📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2026
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №01
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016642 397
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/02/2026
955 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.01.2026 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 07.02.2022 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 06.02.2023 თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.02.2026 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2026 წლის 25 თებერვალი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიის ზონირება“ დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 თებერვლის №02 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 28/02/2025; სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.117.016613). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიადი მხეიძე დანართი №1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქალაქ ამბროლაურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებითა და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN = IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქალაქ ამბროლაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ქალაქ ამბროლაურის ცენტრალური ზონისთვის 1,1-ს; ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისთვის – 1-ს; ქალაქ ამბროლაურის პერიფერიული ზონისთვის – 0,9-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის ქალაქ ამბროლაურის ცენტრალური ზონისათვის 380-ს, ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისათვის – 300-ს და ქალაქ ამბროლაურის პერიფერიული ზონისათვის – 240-ს. მუხლი 2🔗 პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის ცენტრალურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) 0,32 1,1 0,24 380 32.10 მუხლი 3🔗 პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული  ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) 0,32 1 0,24 300 23.04   მუხლი 4🔗 პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) 0,32 0,9 0,24 240 16.58 მუხლი 5🔗 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.91 ლარს. მუხლი 6🔗 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5.76 ლარს. მუხლი 7🔗 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 11.52 ლარით. დანართი №2 ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიის ზონირება ქალაქ ამბროლაურის  ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL ცენტრალური ზონა 1 ვაჟა-ფშაველას ქუჩა №1-დან №37-ის ჩათვლით; მ. კოსტავას ქუჩა;  ვ. მახალდიანის ქუჩა; ვანო კობახიძის ქუჩა; შ. რუსთაველის ქუჩა (მ.  კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე); ხვანჭკარის ქუჩა (მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე); ა. შიშინაშვილის ქუჩა (მ.კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე); დ. აღმაშენებლის ქუჩა №9-დან №12​​​ა-ს ჩათვლით; კ. გამსახურდიას ქუჩა (დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან კ. გამსახურდიას ქუჩა №9-ის ჩათვლით); თამარ მეფის ქუჩა (მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან თამარ მეფის ქუჩა №13-ის ჩათვლით); თამარ მეფის  ქუჩის №01 შესახვევი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩა (მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის გადაკვეთამდე); ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №01 შესახვევი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №01 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №02 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №03 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №04 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №05 ჩიხი; კ. გამსახურდიას ქუჩის №01 ჩიხი; კ. გამსახურდიას №02 ჩიხი. 1,1 შუალედური ზონა 2 ა. შიშინაშვილის ქუჩა (ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან ა. შიშინაშვილის ქუჩის №33-ის ჩათვლით); აკ. წერეთლის ქუჩა; ხვანჭკარის ქუჩა (ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე); რუსთაველის ქუჩა (ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე);  დ. აღმაშენებლის ქუჩა №9-დან №38-ის ჩათვლით; კ. გამსახურდიას ქუჩა №9-დან №88-ის ჩათვლით; გრ. ხუციშვილის ქუჩა; ილ. ჭავჭავაძის ქუჩა (დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე); გ. წულუკიძის ქუჩა (ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე); გ. წულუკიძის ქუჩის №02 ჩიხი; გ. წულუკიძის ქუჩის №01 ჩიხი; ნიკო ფიროსმანის ქუჩა;  ალ. გურგენიძის ქუჩა (ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის №16-ის ჩათვლით); ბრატისლავა-რაჭის ქუჩა (გურგენიძის ქუჩის გადაკვეთიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე); სოფიო შარაბიძის ქუჩა; სოლომონ პირველის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას ქუჩის  №01 ჩიხი; ვაჟა-ფშაველას ქუჩის №02 ჩიხი; ვაჟა-ფშაველას ქუჩის №03 ჩიხი; ვაჟა-ფშაველას ქუჩის №04 ჩიხი; ვაჟა-ფშაველას ქუჩა (№37- დან სოფელ კვაცხუთის დასაწყისამდე);  ვაჟა-ფშაველას ქუჩა (№01-დან სოფ. ძირაგეულის დასაწყისამდე); დ. აღმაშენებლის ქუჩის №01 ჩიხი; დ. აღმაშენებლის ქუჩის №02 ჩიხი; კ. გამსახურდიას ქუჩის №03 ჩიხი;  კ. გამსახურდიას ქუჩის №04 ჩიხი; კ. გამსახურდიას ქუჩის №05 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №06 ჩიხი; ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №07 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №08 ჩიხი; ალ. გურგენიძის ქუჩის №01 ჩიხი. 1 პერიფერიული ზონა 3 რ. დვალის ქუჩა; ი. გოგებაშვილის ქუჩა;  პეტრე მელიქიშვილის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის  ქუჩის  №20-ის ჩათვლით); ექვთიმე აღმსარებლის  ქუჩა; კ. გამსახურდიას ქუჩა (№88-დან №59-ის ჩათვლით);  თამარ მეფის ქუჩა (№13-დან №22-ის ჩათვლით); გიორგი ბრწყინვალის ქუჩა; თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი; შოთა რუსთაველის ქუჩა (ა. წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან რუსთაველის ქუჩის №64-ის ჩათვლით);  შ. რუსთაველის ქუჩის №01 ჩიხი; შ. რუსთაველის ქუჩის №02 ჩიხი; კ. ჭიჭინაძის ქუჩა; ა. შიშინაშვილის ქუჩა №33-დან №49-ის ჩათვლით; დიმიტრი ყიფიანის  ქუჩა;  ალ. გურგენიძის ქუჩა №16-დან №18-ის ჩათვლით; ალ. გურგენიძის ქუჩის №02 ჩიხი; ვაჟა-ფშაველას ქუჩის №01 შესახვევი; ვაჟა-ფშაველას ქუჩის №05 ჩიხი; ვაჟა-ფშაველას ქუჩის №06 ჩიხი; თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი; თამარ მეფის ქუჩის №02 ჩიხი. 0,9