ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-1 |
|
2026 წლის 24 თებერვალი ქ. თბილისი |
|
ა) ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების სამართლებრივი პროცედურის დადგენა;
ბ) მიმოხილვის შედეგად ანგარიშგების ხარისხის ზრდა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ამაღლების ხელშეწყობა და სამართალდარღვევათა პრევენცია.
ა) მიმოხილვა – მიმომხილველთა მიერ ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი, რომელიც ემსახურება ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო გარემოებების გამოვლენასა და სამართალდარღვევის იდენტიფიცირებას;
ბ) მიმომხილველი – სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge) გამოქვეყნებული ანგარიშგებ(ებ)ის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ – კანონი) განსაზღვრულ საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტთან (IFRS for SMEs) შეუსაბამობების გამოვლენას;
გ) საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომ – სტანდარტები) – კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული, სამსახურის მიერ სამოქმედოდ შემოღებული, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs);
დ) არსებითი – განიმარტება სტანდარტების შესაბამისად.
ა) ანგარიშგებები, რომელთა აუდიტორული მომსახურების განხორციელებამდე ან მის შემდეგ, აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შეუწყდა/შეეზღუდა უფლებამოსილება (შესაბამის კატეგორიის საწარმოებთან მიმართებაში) ან/და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ აქვს გავლილი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი ან/და აუდიტორი/აუდიტორული ფირმა სამსახურის ხედვით არ შეესაბამება სუბიექტის სიდიდეს და კომპლექსურობას;
ბ) აუდიტორის მოსაზრების ტიპი;
გ) განმარტებითი შენიშვნების თვალსაჩინო სიმწირე;
დ) ანგარიშგების წარდგენა კანონისა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული წესების დარღვევით;
ე) საწარმოები, რომელთაც მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში გადაიანგარიშეს ფინანსური ანგარიშგების მუხლები ან მოახდინეს რეკლასიფიკაცია;
ვ) სექტორული შერჩევა რისკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით (მათ შორის დარგობრივი პრიორიტეტულობის განსაზღვრა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის გზით);
ზ) უკვე მიმოხილული ანგარიშგების ფარგლებში დაშვებული შეცდომების არსებითობა.
ა) სუბიექტისთვის მიმოხილვის დაწყებასთან დაკავშირებული პირველადი წერილის გაგზავნა და მისი ჩაბარებიდან საპასუხო წერილის სამსახურისთვის 10 კალენდარული დღის ვადაში წარდგენა;
ბ) სუბიექტის მიერ წარმოდგენილი უკუკავშირის შესწავლა/ანალიზი და საჭიროებისას დამატებითი ინფორმაციის მოძიება (მათ შორის, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით, სამსახურმა შესაძლოა წარმართოს სუბიექტთან შეხვედრა ან/და გაგზავნოს დამაზუსტებელი წერილი ინფორმაციის 7 კალენდარული დღის ვადაში წარდგენის თაობაზე);
გ) სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის სამსახურის უფროსის სახელზე მომზადება, რომელშიც აისახება მიმოხილვის შედეგები, კერძოდ, სამართალდარღვევის არსებობის გამოვლენის ან სამართალდარღვევის არარსებობის შესახებ გარემოებები;
დ) სამსახურის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ“?
- დიახ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ“?
- „ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ“ მიღებულია 24.02.2026. მიმღები ორგანო — ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №ნ-1. სარეგისტრაციო კოდი — 350090000.64.076.016159.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ“, №ნ-1, 24.02.2026, სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016159 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6793594/