh Saghatelyan, § 237; საქმე Laguna Guzman, § 47; საქმე Navalnyy and Gunko, § 87; და საქმე Shmorgunov and Others, §§ 513-14, ყველა ციტირებული ზემოთ; ასევე იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Bodalev v. Russia, no. 67200/12, § 73, 2022 წლის 6 სექტემბერი, და საქმე Laurijsen and Others, ციტირებული ზემოთ, § 61).
ლეგიტიმური მიზანი/მიზნები
432. მანიფესტაციის განვითარებისა და, კერძოდ, მანიფესტაციის ზოგიერთი მონაწილის მცდელობის გათვალისწინებით, გაერღვიათ პოლიციის კორდონი და პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ, პრინციპში შეიძლება მივიღოთ, რომ დაშლის ზომები მიზნად ისახავ და „არეულობის“ და „დანაშაულის“ თავიდან აცილებას (იხ. საქმე Geylani and Others, ციტირებული ზემოთ, § 114). თუმცა არ არის საჭირო საბოლოო დასკვნის გამოტანა იმის შესახებ, ემსახურებო და თუ არა ჩარევა – რომელიც ხელისუფლების ორგანოების მიერ ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყენებას გულისხმობ და – ლეგიტიმურ მიზანს (შეადარეთ საქმე Annenkov and Others, § 130; საქმე Mushegh Saghatelyan, § 237; საქმე Laguna Guzman, § 47; საქმე Navalnyy and Gunko, § 87; და საქმე Shmorgunov and Others, § 516 in fine, ყველა ციტირებული ზემოთ; ასევე იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Bodalev, ციტირებული ზემოთ, § 74 in fine).
„აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“
433. წინამდებარე საქმეში, მე-11 მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხი ჩარევის აუცილებლობაა.
434. ამ საკითხის შეფასებისას სასამართლომ განსაკუთრებით უნ და გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ მანიფესტაცია საქართველოს პარლამენტის შენობის გარშემო მიმდინარეობ და და მოიცავ და მანიფესტაციის მონაწილეთა ნაწილის მიერ შენობაში შტურმის მცდელობას. ამასთან დაკავშირებით, ის ხაზს უსვამს დემოკრატიაში პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ფუნდამენტურ ინტერესს. კონვენცია ადგენს მჭიდრო ურთიერთკავშირს ეფექტურ პოლიტიკურ დემოკრატიასა და პარლამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას შორის და ეჭვგარეშეა, რომ ეს უკანასკნელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის საკვანძო მნიშვნელობის ფასეულობაა (იხ. საქმე Karácsony and Others, § 141; საქმე Mándli and Others, § 69; და საქმე Drozd, § 69, ყველა ციტირებული ზემოთ). ამგვარად, ამ მოსაზრებას მნიშვნელობა ექნება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევის აუცილებლობის შესწავლისას, რაც მიზნად ისახავს პარლამენტის შენობაში ან მის გარშემო არეულობის თავიდან აცილებას და პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების შენარჩუნებას (იხ. საქმე Makarashvili and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 98-99).
(a) ზოგადი პრინციპები შეკრების შესაკავებლად ან დასაშლელად ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენების აუცილებლობის შესახებ
435. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ზოგადი პრინციპები, რომლებიც კონკრეტულად ეხება „შეკრების“ შესაკავებლად ან დასაშლელად ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალის აუცილებლობის შეფასებას, შემდეგია:
(a) უკანონო სიტუაცია, როგორიცაა „შეკრების“ მოწყობა წინასწარი ავტორიზაციის გარეშე, თავისთავად არ ამართლებს ასეთ ზომებს; შეკრებების მარეგულირებელი წესების აღსრულება არ შეიძლება გახდეს თვითმიზანი (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Kudrevičius and Others, § 150; საქმე Annenkov and Others, § 131 (d); საქმე Mushegh Saghatelyan, § 244; და საქმე Laguna Guzman, § 50, ყველა ციტირებული ზემოთ).
(b) ის ფაქტი, რომ საჯარო ადგილზე „შეკრებამ“ შეიძლება გარკვეულწილად ხელი შეუშალოს ყოველდღიურ ცხოვრებას, ასევე არ ამართლებს ასეთ ზომებს; ხელისუფლებამ უნ და გამოიჩინოს გარკვეული დონის ტოლერანტობა მის ჩატარებასთან დაკავშირებით. ტოლერანტობის შესაბამისი დონის განსაზღვრა შეუძლებელია აბსტრაქტულად; ის დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე და კერძოდ, „შეკრებით“ გამოწვეული ხელშეშლის ხარისხზე (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Kudrevičius and Others, § 155; საქმე Annenkov and Others, § 131 (f); და საქმე Geylani and Others, § 111, ყველა ციტირებული ზემოთ).
(c) „შეკრების“ ორგანიზატორების მიერ ამ საკითხების მარეგულირებელი წესების განზრახ შეუსრულებლობა და „შეკრების“ ან მისი ნაწილის ისე სტრუქტურირება, რომ ყოველდღიური ცხოვრების ან სხვა საქმიანობის დარღვევა გამოიწვიოს იმ ხარისხით, რომელიც აღემატება იმ გარემოებებში გარდაუვალს, წარმოადგენს ქცევას, რომელიც არ შეიძლება სარგებლობდეს იმავე ხარისხის დაცვით, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე მოსაზრებების მშვიდობიანი გამოხატვა. პირიქით, ხელისუფლებას აქვს თავისუფალი შეფასების ფარგლები ასეთი ქცევის შეზღუდვის ზომების მიღების საჭიროების შეფასებისას (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Kudrevičius and Others, § 156; საქმე Makarashvili and Others, § 86; და საქმე Bodalev, § 75 (c), ყველა ციტირებული ზემოთ).
(d) ხელისუფლების მიერ „შეკრების“ მონაწილეთა დასაშინებლად, მათ კონკრეტულ ტერიტორიაზე შესაკავებლად ან „შეკრების“ დასაშლელად გამოყენებული საშუალებები და მეთოდები ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩარევის აუცილებლობის შესაფასებლად (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Primov and Others, § 119; საქმე Kudrevičius and Others, § 151; საქმე Süleyman Çelebi and Others, §§ 111 და 116; და საქმე Annenkov and Others, § 131 (e), ყველა ციტირებული ზემოთ).
(B) აღნიშნული პრინციპების გამოყენება
436. მიუხედავად იმისა, რომ მანიფესტაცია მშვიდობიანად დაიწყო, სიტუაცია დაიძაბა საღამოს, რადგან მანიფესტაციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობის შტურმი სცადა. მათსა და პოლიციას შორის დაძაბულობა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სხვადასხვა დონის ინტენსივობით და, როგორც ჩანს, მანიფესტაციის წინა რიგებში მყოფი ადამიანების მუდმივი და ძალადობრივი ქცევა გახ და მიზეზი, რამაც, როგორც ჩანს, ხელისუფლების ორგანოების მიერ მისი დაშლის გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია (იხ. პარაგრაფები 15-43 ზემოთ).
437. შესაძლოა, ამ მოვლენებმა გაამართლა მანიფესტაციის დაშლის გადაწყვეტილება – მითუმეტეს, რომ ის პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობ და (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Makarashvili and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 98-101). როგორც უკვე აღნიშნული იქნა პარაგრაფში 434 ზემოთ, სასამართლო სრულად აღიარებს დემოკრატიაში პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ფუნდამენტურ ინტერესს.
438. თუმცა მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ დაშლის გადაწყვეტილება თავისთავად დასაბუთებული და პროპორციული იყო, მისი აღსრულების გზა (რამაც გამოიწვია მომჩივნების შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევა) არ იყო დასაბუთებული და პროპორციული ორი მიზეზის გამო, მიუხედავად უფრო ფართო თავისუფალი შეფასების ფარგლებისა, რომლითაც ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ ასეთ სიტუაციებში (იხ. საქმე Gülcü, § 116, და საქმე Stepan Zimin, §§ 75 და 78, ორივე ციტირებული ზემოთ).
439. პირველი, როგორც ჩანს, მანიფესტაციის მოვლენების განვითარების ადგილზე დაშლის ბრძანება არ გაცემულა და არც მკაფიოდ გასაგონი გაფრთხილება გაცემულა, სანამ ხელისუფლების ორგანოები მის დასაშლელად „სპეციალურ საშუალებებს“ – კერძოდ, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვებს – მიმართავდნენ. ვინაიდან მათ აშკარად განჭვრიტეს, რომ არსებობ და მანიფესტაციის ესკალაციის რისკი, და რომ შესაძლოა ძალის გამოყენება დასჭირვებოდათ მის შესაკავებლად და დასაშლელად (იხ. პარაგრაფი 161 ზემოთ), არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი დაჩაგრულები იყვნენ ან, რომ საოპერაციო მიზეზებმა ხელი შეუშალა მათ მანიფესტაციის მონაწილეებთან უფრო მკაფიოდ კომუნიკაციაში (შეადარეთ საქმე Chernega and Others v. Ukraine, no. 74768/10, § 250, 2019 წლის 18 ივნისი).
440. უფრო მნიშვნელოვანია, რომ, როგორც ეს უკვე დადგინ და კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მომჩივნების წინააღმდეგ გამოყენებული ძალის სათანადო დასაბუთება არ არის წარმოდგენილი (იხ. პარაგრაფები 333-335 და 351-352 ზემოთ). შესაბამისად, არ შეიძლება იმის მიღება, რომ ეს ძალა „აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში (შეადარეთ საქმე Özalp Ulusoy, § 78; საქმე Tahirova, § 72; საქმე Annenkov and Others, § 132; საქმე Mushegh Saghatelyan, § 247; საქმე Zakharov and Varzhabetyan, § 90; საქმე Laguna Guzman, § 54 in fine; საქმე Lutsenko and Verbytskyy, § 116; საქმე Shmorgunov and Others, § 519; და საქმე Geylani and Others, § 127, ყველა ციტირებული ზემოთ). ეს ასეა თუნდაც იმ მომჩივნის შემთხვევაში, რომლის ძალადობრივი ქმედების გარკვეული მტკიცებულებები არსებობს, ბატონი ჩიკვილაძე, რადგან არ ყოფილა არანაირი მტკიცება ან არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ პოლიციამ მის წინააღმდეგ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები გამოიყენა იმ მომენტში, როდესაც მისი შეკავება იყო საჭირო, და რომ მათ ამის გაკეთების სხვა საშუალება არ ჰქონდათ (იხ. პარაგრაფი 92 ზემოთ).
441. რამდენადაც შეიძლება ითქვას, რომ რვა მომჩივნის დაზიანებები, რომლებსაც მოხვდათ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები, ძალადობრივი მანიფესტაციის მონაწილეების შესაკავებლად ასეთი ჭურვების გამოყენების გარდაუვალი შედეგი იყო (იხ. პარაგრაფები 83-84, 86, 88, 91-93 და 105 ზემოთ), უნ და მივმართოთ კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით ჩატარებულ ანალიზს, სადაც აღინიშნა, რომ (a) ასეთი ზოგადი ახსნა-განმარტებები არ არის საკმარისი დასკვნისთვის, რომ ძალის გამოყენება, რამაც გამოიწვია რომელიმე მომჩივნის მიერ მიღებული დაზიანებები, იყო მკაცრად აუცილებელი და პროპორციული (იხ. პარაგრაფი 334 ზემოთ), რომ (b) პოლიციამ, როგორც ჩანს, ასეთი ჭურვები გამოიყენა როგორც ზოგადი ბრბოს კონტროლის იარაღი და არა როგორც მიზანმიმართული იარაღი, და რომ (c) როგორც ჩანს, გასროლილ იქნა ბევრი მრავალჯერადი ჭურვი – რომელთა მიზანმიმართული გამოყენება თავისთავად შეუძლებელია (იხ. პარაგრაფი 344(a) და (c) ზემოთ).
442. რაც შეეხება 3 მომჩივანს, რომელსაც პოლიცია ფიზიკურად ცუდად მოექცა (იხ. პარაგრაფები 85, 87 და 89 ზემოთ), ასევე მითითებული უნ და იქნეს მე-3 მუხლის შესაბამისად გამოტანილ დასკვნაზე, რომ არ არსებობს მათი მხრიდან რაიმე ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებ და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას (იხ. პარაგრაფი 352 ზემოთ).
443. როგორც უკვე აღინიშნა მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, მართალია (იხ. პარაგრაფი 397 ზემოთ), რომ მე-3 მუხლით გათვალისწინებული მკაცრი აუცილებლობის ტესტი განსხვავდება დემოკრატიულ საზოგადოებაში მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აუცილებლობის ტესტისგან იმით, რომ, პირველისგან განსხვავებით ეს უკანასკნელი ეროვნულ ხელისუფლების ორგანოებს ანიჭებს თავისუფალი შეფასების ფარგლებს. თუმცა წინამდებარე საქმეში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ზემოაღნიშნული ანალიზის გათვალისწინებით, არ შეიძლება იმის მიღება, რომ მომჩივნების წინააღმდეგ ძალის გამოყენება ექცეო და საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისთვის ხელმისაწვდომ, ნებისმიერ მისაღებ თავისუფალი შეფასების ფარგლებში. მართლაც, პარადოქსული იქნებო და იმის დადგენა, რომ მე-3 მუხლით გათვალისწინებული აბსოლუტური აკრძალვის დარღვევის ფარგლებში მოქცეული მოპყრობა მაინც პროპორციული იყო მე-11 მუხლის მიხედვით; როგორც აღინიშნა პარაგრაფში 397in fine ზემოთ, კონვენცია წაკითხული უნ და იქნეს მთლიანობაში და განმარტებული იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს მის სხვადასხვა დებულებებს შორის შინაგან თანმიმდევრულობას და ჰარმონიას.
444. ფაქტობრივად, ამ ტიპის ყველა საქმეში, რომელიც მოიცავს ბრალდებებს, რომ პოლიციის მიერ მანიფესტაციის დასაშლელად ძალის გამოყენება არღვევ და როგორც მე-3, ასევე მე-11 მუხლებს – პირველის მატერიალური ასპექტის დარღვევის დადგენა უცვლელად იწვევს მეორის დარღვევის დადგენასაც (იხ. საქმე Balçık and Others, §§ 33-34 და 53-54; საქმე Saya and Others, §§ 22-23 და 47-48; საქმე Serkan Yılmaz and Others, §§ 24, 26 და 35-36; საქმე Pekaslan and Others, §§ 65-66 და 82-83; საქმე İzci, §§ 75 და 90-91; საქმე Tahirova, §§ 44-46 და 75; საქმე Mushegh Saghatelyan, §§ 145-48, 247-48 და 254-55; და საქმე Navalnyy and Gunko, § 85, ყველა ციტირებული ზემოთ). ზოგიერთ ასეთ საქმეში, სასამართლომ ორი შეფასება პირდაპირაც კი დააკავშირა ერთმანეთთან (იხ. საქმე Annenkov and Others, §§ 90-91, 132 და 141 (a); საქმე Zakharov and Varzhabetyan, §§ 74, 76 და 90-91; საქმე Shmorgunov and Others, §§ 371-72, 374, 396, 418-22 და 519-21; და საქმე Geylani and Others, §§ 87-89 და 127-29, ყველა ციტირებული ზემოთ).
445. ამგვარად, ადგილი ჰქონ და კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას შემდეგი მომჩივნების მიმართ:
(a) მომჩივნები საქმისა Kurdovanidze and Others (no. 20175/21), აღნიშნულ საქმეში ერთი მომჩივნის, ბ-ნი დიდბერაშვილის, გამოკლებით, რომელსაც, იყო რა უფრო შემსწრე ვიდრე მანიფესტაციის მონაწილე, არ წამოუყენებია პრეტენზია აღნიშნული მუხლის შესაბამისად (იხ. პარაგრაფები 80 და 404 ზემოთ); და
(b) მომჩივანი საქმისა Berikashvili (no. 39382/21).
საჩივრები კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად
446. ხუთივე საჩივარში მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით. ისინი დაეყრდნენ კონვენციის მე-13 მუხლს, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნ და ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა“.
პალატის გადაწყვეტილება
447. კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებულ საჩივრებთან დაკავშირებით მისი დასკვნების გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 277-284, 305-308, 357 და 405 ზემოთ), პალატამ დაადგინა, რომ ამ საჩივრების მისაღებობისა და არსებითი მხარის განხილვა აუცილებელი არ იყო.
არგუმენტები დიდი პალატის წინაშე
448. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ სასამართლოსთვის ასევე აუცილებელი იყო ამ საჩივრების განხილვა, და რომ მათ არ მიეცათ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება მათ მატერიალურ საჩივრებთან დაკავშირებით. კერძოდ, სისხლის სამართლის გამოძიება სრულიად არაეფექტური იყო. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მათ არ შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ სისხლის სამართლის საქმის ფაქტის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე და არც საქმისწარმოების შეფერხების გასაჩივრება. გარ და ამისა, 2021 წლის კანონმა „ამნისტიის შესახებ“ ძირი გამოუთხარა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების პერსპექტივას, გამორიცხა ნებისმიერი გონივრული ალბათობა იმისა, რომ პასუხისმგებელი პირები გამოვლენილი იქნებოდნენ და დაისჯებოდნენ.
449. მთავრობამ განაცხადა, რომ რადგან საჩივრები ეხებო და იმავე ფაქტებს, რაც კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებით არის გათვალისწინებული, მათი განხილვის საჭიროება არ არსებობდა. ალტერნატიულად, მათ განაცხადეს, რომ საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელი იყო, რადგან მიმდინარეობ და ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც მოიცავ და მანიფესტაციის დაშლის ყველა ასპექტს. ამ გამოძიებაში დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მომჩივნებს შეეძლოთ სრულად მონაწილეობა მიეღოთ მასში და მას შეეძლო მათთვის საკმარისი კომპენსაციის უზრუნველყოფა. გარ და ამისა, მომჩივნებს შეეძლოთ კომპენსაციის მოთხოვნა მანიფესტაციის დაშლის დროს მიყენებული ზიანისა და შეკრების თავისუფლების უფლების სავარაუდოდ უკანონო შეზღუდვისთვის, რაც რამდენიმე მათგანმა გააკეთა.
დიდი პალატის შეფასება
450. ეს პრეტენზიები, როგორც ეს ხუთივე საჩივარშია ჩამოყალიბებული, ექსკლუზიურად ეხება სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის შესაბამისად დასკვნების გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 295-299 ზემოთ), არ არსებობს მათი მისაღებობისა და არსებითი მხარის განხილვის საჭიროება (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Jeronovičs, ციტირებული ზემოთ, § 125).
კონვენციის 38-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
451. პალატის საქმისწარმოებაში, მომჩივნები საქმისა Baghashvili and Others (no. 20129/21) და საქმისა Kurdovanidze and Others (no. 20175/21) ამტკიცებდნენ, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სასამართლოს გამოძიებისთვის ყველა საჭირო პირობა, როგორც ეს მოთხოვნილია კონვენციის 38-ე მუხლით, რადგან მან (a) არ აცნობა სასამართლოს 2021 წლის „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღების შესახებ და (b) სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია მანიფესტაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმის დაურედაქტირებელი ასლი.
452. კონვენციის 38-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, შეუდგება საქმის გარემოებათა გამოძიებას, რომლის ქმედითი წარმართვისთვის შესაბამისი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას ყველა აუცილებელი საშუალებით“.
პალატის გადაწყვეტილება
453. პალატამ აღნიშნა, რომ 2021 წლის „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღება საზოგადოებისთვის ცნობილი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მანიფესტაციასთან დაკავშირებით შსს-ის გეგმის მხოლოდ დარედაქტირებული ასლი წარმოადგინა, მას შეეძლო აღნიშნული გეგმის არსის შეფასება მომჩივნების საჩივრებზე მითითებით. ამ საფუძველით, მან დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება.
არგუმენტები დიდი პალატის წინაშე
მომჩივნები
454. 2021 წლის „ამნისტიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება სცილდებო და სასამართლოს მიერ კონკრეტულად მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენას; არასრული ინფორმაციის მიწოდება – მაშინაც კი, თუ ეს ინფორმაცია მხოლოდ სახელმწიფოს მფლობელობაში არ იყო – ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ამ ვალდებულების დარღვევას. ის ფაქტი, რომ კანონის მიღება საჯაროდ იყო ცნობილი, ამ საკითხზე არანაირ გავლენას არ ახდენს. განზრახ გამოტოვა რა ამის ხსენება თავის პირველად მოკვლევაში, ან ის, რომ გამოძიების ფარგლებში ბრალდებულმა სამმა პოლიციელმა კანონით დადგენილი ამნისტიით ისარგებლა, მთავრობამ ვერ შეასრულა 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები – განსაკუთრებით იმის გამო, რომ სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარე ხასიათი ნაადრეობის შესახებ მათი არგუმენტის ცენტრში იყო და, რადგან კანონის როლი ამ პოლიციელებთან მიმართებით იმდენად ფართოდ არ იყო ცნობილი, რომ ყველა მხარისთვის აშკარა ყოფილიყო.
455. მომჩივნებმა შსს-ის გეგმასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ მთავრობამ ის გარკვეული დაგვიანებით წარადგინა, რამაც მომჩივნებს ხელი შეუშალა მასზე კომენტარის გაკეთებაში თავიანთ დაკვირვებებში. გარ და ამისა, ამ საკითხის განსახილველად სათანადო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის არარსებობის გამო, არ არსებობ და მყარი საფუძველი იმის დასაშვებად, როგორც ეს პალატამ გააკეთა, რომ გეგმის ყველა რედაქტირებული ნაწილის გამჟღავნება შეუძლებელი იყო. ცხადი იყო, რომ გამოტოვებული ინფორმაცია – გეგმის 42 გვერდიდან 31 ნაწილობრივ ან მნიშვნელოვნად რედაქტირებული იყო – დარბევის დაგეგმვის არსს ეხებოდა.
მთავრობა
456. მთავრობამ 2021 წლის „ამნისტიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მომჩივნების ბრალდებასთან მიმართებით აღნიშნა, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს სრული საგამოძიებო მოქმედებების ფაილი. სასამართლოს პრეცედეტულ სამართალში არ არსებობ და საფუძველი იმ მოსაზრებისთვის, რომ მხარის მიერ საჯაროდ ცნობილი ფაქტის არხსენება, რომლის შესახებაც მოწინააღმდეგე მხარეს ადვილად შეეძლო გაეგო, შეიძლება კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენდეს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმას, მთავრობამ სასამართლოს პირველად მოკვლევაში უკვე აცნობა, რომ გეგმა არსებობდა, მაგრამ გასაიდუმლოებული იყო და შემდეგ სასამართლოს მოთხოვნით განაგრძო განსაიდუმლოების პროცედურა, წარმოადგინა რა მისი რედაქტირებული ასლი. მათ ასევე აცნობეს სასამართლოს, რომ მზად იყვნენ დამატებითი განმარტებების წარმოსადგენად. ამით მათ საკმარისად შეასრულეს 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება.
დიდი პალატის შეფასება
ზოგადი პრინციპები
457. შესაბამისი პრინციპები მოცემულია საქმეებში Janowiec and Others (ციტირებული ზემოთ, §§ 202-06), Al Nashiri v. Poland (no. 28761/11, §§ 360-66, 2014 წლის 24 ივლისი) და Husayn (Abu Zubaydah) v. Poland (no. 7511/13, §§ 352-58, 2014 წლის 24 ივლისი). აქ მათი გამეორება საჭირო არ არის.
აღნიშნული პრინციპების გამოყენება
458. დიდი პალატა ვერ ხედავს მიზეზს, რომ პალატის შეფასება ეჭვქვეშ დააყენოს.
459. კერძოდ, უნ და აღინიშნოს, რომ როდესაც მთავრობას ხუთი საჩივრის შესახებ ეცნობა, მათგან არ მოუთხოვიათ კონკრეტულად 2021 წლის „ამნისტიის შესახებ“ კანონზე ინფორმაციის წარმოდგენა (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Emin Huseynov v. Azerbaijan (no. 2), no. 1/16, § 75, 2023 წლის 13 ივლისი). ფაქტობრივად, იმ დროს ეს კანონი ჯერ არც კი არსებობდა. გარ და ამისა, სასამართლომ მის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული Melia-ის საქმის განხილვისას (ციტირებული ზემოთ, §§ 67 და 72). მთავრობის მიერ პალატის წინაშე წარდგენილ პირველად მოკვლევაში ამის ხსენების გამოტოვება, რაც მომჩივნებმა დაუყოვნებლივ გაასწორეს საპასუხო მოკვლევაში, არ შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოსთვის „ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის“ უგულებელყოფად.
460. რაც შეეხება შსს-ის გეგმის ასლში მანიფესტაციასთან დაკავშირებით შეტანილ რედაქტირებას, ისინი არ იყო და არც არის ისეთი ხასიათის, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ზედმეტად შეეფერხებინა – მტკიცების ტვირთის განაწილების გამო. როგორც ზემოთ აღინიშნა 329-ე პარაგრაფში, სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოპასუხე სახელმწიფოს ევალება, აჩვენოს, რომ მანიფესტაციის დაშლის დროს მიყენებული დაზიანებები, რომლებიც ხელისუფლების ორგანოებს მიეწერება, ძალის დასაბუთებული და პროპორციული გამოყენების შედეგია. იგივე ეხება ჟურნალისტების მიერ მიღებულ დაზიანებებს – როგორიც არიან მომჩივნები ხუთიდან სამ საჩივარში – რომლებიც მანიფესტაციას აშუქებენ. აღნიშნული გეგმის სრული, დაურედაქტირებელი შინაარსი, ამგვარად, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მთავრობის საქმისთვის; ის არ იყო და არც არის აუცილებელი მომჩივნების საქმისთვის. მათ შეძლეს, თავიანთი საქმე სრულად დაეფუძნებინათ იმ დაუკონკრეტებელ ბრალდებაზე, რომ მათ წინააღმდეგ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო, იმის მტკიცების საჭიროების გარეშე, თუ ზუსტად როგორ დაგეგმეს და განახორციელეს ხელისუფლების ორგანოებმა პოლიციის ოპერაცია.
461. აქედან გამომდინარე, ადგილი არ ჰქონია კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას.
კონვენციის 46-ე მუხლის გამოყენება
462. კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისი ნაწილები ითვალისწინებს შემდეგს:
„1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ.
2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.“
463. 46-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო ადგენს კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევას, აკისრებს მოპასუხე სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ აირჩიოს ზოგადი ან/და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ზომები, რომლებიც უნ და იქნეს მიღებული მის შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ წესრიგში აღნიშნული დარღვევის აღმოსაფხვრელად და მისი შედეგების მაქსიმალურად გამოსასწორებლად. გარ და ამისა, კონვენციიდან, კერძოდ, პირველი მუხლიდან გამომდინარეობს, რომ მისი რატიფიცირებით ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა თავსებადი იყოს მასთან (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Maestri v. Italy [GC], no. 39748/98, § 47, ECHR 2004-I).
ინდივიდუალური ზომები
464. პალატის მსგავსად, დიდი პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს ინდივიდუალური ზომები 46-ე მუხლის შესაბამისად მისი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის ფარგლებში მისი დასკვნების შესაბამისად (იხ. პარაგრაფები 295-298 ზემოთ).
465. ეფექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნა, კერძოდ, მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევის დადგენის ბუნებრივი შედეგია. აღნიშნული დებულებით გათვალისწინებული საგამოძიებო ვალდებულება განგრძობადია და გრძელდება სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგაც (იხ. საქმე Jeronovičs, ციტირებული ზემოთ, § 118). ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, მე-3 მუხლით გათვალისწინებული გამოძიება უნ და იძლეოდეს, მათ შორის, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებისა და, საჭიროების შემთხვევაში, დასჯის საშუალებას (იქვე, § 103, შემდგომი მითითებებით), მათ შორის, ისეთ სიტუაციებში, როგორიც წინამდებარე საქმეშია, კერძოდ, ზემდგომ პოლიციელებთან მიმართებით (იხ. საქმე İzci, § 98 in fine, და საქმე Süleyman Çelebi and Others, §§ 132 in fine და 133, ორივე ციტირებული ზემოთ; ასევე იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Ataykaya v. Turkey, no. 50275/08, § 75 in fine, 2014 წლის 22 ივლისი). როგორც ზემოთ აღინიშნა 296-ე პარაგრაფში, მსგავს გარემოებებში ასეთი გამოძიება უნ და (a) მოიცავდეს მოვლენების სისტემატურ ანალიზს, (b) მოიცავდეს საპოლიციო ოპერაციის სამართლებრივი საფუძვლის, დაგეგმვისა და განხორციელების შეფასებას და (c) განსაზღვრავდეს, დაეკისრათ თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა ოპერაციის დაგეგმვასა და კონტროლზე პასუხისმგებელ პირებს. გამოძიებამ ყველა ეს ნაბიჯი დაუყოვნებლივ უნ და გადადგას და შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს.
ზოგადი ზომები
466. დიდი პალატა ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, მითითებული იქნეს ზოგადი ზომები, მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის ფარგლებში მისი დასკვნების შესაბამისად, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების რეგულირებასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 341-344 ზემოთ). მისი აზრით, მოპასუხე სახელმწიფოს უნ და ჰქონდეს ადეკვატური გარანტიები ასეთი ჭურვების სათანადო გამოყენების შესახებ, ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი მათი გამოყენებით გამოწვეული სიკვდილისა და დაზიანების რისკები, უფრო დეტალური წესების დადგენით, მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 342 ზემოთ, და შეადარეთ საქმე Abdullah Yaşa and Others, § 61; საქმე İzci, § 99; საქმე Ataykaya, § 73; და საქმე Süleyman Çelebi and Others, §§ 130 და 134, ყველა ციტირებული ზემოთ).
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
467. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის ში და სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ზიანი
მომჩივანთა მოთხოვნები
468. პალატის წინაშე გამართული სამართალწარმოებისას ოთხმა მომჩივანმა – ბატონმა ქურდოვანიძემ, ქალბატონმა გომურმა, ბატონმა სულაშვილმა და ბატონმა ჩანქსელიანმა – აღნიშნეს, რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების შედეგად მათ ნაწილობრივ დაკარგეს მხედველობა და მოითხოვეს კომპენსაცია მიყენებული მატერიალური ზიანისთვის, რომელიც გამოწვეული არის მათი შრომისუნარიანობის შემცირებით. მათ ეს ზიანი გაიანგარიშეს ტრავმამდე მათი ყოველთვიური შემოსავლის საფუძველზე (ისინი დასაქმებულნი იყვნენ, შესაბამისად, როგორც კურიერი, სუპერმარკეტის მოლარე, დაცვის თანამშრომელი და მშენებელი), გამრავლებული საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. მათ მოითხოვეს შემდეგი თანხები:
(a) ბ-ნი ქურდოვანიძე: 129 069.60 ევრო;
(b) ქ-ნი გომური: 77 479.20 ევრო;
(c) ბ-ნი სულაშვილი: 81 764.64 ევრო; და
(d) ბ-ნი ჩანქსელიანი: 258 926.88 ევრო.
469. პალატის წინაშე სამართალწარმოებაში ყველა მომჩივანმა ასევე მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით:
(a) ბ-ნი ცაავა და ბ-ნი კმუზოვი: 20 000 ევრო თითოეულმა;
(b) ბ-ნი სვანაძე: 10 000 ევრო;
(c) ქ-ნი ბაღაშვილი და ბ-ნი მურადოვი: 10 000 ევრო თითოეულმა; და ქ-ნი ნემსაძე, ქ-ნი ვახტანგაძე, ქ-ნი ხოზრევანიძე, ბ-ნი გრიგალაშვილი, ბ-ნი კოშკაძე, ბ-ნი ჭუმბურიძე, ბ-ნი ბოჩიკაშვილი, ქ-ნი აბაშიძე და ბ-ნი დიასამიძე: 5 000 ევრო თითოეულმა;
(d) ბ-ნი ქურდოვანიძე, ქ-ნი გომური, ბ-ნი სულაშვილი და ბ-ნი ჩანქსელიანი: 30 000 ევრო თითოეულმა; ბ-ნი გიორგაძე და ბ-ნი ჩიკვილაძე: 14 000 ევრო თითოეულმა; ბ-ნი შარვაშიძე: 10 000 ევრო; ბ-ნი ფოჩხიძე და ბ-ნი ხვადაგიანი: 9 000 ევრო თითოეულმა; ბ-ნი შეყილაძე და ბ-ნი დიდბერაშვილი: 7 000 ევრო თითოეულმა; და
(e) ბ-ნი ბერიკაშვილი: 25 000 ევრო.
470. მომჩივნებმა ეს მოთხოვნები დატოვეს დიდი პალატის წინაშე სამართალწარმოებაშიც.
მთავრობის კომენტარები აღნიშნული მოთხოვნების შესახებ
471. მთავრობამ აღნიშნა, რომ ოთხმა მომჩივანმა, რომლებიც მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით კომპენსაციას ითხოვდნენ, აღნიშნული მოთხოვნები (შემცირებული თანხების მოთხოვნით) შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სამოქალაქო სამართალწარმოებაშიც წარადგინა და, ძირითადად, ამის საფუძველზე, მოუწო და სასამართლოს, რომ ისინი არ დაეკმაყოფილებინა. რაც შეეხება მორალურ ზიანთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული იყო.
პალატის გადაწყვეტილება აღნიშნული მოთხოვნების შესახებ
472. პალატამ უარი თქვა რაიმე ანაზღაურების მიკუთვნებაზე მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით იმ მიზეზით, რომ მას არ დაუდგენია მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის დარღვევა. თუმცა, მან მიიღო, რომ მომჩივნებმა განიცადეს მორალური ზიანი, რომელიც წარმოიშვა მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევის შედეგად და დაადგინა შემდეგი კომპენსაციების მიკუთვნება:
(a) ბ-ნი ქურდოვანიძე, ქ-ნი გომური, ბ-ნი სულაშვილი და ბ-ნი ჩანქსელიანი – 15 000 ევრო თითოეულს;
(b) ბ-ნი ცაავა, ბ-ნი კმუზოვი, ბ-ნი სვანაძე, ქ-ნი ბაღაშვილი, ქ-ნი ნემსაძე, ქ-ნი ვახტანგაძე, ქ-ნი ხოზრევანიძე, ბ-ნი კოშკაძე, ბ-ნი მურადოვი, ბ-ნი ჭუმბურიძე, ქ-ნი აბაშიძე, ბ-ნი დიასამიძე, ბ-ნი შეყილაძე, ბ-ნი ფოჩხიძე, ბ-ნი გიორგაძე, ბ-ნი შარვაშიძე, ბ-ნი დიდბერაშვილი და ბ-ნი ბერიკაშვილი – 5 000 ევრო თითოეულს; და
(c) ბ-ნი ხვადაგიანი და ბ-ნი ჩიკვილაძე – 1 800 ევრო თითოეულს:
დიდი პალატის შეფასება
იქნა თუ არა გათვალისწინებული კომპენსაცია
473. 26 მომჩივნიდან ათმა მოითხოვა კომპენსაცია მიყენებული ზიანისთვის საქართველოს სასამართლოებში, რაც იყო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეში დადგენილი მე-3 (მატერიალური ასპექტი), მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევის შედეგი (იხ. პარაგრაფები 147-148 ზემოთ). ამ საქმეებიდან სამი ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში განიხილება; სამში – გადაწყვეტილებები (რომლებიც ჯერ კიდევ საბოლოო არ არის) გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლომ; ორში – გადაწყვეტილებები (რომლებიც ჯერ კიდევ საბოლოო არ არის) გამოიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლომ; ხოლო ორში – რომლებშიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო საკასაციო საჩივრები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები უკვე საბოლოოა (იხ. პარაგრაფები 149-156 ზემოთ).
474. თუმცა, ეს თავისთავად არ უშლის ხელს სასამართლოს, მიაკუთვნოს მომჩივნებს 41-ე მუხლის შესაბამისად სამართლიანი დაკმაყოფილება ზიანის ამ პუნქტებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამ საქმეში დადგენილი დარღვევების ხასიათის გათვალისწინებით (იხ. საქმე De Wilde, Ooms and Versyp v. Belgium (Article 50), 1972 წლის 10 მარტი, § 20, Series A no. 14, სადაც სასამართლომ პირველად ჩამოაყალიბა ეს პრინციპი, რაც დადასტურ და მას შემდეგ გადაწყვეტილ მრავალ საქმეში, როგორიცაა საქმე Rotaru v. Romania [GC], no. 28341/95, § 83, ECHR 2000-V, და საქმე Joannou v. Turkey, no. 53240/14, § 115, 2017 წლის 12 დეკემბერი). ის ფაქტიც, რომ აღნიშნული შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ასევე არ წარმოადგენს აუცილებლად 41-ე მუხლის გამოყენების საკითხის გადადების მიზეზს (იხ. საქმე Barberà, Messegué and Jabardo v. Spain (Article 50), 1994 წლის 13 ივნისი, § 17, Series A no. 285-C; საქმე Molla Sali v. Greece (სამართლიანი დაკმაყოფილება) [GC], no. 20452/14, § 38, 2020 წლის 18 ივნისი; და საქმე Moustakidis v. Greece (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 58999/13, § 21, 2020 წლის 29 ოქტომბერი).
475. მართალია, მომჩივნებს არ უნ და შეეძლოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან ორმაგი კომპენსაციის ან უსაფუძვლო გამდიდრების მიღება (იხ. საქმე Kavaklıoğlu and Others v. Turkey (გადასინჯვა), no. 15397/02, § 13, 2016 წლის 14 ივნისი; საქმე Molla Sali, ციტირებული ზემოთ, § 46; საქმე Casarin v. Italy, no. 4893/13, § 89, 2021 წლის 11 თებერვალი; და საქმეVăleanu and Others v. Romania (სამართლიანი დაკმაყოფილება), nos. 59012/17 და 27 სხვა, § 123, 2025 წლის 7 იანვარი). სწორედ ამიტომ, სასამართლო ითვალისწინებს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხის განხილვამდე მომჩივნებისთვის შიდასახელმწიფოებრივი მიკუთვნების ფარგლებში უკვე გადახდილ კომპენსაციას (იხ., მაგ., საქმე E. and Others v. the United Kingdom, no. 33218/96, § 124 in fine, 2002 წლის 26 ნოემბერი; საქმე Leonidis v. Greece, no. 43326/05, §§ 77-78, 2009 წლის 8 იანვარი; საქმე O’Keeffe v. Ireland [GC], no. 35810/09, § 202, ECHR 2014 (ამონარიდები); საქმე V.K. v. Russia, no. 68059/13, §§ 201 და 204, 2017 წლის 7 მარტი; საქმე Ghedir v. France (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 20579/12, § 20 in fine, 2018 წლის 15 თებერვალი; და საქმე Tamazount and Others v. France, nos. 17131/19 და 4 სხვა, § 178, 2024 წლის 4 აპრილი). თუმცა, არსებობს სხვა გზებიც, რომლითაც შესაძლებელია ასეთი ორმაგი კომპენსაციის თავიდან აცილება:
(a) როგორც სასამართლომ აღნიშნა არაერთ საქმეში (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Serghides v. Cyprus (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 44730/98, § 29, 2003 წლის 10 ივნისი; საქმე Mason and Others v. Italy (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 43663/98, § 31, 2007 წლის 24 ივლისი; საქმე Serrilli v. Italy (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 77822/01, § 17, 2008 წლის 17 ივლისი; საქმე Frendo Randon and Others v. Malta, no. 2226/10, § 77, 2011 წლის 22 ნოემბერი; საქმე Harakchiev and Tolumov v. Bulgaria, nos. 15018/11 და 61199/12, § 227, ECHR 2014 (ამონარიდები); და საქმე Wcisło and Cabaj v. Poland (just satisfaction), nos. 49725/11 და 79950/13, § 22, 2020 წლის 6 აგვისტო), იმ მომჩივნებთან დაკავშირებით, რომელთა შიდასახელმწიფოებრივი კომპენსაციის მოთხოვნები სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დროს ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, უმარტივესი გამოსავალია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გაითვალისწინონ სასამართლოს მიერ ზიანის იმავე პუნქტების მიხედვით მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობები და შესაბამისად მოარგონ საკუთარი ოდენობები.
(b) იმ მომჩივნების შემთხვევაში, რომლებმაც მიიღეს საბოლოო და აღსასრულებლად მიქცეული შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, მაგრამ შესაბამისი თანხები ჯერ არ არის გადახდილი სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ზიანის გადახდის ვადის ამოწურვამდე, ორმაგი კომპენსაციის თავიდან აცილება შესაძლებელია ამ გადახდების კორექტირებით, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საშუალებებით, ისე, რომ გათვალისწინებული იყოს სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ანაზღაურება ზიანის იმავე პუნქტებთან მიმართებით.
(c) იმ მომჩივნების შემთხვევაში, რომლებმაც უკვე მიიღეს ეროვნული სასამართლოების მიერ მიკუთვნებული კომპენსაცია მოცემული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის ვადის ამოწურვამდე (იხ., ამ უკანასკნელ პუნქტთან დაკავშირებით, საქმე O’Keeffe, ციტირებული ზემოთ, § 202), ორმაგი კომპენსაციის თავიდან აცილება შესაძლებელია (როგორც ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დაშვებული) აღნიშნული თანხების გამოკლებით სასამართლოს მიერ ზიანის იმავე პუნქტთან მიმართებით მიკუთვნებული ანაზღაურებიდან (იხ. საქმე Văleanu and Others, ციტირებული ზემოთ, § 123).
476. წინამდებარე საქმეში არ არსებობს არანაირი მითითება იმისა, რომ 26 მომჩივნიდან ათმა საქართველოს სასამართლოებში შეტანილი კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ სამართალწარმოების მიუხედავად, რომელიმე მომჩივანმა უკვე მიიღო სრული ანაზღაურება წინამდებარე საქმეში დადგენილი დარღვევების მატერიალური ან მორალური შედეგებისთვის (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე OAO Neftyanaya Kompaniya Yukos v. Russia (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 14902/04, § 44, 2014 წლის 31 ივლისი). ამიტომ კომპენსაციის მიკუთვნება უნ და იქნეს გათვალისწინებული.
მომჩივანთა მოთხოვნების ანალიზი
მატერიალურ ზიანთან მიმართებით
(a) შესაბამისი პრინციპები
477. როდესაც საქმე ეხება აქ მოთხოვნილი სახის მატერიალურ ზიანს (დაზიანებით გამოწვეული შემოსავლის მიღების უნარის დაკარგვა), სასამართლო ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
(a) სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევას/დარღვევებს და აღნიშნულ ზიანს შორის უნ და არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი (იხ., მაგ., საქმე İlhan v. Turkey [GC], no. 22277/93, § 109, ECHR 2000-VII; საქმე Mikheyev v. Russia, no. 77617/01, § 157, 2006 წლის 26 იანვარი; საქმე Alsayed Allaham v. Greece, no. 25771/03, § 40, 2007 წლის 18 იანვარი; საქმე Saçılık and Others v. Turkey (სამართლიანი დაკმაყოფილება), nos. 43044/05 და 45001/05, §§ 37-39, 2015 წლის 14 აპრილი; საქმე Ghedir, ციტირებული ზემოთ, §§ 7, 14-15 და 19; და, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Hasan Köse v. Turkey, no. 15014/11, § 55, 2018 წლის 18 დეკემბერი).
(b) სრული ანაზღაურების (restitutio in integrum) ყოვლისმომცველი პრინციპის მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნ და აღმოჩნდეს იმ პოზიციაში, რომელშიც იქნებო და დარღვევ(ებ)ის არარსებობის შემთხვევაში (იხ. საქმე Papamichalopoulos and Others v. Greece (Article 50), 1995 წლის 31 ოქტომბერი, § 36, Series A no. 330-B, და საქმე Andrejeva v. Latvia [GC], no. 55707/00, § 111, ECHR 2009).
(c) ამ ტიპის მომავალი დანაკარგის სრული ანაზღაურებისთვის საჭირო თანხების ზუსტ გაანგარიშებას ხელს უშლის მისი თანდაყოლილი გაურკვეველი ხასიათი, თუმცა, კომპენსაციის გადახ და მაინც შესაძლებელია, ამ დანაკარგის შეფასებასთან დაკავშირებული ძნელად აღსაქმელი ფაქტორების მიუხედავად (იხ., კონკრეტულად მე-3 მუხლის დარღვევით გამოწვეულ მუდმივ ფიზიკურ დაზიანებაზე მითითებით, საქმე Mikheyev, ციტირებული ზემოთ, § 158, და საქმე Denis Vasilyev v. Russia, no. 32704/04, § 166, 2009 წლის 17 დეკემბერი). ეს შეფასება გარდაუვლად მოიცავს გარკვეულ ვარაუდს; მისი განხორციელებისას სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს, მაგრამ არ იყოს შეზღუდული, შიდასახელმწიფოებრივ სისტემაში მიღებული კრიტერიუმებით (შეადარეთ, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Schuler-Zgraggen v. Switzerland (Article 50), 1995 წლის 31 იანვარი, § 15, Series A no. 305-A; საქმე Z and Others v. the United Kingdom [GC], no. 29392/95, § 120 in fine, ECHR 2001-V; საქმე Mifsud and Others v. Malta (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 38770/17, § 20, 2021 წლის 25 ნოემბერი; და საქმე N.M. and Others v. France (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 66328/14, § 68, 2023 წლის 2 ნოემბერი).
(d) როგორც წესი , შესაბამისი მეთოდი არის, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმ თანხების შეფასება, რომლებსაც მომჩივანი გამოიმუშავებ და დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, იმ თანხების გამოკლებით, რომელთა გამომუშავებაც მას, სავარაუდოდ, შეუძლია დარღვევის ფაქტის გათვალისწინებით (შეადარეთ საქმე Smith and Grady v. the United Kingdom (სამართლიანი დაკმაყოფილება), nos. 33985/96 და 33986/96, § 21, ECHR 2000-IX, და საქმე Kulykov and Others v. Ukraine, nos. 5114/09 და 17 სხვა, § 154, 2017 წლის 19 იანვარი).
(e) ტრავმის შედეგად შემოსავლის დაკარგვის ხარისხი და სავარაუდო ხანგრძლივობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია ამ შეფასების განოხრციელებისას (შეადარეთ, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Z and Others v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, §§ 123, 125 in fine და 126; საქმე Ahmet Özkan and Others v. Turkey, no. 21689/93, § 491, 2004 წლის 6 აპრილი; და საქმე Akkoyunlu v. Turkey, no. 7505/06, § 47, 2015 წლის 13 ოქტომბერი). სასამართლომ ასევე უნ და გაითვალისწინოს სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები, როგორიცაა უმუშევრობა ან შრომისუუნარობა, საქმეში განსახილველი დაზიანებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (იხ. საქმე Sangariyeva and Others v. Russia, no. 1839/04, § 128, 2008 წლის 29 მაისი; საქმე Karandja v. Bulgaria, no. 69180/01, § 76, 2010 წლის 7 ოქტომბერი; და, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Kulykov and Others, ციტირებული ზემოთ, § 154). საჭიროების შემთხვევაში, მას ასევე შეუძლია გაითვალისწინოს შესაბამის ქვეყანაში ეკონომიკური პირობების სავარაუდო განვითარება (შეადარეთ, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Sargsyan v. Azerbaijan (just satisfaction) [GC], no. 40167/06, § 50, 2017 წლის 12 დეკემბერი).
(f) ზემოაღნიშნული საკითხები, როგორც წესი , უნ და შეფასდეს სასამართლოსთვის წარდგენილი დეტალური ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი ინფორმაციისა და მტკიცებულებების, ასევე ზიანის შეფასების მეთოდის შესახებ მისაღები წინადადების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლომ მოთხოვნა უნ და განიხილოს სამართლიანი მიკუთვნების საფუძველზე (იხ. საქმე Mikheyev, ციტირებული ზემოთ, § 162; საქმე Denis Vasilyev, ციტირებული ზემოთ, § 169; and Tunikova and Others v. Russia, nos. 55974/16 და 3 სხვა საქმე, § 136, 2021 წლის 14 დეკემბერი).
(B) აღნიშნული პრინციპების გამოყენება
478. ამ შემთხვევაში დიდმა პალატამ მიიღო, რომ ოთხი მომჩივნის (ბ-ნი ქურდოვანიძე, ქ-ნი გომური, ბ-ნი სულაშვილი და ბ-ნი ჩანქსელიანი) მიერ მიღებულმა მატერიალურმა ზიანმა, რომელიც სათანადოდ არის დადასტურებული, შეიძლება გავლენა იქონიოს მათ შემოსავლის უნარზე და შესაბამისად, გამოიწვიოს მათთვის მატერიალური ზარალი. ასევე მიიღო, რომ იმ გარემოებების გამო, რომლებშიც მომჩივნებმა მიიღეს აღნიშნული დაზიანებები, არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ამ ზარალსა და მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის დარღვევას შორის.
479. რაც შეეხება ამ ზიანის ოდენობას, დიდი პალატა აღნიშნავს, რომ ოთხი მომჩივნის მოთხოვნები ძირითადად ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ ისინი ვერ შეძლებენ საარსებო წყაროს გამომუშავებას აქტიური ცხოვრების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში და მათ მოითხოვეს კომპენსაცია, რომელიც შეესაბამება მათი შემოსავლის სავარაუდო დანაკარგს. თუმცა, მათი შემოსავლის დანაკარგი ნაწილობრივია, როგორც ასახულია კომპეტენტური ეროვნული ორგანოებისა და სასამართლოების შეფასებაში (იხ. პარაგრაფები 99, 102in fine, 104in fine, 150(iii), (v) და (vii) და 154 ზემოთ). დიდი პალატა არ იღებს ზოგად მოსაზრებას, რომ მხედველობის შეზღუდვის მქონე პირს არ შეუძლია დასაქმება, მაშინაც კი, თუ მისთვის ხელმისაწვდომი პროფესიების დიაპაზონი შეიძლება უფრო ვიწრო იყოს. ამიტომ, ის მიიჩნევს, რომ მომჩივნების ვარაუდი არ არის კარგად დასაბუთებული.
480. თავის მხრივ, მთავრობას არ შეუთავაზებია რაიმე ალტერნატიული მეთოდი ან ციფრები, რომლებსაც ისინი გონივრულად მიიჩნევენ (შეადარეთ საქმე Akdeniz and Others v. Turkey, no. 23954/94, § 129 in fine, 2001 წლის 31 მაისი, და საქმე Hasan Köse, ციტირებული ზემოთ, § 56 in fine). სანდო მონაცემების ან კრიტერიუმების არარსებობის შემთხვევაში, რომლებიც დიდ პალატას საშუალებას მისცემს სხვაგვარად იმოქმედოს და მნიშვნელოვანი გაუთვალისწინებელი ფაქტორების გათვალისწინებით, მან აუცილებლად უნ და განიხილოს ეს მოთხოვნები სამართლიანი მიკუთვნების საფუძველზე (იხ. პარაგრაფში 477(f) ზემოთ ციტირებული წყაროები).
481. მის წინაშე არსებული შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით (კერძოდ, მომჩივნების შესაბამისი ასაკი, მათი პირადი მდგომარეობა წინა და ამჟამინდელი დასაქმების თვალსაზრისით და მათი შესაძლო სამომავლო პერსპექტივები, რამდენადაც ეს დოკუმენტირებულია მათ არგუმენტებში, ასევე საქართველოში ბოლო წლებში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა) და გამოაქვს რა გადაწყვეტილება სამართლიანი მიკუთვნების პრინციპის საფუძველზე და ne ultra petitum პრინციპიდან გამომდინარე შეზღუდვების ფარგლებში (იხ. საქმე Nagmetov v. Russia [GC], no. 35589/08, § 71, 2017 წლის 30 მარტი; ასევე იხ. პრაქტიკული მიმართულება სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის შესახებ, პარაგრაფი 7), დიდი პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მომჩივნებისთვის შემდეგი თანხების მიკუთვნებას:
(a) 85 000 ევრო ბ-ნ ქურდოვანიძეს;
(b) 75 000 ევრო ქ-ნ გომურს;
(c) 75 000 ევრო ბ-ნ სულაშვილს; და
(d) 85 000 ევრო ბ-ნ ჩანქსელიანს.
482. ზემოაღნიშნული თანხებიდან უნ და გამოიქვითოს ნებისმიერი თანხა, რომელიც უკვე გადახდილია აღნიშნული მომჩივნებისთვის საქართველოს სასამართლოების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის მიკუთვნების შესაბამისად (იხ. პარაგრაფი (150) (iii), (v) და პარაგრაფი (154) და ზემოთ) იმ თარიღისთვის, როდესაც სასამართლოს მიერ მიკუთვნებული კომპენსაცია იქნება გადასახდელი (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Văleanu and Others, ციტირებული ზემოთ, § 123).
მორალურ ზიანთან მიმართებით
(a) 24 მომჩივანი, რომლებმაც პალატის წარმოებაში ამ პუნქტით მიიღეს კომპენსაცია
483. დიდი პალატა მიიჩნევს, რომ მომჩივნებს მიადგათ მორალური ზიანი, რომლის კომპენსაციაც მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაში სხვადასხვა დარღვევის დადგენით შეუძლებელია. მატერიალური ზიანის საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი გართულებები არ არის შესაბამისი მოთხოვნებთან მიმართებით მორალური ზიანისთვის.
484. კომპენსაციის ოდენობის დადგენისას, დიდმა პალატამ გაითვალისწინა მომჩივნების უფლებების სხვადასხვა დარღვევის ხასიათი და სიმძიმე, ასევე მათთვის მიყენებული ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა. კერძოდ, ასევე გათვალისწინებულ იქნა მიღებული დაზიანებების სიმძიმე – რომელიც მოიცავს მხედველობის მუდმივ დაქვეითებას, სერიოზულ და მტკივნეულ დაზიანებებს და შედარებით მსუბუქ დაზიანებებს. გამოაქვს რა გადაწყვეტილება სამართლიანი მიკუთვნების საფუძველზე, როგორც ამას 41-ე მუხლი მოითხოვს, და ne ultra petitum პრინციპის გამოყენებით (იხ. საქმე Nagmetov, ციტირებული ზემოთ, § 71), დიდი პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მომჩივნებისთვის შემდეგი თანხების მიკუთვნებას, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს:
(a) ბ-ნი ქურდოვანიძე, ქ-ნი გომური, ბ-ნი სულაშვილი და ბ-ნი ჩანქსელიანი – 30 000 ევრო თითოეულს;
(b) 21 000 ევრო ბ-ნ ბერიკაშვილს;
(c) ბ-ნი ცაავა და ბ-ნი კმუზოვი – 20 000 ევრო თითოეულს:
(d) ბ-ნი გიორგაძე და ბ-ნი ჩიკვილაძე – 14 000 ევრო თითოეულს;
(e) ბ-ნი სვანაძე, ქ-ნი ბაღაშვილი, ბ-ნი მურადოვი და ბ-ნი შარვაშიძე – 10 000 ევრო თითოეულს;
(f) ბ-ნი ფოჩხიძე და ბ-ნი ხვადაგიანი – 9 000 ევრო თითოეულს:
(g) ბ-ნი შეყილაძე და ბ-ნი დიდბერაშვილი – 7 000 ევრო თითოეულს; და
(h) ქ-ნი ნემსაძე, ქ-ნი ვახტანგაძე, ქ-ნი ხოზრევანიძე, ბ-ნი კოშკაძე, ბ-ნი ჭუმბურიძე, ქ-ნი აბაშიძე და ბ-ნი დიასამიძე – 5 000 ევრო თითოეულს.
485. ზემოაღნიშნული თანხებიდან უნ და გამოიქვითოს ნებისმიერი თანხა, რომელიც უკვე გადახდილია მომჩივნებისთვის საქართველოს სასამართლოების მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის მიკუთვნების შესაბამისად (იხ. პარაგრაფი (150) და (153) ზემოთ) იმ თარიღისთვის, როდესაც სასამართლოს მიერ მიკუთვნებული კომპენსაცია იქნება გადასახდელი (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Văleanu and Others, ციტირებული ზემოთ, § 123).
ორი მომჩივანი, რომლებსაც პალატის წარმოებაში ამ პუნქტით არ მიუღიათ კომპენსაცია
486. პალატამ ორი მომჩივნის – ბატონი გრიგალაშვილის და ბატონი ბოჩიკაშვილის – საჩივრები მე-3 მუხლის საფუძველზე მიუღებლად ცნო (იხ. პარაგრაფი 218 და 382 ზემოთ). ვინაიდან მან თავი შეიკავა მე-10 მუხლის საფუძველზე საჩივრების მისაღებობისა და არსებითი მხარის განხილვისგან (იხ. პარაგრაფი 357 ზემოთ), მას მათთვის კომპენსაცია არ მიუკუთვნებია. თუმცა, დიდმა პალატამ ბატონი გრიგალაშვილის და ბატონი ბოჩიკაშვილის მე-10 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრები მისაღებად გამოაცხა და და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით აღნიშნული დებულების დარღვევა დაადგინა (იხ. პარაგრაფები 372, 382 და 403 ზემოთ). აღნიშნულ გარემოებებში გათვალისწინებულია კომპენსაცია.
487. გამოაქვს რა გადაწყვეტილება სამართლიანი მიკუთვნების საფუძველზე, როგორც ამას 41-ე მუხლი მოითხოვს, და ითვალისწინებს რა დადგენილი დარღვევის ხასიათს აღნიშნული ორი მომჩივნიდან თითოეულთან მიმართებით, ამ დარღვევის გამო თითოეული მათგანის მიერ განცდილი ტანჯვის ხარისხის და ne ultra petitum პრინციპიდან გამომდინარე შეზღუდვებს (იხ. საქმე Nagmetov, ციტირებული ზემოთ, § 71), დიდი პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, თითოეულ მათგანს მიაკუთვნოს მოთხოვნილი სრული თანხა (5 000 ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროთ მომჩივნებს.
ხარჯები და დანახარჯები
მოთხოვნები პალატის წინაშე
488. მხოლოდ მომჩივნებმა საქმისა Baghashvili and Others (no. 20129/21) და საქმისა Kurdovanidze and Others (no. 20175/21) მოითხოვეს ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურება პალატის წინაშე საქმისწარმოებისას. მომჩივნების ორივე ჯგუფი ითხოვ და მათი დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ადვოკატების, ბატონი კოლისისა და ქალბატონი გავრონის, მიერ გაწეული სამუშაოსთვის თანხების ანაზღაურებას. პირველმა მოითხოვა ჯამში 6 225 გირვანქა სტერლინგი (GBP), ხოლო მეორემ – ჯამში 6 247.16 გირვანქა სტერლინგი.
489. ამ მოთხოვნების დასასაბუთებლად, მომჩივნებმა წარმოადგინეს ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) (ადვოკატების დამსაქმებელი ორგანიზაცია) დადებული ხელშეკრულებები, რომლებიც შეიცავ და მომჩივნების ვალდებულებებს, გადაეხადათ EHRAC-ის ჰონორარები და ხარჯები, თუ სასამართლო მიაკუთვნებ და ანაზღაურებას. მათ ასევე მიუთითეს, რომ ორივე ადვოკატის საათობრივი ანაზღაურება 150 გირვანქა სტერლინგი იყო. მომჩივნებმა ასევე წარმოადგინეს ნამუშევარი საათების აღრიცხვის ცხრილები, რომლებიც აჩვენებდა, თუ რამდენი საათი დახარჯა თითოეულმა ადვოკატმა პალატის წინაშე საქმის წარმოებაზე მუშაობისას. 33.1 საათი (ბატონი კოლისი) და 7.4 საათი (ქალბატონი გავრონი).
პალატის გადაწყვეტილება აღნიშნული მოთხოვნების შესახებ
490. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მომჩივნებმა წარადგინეს პირობითი ჰონორარის შეთანხმებები თავიანთ ადვოკატებთან და გაითვალისწინა რა მის ხელთ არსებული დოკუმენტები და შესაბამისი კრიტერიუმები, პალატამ მიაკუთვნა 6 000 ევრო, რომელიც დაფარავ და ყველა ხარჯს, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროთ მომჩივნებს.
მოთხოვნა დიდი პალატის წინაშე
491. მომჩივნებმა წარადგინეს განახლებული ერთობლივი მოთხოვნა ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მოიცავ და დიდი პალატის წინაშე წარმოებასთან დაკავშირებულ ხარჯებსა და დანახარჯებს. ისევ, მხოლოდ მომჩივნებმა საქმისა Baghashvili and Others (no. 20129/21) და საქმისა Kurdovanidze and Others (no. 20175/21) მოითხოვეს ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურება პალატის წინაშე საქმისწარმოებასთან დაკავშირებით. დიდი პალატის წარმოებასთან დაკავშირებით, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ მათი ადვოკატების მიერ შედგენილი ერთობლივი არგუმენტები წარდგენილი იყო მომჩივნების სახელით ხუთივე სარჩელში.
492. მათ აღნიშნეს, რომ პალატამ ამ პუნქტით მხოლოდ 6 000 ევრო მოაკუთვნა და შესაბამისად, პალატის წარმოებასთან დაკავშირებული მათი მოთხოვნები ამ თანხით შეზღუ და – ამავდროულად, სისრულისთვის, გაიმეორეს თავიანთი თავდაპირველი მოთხოვნები ამ მიმართებით.
493. დიდი პალატის წარმოებასთან დაკავშირებით, მომჩივნებმა მოითხოვეს 26 829 გირვანქა სტერლინგის ანაზღაურება ბატონი კოლისის, ქალბატონი გავრონის და დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მესამე ადვოკატის, ქალბატონი ალონზოს (ასევე დასაქმებული EHRAC-ში – იხ. პარაგრაფი 3 ზემოთ) მიერ საქმეზე მუშაობისას დახარჯული, ჯამში 178.86 საათისთვის, 150 გირვანქა სტერლინგის საათობრივი ტარიფით. მათ ასევე მოითხოვეს 150 გირვანქა სტერლინგი ადმინისტრაციული ხარჯების ანაზღაურებისთვის.
494. მომჩივნებმა მოითხოვეს, რომ ამ პუნქტით მინიჭებული ნებისმიერი თანხა გადახდილი ყოფილიყო ევროში და პირდაპირ EHRAC-ის საბანკო ანგარიშზე.
495. ამ პრეტენზიების დასასაბუთებლად, მათ ხელახლა წარადგინეს პალატის წინაშე წარდგენილი დოკუმენტები (იხ. პარაგრაფი 489 ზემოთ), აგრეთვე, ნამუშევარი საათების აღრიცხვის სამი ცხრილი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენი საათი დახარჯა სამივე ადვოკატმა დიდი პალატის წინაშე წარმოებაზე მუშაობისას: 112.86 საათი (ბატონი კოლისი), 58 საათი (ქალბატონი ალონზო) და 8 საათი (ქალბატონი გავრონი).
მთავრობის კომენტარები მოთხოვნების შესახებ
496. მთავრობის თანახმად, მომჩივნებმა ვერ აჩვენეს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ხარჯები აუცილებელი იყო. გარ და ამისა, მათი მოთხოვნა ამ მხრივ გადაჭარბებული ჩანდა. ვინაიდან მომჩივნებმა შეძლეს საქართველოში დაფუძნებული ადვოკატების მომსახურების მიღება, არ დადასტურ და გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადვოკატების დაქირავების საჭიროება. ამ საფუძველზე, მთავრობამ სასამართლოს მოუწოდა, უარეყო მოთხოვნები ან მიეკუთვნებინა გონივრული თანხა.
დიდი პალატის შეფასება
497. დადგენილი პრაქტიკაა, რომ ამ პუნქტის თანახმად, ანაზღაურებადია მხოლოდ ის ხარჯები და დანახარჯები, რომლებიც რეალურად და აუცილებლად იქნა გაწეული და გონივრულია მათი ოდენობით (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე McCann and Others v. the United Kingdom, 1995 წლის 27 სექტემბერი, § 220, Series A no. 324; საქმე Nada v. Switzerland [GC], no. 10593/08, § 243 in fine, ECHR 2012; და საქმე Merabishvili, ციტირებული ზემოთ, § 370).
ხარჯები და დანახარჯები პალატის წინაშე წარმოებაში
498. მომჩივნებმა პალატის წინაშე სამართალწარმოებასთან დაკავშირებით თავიანთი სარჩელი პალატის მიერ მიკუთვნებული თანხით – 6 000 ევროთი შეზღუდეს (იხ. პარაგრაფები 490 და 492 ზემოთ). დიდი პალატა ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, რომ გადაუხვიოს აღნიშნულ თანხას.
ხარჯები და დანახარჯები დიდი პალატის წინაშე წარმოებაში
499. როგორც ჩანს, დიდი პალატის წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნა ყველა 26 მომჩივნის სახელით იქნა წარდგენილი (იხ. პარაგრაფი 491in fine). თუმცა, წარმოდგენილი არ ყოფილა არანაირი შეთანხმება ადვოკატებსა და მომჩივნებს შორის საქმეებშიTsaava and Kmuzov (no. 13186/20), Svanadze (no. 16757/20) და Berikashvili (no. 39382/21) (იხ. პარაგრაფები 489 და 495 ზემოთ). ამგვარად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რეალურად აქვთ თუ არა აღნიშნულ ოთხ მომჩივანს ხარჯები გაწეული დიდი პალატის წინაშე წარმოებასთან დაკავშირებით. დანარჩენ ორ საჩივარში მომჩივნების მიერ დაქირავებულ ადვოკატებს შეეძლოთ უსასყიდლოდ ემოქმედათ აღნიშნულ ოთხ მომჩივანთან დაკავშრებით; თუმცა, სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ადვოკატის ჰონორარი რეალურად გაწეულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივნებმა გადაიხადეს ის ან ვალდებულნი არიან გადაიხადონ (იხ. საქმე McCann and Others, ციტირებული ზემოთ, § 221; საქმე Merabishvili, ციტირებული ზემოთ, § 371; და საქმე Mamasakhlisi and Others v. Georgia and Russia, nos. 29999/04 და 41424/04, § 453, 2023 წლის 7 მარტი).
500. ამრიგად, მომჩივნებს საქმეებში Tsaava and Kmuzov (no. 13186/20), Svanadze (no. 16757/20) და Berikashvili (no. 39382/21) ვერ მიეკუთვნება ვერანაირი ხარჯის და დანახარჯის ანაზღაურება.
501. ამის საპირისპიროდ, რაც შეეხება საქმეების Baghashvili and Others (no. 20129/21) და Kurdovanidze and Others (no. 20175/21) 22 მომჩივანს, მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად წარმოდგენილი შეთანხმებები პირობითი ჰონორარის შესახებ და ნამუშევარი საათების აღრიცხვის ცხრილი საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ მათ რეალურად გაიღეს ადვოკატების ჰონორარები და დაკავშირებული ხარჯები, რომელთა ანაზღაურებასაც ისინი ითხოვენ (იხ. საქმე Kukhalashvili and Others v. Georgia, nos. 8938/07 და 41891/07, §§ 166-67, 2020 წლის 2 აპრილი).
502. ეჭვი არ არსებობს ამ ჰონორარებისა და ხარჯების აუცილებლობასთან დაკავშირებით. გარ და ამისა, მომჩივნების მიერ დამატებით საზღვარგარეთ მოღვაწე სპეციალისტი ადვოკატებისადმი მიმართვა არ შეიძლება კრიტიკის საგანი გახდეს (იხ. საქმე Kurt v. Turkey, 1998 წლის 25 მაისი, § 179, ანგარიშები 1998-III; საქმე Aktaş v. Turkey, no. 24351/94, § 369, ECHR 2003-V (ამონარიდები); და საქმე Nada, ციტირებული ზემოთ, § 244).
503. ასევე შეიძლება მივიღოთ, რომ ამ ჰონორარებისა და ხარჯების ოდენობა გონივრულია:
(a) საათობრივი ტარიფი (150 გირვანქა სტერლინგი) ინგლისის სასამართლოების მიერ ხარჯების შეფასების მიზნით მიღებული ტარიფების ქვე და ზღვარზეა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის შეზღუდული ასეთი შიდასახელმწიფოებრივი სკალებით, ისინი შეიძლება დამხმარე საშუალება იყოს (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Tolstoy Miloslavsky v. the United Kingdom, 13 July 1995, § 77, Series A no. 316; საქმე Assanidze v. Georgia [GC], no. 71503/01, § 206 in fine, ECHR 2004-II; და საქმე Öneryıldız v. Turkey [GC], no. 48939/99, § 175, ECHR 2004-XII).
(b) საქმეზე მომუშავე სამი ადვოკატის მიერ დახარჯული საათების საერთო რაოდენობა (178.86) არ ჩანს უმართებულოდ, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე დიდი პალატის წინაშე იყო, და რომ პალატის მიერ მისი განხილვის წესი ს შედეგად, საქმემ უჩვეულო შემობრუნება მიიღო და დამატებით საკითხებზეც მოითხოვა არგუმენტების წარდგენა. საათების რაოდენობა ასევე შეიძლება აიხსნას მომჩივნების დიდი რაოდენობით, რაც, ეჭვგარეშეა, რომ დამატებით სამუშაოს მოითხოვ და (იხ. საქმე A. and Others v. the United Kingdom [GC], no. 3455/05, § 265, ECHR 2009).
504. ამგვარად, დიდი პალატა სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნას და მომჩივნებს საქმეებში Baghashvili and Others (no. 20129/21) და Kurdovanidze and Others (no. 20175/21) ერთობლივად აკუთვნეს კომპენსაციას, ჯამში 32 414.99 ევროს – რაც წარმოადგენს მათი მოთხოვნის ეკვივალენტურ ოდენობას, რომელიც გამოსახული იყო გირვანქა სტერლინგში (GBP 26.829 – ადვოკატების ჰონორარებთან დაკავშირებით, დამატებული GBP 150 – ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით), კონვერტირებული 2024 წლის 26 ნოემბრის (მოთხოვნის წარდგენის თარიღი) GBP/EUR გაცვლითი კურსით.
გადახდის მეთოდი
505. მომჩივნების მოთხოვნის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 494 ზემოთ), ზემოაღნიშნული თანხები უნ და გადაირიცხოს მათი ადვოკატების მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
ამ მოტივით, სასამართლო
უარყოფს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, მთავრობის პირველადი პრეტენზიის პირველ ასპექტს, დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის შესახებ;
აერთიანებს, ერთსულოვნად, მთავრობის პირველადი პრეტენზიის მეორე ასპექტს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის შესაბამისად წარდგენილი საჩივრების არსებით მხარესთან;
ადგენს, ერთსულოვნად, რომ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას ადგილი ჰქონ და ყველა ოცდაოთხი მომჩივნის მიმართ, რომელთა საჩივრები ამ დებულების საფუძველზე მისაღებად იქნა ცნობილი, და უარყოფს მთავრობის პირველადი პრეტენზიის მეორე ასპექტს (რომელიც მანამდე არსებით მხარეს შეუერთდა);
ადგენს, ერთსულოვნად, რომ კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის დარღვევას ადგილი ჰქონ და ყველა ოცდაოთხი მომჩივნის მიმართ, რომელთა საჩივრები ამ დებულების საფუძველზე მისაღებად იქნა ცნობილი;
მისაღებად აცხადებს, უმრავლესობით, საჩივრებს მე-10 მუხლის შესაბამისად საქმეებში Tsaava and Kmuzov (no. 13186/20), Svanadze (no. 16757/20) და Baghashvili and Others (no. 20129/21);
ადგენს, ერთსულოვნად, რომ ადგილი ჰქონ და მე-10 მუხლის დარღვევას მომჩივნებთან მიმართებით საქმეებში Tsaava and Kmuzov (no. 13186/20), Svanadze (no. 16757/20) და Baghashvili and Others (no. 20129/21);
აერთიანებს, ერთსულოვნად, მთავრობის პრეტენზიას, რომ საჩივრები კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად შეუთავსებელია ratione materiae აღნიშნული საჩივრების არსებით მხარესთან;
მისაღებად აცხადებს, უმრავლესობით, საჩივრებს კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად ორი მომჩივნის მიერ საქმეში Kurdovanidze and Others (no. 20175/21) – ბ-ნი ქურდოვანიძე და ბ-ნი სულაშვილი;
მისაღებად აცხადებს, უმრავლესობით, საჩივრებს კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დანარჩენი ცხრა მომჩივნის მიერ საქმეში Kurdovanidze and Others (no. 20175/21) და ერთი მომჩივნის მიერ საქმეში Berikashvili (no. 39382/21);
ადგენს, ერთსულოვნად, რომ ადგილი ჰქონ და კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას მომჩივნებთან მიმართებით საქმეში Kurdovanidze and Others (no. 20175/21)[3] და საქმეში Berikashvili (no. 39382/21), და უარყოფს მთავრობის პრეტენზიას, რომ საჩივრები აღნიშნული მუხლის შესაბამისად შეუთავსებელია ratione materiae (რომელიც მანამდე არსებით მხარეს შეუერთდა);
ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ არის საჭირო საჩივრის მისაღებობის და არსებითი მხარის განხილვა კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად;
ადგენს, ერთსულოვნად, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონვენციის 38-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას.
აცხადებს, ერთსულოვნად,რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, ამ გადაწყვეტილების თარიღიდან სამი თვის ვადაში გადაუხადოს მომჩივნებს შემდეგი ფულადი ოდენობები, რომლებიც უნ და დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით:
(i) მატერიალურ ზიანთან მიმართებით:
EUR 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი ევრო) ბ-ნ ქურდოვანიძეს;
EUR 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი ევრო) ქ-ნ გომურს;
EUR 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი ევრო) ბ-ნ სულაშვილს;
EUR 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი ევრო) ბ-ნ ჩანქსელიანს;
(ii) მორალურ ზიანთან მიმართებით:
EUR 30 000 (ოცდაათი ათასი ევრო) თითოეულს – ბ-ნ ქურდოვანიძეს, ქ-ნ გომურს, ბ-ნ სულაშვილს და ბ-ნ ჩანქსელიანს;
EUR 21 000 (ოცდაერთი ათასი ევრო) ბ-ნ ბერიკაშვილს;
EUR 20 000 (ოცი ათასი ევრო) თითოეულს – ბ-ნ ცაავას და ბ-ნ კმუზოვს;
EUR 14 000 (თოთხმეტი ათასი ევრო) თითოეულს – ბ-ნ გიორგაძეს და ბ-ნ ჩიკვილაძეს;
EUR 10 000 (ათი ათასი ევრო) თითოეულს – ბ-ნ სვანაძეს, ქ-ნ ბაღაშვილს, ბ-ნ მურადოვს და ბ-ნ შარვაშიძეს;
EUR 9 000 (ცხრა ათასი ევრო) თითოეულს – ბ-ნ ფოჩხიძეს და ბ-ნ ხვადაგიანს;
EUR 7 000 (შვიდი ათასი ევრო) თითოეულს – ბ-ნ შეყილაძეს და ბ-ნ დიდბერაშვილს; და
EUR 5 000 (ხუთი ათასი ევრო) თითოეულს – ქ-ნ ნემსაძეს, ქ-ნ ვახტანგაძეს, ქ-ნი ხოზრევანიძეს, ბ-ნ გრიგალაშვილს, ბ-ნ კოშკაძეს, ბ-ნ ჭუმბურიძეს, ბ-ნ ბოჩიკაშვილს, ქ-ნ აბაშიძეს და ბ-ნ დიასამიძეს,დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს;
(iii) ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით, ერთობლივად ყველა მომჩვანს საქმეში Baghashvili and Others (no. 20129/21) და საქმეში Kurdovanidze and Others (no. 20175/21), EUR 38 414.99 (ოცდათვრამეტი ათას ოთხასთოთხმეტი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება დაეკისროს მათ, უნ და გადაირიცხოს მათი ადვოკატების მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;
რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების სრულად გადახდამდე, ზემოთ აღნიშნულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
14.
უარყოფს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, მომჩივნების მოთხოვნებს სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და წარმოდგენილი იქნა საჯარო განხილვაზე 2025 წლის 11 დეკემბერს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობაში, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესი ს მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ჯონ დარსი არნფინ ბორდსენი
განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი:
(a) მოსამართლე სერღიდესის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი;
(b) მოსამართლე აიკის ნაწილობრივი წინააღმდეგობის განცხადება.
მოსამართლე სერღიდესის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი
1. როგორც გადაწყვეტილების შესავალში არის მითითებული, წინამდებარე საქმეს საფუძვლად უდევს 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის წინ გამართული სახალხო მანიფესტაციის დაშლა. მომჩივნებმა, რომელთა უმეტესობა ამ მანიფესტაციის მონაწილე ან მისი გამშუქებელი ჟურნალისტი იყო, დაშლის დროს დაზიანებები მიიღეს. ყველა მათგანი მონაწილეობ და შემდგომ სისხლის სამართლის გამოძიებაში, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლის დროს ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. მომჩივნებმა საჩივრები შეიტანეს კონვენციის მე-3 მუხლის როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული ასპექტების შესაბამისად. მომჩივნების უმეტესობა ასევე ეყრდნობო და მე-10 მუხლს, ხოლო დანარჩენები – მე-11 მუხლს. გარ და ამისა, მათ საჩივრები შეიტანეს მე-13 მუხლის საფუძველზე, ზოგიერთმა კი დამატებით განაცხა და 38-ე მუხლის დარღვევაც.
2. მე ხმა მივეცი სარეზოლუციო ნაწილის ყველა პუნქტის სასარგებლოდ, გარ და ორისა: (i) მე-11 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ არ არის საჭირო კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე საჩივრების მისაღებობისა და არსებითი მხარის განხილვა; და (ii) მე-14 პუნქტი, რომელიც უარყოფს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში. მე გარდაუვალად მივეცი ხმა მე-14 პუნქტის წინააღმდეგ, რადგან არ ვეთანხმები მე-11 პუნქტს.
3. ხუთივე საჩივარში მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით (იხ. გადაწყვეტილების 446-ე პარაგრაფი). სასამართლოს უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ არ იყო საჭირო საჩივრის მისაღებობის და არსებითი მხარის განხილვა კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად (იხ. გადაწყვეტილების 450-ე პარაგრაფი, რომელსაც შეესაბამება სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტი). როგორც მათ აღნიშნეს, მათ ეს გააკეთეს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის გათვალისწინებით (იხ. გადაწყვეტილების 295-ე-301-ე პარაგრაფები), კერძოდ, რომ ადგილი ჰქონ და ამ დებულების პროცედურული ასპექტის დარღვევას, რაც გამოწვეული იყო ეფექტური გამოძიების არარსებობით, ხელისუფლების ორგანოების მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს მანიფესტაციის დასაშლელად გამოყენებულ ძალასთან დაკავშირებით.
4. ჩემი უთანხმოება უმრავლესობასთან მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ეფექტური გამოძიების ჩატარების პროცედურული ვალდებულების შინაარსი და ფარგლები – რომელიც გამომდინარეობს სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განვითარებიდან პოზიტიურ ვალდებულებებთან დაკავშირებით4 – კონცეპტუალურად და ფუნქციურად განსხვავდება კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებას. ორივე უფლებას მხოლოდ ზედსართავი სახელი „ეფექტური“ (ქმედითი) აქვს საერთო, თუმცა, რომელიც თითოეულ კონტექსტში განსხვავებულ სამართლებრივ ცნებებს აღნიშნავს. აღნიშნული პროცედურული ვალდებულებისგან განსხვავებით, მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლება დამოუკიდებელი და ავტონომიური უფლებაა. მე-13 მუხლის საფუძველზე საჩივრის განხილვაზე უარის თქმით, ჩვენ ვრისკავთ ორი განსხვავებული დაცვის მექანიზმის ერთმანეთთან შერწყმას: ერთი, რომელიც დაკავშირებულია მე-3 მუხლთან და ეფუძნება ეფექტურობის პრინციპს5, ხოლო მეორე, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებებს მე-13 მუხლის შესაბამისად. ასეთი მიდგომა ძირს უთხრის კონვენციის ქვაკუთხედს, კერძოდ, 34-ე მუხლით გათვალისწინებულ ინდივიდუალური საჩივრის უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს კონვენციის ეფექტურობას და კანონის უზენაესობის არსს.
5. ეს მიდგომა თანაბრად უთხრის ძირს სუბსიდიარობისა და დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის პრინციპებს. მე-13 მუხლი კონკრეტულ ეფექტს აძლევს კონვენციის პრეამბულაში ასახულ სუბსიდიარობის პრინციპს. ამ კავშირის არგათვალისწინებით სასამართლომ ხელიდან გაუშვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სახელმწიფოებისთვის შეეთავაზებინა განმარტებები „ქმედითი საშუალებების“ ხასიათისა და ფარგლების შესახებ და იმის შესახებ, თუ რას უნ და გულისხმობდეს ასეთი საშუალებები პრაქტიკაში. ამ მიმართებით განსაკუთრებით ინსტრუქციულია სასამართლოს დასაბუთება საქმეში Kudła v. Poland ([GC], no. 30210/96, § 152, ECHR 2000-XI):
„... მე-13 მუხლი, რომელიც პირდაპირ გამოხატავს სახელმწიფოების ვალდებულებას, დაიცვან ადამიანის უფლებები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სამართლებრივი სისტემის ფარგლებში, ადგენს დამატებით გარანტიას ფიზიკური პირისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ის ეფექტურად სარგებლობდეს ამ უფლებებით. როგორც მოსამზადებელი მასალებიდან გამომდინარეობს (იხ. Collected Edition of the ‘Travaux Préparatoires’ of the European Convention on Human Rights, vol. II, გვ. 485 და 490, და vol. III, გვ. 651), მე-13 მუხლის მიზანია, უზრუნველყოს საშუალება, რომლის მეშვეობითაც ფიზიკურ პირებს შეუძლიათ მიიღონ შეღავათი ეროვნულ დონეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სანამ სასამართლოში საჩივრის შეტანის საერთაშორისო მექანიზმს აამოქმედებენ. ამ პერსპექტივიდან, ფიზიკური პირის უფლება გონივრულ ვადაში იქნეს განხილული სასამართლოში საქმე ნაკლებად ეფექტური იქნება, თუ არ არსებობს შესაძლებლობა, კონვენციის ფარგლებში მოთხოვნები პირველ რიგში წარდგენილ იქნეს ეროვნულ ორგანოში; ხოლო მე-13 მუხლის მოთხოვნები უნდა განიხილებოდეს, როგორც მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის მოთხოვნების განმტკიცება და არა როგორც აღნიშნული მუხლით დაკისრებული ზოგადი ვალდებულება, რომ ფიზიკური პირები არ დაექვემდებარონ სამართალწარმოების გადაჭარბებულ გაჭიანურებას“.
6. დაბოლოს, სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარე უფლებამ, როგორიცაა უფლება, რომელიც წინამდებარე საქმეში მე-3 მუხლის საფუძველზე განვიხილეთ, არ შეიძლება ჩაანაცვლოს ან შელახოს კონვენციის ტექსტში აშკარად დამკვიდრებული უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ დარღვევაზე დაყრდნობა მე-13 მუხლის შესაბამისად განხილვის თავიდან ასაცილებლად ნიშნავს, რომ ზოგ უფლებას ექნება უფრო ძლიერი დე ფაქტო დაცვა, ვიდრე სხვა უფლებებს – რაც არ წარმოადგენს თანმიმდევრულ სამართლებრივი დაცვის არქიტექტურას. ზემოაღნიშნულის საფუძველზე აღიარებული უნ და იქნეს, რომ ორმა უფლებამ, რომლებიც განსხვავდება როგორც ფარგლებით, ასევე ფუნქციით, შეიძლება გამოიწვიოს განსხვავებული სამართლებრივი შედეგები სავარაუდო დარღვევის შეფასებისას. შესაბამისად, საკითხი არა მხოლოდ დიდი კონცეპტუალური მნიშვნელობისაა, არამედ მნიშვნელოვანი პრაქტიკული მნიშვნელობისაც.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უმცირესობაში რომ არ ვყოფილიყავი, განვიხილავდი საჩივარს მე-13 მუხლის საფუძველზე. ზოგადი პრაქტიკა, რომ „არ არის საჭირო საჩივრის მე-13 მუხლის შესაბამისად განხილვა“ ან „მე-13 მუხლის შესაბამისად ცალკე საკითხი არ წარმოიშობა“, ილუზორულობის რისკის ქვეშ აყენებს მე-13 მუხლს და ძირს უთხრის სასამართლოს საკუთარ სტანდარტს.
მოსამართლე აიკის ნაწილობრივი წინააღმდეგობის განცხადება
მე ხმა მივეცი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის წინააღმდეგ, რადგან მიმაჩნია, რომ სასამართლოს თანმიმდევრული იურისპრუდენციის გამოყენებით, ორმა მომჩივანმა დაკარგა დაზარალებულის სტატუსი მე-11 მუხლის (მაგრამ არა მე-3 მუხლის) საფუძველზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით. ბოლოსდაბოლოს, როგორც გადაწყვეტილების 149-ე-156-ე პარაგრაფებშია მოცემული, ეროვნულმა სამოქალაქო სასამართლოებმა ამ მომჩივნების მიერ აღძრულ სამართალწარმოებაში ცალსახად ან არსებითად აღიარეს და მიაკუთვნეს კომპენსაცია მორალური ზიანისთვის კონვენციის მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევისთვის.
დანართი – 26 მომჩივნის ცხრილი
საჩივარი N
საჩივრის სახელი
წარდგენის თარიღი
სახელი, დაბადების წელი და საცხოვრებელი ადგილი
13186/20
„ცაავა და კმუზოვი საქართველოს წინააღმდეგ“
29.02.2020
1. ბ-ნი მერაბი ცაავა, 1985, თბილისი
2. ბ-ნი ბესლან კმუზოვი, 1975, თბილისი
16757/20
„სვანაძე საქართველოს წინააღმდეგ“
20.04.2020
ბ-ნი ზაზა სვანაძე, 1982, თბილისი
20129/21
„ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
07.04.2021
1. ქ-ნი თამარ ბაღაშვილი, 1975, თბილისი
2. ქ-ნი გვანცა ნემსაძე, 1990, თბილისი
3. ქ-ნი ანა ვახტანგაძე, 1995, თბილისი
4. ქ-ნი ნინო ხოზრევანიძე, 1987, თბილისი
5. ბ-ნი კოტე გრიგალაშვილი, 1990, თბილისი
6. ბ-ნი გურამ მურადოვი, 1986, თბილისი
7. ბ-ნი თორნიკე კოშკაძე, 1987, თბილისი
8. ბ-ნი გიორგი ჭუმბურიძე, 1972, თბილისი
9. ბ-ნი გელა ბოჩიკაშვილი, 1990, თბილისი
10. ქ-ნი ეკატერინე აბაშიძე, 1996, თბილისი
11. ბ-ნი გიორგი დიასამიძე, 1993, თბილისი
20175/21
„ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
07.04.2021
1. ბ-ნი დავით ქურდოვანიძე, 1998, თბილისი
2. ბ-ნი დავით შეყილაძე, 1982, თბილისი
3. ბ-ნი დიმიტრი ფოჩხიძე, 1979, თბილისი
4. ბ-ნი ირაკლი გიორგაძე, 1998, თბილისი
5. ბ-ნი ირაკლი ხვადაგიანი, 1988, თბილისი
6. ქ-ნი მაია გომური, 2000, თბილისი
7. ბ-ნი ნიკოლოზ შარვაშიძე, 1986, შალაური
8. ბ-ნი თეიმურაზ დიდბერაშვილი, 1974, თბილისი
9. ბ-ნი გიორგი სულაშვილი, 1991, თბილისი
10. ბ-ნი ირაკლი ჩიკვილაძე, 1980, თბილისი
11. ბ-ნი ლექსო ჩანქსელიანი, 1985, ხონი
39382/21
„ბერიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
04.08.2021
ბ-ნი ვახტანგ ბერიკაშვილი, 1989, თბილისი
1 საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მესამე მხარის, INCLO-ის მიერ მომზადებული ანგარიში (იხ. პარაგრაფი 10 ზემოთ და პარაგრაფები 321-325 ქვემოთ), განმარტავს, რომ კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები ტყვიის მსგავსი რაკეტებია, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სამართალდამცავ კონტექსტში როგორც შემაკავებელი საშუალება, ზემოქმედებიდან გამოწვეული ტკივილის გამო. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისთვის ისინი შეიქმნა, რათა უფრო დიდი ფიზიკური მანძილიდან იგივე შემაკავებელი ძალა ჰქონოდა, რაც ხელის ხელკეტით დარტყმას. მათმა მრავალფეროვნებამ განაპირობა საერთო და სავაჭრო სახელწოდებების სიმრავლე, ამიტომ მათ ხშირად „ხელკეტის ტყვიებს“ უწოდებენ. მათ ყველაზე ხშირად „რეზინის ტყვიებს“ უწოდებენ მათი შემადგენლობის მიუხედავად: თანამედროვე ტყვიები ყველაზე ხშირად დამზადებულია პლასტმასის, ლითონის ან სხვა მასალებისგან, როგორიცაა ხე ან ქვამარილი. ზოგიერთი მათგანი განკუთვნილია ერთი რაკეტის სახით გასასროლად, ზოგი კი – პატარა ჭურვების ჯგუფად გასასროლად. ეს უკანასკნელი ზოგჯერ ცნობილია როგორც „საფანტის ბურთულები“, „საფანტის ტყვიები“ ან „მრავალჯერადი ჭურვის ვაზნები“, სადაც მრავალი პატარა და საშუალო ზომის ბურთულებს ისვრიან ფართო სამიზნისკენ. „მარცვლების ტომრის ტყვიები“ ასევე შედგება პატარა ლითონის ტყვიებისგან, რომლებიც მოთავსებულია შეკერილ სინთეტიკური ქსოვილის ტომარაში, რომელიც შექმნილია, რომ გაფართოვდეს დარტყმის დროს და, შესაბამისად, მოიქცეს როგორც ერთი ჭურვი. უფრო ახალი იარაღი მოიცავს მყარი გარე გარსის მქონე ჭურვებს ქიმიური გამღიზიანებლებით, რომლებიც ფეთქდება დარტყმის დროს, ან „შესუსტებული ენერგიის ჭურვებს“, რომელთა ღრუ წვერიც ამცირებს რიკოშეტის ან შეღწევადობის რისკს, დარტყმის დროს შეკუმშვის გზით (იხ. International Network of Civil Liberties Organizations and Physicians for Human Rights, “Lethal in Disguise 2: How Crowd-Control Weapons Impact Health and Human Rights”, 2023, გვ. 28-29).
2 ლარის/ევროს გაცვლითი კურსის შესაბამისად, 2020 წლის 18 ივნისის მდგომარეობით, როდესაც მოთხოვნა იქნა შეტანილი. ამ პარაგრაფში, ასევე პარაგრაფებში 150 და 153 ქვემოთ, ყველა შემდგომი ვალუტის კონვერტაცია მოცემულია შესაბამისი მოვლენის (მოთხოვნის შეტანა ან პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების) თარიღისთვის დადგენილი ლარის/ევროს გაცვლითი კურსის გამოყენებით.
3 გარ და მერვე მომჩივნისა აღნიშნულ საჩივარში, რომელსაც კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე არანაირი პრეტენზია არ წამოუყენებია – იხ. პარაგრაფი 445(a) ზემოთ.
4 წარმოშობილი 1968 წლის საქმეში “relating to certain aspects of the laws on the use of languages in education in Belgium” (არსებითი მხარე), 1968 წლის 23 ივლისი, Series A no. 6.
5 ჩემი აზრით, სწორედ ეს პრინციპი უზრუნველყოფს გარანტირებული უფლებების ჰოლისტურ დაცვას, რომელიც მოქმედებს როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული ასპექტებით. ეს ორმაგი მიდგომა ასახავს სახელმწიფოების მიერ ნეგატიური ვალდებულებების პატივისცემის აუცილებლობას, უსაფუძვლო ჩარევისგან თავის შეკავებით და პოზიტიური ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, ამ უფლებებით ეფექტურად სარგებლობის ზომების მიღებით.