სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2026
ძალაში შესვლა 01.06.2027
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №1-1/30
სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016021 17
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/03/2026
5,179 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2026 მიღება
01.06.2027 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (27)
სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი
„სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი
მუხლი 2
სახიფათო ტვირთი
სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) 3.2 თავით და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (СМГС) მე-2 დანართით განსაზღვრული ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც კლასიფიცირებულია საშიშროების ტიპის მიხედვით და რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით
მუხლი 2
სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია (RID) (შემდგომ
RID) – „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართი − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია
მუხლი 2
სახიფათო ტვირთის გადაზიდვა
სახიფათო ტვირთისათვის ადგილმდებარეობის შეცვლა, გაჩერებების ჩათვლით, რაც აუცილებელია სატრანსპორტო პირობების შესაბამისად და მოიცავს სახიფათო ტვირთის ვაგონებში, ცისტერნებსა და კონტეინერებში ყოფნის პერიოდს, რისი აუცილებლობაც განპირობებულია გადაზიდვის პირობებით ადგილმდებარეობის შეცვლამდე, შეცვლის დროსა და მის შემდეგ. ეს განმარტება ასევე მოიცავს სახიფათო ტვირთის შუალედურ, დროებით დასაწყობებას, სატრანსპორტო საშუალებების სახეობის ან საშუალებების შეცვლის მიზნით (გადატვირთვა)
მუხლი 2
მომეტებული საფრთხის ტვირთი
სახიფათო ტვირთი, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული ტერორისტულ აქტებში და, შესაბამისად, გამოიწვიოს ისეთი მძიმე შედეგები, როგორიცაა მრავალრიცხოვანი ადამიანური დანაკარგი, მასობრივი ნგრევა ან, მე-7 კლასის სახიფათო ტვირთის შემთხვევაში, მასობრივი სოციალურ-ეკონომიკური რყევები. მომეტებული საფრთხის ტვირთის ჩამონათვალი, გარდა მე-7 კლასის სახიფათო ტვირთისა, მოცემულია სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის V დანართში
მუხლი 2
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეები
მონაწილე პირები – სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მთავარი მონაწილეები და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეები, რომლებიც ჩართული არიან სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში
მუხლი 2
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მთავარი მონაწილეები
ტვირთგამგზავნი, გადამზიდველი და ტვირთმიმღები
მუხლი 2
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეები
სახიფათო ტვირთის მტვირთავი, შემფუთავი, შემვსები, კონტეინერ-ცისტერნის/გადასატანი ცისტერნის ოპერატორი, ვაგონ-ცისტერნის ოპერატორი, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, გადმომტვირთავი და ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი, ასევე ექსპედიტორი და საწყობის ოპერატორი
მუხლი 2
ტვირთგამგზავნი
პირი, რომლის მიერ ან რომლის სახელითაც იდება ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება
მუხლი 2
გადამზიდველი
გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სატრანსპორტო ოპერაციების განმახორციელებელი პირი
მუხლი 2
ტვირთმიმღები
ტვირთის მიმღები გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთმიმღები გამოყოფს მესამე პირს გადაზიდვის ხელშეკრულების პირობების თანახმად, ასეთი პირი ჩაითვლება ტვირთმიმღებად RID-ით განსაზღვრული მნიშვნელობით
მუხლი 2
ექსპედიტორი
ნებისმიერი პირი, რომელიც შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯით ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას
მუხლი 2
მტვირთავი
ნებისმიერი პირი, რომელიც:
მუხლი 2
შემფუთავი
ნებისმიერი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთების მოთავსებას ტარაში, მათ შორის, მსხვილგაბარიტიან ტარასა და ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერებში და საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს შეფუთვებს გადასაზიდად
მუხლი 2
შემვსები
ნებისმიერი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთის დატვირთვას ცისტერნაში (ვაგონ-ცისტერნაში, მოსახსნელ ცისტერნაში, გადასატან ცისტერნასა თუ კონტეინერ-ცისტერნაში) ან/და ვაგონში, ნაყარი ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილ დიდ თუ მცირე მოცულობის კონტეინერში, ან ვაგონ-ბატარეასა თუ მრავალელემენტიან აირის კონტეინერში
მუხლი 2
კონტეინერ-ცისტერნის ან გადასატანი ცისტერნის ოპერატორი
ნებისმიერი პირი, რომლის სახელითაც ხორციელდება კონტეინერ-ცისტერნის ან გადასატანი ცისტერნის ფუნქციონირება
მუხლი 2
ვაგონ-ცისტერნის ოპერატორი
ნებისმიერი პირი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია ვაგონ-ცისტერნა ან დამტკიცებულია გადაზიდვისთვის
მუხლი 2
გადმომტვირთავი
პირი, რომელიც:
მუხლი 2
ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი
იურიდიული პირი ან მისი ორგანიზაციული/სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი შემადგენლობის მოვლა-შენახვისთვის ან/და ტექნიკური მომსახურებისთვის
მუხლი 2
ზედამხედველობა
სააგენტოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული და უწყვეტი პროცესი – მოქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესით დადგენილი ვალდებულებების მუდმივი შესრულების შემოწმება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის გზით
მუხლი 2
მონიტორინგი
ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების საქმიანობის კონკრეტული სფეროს ან/და მათი ცალკეული ასპექტების შემოწმება
მუხლი 2
მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი (შემდგომ
უფლებამოსილი პირი) – სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს
მუხლი 2
ზედამხედველობის ობიექტი
ზედამხედველობის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილე პირები, რომლებიც ახორციელებენ სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას ან სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, მათ შორის, ტვირთის გადაზიდვისთვის მომზადებას, შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან დახარისხებას
მუხლი 2
მნიშვნელოვანი შეუსაბამობა
ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც მოითხოვს მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებას
მუხლი 2
შეუსაბამობა
ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც საჭიროებს სააგენტოს მიერ გამოვლენილი გარემოებების აღრიცხვას და მის აღმოსაფხვრელად ზედამხედველობის ობიექტისთვის შეტყობინებას
მუხლი 2
მაკორექტირებელი ღონისძიება
ზედამხედველობის შედეგების შესაბამისად, სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიება
მუხლი 2
დაინტერესებული მხარე
ნებისმიერი პირი, მათ შორის სახელმწიფო უწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და სხვა, რომელსაც აქვს განსაზღვრული როლი სარკინიგზო საქმიანობაში ან რომელსაც ეხება სარკინიგზო საქმიანობა და რომელიც დაინტერესებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის შედეგებით. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესითა და  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 98% 27.12.2024 ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 98% 29.12.2025 მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 95% 24.12.2024 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 25.06.2015 სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ 93% 10.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/30 2026 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესი (შემდგომ – წესი) ადგენს სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობის წესსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია უზრუნველყოს სააგენტოს თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი საქმიანობა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი – „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი; ბ) სახიფათო ტვირთი – სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) 3.2 თავით და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (СМГС) მე-2 დანართით განსაზღვრული ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც კლასიფიცირებულია საშიშროების ტიპის მიხედვით და რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით; გ) სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია (RID) (შემდგომ – RID) – „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართი − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია; დ)  სახიფათო ტვირთის გადაზიდვა – სახიფათო ტვირთისათვის ადგილმდებარეობის შეცვლა, გაჩერებების ჩათვლით, რაც აუცილებელია სატრანსპორტო პირობების შესაბამისად და მოიცავს სახიფათო ტვირთის ვაგონებში, ცისტერნებსა და კონტეინერებში ყოფნის პერიოდს, რისი აუცილებლობაც განპირობებულია გადაზიდვის პირობებით ადგილმდებარეობის შეცვლამდე, შეცვლის დროსა და მის შემდეგ. ეს განმარტება ასევე მოიცავს სახიფათო ტვირთის შუალედურ, დროებით დასაწყობებას, სატრანსპორტო საშუალებების სახეობის ან საშუალებების შეცვლის მიზნით (გადატვირთვა); ე) მომეტებული საფრთხის ტვირთისახიფათო ტვირთი, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული ტერორისტულ აქტებში და, შესაბამისად, გამოიწვიოს ისეთი მძიმე შედეგები, როგორიცაა მრავალრიცხოვანი ადამიანური დანაკარგი, მასობრივი ნგრევა ან, მე-7 კლასის სახიფათო ტვირთის შემთხვევაში, მასობრივი სოციალურ-ეკონომიკური რყევები. მომეტებული საფრთხის ტვირთის ჩამონათვალი, გარდა მე-7 კლასის სახიფათო ტვირთისა, მოცემულია სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის V დანართში; ვ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეები – მონაწილე პირები – სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მთავარი მონაწილეები და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეები, რომლებიც ჩართული არიან სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში; ზ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მთავარი მონაწილეებიტვირთგამგზავნი, გადამზიდველი და ტვირთმიმღები; თ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეები – სახიფათო ტვირთის მტვირთავი, შემფუთავი, შემვსები, კონტეინერ-ცისტერნის/გადასატანი ცისტერნის ოპერატორი, ვაგონ-ცისტერნის ოპერატორი, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, გადმომტვირთავი და ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი, ასევე ექსპედიტორი და საწყობის ოპერატორი; ი) ტვირთგამგზავნი – პირი, რომლის მიერ ან რომლის სახელითაც იდება ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება; კ) გადამზიდველი – გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სატრანსპორტო ოპერაციების განმახორციელებელი პირი; ლ) ტვირთმიმღები – ტვირთის მიმღები გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთმიმღები გამოყოფს მესამე პირს გადაზიდვის ხელშეკრულების პირობების თანახმად, ასეთი პირი ჩაითვლება ტვირთმიმღებად RID-ით განსაზღვრული მნიშვნელობით; მ) ექსპედიტორი – ნებისმიერი პირი, რომელიც შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯით ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას; ნ) მტვირთავი – ნებისმიერი პირი, რომელიც: ნ.ა) ახორციელებს შეფუთული სახიფათო ტვირთის, პატარა კონტეინერების, ან გადასატანი ცისტერნების დატვირთვას ვაგონზე ან კონტეინერზე; ნ.ბ) ახორციელებს კონტეინერის, ნაყარი ტვირთის კონტეინერის, MEGC-ს, ცისტერნა-კონტეინერის, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების დატვირთვას ვაგონზე; ო) შემფუთავი – ნებისმიერი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთების მოთავსებას ტარაში, მათ შორის, მსხვილგაბარიტიან ტარასა და ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერებში და საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს შეფუთვებს გადასაზიდად; პ)  შემვსები – ნებისმიერი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთის დატვირთვას ცისტერნაში (ვაგონ-ცისტერნაში, მოსახსნელ ცისტერნაში, გადასატან ცისტერნასა თუ კონტეინერ-ცისტერნაში) ან/და ვაგონში, ნაყარი ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილ დიდ თუ მცირე მოცულობის კონტეინერში, ან ვაგონ-ბატარეასა თუ მრავალელემენტიან აირის კონტეინერში; ჟ) კონტეინერ-ცისტერნის ან გადასატანი ცისტერნის ოპერატორი – ნებისმიერი პირი, რომლის სახელითაც ხორციელდება კონტეინერ-ცისტერნის ან გადასატანი ცისტერნის ფუნქციონირება; რ) ვაგონ-ცისტერნის ოპერატორი – ნებისმიერი პირი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია ვაგონ-ცისტერნა ან დამტკიცებულია გადაზიდვისთვის; ს) ინფრასტრუქტურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. ინფრასტრუქტურის მენეჯერის ფუნქციები შეიძლება სხვა პირს გადაეცეს; ტ) გადმომტვირთავი – პირი, რომელიც: ტ.ა) უზრუნველყოფს კონტეინერის, ნაყარი ტვირთის კონტეინერის, მრავალელემენტიანი აირის კონტეინერის, კონტეინერ-ცისტერნის, გადასატანი კონტეინერის ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების გადმოღებას ვაგონიდან; ტ.ბ) გადმოტვირთავს შეფუთულ სახიფათო ტვირთს, პატარა კონტეინერებს ან გადასატან ცისტერნებს ვაგონიდან ან კონტეინერიდან; ტ.გ) ახორციელებს სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვას ვაგონ-ცისტერნიდან, მოსახსნელი ცისტერნიდან, გადასატანი ცისტერნიდან ან კონტეინერ-ცისტერნიდან ან ვაგონ-ბატარეიდან, ან მრავალელემენტიანი აირის კონტეინერიდან ან ვაგონიდან, დიდი კონტეინერიდან ან პატარა კონტეინერიდან დიდი მოცულობის ტვირთის ან ნაყარი ტვირთის კონტეინერით გადაზიდვისთვის; უ) ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი – იურიდიული პირი ან მისი ორგანიზაციული/სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი შემადგენლობის მოვლა-შენახვისთვის ან/და ტექნიკური მომსახურებისთვის; ფ) ზედამხედველობა – სააგენტოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული და უწყვეტი პროცესი – მოქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესით დადგენილი ვალდებულებების მუდმივი შესრულების შემოწმება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის გზით; ქ) მონიტორინგი – ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების საქმიანობის კონკრეტული სფეროს ან/და მათი ცალკეული ასპექტების შემოწმება;  ღ) მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი (შემდგომუფლებამოსილი პირი) – სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს; ყ) ზედამხედველობის ობიექტი – ზედამხედველობის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილე პირები, რომლებიც ახორციელებენ სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას ან სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, მათ შორის, ტვირთის გადაზიდვისთვის მომზადებას, შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან დახარისხებას; შ) მნიშვნელოვანი შეუსაბამობა – ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც მოითხოვს მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებას; ჩ) შეუსაბამობა – ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც საჭიროებს სააგენტოს მიერ გამოვლენილი გარემოებების აღრიცხვას და მის აღმოსაფხვრელად ზედამხედველობის ობიექტისთვის შეტყობინებას; ც) მაკორექტირებელი ღონისძიება – ზედამხედველობის შედეგების შესაბამისად, სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიება; ძ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი პირი, მათ შორის სახელმწიფო უწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და სხვა, რომელსაც აქვს განსაზღვრული როლი სარკინიგზო საქმიანობაში ან რომელსაც ეხება სარკინიგზო საქმიანობა და რომელიც დაინტერესებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის შედეგებით. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესითა და  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II ზედამხედველობის მიზნები, სახეები და ფარგლები მუხლი 3🔗. ზედამხედველობის მიზანი ზედამხედველობის მიზნებია: ა) სამართალდარღვევათა პრევენცია; ბ) ზედამხედველობის ობიექტის მიერ სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების დადგენა. მუხლი 4🔗. ზედამხედველობის სახეები სააგენტოს მიერ ზედამხედველობის განხორციელება გულისხმობს თანმიმდევრულ და უწყვეტ პროცესს, რომლის მიზანს წარმოადგენს ზედამხედველობის ობიექტის მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესით დადგენილი ვალდებულებების მუდმივი შესრულებისა და ტექნიკური მომსახურების სისტემის ეფექტიანობის შემოწმება, რომელიც ხორციელდება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის გზით. მუხლი 5🔗. ზედამხედველობის ფარგლები 1. ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო ამოწმებს და აფასებს ზედამხედველობის ობიექტის მხრიდან რამდენად  სრულდება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესით განსაზღვრული მოთხოვნები, უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებული მოთხოვნების ჩათვლით. 2. ზედამხედველობას ექვემდებარება ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების საქმიანობასთან. აგრეთვე, ზედამხედველობას შეიძლება დაექვემდებაროს ზედამხედველობის ობიექტის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობები, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ხდება რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, ტვირთის შეფუთვისთვის, დატვირთვისთვის ან გადმოტვირთვისთვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პერსონალი. 3. სააგენტო, ზედამხედველობის ფარგლებში, უფლებამოსილია აიღოს სახიფათო ტვირთისა თუ ტარის ნიმუშები შესამოწმებლად. მუხლი 6🔗. ზედამხედველობის განმახორციელებელი სუბიექტი 1. ამ წესით განსაზღვრულ ზედამხედველობას  ახორციელებს სააგენტო. 2. სააგენტო ზედამხედველობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი  პრინციპებით: ა) პროპორციულობა – სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, შეუსაბამობებსა და სააგენტოს მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ღონისძიებებს შორის პროპორციულობის უზრუნველყოფა; ბ) თანმიმდევრულობა – ერთგვაროვანი გარემოებების არსებობისას სააგენტოს მხრიდან ერთგვაროვანი ღონისძიებების, მიდგომების გამოყენება; გ) გამჭვირვალობა – ზედამხედველობის ობიექტისთვის ზედამხედველობის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების პრინციპების ხელმისაწვდომობა; დ) ანგარიშვალდებულება – სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების უზრუნველყოფა; ე) თანამშრომლობა – სააგენტოს მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების ხელმყოფი გარემოებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის და პრობლემისადმი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, შესაბამის უწყებებთან ან/და პირებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა. 3. მონიტორინგში მონაწილე პირი არ უნდა ახორციელებდეს ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის/პირების შერჩევისას სააგენტო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მონიტორინგის განხორციელებისას თავიდან იქნეს აცილებული  ინტერესთა კონფლიქტი. 4. მონიტორინგის განხორციელების პერიოდულობა განისაზღვრება ზედამხედველობის გეგმით, რომელიც მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. ზედამხედველობის განხორციელებისას სააგენტოს მიერ  მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს ზედამხედველობის ობიექტს მაკორექტირებელი ღონისძიების განხორციელება. 6. თუ უფლებამოსილი პირი მონიტორინგის ფარგლებში აღმოაჩენს, რომ ზედამხედველობის ობიექტის მიერ არ არის დაკმაყოფილებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესითა და RID-ით გათვალისწინებული მოთხოვნები, მას უფლება აქვს აკრძალოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ან შეაჩეროს ტრანსპორტირების ოპერაცია, სანამ არ მოხდება გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა ან სხვა შესაბამისი ზომების მიღება. 7. ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი გარემოებების ან/და ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე, თუ დასტურდება სამართალდარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. მუხლი 7🔗. ზედამხედველობის გეგმის შემუშავება, გაცნობა, განხორციელება და შეფასება 1. სააგენტო ზედამხედველობის გეგმას  შეიმუშავებს  სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების/ინფორმაციის ანალიზისა და რისკების შეფასების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წყაროები შეიძლება მოიცავდეს: ა) უსაფრთხოების მართვის სისტემების შეფასებისას თავმოყრილ ინფორმაციას; ბ) ტექნიკური მომსახურების სისტემების შეფასებისას თავმოყრილ ინფორმაციას; გ) წინა საზედამხედველო საქმიანობის შედეგებს; დ) მოკვლევის ბიუროს ანგარიშებს/რეკომენდაციებს; ე) სარკინიგზო შემთხვევების/სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების/ინციდენტების ამსახველ ანგარიშებს ან მონაცემებს; ვ) სარკინიგზო საწარმოების ან ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ სააგენტოსთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშებს უსაფრთხოების შესახებ; ზ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირების ანგარიშებს; თ) მოქალაქეებისგან ან სხვა შესაბამისი წყაროებიდან მიღებულ საჩივრებს; ი) რისკების შეფასების შედეგებს; კ) ტექნოლოგიურ სიახლეებს; ლ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის წლიურ ანგარიშებს. 3. სააგენტო უფლებამოსილია რისკების ანალიზისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში მოიწვიოს და ჩართოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტი ან/და დარგის ექსპერტი. 4. სააგენტო ზედამხედველობის გეგმის შემუშავებისას, არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და რისკის შეფასების გარდა, ასევე ხელმძღვანელობს ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც შესაძლოა არ შეესაბამებოდეს არსებულ რისკებს. 5. სააგენტო ზედამხედველობის გეგმით განსაზღვრავს ზედამხედველობის სახეს, პერიოდულობასა და სიხშირეს. 6. სააგენტო ზედამხედველობის გეგმის შემუშავების ეტაპზე ითვალისწინებს საჭირო ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური რესურსების არსებობას. 7. სააგენტო ზედამხედველობის დაწყებამდე ზედამხედველობის გეგმას აცნობს ზედამხედველობის ობიექტსა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დაინტერესებულ მხარეებს. 8. სააგენტო, ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით:  ა) ასრულებს ზედამხედველობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; ბ) გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში ზედამხედველობას უწევს მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას, აგრეთვე დაყოვნების გარეშე გასცემს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამაფრთხილებელ შეტყობინებას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს უსაფრთხოების სხვა ზომებს; გ) აფასებს რამდენად სრულყოფილად და დროულად შეძლო ზედამხედველობის ობიექტმა მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულება შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად. 9. საზედამხედველო საქმიანობის შედეგები უნდა მოიცავდეს: ა) ზედამხედველობის ობიექტთან არსებულ შეუსაბამობებს; ბ) სავალდებულო მითითებებს ან რეკომენდაციებს ზედამხედველობის ობიექტთან არსებულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით. 10. სააგენტო საზედამხედველო საქმიანობის შედეგებს უზიარებს ზედამხედველობის ობიექტს. 11. შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტომ შესაძლოა გამოიყენოს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების ღონისძიებები. 12. ზედამხედველობის განხორციელებისას შეკრებილი ინფორმაციისა და ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე სააგენტო: ა) პერიოდულად აფასებს ზედამხედველობის გეგმას, რათა შეამოწმოს სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების/ინფორმაციის გამოყენების, ზედამხედველობის შედეგებისა და რესურსების განაწილების ეფექტიანობა და საჭიროების შემთხვევაში ცვლის პრიორიტეტებს;  ბ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ზედამხედველობის გეგმის ცვლილებას. მუხლი 8🔗. გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგის დაწყება გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – მონიტორინგის დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც მიეთითება მონიტორინგის დაწყების საფუძველი, სფერო, ფარგლები და ჩატარების პერიოდი/ვადები (მონიტორინგის დაწყებისა და დასრულების თარიღები). მუხლი 9🔗. გეგმური მონიტორინგი 1. ზედამხედველობის ობიექტის  გეგმური მონიტორინგი ხორციელდება ზედამხედველობის გეგმის შესაბამისად, რომელსაც ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. 2. გეგმური მონიტორინგის დაწყების შესახებ სააგენტო ზედამხედველობის ობიექტს აცნობებს წინასწარ. მუხლი 10🔗. არაგეგმური მონიტორინგი 1. სააგენტო უფლებამოსილია, ჩაატაროს არაგეგმური მონიტორინგი. 2. სააგენტოს მიერ არაგეგმური მონიტორინგის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორი. მუხლი 11🔗. მონიტორინგის ფარგლები 1. გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი ტარდება მონიტორინგის ჩატარების შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში. 2. გეგმური მონიტორინგის ფარგლების დადგენის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია ზედამხედველობის ობიექტისგან ან გამართოს შეხვედრა ზედამხედველობის ობიექტთან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფარგლები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის გზით, რის შესახებაც, არსებობის შემთხვევაში, უნდა ეცნობოს ზედამხედველობის ობიექტს. მუხლი 12🔗. არაგეგმური მონიტორინგის გამომრიცხავი გარემოებები 1. არაგეგმური მონიტორინგის გამომრიცხავი გარემოებებია: ა) სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობა ან/და ისეთი გარემოებების არარსებობა, რომლებიც მიანიშნებს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობაზე; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების არსებობა იმავე დარღვევის ფაქტზე და იმავე მხარეებთან დაკავშირებით, რომელზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონიტორინგი; გ) დავის სასამართლო წარმოებაში არსებობა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებს შორის, რომელზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონიტორინგი; დ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებთან დაკავშირებით, რომელზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონიტორინგი; ე) სისხლის სამართლის საქმის არსებობა იმავე ფაქტზე, რომელზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონიტორინგი; ვ) საკითხის შესწავლა სცილდება სააგენტოს კომპეტენციას; ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებების არსებობა, რომლებიც გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას. 2. არაგეგმური მონიტორინგი არ დაიწყება, ხოლო დაწყებული არაგეგმური მონიტორინგი შეწყდება, თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ. არაგეგმური მონიტორინგი წყდება მხოლოდ იმ ფაქტზე, რომელზეც წარმოიშობა შეწყვეტის საფუძველი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, არაგეგმური მონიტორინგის დაწყებული პროცესის შეწყვეტა ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით. თავი III უფლებამოსილი პირისა და ზედამხედველობის ობიექტის უფლება-მოვალეობები მუხლი 13🔗. უფლებამოსილი პირის უფლებები და მოვალეობები 1. უფლებამოსილი პირი მონიტორინგისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესით, სარკინიგზო უსაფრთხოების წესით, ამ წესითა და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. მონიტორინგის პროცესში უფლებამოსილმა პირმა ასევე უნდა გაითვალისწინოს სხვა, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები და უნდა დაიცვას ისინი. 2. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს: ა) შეამოწმოს ზედამხედველობის ობიექტი; ბ) შესაბამისი პირებისგან და ორგანოსაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ზედამხედველობის განხორციელებისთვის; გ) საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ შერჩეული მეთოდის გამოყენებით, ადგილზე შეაგროვოს მტკიცებულება; დ) განახორციელოს ფიზიკური აქტივების ადგილზე მონიტორინგი, როგორებიცაა კონტეინერი, მოძრავი შემადგენლობა ან ინფრასტრუქტურის შემადგენელი ელემენტები; ე) შევიდეს ზედამხედველობის ობიექტის შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს ზედამხედველობის ობიექტის თანამშრომელთა საქმიანობას ან გამოიყენოს მტკიცებულების მოპოვების სხვა მეთოდი; ვ) გაეცნოს ზედამხედველობის ობიექტის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებსა და ტექნიკურ ინსტრუქციებს; ზ) გაესაუბროს ზედამხედველობის ობიექტის თანამშრომლებს, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესით განსაზღვრული პროცესების/პროცედურების პრაქტიკული შესრულებისა და უსაფრთხოების კულტურის შეფასების მიზნით; თ) ზედამხედველობის ობიექტს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებების მიცემა, ან გაესაუბროს მათ თანამშრომლებს უსაფრთხოების პირობების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის საკითხებზე; ი) მოიპოვოს სხვა მტკიცებულებები და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები; კ) ზედამხედველობის პროცესში როგორც მტკიცებულებების მოპოვების, ასევე სხვა ნებისმიერი მიზნით, ყველა შესაბამის პირთან კომუნიკაცია განახორციელოს ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით; ლ) ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მტკიცებულებების ფოტო-, ვიდეო-, აუდიო- ან ვიდეოაუდიოფიქსაცია; მ) შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ნ) ისეთი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სარკინიგზო უსაფრთხოებას, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს მყისიერი რეაგირება ზედამხედველობის ობიექტს; ო) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 3. უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) განუხრელად დაიცვას კანონით, ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები; ბ) ზედამხედველობა განახორციელოს ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევითა და კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით; გ) დაიცვას პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული, საგადასახადო, საბანკო და სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება უფლებამოსილ პირს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება; დ) ამ ბრძანებით დადგენილი წესითა და ვადებში მოამზადოს მონიტორინგის ანგარიში, რომელიც მოიცავს სამართლებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მონიტორინგის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების პროექტს, მისი სახელით გასაგზავნ კორესპონდენციას, მოხსენებით და სამსახურებრივ ბარათს.  მუხლი 14🔗. უფლებამოსილი პირის თვითაცილება და აცილება 1. მონიტორინგის პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს უფლებამოსილი პირი, რომელიც: ა) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა როგორც მხარე, მხარის წარმომადგენელი ან დაინტერესებული პირი; ბ) საქმეში მონაწილე სუბიექტის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია; გ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის მიმართაც ხორციელდება მონიტორინგი; დ) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. 2. უფლებამოსილი პირი ვალდებულია სააგენტოს დირექტორს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს. 3. ზედამხედველობის ობიექტს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს კონკრეტული უფლებამოსილი პირის აცილების საფუძველი, უფლება აქვს სააგენტოს დირექტორს წარუდგინოს დასაბუთებული განცხადება ამ უფლებამოსილი პირის აცილების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უფლებამოსილი პირის აცილების შესახებ  წარდგენილი უნდა იქნეს  5  სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება მონიტორინგის დაწყების შესახებ ინფორმაციის შეტყობიდან ან იმ დღიდან, როდესაც ზედამხედველობის ობიექტისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ. 5. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს დირექტორი. მუხლი 15🔗. ზედამხედველობის ობიექტის უფლებები და მოვალეობები 1. ზედამხედველობის ობიექტს უფლება აქვს: ა) წარადგინოს მტკიცებულებები, ახსნა-განმარტებები, შენიშვნები და მოსაზრებები; ბ) როგორც მონიტორინგის პროცესში, ასევე ამ პროცესის დასრულების შემდგომ მოითხოვოს საქმის წარმოების მასალების გაცნობა ან მასალების ასლების გადაცემა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა), თუ აღნიშნული ხელს არ უშლის ზედამხედველობის განხორციელებას; გ) ზედამხედველობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლის მეშვეობით, მათ შორის, ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; დ) მოითხოვოს უფლებამოსილი პირის აცილება ამ წესის მე-14 მუხლის საფუძველზე; ე) მოითხოვოს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა; ვ) გაასაჩივროს სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ისარგებლოს ამ წესითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით. 2. ზედამხედველობის ობიექტი ვალდებულია: ა) დაემორჩილოს სააგენტოს ან/და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნასა და უზრუნველყოს მითითებულ ვადაში ამ მოთხოვნის ჯეროვნად შესრულება; ბ) უზრუნველყოს უფლებამოსილი პირი სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, ადგილზე შემოწმების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, დროებით გამოუყოს მას სამუშაო ოთახი ან ადგილი; გ) უზრუნველყოს სააგენტო ან/და უფლებამოსილი პირი ზედამხედველობისთვის საჭირო ყველა ინფორმაციით/დოკუმენტაციით, ამასთან, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისრულეზე; დ) არ ჩაერიოს უფლებამოსილი პირის საქმიანობაში, არ შეაფერხოს და არ დააბრკოლოს ზედამხედველობის პროცესი; ე) სახიფათო ტვირთის გადაზიდვების მონაწილეებმა  უნდა უზრუნველყონ ვაგონებისა თუ მათი ნაწილების, აღჭურვილობისა და დანადგარების შესაძლო და ჯეროვანი ხელმისაწვდომობა შემოწმების მიზნით; ვ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებების შესრულება. თავი IV მონიტორინგის პროცესი მუხლი 16🔗. მონიტორინგის პროცესში დასადგენი გარემოებები 1. მონიტორინგის პროცესში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს: ა) ზედამხედველობის ობიექტის მიერ დაცულია თუ არა სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესითა და  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა  წესები და მოთხოვნები; ბ) ზედამხედველობის ობიექტის მიერ ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა; გ) ექვემდებარება თუ არა ზედამხედველობის ობიექტი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას; დ) სხვა გარემოებები, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. მუხლი 17🔗. მტკიცებულება 1. მონიტორინგის პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები უნდა იყოს საკმარისი სამართალდარღვევის არსებობის/არარსებობის ფაქტისა და მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი სხვა ნაკლოვანებების დასადგენად. ამასთან, მტკიცებულებები უნდა იყოს სანდო, რაც გულისხმობს მტკი­ცე­ბუ­ლების მოძიების წყაროსა და მეთოდის სანდოობას (მტკი­­ცებულების სანდოობის ხარისხი იზ­რდება, როდესაც იგი მოპოვებულია თავდაპირველი წყაროდან ან მისი დადასტურება შესაძლებელია რამ­დე­ნიმე წყაროთი), და შესაფერისი, რაც გულისხმობს მტკი­ცებულების ლოგიკურ კავშირს იმას­თან, რის დასამ­ტკი­ცებლადაც ხდება მისი მოძიება. 2. ზედამხედველობის ობიექტის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას სააგენტოსთვის აქვს მტკიცებულებითი ძალა, თუ ეჭვს არ იწვევს მისი წარმომავლობა და ავთენტურობა. 3. არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 4. გამოკვლევას არ საჭიროებს ფაქტები, რომლებიც: ა) საყოველთაოდაა ცნობილი; ბ) დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან სააგენტოს დირექტორის მიერ, სხვა მონიტორინგის ფარგლებში მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მუხლი 18🔗. მტკიცებულების სახეები და მათი მოპოვების მეთოდები 1. მონიტორინგის ფარგლებში მტკიცებულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს: ა) მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; ბ) ნივთიერი მტკიცებულება; გ) სამართალდამრღვევის აღიარება; დ) ფაქტების კონსტატაციის მასალები; ე) აუდიოჩანაწერი; ვ) ვიდეოჩანაწერი; ზ) ფოტო;  თ) საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; ი) უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული/გამოცემული/დამოწმებული დოკუმენტი; კ) მონიტორინგის ოქმი; ლ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, ინფორმაცია ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა ექნება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის. 2. უფლებამოსილ პირს შეუძლია მტკიცებულების მოპოვების მიზნით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი მეთოდი: ა) ზედამხედველობის ობიექტის პერსონალისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა; ბ) მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტის გამოთხოვა ან/და დათვალიერება; გ) ექსპერტიზის დანიშვნა/ექსპერტის მოწვევა; დ) ადგილზე შემოწმება; ე) ზეპირი გამოკითხვა. 3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდებისა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი სხვა მეთოდი, რომელიც რელევანტურია და დაეხმარება მას მონიტორინგის პროცესში და რომელთა გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 4. მონიტორინგის განსახორციელებლად კონკრეტული მტკიცებულების მოპოვების, მტკიცებულების მოპოვების კონკრეტული მეთოდის გამოყენებისა და ამ პროცესში გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების (ფოტოგადაღება, აუდიოჩაწერა, ვიდეო-აუდიო ჩაწერა) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და კოორდინაციით. გადაწყვეტილების მიღებისას, უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს მონიტორინგის მიზანი და მოცულობა. მუხლი 19🔗. ზედამხედველობის ობიექტის პერსონალისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წესი 1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ზედამხედველობის ობიექტის პერსონალს ჩამოართვას ახსნა-განმარტება. ზედამხედველობის ობიექტის პერსონალს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით, წერილობითი ფორმით, წარუდგინოს უფლებამოსილ პირს ახსნა-განმარტება. 2. უფლებამოსილი პირისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე ზედამხედველობის ობიექტის პერსონალის უარი, ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება, არაჯეროვანი შესრულება ან/და ახსნა-განმარტების მისაცემად სააგენტოში დაბარებული ზედამხედველობის ობიექტის პერსონალის დადგენილ დროს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, უთანაბრდება ინფორმაციის მიუწოდებლობას.  3. ახსნა-განმარტების მიცემისას ზედამხედველობის ობიექტის პერსონალი თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შეკითხვა დაუსვას ზედამხედველობის ობიექტის პერსონალს ახსნა-განმარტების მიცემის ნებისმიერ მომენტში. 4. ახსნა-განმარტების მიღება შეიძლება განხორციელდეს წერილობით ან ზეპირად სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, სხვა ადგილზე ან დისტანციური ფორმით. ზეპირი ფორმით ახსნა-განმარტების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 5. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით, ზედამხედველობის ობიექტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ან სხვა შესაბამის ადგილას ზეპირი კომუნიკაციის ფორმით გამოძახებისას, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ წესის 24-ე მუხლის შესაბამისად, შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. მუხლი 20🔗. დოკუმენტური მტკიცებულება, მისი გამოთხოვისა და დათვალიერების წესი 1. დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დოკუმენტური მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ინფორმაციას. დოკუმენტურ მტკიცებულებად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო, ვიდეო, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 2. საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია: ა) ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია; ბ) მოიპოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ან ისეთი წყაროებიდან, რომელზე წვდომაც უფლებამოსილ პირს აქვს კანონიერად. 3. ზედამხედველობის ობიექტი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია მოთხოვნილი დოკუმენტი/ინფორმაცია უფლებამოსილ პირს მიაწოდოს დროულად და სრულად. უფლებამოსილი პირისთვის დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდებაზე ზედამხედველობის ობიექტის უარი, ამ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება ან/და არაჯეროვანი შესრულება (მათ შორის, არასაპატიო მიზეზით ვადის დარღვევა) უთანაბრდება დოკუმენტის/ინფორმაციის მიუწოდებლობას.  4. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ზედამხედველობის ობიექტს ან/და ნებისმიერ სხვა პირს დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვოს წერილობითი ან ზეპირი კომუნიკაციის ფორმით. 5. უფლებამოსილ პირს დოკუმენტი/ინფორმაცია უნდა მიეწოდოს წერილობითი ფორმით (მატერიალურად), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მოთხოვილი დოკუმენტის/ინფორმაციის გაცემას ელექტრონული ფორმით ან თუ უფლებამოსილ პირთან წინასწარ შეთანხმებულია დოკუმენტის/ინფორმაციის სხვა ფორმით წარდგენა. 6. მონიტორინგის ფარგლებში დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვისას ზედამხედველობის ობიექტი ან/და ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია უფლებამოსილ პირს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია მიაწოდოს დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ დოკუმენტის/ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა საჭიროებს: ა) დოკუმენტის/ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას, ან ამ დაწესებულებასთან ან ერთეულთან კონსულტაციას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტის/ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას. 7. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ზედამხედველობის ობიექტის ან/და ნებისმიერი სხვა პირის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე გააგრძელოს ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული ვადა. მუხლი 21🔗. ექსპერტის დასკვნა და ექსპერტიზის დანიშვნის წესი 1. თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სააგენტოს დირექტორის თანხმობით მონიტორინგის ნებისმიერ სტადიაზე მოიწვიოს ექსპერტი ან/და მოითხოვოს ექსპერტიზის ჩატარება. 2. ექსპერტის მოწვევის ან/და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით უფლებამოსილი პირი მოხსენებითი ბარათით მიმართავს სააგენტოს დირექტორს, რომელშიც აღინიშნება ექსპერტის მოწვევის ან/და ექსპერტიზის ჩატარების მიზანი, აუცილებლობის დასაბუთება და ექსპერტის წინაშე დასასმელი საკითხები. 3. ზედამხედველობის ობიექტს უფლება აქვს, სააგენტოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინოს მონიტორინგის დასრულებამდე. 4. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, ზედამხედველობის ობიექტს განუსაზღვროს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. აღნიშნულ ვადაში ზედამხედველობის ობიექტის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს ზედამხედველობის ვადის გაგრძელების საფუძველი. 5. ექსპერტის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. 6. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასმულ კითხვებზე დასაბუთებულ პასუხებს. 7. ზედამხედველობის ობიექტს უფლება აქვს, გაეცნოს სააგენტოს ინიციატივით განხორციელებულ ექსპერტის დასკვნას და წერილობით გამოთქვას თავისი მოსაზრება. 8. თუ ექსპერტის მომსახურება ან ექსპერტიზის ჩატარება განხორციელდა სააგენტოს ინიციატივით, ექსპერტის მომსახურების ან ექსპერტიზის ხარჯები ანაზღაურდება სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 22🔗. ადგილზე შემოწმება და მისი ჩატარების წესი 1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით უფლებამოსილ პირს უფლება აქვს განახორციელოს ადგილზე შემოწმება. 2. ადგილზე შემოწმებისას ზედამხედველობის ობიექტი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია დაემორჩილოს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას, მათ შორის, დროულად და სრულად მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონული ფორმით არსებული ვიდეო- ან აუდიოჩანაწერი), მისცეს საშუალება დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, შეამოწმოს შესაბამისი კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურა, განახორციელოს ფოტო/ვიდეო/ვიდეო-აუდიოგადაღება ან/და მტკიცებულების შეგროვების მიზნით გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი მოქმედება. დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა და მონიტორინგის პროცესის შეფერხება. 3. ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილ პირს უფლება აქვს თან იქონიოს საჭირო აღჭურვილობა და მასალები, მათ შორის: ა) კავშირგაბმულობის საშუალებები; ბ) პლანშეტი ან ლეპტოპი; გ) აუდიოჩამწერი, ფოტო- ან/და ვიდეოკამერა; დ) სხვა აღჭურვილობა ან მასალები/დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა ადგილზე შემოწმების განხორციელებისა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად. 4. ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. მუხლი 23🔗. ზეპირი გამოკითხვა 1. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენას. 2. ზეპირი გამოკითხვის ჩატარებისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეოაუდიო ან წერილობითი ოქმი. მუხლი 24🔗. უფლებამოსილი პირის მიერ მტკიცებულების ფიქსაციისა და პირის ინფორმირებულობის მიზნით ზეპირი კომუნიკაციის განხორციელების დასადასტურებლად ოქმის შედგენის წესი 1. მონიტორინგის პროცესში შექმნილი აუდიო- და ვიდეოაუდიოჩანაწერი (აუდიო-, ვიდეოაუდიოოქმი) ან წერილობითი ოქმი წარმოადგენს ამ თავით გათვალისწინებული მტკიცებულების ფიქსაციისა და პირის ინფორმირებულობის მიზნით ზეპირი კომუნიკაციის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. აუდიო- ან ვიდეოაუდიოოქმი დგება შესაბამისი მოქმედების მიმდინარეობისას, ხოლო წერილობითი ოქმი დგება შესაბამისი ზეპირი კომუნიკაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 3. თუ აუდიო- ან ვიდეოაუდიოოქმი დგება ისეთ მოქმედებაზე, რომელშიც გარდა უფლებამოსილი პირისა, მონაწილეობს სხვა პირიც, აუდიო- ან ვიდეოაუდიოოქმის შედგენა დასაშვებია მხოლოდ კომუნიკაციის მონაწილე ყველა პირის თანხმობით. კომუნიკაციის მონაწილე ყველა პირის თანხმობა უნდა დაფიქსირდეს აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმში. 4. კომუნიკაციის მონაწილე პირის მიერ აუდიო- ან ვიდეოაუდიოოქმის შედგენაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ადგენს წერილობით ოქმს. 5. უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შედგენისას გამოყენებული უნდა იქნეს აუდიოჩამწერი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თარიღი და დრო უნდა დაფიქსირდეს სხვა საშუალებებით (მაგ., თარიღის ხმამაღლა დასახელებით ან სხვა). 6. აუდიო- ან ვიდეოაუდიოოქმი უნდა შეიცავდეს: ა) კომუნიკაციის მონაწილე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გამოხატულ თანხმობას ან უარს თანხმობაზე აუდიო- ან ვიდეოაუდიოოქმის შედგენაზე და შესაბამისად, აუდიო ან ვიდეო-აუდიოჩაწერაზე; ბ) საქმის დასახელებას, რომელზეც დგება აუდიო- ან ვიდეოაუდიოოქმი, ან/და იმ გარემოების/ქმედების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც დგება ოქმი; გ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირისა და კომუნიკაციის მონაწილე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელს, გვარსა და თანამდებობას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში); დ) აუდიო- ან ვიდეოაუდიოოქმის შედგენის დროსა და ადგილს; ე) იმ მოქმედების დასახელებას, რომელთან დაკავშირებითაც დგება ოქმი; ვ) კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების დასახელებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით, ტელეფონის ნომერს, რომელზეც განხორციელდა კომუნიკაცია. 7. წერილობითი ფორმით შედგენილი ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:  ა) სააგენტოს დასახელებას; ბ) ოქმის შედგენის დროსა და ადგილს; გ) საქმის დასახელებას, რომელზეც დგება აუდიო- ან ვიდეოაუდიოოქმი, ან/და იმ გარემოების/ქმედების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც დგება ოქმი; დ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირისა და კომუნიკაციის მონაწილე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობას; ე) კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასახელებას. თუ კომუნიკაცია განხორციელდა ტელეფონის საშუალებით, ტელეფონის ნომერს, რომელზეც განხორციელდა კომუნიკაცია; ვ) შესაბამისი მოქმედების დროს განხორციელებულ ღონისძიებებს, მოპოვებულ მტკიცებულებებსა და კომუნიკაციის მონაწილეების მიერ გამოთქმულ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა საკითხებს, მოქმედებისა და საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით; ზ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; თ) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის მოქმედებაში მონაწილე მხარის პოზიციას ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშვნას ამის თაობაზე. თუ პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი, რომელიც ასევე აღინიშნება ოქმში. 8. ზედამხედველობის ობიექტის ახსნა-განმარტებებთან,  ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებასთან, ადგილზე შემოწმებასთან და ზეპირ გამოკითხვასთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით შედგენილი ოქმი, გაცნობისა და ოქმში მოყვანილი შესაბამისი გარემოებების დადასტურების მიზნით, უფლებამოსილი პირის მიერ წარედგინება მასში მონაწილე პირებს. ოქმის წარდგენის შემთხვევაში, შესაბამის პირს უფლებამოსილი პირის მიერ განესაზღვრება ვადა ოქმის გასაცნობად (არაუმეტეს 5  სამუშაო დღისა) და განემარტება, რომ უფლება აქვს, გამოთქვას შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. პირის მიერ ოქმის გაცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.  მუხლი 25🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შედგენისა და გაცნობის წესი 1. თუ უფლებამოსილი პირი მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა, იგი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 2. ადმინისტრაციული სამართალ­დარღვევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი დაერთვის საქმეს, ხოლო მეორე დაუყოვნებლივ წარედგინება გასაცნობად სამართალდამრღვევს, თუ იგი ესწრება ოქმის შედგენის პროცესს, ხოლო თუ იგი არ ესწრება სამართალდარღვევის ოქმის შედგენის პროცესს – ეგზავნება ამ წესის 28-ე მუხლის შესაბამისად, ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი უფლებამოსილი პირი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ან მისი წარმომადგენელი, თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ან მისი წარმომადგენლის მიერ ოქმის ხელმოწერაზე ან მის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი. 4. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ, წარმოადგინონ ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის თაობაზე, ასევე ჩამოაყალიბონ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები. მუხლი 26🔗. მონიტორინგის ვადა მონიტორინგის ვადები განისაზღვრება მონიტორინგის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ვადის ცვლილება დასაშვებია სააგენტოს დირექტორის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის გზით. მუხლი 27🔗. ვადების გამოთვლის წესი საქმის წარმოებაში 1. ამ წესით დადგენილი ვადა აითვლება მონიტორინგის დაწყების დღიდან. 2. თუ ზედამხედველობის ობიექტი ამ წესის შესაბამისად ვალდებულია განახორციელოს რაიმე მოქმედება განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის ათვლა დაიწყება მხარისთვის შესაბამისი მოქმედების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდების/დოკუმენტის ჩაბარების მომდევნო სამუშაო დღეს. 3. ამ წესის მიზნებისთვის, დოკუმენტების სამუშაო დროს სააგენტოში წარმოდგენის შემთხვევაში, მათი წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება სააგენტოში წარმოდგენის დღე, ხოლო არასამუშაო დროს/უქმე/დასვენების დღეს წარმოდგენის შემთხვევაში – მომდევნო პირველი სამუშაო დღე. თუ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე თანამშრომელი ამ წესის შესაბამისად ვალდებულია განახორციელოს რაიმე მოქმედება განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი დოკუმენტის სააგენტოში წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან. 4. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 5. კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, განსაზღვრული ვადა მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე – ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას. 6. თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე/დასვენების დღეს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე. მუხლი 28🔗. მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება და ჩაბარება 1. კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას უფლებამოსილ პირს  უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, აგრეთვე, გამოიყენოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა და მართვის ერთიანი ან/და მონაცემთა დამუშავების ავტომატური საშუალებები, ასევე ელექტრონული ფოსტა ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებები.  2. მონიტორინგთან დაკავშირებული დოკუმენტები ზედამხედველობის ობიექტებსა და  მესამე პირს ბარდებათ ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების ისეთი განსხვავებული წესით, რაც ჩაბარების დადასტურების საშუალებას იძლევა. დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია ასევე სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში. 3. უფლებამოსილი პირი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტების ჩაბარების რომელი ფორმა გამოიყენოს და რომელ მისამართზე გააგზავნოს იგი. 4. თუ პირველად გაგზავნისას დოკუმენტების ზედამხედველობის ობიექტის ან/და მესამე პირისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი შესაბამის პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სხვა საშუალების გამოყენებით. თავი V მონიტორინგის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება, მისი აღსრულება და ამ წესით გათვალისწინებული აქტების გასაჩივრების ვადა მუხლი 29🔗. მონიტორინგის დასრულება 1. მონიტორინგის სრულდება თუ მოპოვებულია საკმარისი, სანდო და შესაფერისი მტკიცებულებები სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების ან უარყოფისათვის ან/და მიღწეულია გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგის მიზანი. მონიტორინგის  დასრულების დროდ მიიჩნევა სააგენტოს დირექტორის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერის დღე. 2. მონიტორინგის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებისა და მონიტორინგის  ანგარიშის  საფუძველზე უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს მონიტორინგის  დასრულების შესახებ სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასა და სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირისთვის წარდგენას. მუხლი 30🔗. მონიტორინგის დასრულების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მონიტორინგის შედეგად სააგენტოს დირექტორი წერილობით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ზედამხედველობის ობიექტისთვის ქმედების განხორციელების რეკომენდაციის მიცემის თაობაზე; ბ) სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოვლინდა; დ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზე. მუხლი 31🔗. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების შესასრულებლად სავალდებულო ძალა და მისი აღსრულება 1. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. 2. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების, მათ შორის, აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 32🔗.  სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებისა და ამ წესით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ვადები საქმის წარმოების შედეგად მიღებული სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს გადაწყვეტილება, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში. სააგენტოს დირექტორის სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.