📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2026
ძალაში შესვლა 01.03.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №05/43
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016111 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/02/2026
2,971 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2026 მიღება
01.03.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 22.07.2025 საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 16.06.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 24.11.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 11.03.2015 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 15.02.2019

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება №05/43 2026 წლის 26 თებერვალი ქ.თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დაფუძნებისა და ამ მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 23 თებერვლის №73 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ც“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №109/ნ ბრძანება; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 მარტის №05/21 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი მარტიდან.საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანება (შემდგომ – გაერთიანება) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დაფუძნებისა და ამ მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 23 თებერვლის №73 დადგენილების საფუძველზე. 2. გაერთიანება შექმნილია სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლის − კულტურის ისტორიის მუზეუმის, სსიპ − დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, აგრეთვე, სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულის − დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმისა და სსიპ − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეულის − ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრის − მედიათეკის ბაზაზე და წარმოადგენს აღნიშნული მუზეუმების/მედიათეკის უფლებამონაცვლეს. 3. გაერთიანება წარმოადგენს „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მუზეუმს. 4. გაერთიანება თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 5. გაერთიანების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო). 6. გაერთიანების სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანება. 7. გაერთიანებას აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ბიუჯეტი და სათანადო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 8. გაერთიანების იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ია კარგარეთელის ქუჩა №6. მუხლი 2🔗. გაერთიანების საქმიანობის მიზანი და ფუნქციები 1. გაერთიანება წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რომლის საქმიანობის მიზანია სამუზეუმო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებების განვითარება და ხელშეწყობა. 2. გაერთიანებაში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობასა და ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს. 3. გაერთიანების საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 4. გაერთიანების ფუნქციებია: ა) მის შემადგენლობაში შემავალი სასახლე-მუზეუმებისა და ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრის მართვა და მოვლა-პატრონობა; ბ) მის შემადგენლობაში შემავალ სასახლე-მუზეუმებში არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული ფასეულობების მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში კულტურისა და ისტორიის განვითარების პროცესებთან დაკავშირებული მასალების (მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, იკონოგრაფიული, აუდიოვიზუალური, ეთნოგრაფიული მასალები, არქეოლოგიური მასალა, მუსიკალური, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ხალხური ხელოვნების ნიმუშები, ფოტოები და შესაბამის ეპოქასთან, ისტორიასა და ხელოვნებასთან დაკავშირებული სხვა მასალები) მოძიება, შეძენა და/ან შეგროვება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მის შემადგენლობაში შემავალ სასახლე-მუზეუმებში დაცული ექსპონატების დაცვა-აღრიცხვა (მათ შორის, სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა, სტანდარტიზაცია და რეგისტრაცია), ფიზიკური შეფასება, ექსპერტიზა, კლასიფიკაცია, ასევე, ინვენტარიზაცია, დიგიტალიზაცია, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასწრაფო-გადაუდებელი, გეგმური, მცირე და დიდი მოცულობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება, ასევე, არქიტექტურული ძეგლებისა (სასახლეების) და სიძველეთა დაცვის მიზნით ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა; ზ) მის შემადგენლობაში შემავალ სასახლე-მუზეუმებში დაცული ექსპონატების შესწავლა, მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრა და მოძიებული მასალების დამუშავება; თ) ექსპოზიციებისა და დროებითი გამოფენების მოწყობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე, მის შემადგენლობაში შემავალი სასახლე-მუზეუმებისთვის განახლებული სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ი) მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების განვითარების გეგმის შემუშავება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა; კ) კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან, უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო/კულტურულ ცენტრებთან თანამშრომლობა; ლ) სტაციონარული ექსპედიციებისა და მოძრავი გამოფენების, ასევე, მათი პერიოდული რეექსპოზიციის მოწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; მ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საენციკლოპედიო და საცნობარო ხასიათის ლიტერატურის, ბუკლეტების, ღია ბარათების, პლაკატების, სუვენირების, სამეცნიერო და პოპულარული ხასიათის ლიტერატურის გამოცემა; ო) სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სესიებისა და სემინარების ჩატარება, სამეცნიერო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება და ექსპედიციების მოწყობა; პ) მის შემადგენლობაში შემავალ სასახლე-მუზეუმებში დაცულ მასალებზე მუშაობის ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით; ჟ) საომარი მოქმედებებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, მის შემადგენლობაში შემავალ სასახლე-მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის/კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა; რ) გაერთიანებაში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე, კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული პირებისთვის სოციალური და საგანმანათლებლო სივრცის შექმნა; ს) სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 5. გაერთიანებას უფლება აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულებასა და უზრუნველყოფს გაერთიანების მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. გაერთიანების მართვა 1. გაერთიანებას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი (შემდგომ – გენერალური დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. გენერალური დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს გაერთიანების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) ზედამხედველობას უწევს გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებს, მათ მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გაერთიანების თანამშრომლებსა და სტაჟიორებს; ე) გაერთიანების სახელით დებს გარიგებებს, კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს, მათ შორის შრომით ხელშეკრულებებს; ვ) ამტკიცებს გაერთიანების თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს; ზ) ამტკიცებს გაერთიანების შრომის შინაგანაწესს; თ) დადგენილი წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას გაერთიანების თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ; ი) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გაერთიანების ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს და თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს; კ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გაერთიანების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრულ ოდენობას; ლ) პასუხისმგებელია გაერთიანებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე; მ) ხელს აწერს გაერთიანების ოფიციალურ დოკუმენტებს; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს სარეალიზაციო პროდუქციისა და გასაწევი მომსახურების საფასურს, მათ შორის ბილეთების საფასურს; ო) გაერთიანების სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, გასცემს მინდობილობებს; პ) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გენერალური დირექტორის მოადგილისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ; ჟ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები; რ) ქმნის გაერთიანების სამეცნიერო საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას; ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლებამოსილია გასცეს თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი; ტ) წარმოადგენს გაერთიანებას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში; უ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმართავს შრომით ურთიერთობებს; ქ) ამტკიცებს გაერთიანების სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს; ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას გაერთიანების ქონების გამოყენების თაობაზე; ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც მისი უფლებამოსილების ვადით, მინისტრთან შეთანხმებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 4. გენერალური დირექტორის მოადგილე: ა) კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს გაერთიანების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ავიზებს გაერთიანებაში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) ასრულებს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. გენერალური დირექტორის მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება გენერალური დირექტორის გათავისუფლებისთანავე/უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. გენერალური დირექტორის მოადგილის გათავისუფლების სხვა საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 6. გენერალური დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო მათი ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი. 7. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების შეწყვეტის ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. 8. გენერალური დირექტორი ვალდებულია მინისტრს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (მათ შორის, ფინანსური ანგარიშგება), ასევე, მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი პერიოდის ანგარიში. მუხლი 4🔗. გაერთიანების სტრუქტურა 1. გაერთიანების სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) ეკონომიკური სამსახური; გ) სასახლე-მუზეუმების ფონდების მართვის სამსახური; დ) დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი; ე) საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი; ვ) დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმი; ზ) ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). 2. გაერთიანების სტრუქტურული ერთეული – საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი უშუალოდ ექვემდებარება გენერალურ დირექტორს. 3. გაერთიანების სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და ფუნქციები, მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური დირექტორი. 4. გარდა სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული თანამშრომლებისა, შესაძლებელია გენერალურ დირექტორს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ საშტატო თანამდებობაზე და/ან არასაშტატო პოზიციაზე დასაქმებული პირები. მუხლი 5🔗. გაერთიანების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა და თანამშრომლები 1. გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულს – სამსახურს/ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, ხოლო სასახლე-მუზეუმს − მმართველი. სამსახურის/ცენტრის უფროსსა და მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ დავალებებს/მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს და ავიზებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სტრუქტურული ერთეულის გამართულ მუშაობაზე; ვ) ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ; ზ) ინფორმაციას აწვდის გენერალურ დირექტორს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის და/ან გაერთიანების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ; თ) გენერალურ დირექტორს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით თანამშრომლის წახალისების თაობაზე; ი) შუამდგომლობს გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის წინაშე სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყოფის თაობაზე; კ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის დავალებებს/მითითებებს; ლ) ასრულებს სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. 3. გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი. 4. გაერთიანების თანამშრომლებს საშტატო და არასაშტატო პოზიციებზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. მათი ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით და/ან სამუშაო აღწერილობით. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამსახური ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაერთიანებაში კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) უზრუნველყოფა, ასევე, საარქივო საქმიანობის წარმართვა; ბ) ადამიანური რესურსების მართვა, მათ შორის ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი შერჩევის/სამსახურში მიღებისა და სტაჟირების პროცესის ორგანიზება და მართვა; გ) გაერთიანების საშტატო თანამდებობათა სამუშაო აღწერილობების შემუშავება და გენერალური დირექტორისთვის წარდგენა; დ) თანამშრომელთა კარიერული განვითარების (დაწინაურების), კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასების, წახალისების, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურებისა და სისტემების შემუშავება, დანერგვა და გაუმჯობესება; ე) ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ვ) გაერთიანების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება; თ) გაერთიანების სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების შემუშავება და/ან მათი სამართლებრივი ექსპერტიზა; ი) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში გაერთიანების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; კ) გაერთიანების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება; ლ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და მისი პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა; მ) ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ნ) გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, მისი პერიოდული განახლება, განხორციელება და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ო) გაერთიანების ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის გვერდ(ებ)ის მართვა, მონიტორინგი, შედეგებისა და მონაცემების ანალიზი; პ) გაერთიანების მიერ ორგანიზებული და/ან განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების ფოტო/ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გავრცელება; ჟ) გაერთიანების ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებასთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; რ) გაერთიანების სტრუქტურაში არსებული სასახლე-მუზეუმების/ცენტრის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ს) კომპეტენციის ფარგლებში გაერთიანების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ტ) გაერთიანების ადმინისტრაციულ შენობებში უცხო პირთა და დამთვალიერებელთა დაშვების საკონტროლო რეჟიმის დაწესება და მისი განხორციელების კონტროლი; უ) გაერთიანების საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა; ფ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ქ) კომპეტენციის ფარგლებში გაერთიანების სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში; ღ) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 7🔗. ეკონომიკური სამსახური ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) გაერთიანების ფინანსური საქმიანობის მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; ბ) გაერთიანების ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა, ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი; გ) გაერთიანების ფინანსური ანგარიშგების წარდგენა; დ) გაერთიანების საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა; ე) გაერთიანების შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შედგენა და ანგარიშგება; ვ) გაერთიანების შესყიდვების განხორციელება, მათ შორის, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელშეკრულებების რეგისტრაცია და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) გაერთიანების აქტივების/ვალდებულებების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და მათი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა; ი) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვისა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების კონტროლი; კ) გაერთიანების ლოგისტიკური საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, გაერთიანების სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა, კოორდინაცია და მართვა; ლ) გაერთიანებაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და პროცესის მართვა; მ) გაერთიანებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის მიზნით საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა; ნ) გაერთიანების სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური პირობებით უზრუნველყოფა; ო) ვიზიტორთა ყოველთვიური სტატისტიკის წარმოება; პ) ეკონომიკური სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ჟ) გაერთიანების ადმინისტრაციული შენობების, ექსპოზიციების, ფონდსაცავების დაცვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ელექტრონული (მათ შორის, სათვალთვალო და სასიგნალო) სისტემებით აღჭურვა და მათი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; რ) გაერთიანებაში შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა; ს) კომპეტენციის ფარგლებში გაერთიანების სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში; ტ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; უ) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 8🔗. სასახლე-მუზეუმების ფონდების მართვის სამსახური სასახლე-მუზეუმების ფონდების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) გაერთიანების სამუზეუმო ფონდების, ასევე, ცენტრში დაცული კოლექციების/ფონდების მართვის პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა, კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება; ბ) გაერთიანების შემადგენლობაში შემავალი სასახლე-მუზეუმების საქმიანობის საერთო კოორდინაცია; გ) გაერთიანების შემადგენლობაში შემავალი სასახლე-მუზეუმების საგამოფენო და საექსპოზიციო საქმიანობის, საჭირო კონცეფციების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაერთიანების შემადგენლობაში შემავალ სასახლე-მუზეუმებში არსებული ექსპონატების დაცვის, სისტემური აღრიცხვის, დოკუმენტირების, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელებისა და ექსპონატების ფიზიკური მდგომარეობის შეფასების პროცესების კოორდინაცია; ე) გაერთიანების შემადგენლობაში შემავალ სასახლე-მუზეუმებში დაცულ ექსპონატებთან, დაკავშირებული რისკების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) გაერთიანების შემადგენლობაში შემავალი სასახლე-მუზეუმების საჭიროებებისა და განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გაერთიანების ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ზ) გაერთიანების შემადგენლობაში შემავალი სასახლე-მუზეუმების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის აუცილებელი წინადადებების/გეგმების შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება/განხორციელების კოორდინაცია; თ) გაერთიანების შემადგენლობაში შემავალ სასახლე-მუზეუმებში არსებული ფონდების ინვენტარიზაციის პროცესების კოორდინაცია; ი) გაერთიანების შემადგენლობაში შემავალი სასახლე-მუზეუმებისა და მათთან დაცული ფონდების პოპულარიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება; კ) სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა გაერთიანების ფონდებში დაცულ კოლექციებზე სწრაფი, ხარისხიანი და რეგულირებული წვდომის უზრუნველსაყოფად; ლ) პროფესიული სტანდარტების შემუშავება ფონდების მართვის, აღრიცხვა-დაცვის სფეროში ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით; მ) კომპეტენციის ფარგლებში შემეცნებითი და საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება/განხორციელების კოორდინაცია; ნ) გაერთიანების შემადგენლობაში შემავალ სასახლე-მუზეუმებში დაცული ექსპონატების დიგიტალიზაცია და შესაბამისი ციფრული ბაზების შექმნა და მართვა; ო) კომპეტენციის ფარგლებში სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების შემუშავება, მათი განხორციელება და მართვა; ჟ) გაერთიანების შემადგენლობაში შემავალ სასახლე-მუზეუმებთან კოორდინაციით საგამოფენო დარბაზებში უცხო პირთა და დამთვალიერებელთა დაშვების საკონტროლო რეჟიმის დაწესება და მისი განხორციელების კონტროლი; რ) კომპეტენციის ფარგლებში სამუზეუმო საქმიანობის მიმართულებით საერთაშორისო გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება, გაერთიანების სასახლე-მუზეუმებში დანერგვა და მისი შემდგომი მონიტორინგი; ს) კომპეტენციის ფარგლებში გაერთიანების სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში; ტ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; უ) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9🔗. სამეცნიერო საბჭო და საკონსულტაციო ორგანო 1. გაერთიანებას შეიძლება ჰყავდეს სათათბირო ორგანოსამეცნიერო საბჭო (შემდგომ – საბჭო), რომელიც შედგება გაერთიანების თანამშრომლებისა და საჭიროების შემთხვევაში მოწვეული პირებისაგან. 2. გენერალური დირექტორი განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობას და ამტკიცებს მის დებულებას. 3. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც განსაზღვრავს გენერალური დირექტორი. 4. საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას კოორდინაციას უწევს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრებიდან. 5. საბჭოს საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მისი დებულებით. 6. გაერთიანებას ჰყავს საკონსულტაციო ორგანო – მმართველთა საბჭო, რომლის შემადგენლობას სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან განსაზღვრავს გენერალური დირექტორი. მმართველთა საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება მმართველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური დირექტორი. მუხლი 10🔗. გაერთიანების ფინანსები, ქონება, აღრიცხვა და ანგარიშგება 1. გაერთიანების დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან/გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი; ე) შემოწირულობები; ვ) გრანტები; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ამ დებულებით გაერთიანებისთვის განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. გაერთიანების სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 3. დასახული მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად გაერთიანებას აქვს ქონება. გაერთიანების ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც გაერთიანებას გადაცემული და შეძენილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გაერთიანება უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები. გაერთიანების ქონებად ასევე ითვლება ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. 4. გაერთიანება პასუხისმგებელია საკუთარ და მის სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 5. გაერთიანების სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 6. გაერთიანება ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 7. გაერთიანების წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს სამინისტრო. მუხლი 11🔗. გაერთიანების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. გაერთიანების საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. გაერთიანების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს გაერთიანების მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. გაერთიანებას მხოლოდ სამინისტროს წინასწარი თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) გაერთიანების ბიუჯეტის, საშტატო ნუსხის, სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება გაერთიანების ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 12🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 13🔗. გაერთიანების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია გაერთიანების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.