სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2026
ძალაში შესვლა 01.03.2026
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №1-1/28
სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016022 17
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/02/2026
1,295 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2026 მიღება
01.03.2026 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
საფასური − ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადარიცხული სავალდებულო თანხა, რომელიც
განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 20.10.2021 „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 27.02.2026 პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 05.10.2022 მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 25.12.2024 „გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 86% 27.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/28 2026 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები“ (შემდგომ − წესი) არეგულირებს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესებსა და პირობებს. 2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება გულისხმობს საქართველოს სარკინიგზო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლის მიზანია იმ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის აღიარება და რეესტრში აღრიცხვა, რომელიც უფლებამოსილი იქნება, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტს მიაწოდოს შესაბამისი ცოდნა სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან, შეფუთვასთან, დატვირთვასთან, გადმოტვირთვასთან და დახარისხებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ, ასევე იმ მოვალეობების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1.  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო; ბ) საფასური − ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადარიცხული სავალდებულო თანხა, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით; გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი − ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოქმედ სერტიფიკატს; დ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირი (შემდგომ − სწავლების განმახორციელებელი პირი) − იურიდიული პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად აღიარებულია როგორც სწავლების განმახორციელებელი პირი და რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შემდგომ − სწავლების სერტიფიკატი) − სწავლების განმახორციელებელი პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა წარმატებით გაიარა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება; ვ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი (შემდგომ − სერტიფიკატი) − სააგენტოს მიერ სერტიფიკატის მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე გაცემული სერტიფიკატი; ზ) განმცხადებელი − დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს ამ წესის საფუძველზე მიიღოს  სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსი, მოახდინოს ამ სტატუსის შეჩერება, განახლება ან/და გაუქმება; თ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება − სწავლება, რომლის მიზანია პირისთვის შესაბამისი კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად და რომლის წარმატებით გავლის შედეგად გაიცემა სწავლების სერტიფიკატი; ი) სერტიფიკატის მისაღები გამოცდა (შემდგომ −გამოცდა) − სააგენტოს მიერ ორგანიზებული თეორიული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პირი მიიღებს სერტიფიკატს. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება 1. სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარებას ახორციელებს სააგენტო. 2. განმცხადებელმა, რომელსაც სურს სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების მოპოვება, უნდა მიმართოს სააგენტოს ამ წესის დანართით განსაზღვრული განცხადებით, რომელსაც უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა)  სასწავლო პროგრამა (სასწავლო გეგმა, მათ შორის სწავლების, თეორიული და პრაქტიკული  მომზადების კურსის აღწერა), რომელიც შესაბამისობაშია სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებთან და პირობებთან“; ბ) სასწავლო პროგრამის ზოგადი მიზნების და კომპეტენციის მისანიჭებლად საჭირო მეთოდების აღწერა; გ) სწავლების შესაფასებლად გამოცდის ჩატარების მიზნის, ტიპისა და პროცედურის აღწერა; დ) სწავლების ჩატარების, შეფასებისა და დასწრების აღრიცხვის პროცედურების აღწერა; ე) სწავლების ჩატარებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერა; ვ) სწავლების ჩატარებისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსის და მათთვის განსაზღვრული კვალიფიკაციის აღწერა; ზ) სწავლების განხორციელებაში ჩართული ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია; თ) სწავლების დასრულების შემდეგ პირისათვის მინიჭებული კომპეტენციის აღწერა; ი) სწავლების სერტიფიკატის ნიმუში;  კ) სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ლ) შესაბამისი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 3. სააგენტო უზრუნველყოფს სწავლების განმახორციელებელი პირის  სტატუსის აღიარებას იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 4.  სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება ხორციელდება წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეფასების გზით. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს განმცხადებელთან ვიზიტი, გაესაუბროს სწავლების განხორციელებაში ჩართულ პირებს და ადგილზე შეამოწმოს განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა. 5. სააგენტო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო თუ განცხადება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, იღებს წარმოებაში. 6. თუ განმცხადებელი სააგენტოს არ წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს/ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. 7. თუ განმცხადებელი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტს/ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია განცხადების არსებითი განხილვისთვის, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 8. სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების შესახებ სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში. 9. თუ სააგენტოში წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ და განმცხადებელს განუსაზღვრავს 14 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. განმცხადებელს დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე უფლება აქვს მოითხოვოს დამატებით 7 სამუშაო დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული ვადის დაწესება აჩერებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული საერთო ვადის დინებას. განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე. თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.   10. თუ განმცხადებლის მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იურიდიულ პირს ანიჭებს სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსს 5 წლის ვადით. მუხლი 4🔗. სწავლების განმახორციელებელი პირის პასუხისმგებლობა 1. სწავლების განმახორციელებელი პირი ვალდებულია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს საკუთარი სასწავლო პროგრამა და მოდულები, რომლებიც პერიოდულად უნდა განაახლოს მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. 2. სწავლების განმახორციელებელი პირი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალისტის სწავლების შესაბამისი სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში ყოველკვირეული სასწავლო ცხრილის შესახებ. მუხლი 5🔗. ინსპექტირება სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების პროცესის და სწავლების განმახორციელებელი პირის ინსპექტირება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის ინსპექტირების წესის“ შესაბამისად.  მუხლი 6🔗. სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის შეჩერება/გაუქმება 1. სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსი: ა) სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში; ბ) საჭირო ადამიანურ ან/და აკადემიურ რესურსთან დაკავშირებული შეუსაბამობის შემთხვევაში; გ) სასწავლო მატერიალურ ან/და საინფორმაციო რესურსებთან დაკავშირებული შეუსაბამობის შემთხვევაში; დ) ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ამ წესთან ან/და საქართველოს კანონმდებლობასთან; ე) სწავლების განმახორციელებელი პირის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სააგენტო სწავლების განმახორციელებელ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით. 3. სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის გაუქმების საფუძველია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოუსწორებლობა; ბ) სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღდგენიდან 12 თვის განმავლობაში, თუ კვლავ დადგინდა იგივე მიზეზი, რაც გახდა სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის შეჩერების საფუძველი;    გ) თუ სწავლების განმახორციელებელი პირს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, 1 წელზე მეტი ვადით აქვს სტატუსი შეჩერებული; დ) სწავლების განმახორციელებელი პირის მოთხოვნა სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის გაუქმების თაობაზე; ე) სწავლების განმახორციელებელი პირის ლიკვიდაცია. მუხლი 7🔗. სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღდგენა სააგენტო სწავლების განმახორციელებელი პირის შეჩერებულ სტატუსს აღადგენს შემდეგ შემთხვევებში: ა) სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის შეჩერების მიზეზის გამოსწორების შემთხვევაში, რაც დასტურდება სააგენტოში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის მეშვეობით; ბ) სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღდგენის მიზნით სწავლების განმახორციელებელი პირის მიმართვის შემთხვევაში, თუ სტატუსის შეჩერება გამოწვეული იყო სწავლების განმახორციელებელი პირის მოთხოვნით. მუხლი 8🔗. სააგენტოს მოვალეობები 1. სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს  სწავლების განმახორციელებელი პირების რეესტრის წარმოებას ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მეშვეობით. 2. სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს სწავლების განმახორციელებელი პირის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) სასწავლო პროგრამის დასახელება; გ) სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის მოქმედების ვადა; დ) საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდი, ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. ელექტრონული საინფორმაციო ბაზის განახლების მიზნით, სწავლების განმახორციელებელმა პირმა უნდა აცნობოს სააგენტოს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში შემავალ მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების შესახებ.